ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2022
ძალის დაკარგვა 01.11.2024
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016479
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,558 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2022 მიღება
01.11.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2022 წლის 7 სექტემბერი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის (პროგრამული კოდი  06.02.13) განხორციელების წესი თანახმად №1 დანართისა. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმა თანახმად №2 დანართისა. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს სოციალური მიზნის მქონე პროექტების მხარდაჭერის / თანადაფინანსების მიზნით, წარმოდგენილი პროექტების შესრულების ფინანსური ანგარიშის ფორმა თანახმად №3 დანართისა. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი №1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – „პროგრამა“) წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამული კოდი (06.02.13) განხორციელების ძირითად საფუძველს და მარეგულირებელ აქტს. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზნები ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური მიზნ(ებ)ის მქონე პროექტებში მათი ჩართვის გზით; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების და მოწყვლადი ჯგუფების მოტივირება და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა/ქმედითი მხარდაჭერა, მათ შორის სოციალური საწარმოების დაფუძნების / განვითარების ხელშეწყობის გზით; დ) დასაქმების ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები ა) კანონიერება; ბ) თანასწორობა; გ) საჯაროობა; დ) მიუკერძოებლობა; ე) კოლეგიურობა; ვ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა. მუხლი 4🔗. პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო 1. პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), წარმოადგენს ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) სათათბირო ორგანოს, რომელიც იქმნება  მერის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის კოორდინაციის, კონკურსის ორგანიზების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნით. 2. სამდივნოს შემადგენლობაში სავალდებულოდ და თანამდებობრივად შედიან: ა) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელი; ბ) საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის წარმომადგენელი; გ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს  წარმომადგენელი; დ) მერის მოადგილე; ე) მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის  და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენელი; ვ) მერიის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელი; ზ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი; თ) მერიის ადმინისტრაციის სამსახურის წარმომადგენელი; ი) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი. 3. მერი უზრუნველყოფს სამდივნოში, სოციალური მიზნების და დასაქმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო/ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელების და თემატური ექსპერტების მონაწილოებას,  მათი მიმართვის საფუძველზე. 4. სამდივნოს საქმიანობას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს მერის მოადგილე. 5. სამდივნოს შემადგენლობა და  სამდივნოს წევრთა შემადგენლობის ცვლილება მტკიცდება მერის ბრძანებით. მუხლი 5🔗. პროგრამის საკონკურსო კომისია 1.  პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადებიდან გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის მიზნით, იქმნება  საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია).  2. კომისიის შემადგენლობას სამდივნოს წარდგინებით ამტკიცებს მერი. 3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) მერის მოადგილე; ბ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარე; გ) მერიის   საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის და ეკონომიკური განვითარების სამსახურების წარმომადგენლები; დ) ადგილობრივი არასამთავრობო ოგანიზაციის 3  წარმომადგენელი; ე) კომისიის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 6🔗. კომისიის ფუნქციონირების წესი  1. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა 3/4. 3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა არანაკლებ 2/3. 4. კომისიის სხდომაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. კომისიის გადაწყვეტილება აისახება ოქმში. 5. კომისიის გამართულად საქმიანობას, მისი ფუნქციონირების ადმინისტრირებას (ფართით უზრუნველყოფა, შემოსული პროექტების ასლების გამრავლება და სხდომაზე კომისიის წევრებისთვის დარიგება, მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობა) უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. 6. კომისიის სხდომის შესახებ 2 დღით ადრე ეცნობებათ კომისიის წევრებს.  