„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.106.016399
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2022 წლის 9 სექტემბერი

ქ.ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №49 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებას, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვებისა და შეთანხმებების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას და არქიტექტურული პროცესების მართვას. შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრას;

ბ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

ვ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;

ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;

თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდებისთვის წინადადებების შემუშავებას;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობის გათვალისწინებით ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების სტადიურობის, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა;

კ) მუნიციპალიტეტის გამწვანებული ტერიტორიების, გზების მონაკვეთების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომებისა და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზებას;

ლ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

მ) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარებას;

ნ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

ო) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ნებართვების გაცემის თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ - მერი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ბრძანებების პროექტების შემუშავებას; მშენებლობის პროექტის შეთანხმებას, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას, შეთანხმებას და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას;

პ) მშენებლობადამთავრებულ ობიექტებთან დაკავშირებით შესაბამისი აქტის გამოცემას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;

ჟ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;

რ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

ს) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას;

ტ) განსახორციელებელ სამუშაოებსა და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას;

უ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;

ფ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან;

ქ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მოზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმებას, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში შემოსული დოკუმენტაციის განხილვას და მერისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენას;

ღ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მოზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარებას;

ყ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, მცირე არქიტექტურული ფორმების, ძეგლების და ქანდაკებების განთავსების საკითხებზე პროექტების მომზადება-განხილვას;

შ) შესრულებულ პროექტებზე საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების მომზადებას, შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონული მონაცემთა და ფოტომასალების ბაზების შედგენას;

ჩ) მერის სხვა დავალებების შესრულებას;

ც) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლის 4. სამსახურის უფლებები

სამსახურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სხვა დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები და სპეციალისტები;

ბ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განსახორციელებლად მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად კოორდინირებულად მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;

გ) აწარმოოს მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვის კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მოამზადოს სამართლებრივი აქტების პროექტები ან/და მონაწილეობა მიიღოს მათ მომზადებაში, მისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ე1 ქვეპუნქტი:

„ე1) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის  №255 დადგენილების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებას; წინადადების შემუშავებას მშენებლობის პროექტის შესათანხმებლად, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას, წინადადების მომზადებას მათი შეთანხმებისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მუნიციპალიტეტის ტერიოტორიაზე წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოების დაგეგმვას;“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილება

ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისთვის წინადადებების და სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას;

ბ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენას;

გ) განსახორციელებელ სამუშაოებსა და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას;

დ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მოზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმებას, ცვლილების საჭიროების შემთხვევაში შემოსული დოკუმენტაციის განხილვას და მერისთვის წარსადგენი შესაბამისი წინადადების მომზადებას;

ე) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან და პროექტის მიღება-ჩაბარებაზე თანხმობის გაცემას განსაზღვრულ ვადაში;

ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით მოზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მომზადებას;

ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტების მომზადებას;

თ) საჭიროების შემთხვევაში, მერის წინაშე საკითხის დასმას დამპროექტებელთა და ექსპერტთა ჯგუფების მოწვევის შესახებ;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას;

კ) ტერიტორიის კეთილმოწყობის, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების და გამწვანების ზონების მოწყობის შესახებ სამუშაოთა დაპროექტებას; ამ მიზნებისთვის სათანადო წინადადებების შემუშავებას და მათი განხორციელების ორგანიზებას;

ლ) წინადადების მომზადებას შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ობიექტების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად და მონაწილეობას მათ განხორციელებაში;

მ) დასახლებებში გარე განათებისა და სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების და პროექტების მომზადებას;

ნ) სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან ამორტიზებული ობიექტების რეაბილიტაციისთვის წინადადებების მომზადებას და განსახორციელებელ სამუშაოთა ორგანიზებას;

ო) ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის პროექტების და ხარჯთაღრიცხვების შემოწმებას და სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებას; ხარჯთაღრიცხვებში ცვლილებების შეთანხმებისთვის წინადადებების მომზადებას;

პ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე