“საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.005.852
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №118
2003 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 33-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით,ვბრძანებ:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში („საკანონმდებლო მაცნე” №16, მუხლი 117, გვ. 7, 21.02.2002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი1
დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამოწმებს გამყიდველის სტატუსით ვაჭრობის მონაწილეთა საკორესპონდენტო ანგარიშებზე შესაბამისი სახსრების არსებობას (ამასთან, შესაბამისი განაცხადების წარმოდგენიდან აუქციონის შედეგების მიხედვით საბოლოო ანგარიშსწორებების დასრულებამდე საქართველოს ეროვნული ბანკი (მათთან შეთანხმებით) აჩერებს აქტიურ ოპერაციებს გამყიდველის სტატუსით ვაჭრობის მონაწილეთა „საკორესპონდენტო ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში”). ასევე, ამოწმებს CAMEL-ის სისტემით მყიდველის სტატუსით მონაწილე ბანკებისათვის მინიჭებულ რეიტინგს (ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს ინფორმაციის საფუძველზე)”.
მუხლი 2
სესხის გაცემის შესახებ გენერალური ხელშეკრულების („საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის” დებულების დანართი №2) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კრედიტორი თანახმაა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უშუალოდ განახორციელოს ეროვნულ ბანკში მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან თითოეულ აუქციონზე შემდგარ გარიგებასთან დაკავშირებული ოპერაციები, აგრეთვე კრედიტორის მიერ შესაბამისი განაცხადის წარმოდგენიდან აუქციონის შედეგების მიხედვით საბოლოო ანგარიშსწორებების დასრულებამდე შეუჩეროს აქტიური ოპერაციები მის „საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში”.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მ. კაკულია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.05.2003.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”?
- “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” მიღებულია 23.05.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №118. სარეგისტრაციო კოდი — 220.010.040.10.008.005.852.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”, №118, 23.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.10.008.005.852 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55618/