მუხლი 7🔗. კომისიის წევრის უფლება / მოვალეობა  1. კომისიის წევრი უფლებამოსილია: ა) მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში; ბ) შემოვიდეს ინიციატივით და დააყენოს საკითხები განსახილველად; გ) ზეპირად ან წერილობით გამოხატოს საკუთარი მოსაზრება; დ) ხმის უფლებით მონაწილეობდეს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ე) დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია კომისიის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში. 2. კომისიის წევრის ვალდებულებაა: ა) დაიცვას წინამდებარე დებულება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; ბ) გაუფრთხილდეს კომისიის ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას; გ) არ გაახმაუროს კომისიის წევრობის პერიოდში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია; დ) რეგულარულად დაესწროს კომისიის სხდომებს და მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში; ე) შეისწავლოს შემოსული საპროექტო წინადადებები; ვ) საჭიროებისამებრ, მოითხოვოს განმცხადებლისგან პროექტის გასამყარებლად დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის ფინანსური; ზ) შეისწავლოს საპროექტო წინადადებაში აღწერილი შემდეგი ინფორმაცია: ზ.ა) ბენეფიციართა შესახებ მონაცემები; ზ.ბ) ფინანსური და სტატისტიკური მონაცემები; ზ.გ) განმცხადებლის მიერ პროექტის განხორციელების რეალური შესაძლებლობა; ზ.დ) პროექტის რეალური საჭიროებები. თ) პროექტის მიმდინარეობისას, წინასწარი დაუწყების გარეშე, განახორციელოს პროექტის მონიტორინგი და მოამზადოს შესაბამისი დასკვნები; ი) შეაფასოს პროექტის შედეგები და დასკვნები. 3. კომისიის წევრი ანგარიშვალდებულია კომისიის თავმჯდომარის წინაშე. მუხლი 8🔗. კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე  1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომებს; ბ) კოორდინაციას უწევს კომისიის საქმიანობას; გ) უნაწილებს ფუნქციებს, აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; დ) უფლებამოსილია გამოვიდეს ინიციატივით, რომ შესწორებები იქნეს შეტანილი პროექტების მიღების, განხილვის პროცედურებში და პროექტების შეფასების კრიტერიუმებში; ე) კომისიის სახელით ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და რეკომენდაციებს; ვ) წარმოადგენს კომისიას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობისას. 2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 9🔗. საპროექტო წინადადებების სფერო, მიღების წესი, შერჩევის პროცედურები და შეფასების კრიტერიუმები  1. საპროექტო წინადადებები უნდა შემოიფარგლოს შემდეგი სამიზნე ჯგუფებითა და საკითხებით: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახები / პირები; ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები; გ) ზრუნვის სისტემიდან გასული პირები; დ) მრავალშვილიანი ოჯახები; ე) მარჩენალდაკარგული პირები; ვ) მარტოხელა მშობელი; ზ) ახალგაზრდები; თ) მარტოხელა ხანდაზმული პირები; ი) დედ-მამით ობოლი ბავშვები; კ) ოჯახური პირობების გამო, დიდი ხნის მანძილზე დაუსაქმებელი დიასახლისები; ლ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები; მ) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები; ნ) ზემოაღნიშნული სამიზნე ჯგუფების ჩართულობის უზრუნველყოფა სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში; ო) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა; პ) საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება; ჟ) გენდერული თანასწორობა. 2. საპროექტო წინადადებები, რომლებიც არ იქნება მხარდაჭერილი კომისიის მიერ: ა) პროექტი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რომელიმე საბიუჯეტო (ქვე)პროგრამის იდენტურია; ბ) შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს; გ) გულისხმობს პოლიტიკური პარტიების, რელიგიური ან სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერას; დ) პროექტის შესრულებით შეუძლებელია მიღებული შედეგების შეფასება; ე) პროექტები რომელთა განხორციელების არეალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებს მიღმაა. 3. კომისიის მხარდაჭერის შედეგად მიღებული / მოპოვებული თანადაფინანსების ფარგლებში შეუძლებელია: ა) შეძენილ იქნას უძრავი ქონება პირადი ინტერესებისთვის; ბ) ინდივიდუალური ან ჯგუფური (კოლექტიური) გრძელვადიანი ღონისძიებების დაფინანსება, რომელთა მონიტორინგი და შეფასება შეუძლებელია კომისიის კომპეტენციით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით; გ) თანადაფინანსების თანხა არ შეიძლება მიმართულ იყოს ხელფასების გასაცემად. 4. საპროექტო წინადადებები, რომლებიც არ მიიღება: ა) ერთი და იმავე ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში შემოტანილი ერთზე მეტი საპროექტო განაცხადი; ბ) პროექტები, რომელთა ბიუჯეტში გაწერილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტისგან მოთხოვნილი თანხა აღემატება მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების მაქსიმალურ თანხას - 10 000 (ათიათასი) ლარს. მუხლი 10🔗. პროგრამის განხორციელების ეტაპები 1. პროგრამა მოიცავს განხორციელების შემდეგ ეტაპებს: ა) წინდადებების კონკურსის გამოცხადება; ბ) წინადადბების მიღება; გ) წინადადებების გადარჩევა; დ) გამარჯვებული პროექტების გამოცხადება და თანადაფინანსება ე) გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი; ვ) პროგრამის შეფასება. მუხლი 11🔗. საპროექტო წინადადებების მიღების წესი 1. საპროქტო წინადადებების მიღება ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში თანხის ამოწურვამდე. 2. საპროექტო წინადადება შევსებულ და წარდგენილ უნდა იქნეს დანართი №2-ის შესაბამისად. 3. საპროექტო წინადადება, განცხადებასთან ერთად, უნდა დარეგისტრირდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში. 4. საპროექტო წინადადება, განცხადებასთან ერთად, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური სახით, ისე ელექტრონული ფორმითაც,  ელფოსტის: meriaozurgeti2018@gmail.com მეშვეობით. 5.  საპროექტო წინადადების ინიცირების უფლება აქვს ნებისმიერ იმ ორგანიზაციას (საბიუჯეტო (მაგალითად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ბიბლიოთეკა, სკოლა და ა.შ.), არასამთავრობო, სათემო ორგანიზაცია/ცენტრი, სოციალური საწარმო და სხვ.)), რომელიც, საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით, მოახდენს წილობრივ დაფინანსებას და, პროექტის განხორციელებით, ხელს შეუწყობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 6. საპროექტო წინადადების თანადაფინანსების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი არ შეიძლება აღემატებოდეს წარმოდგენილი პროექტის საერთო ღირებულების 30%-ს. (არაუმეტეს 10 000 ლარი). 7. კომისია უფლებამოსილია განსაზღროს დასაფინანსებელი თანხა. 8. არასრულად წარმოდგენილი საპროექტო წინადადება არ განიხილება. მუხლი 12🔗. საპროექტო წინადადებების შერჩევის პროცედურები 1. საპროექტო წინადადების შემოსვლიდან 3 დღის ვადაში პროექტი ელექტრონული ფორმით გადაეცემა კომისიის სამდივნოს. 2. საპროექტო წინადადებას, ამ წესთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, განიხილავს კომისიის სამდივნო, რომელიც ამზადებს სათანადო დასკვნას საპროექტო წინადადების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში. სამდივნოს დასკვნა, თანდართულ მასალებთან ერთად, გამარჯვებულის გამოსავლენად გადაეგზავნება კომისიას. 3. კომისიის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ წარმოდგენილ პროექტებს და შეფასებისას ხელმძღვანელობენ საპროექტო წინადადებების შეფასების წინასწარ დამტკიცებული ფორმით. ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია, საიდანაც გამოცხადდება გამარჯვებული პროექტები . 4. საპროექტო წინადადებასთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია/დაზუსტება. 5.   არ  დაფინანსდება პროექტები,  რომელთა  საშუალო ქულა მიიღებს შეფასებას: „ცუდი“ (0  ქულა), „სუსტი“ (1 – 2 ქულა) ან/და „საშუალო“ (3 – 4 ქულა).   6. კომისია       საპროექტო     წინადადებაზე           დადებით       დასკვნას         წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, (ქვე)პროგრამით გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებიდან შესაბამისი პროექტის დასაფინანსებლად. 7. საპროექტო წინადადების წარმომდგენი ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ აღნიშნული საპროექტო წინადადების განხილვისა და მისი მოწონების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია გასცეს ადმინისტრაციული დაპირება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების განხორციელების შესახებ. მუხლი 13🔗. პროექტის განხორციელებისა და ანგარიშგების / ანგარიშსწორების წესი 1. დამტკიცებული/თანადაფინანსებული პროექტი უნდა განხორციელდეს მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. 2. პროექტის თანადაფინანსებაზე დონორის უარის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მიერ თანხა არ გაიცემა. 3. თანადაფინანსების მიმღებ ორგანიზაციასთან  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აფორმებს „თანადაფინანსების ხელშეკრულებას“. 4. კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტ(ებ)ი უნდა განხორციელდეს დანართი №2-ში დადგენილი ცხრილი №1-ის (სამოქმედო გეგმა / დროის გრაფიკი)  და ცხრილი №2-ის (ბიუჯეტი) შესაბამისად. 5. პროექტის განხორციელების ფარგლებში, კომისიას 2-ჯერ უნდა წარედგინოს ანგარიში დანართი №3-ის  შესაბამისად, პროექტის მიმდინარეობის შუა პერიოდში და მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში. 6. ანაზღაურება მოხდება ორგანიზაციის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (მაგალითად: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშფაქტურების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის) წარმოდგენის შემდეგ. 7. დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია დეტალურად წარუდგინოს დამფინანსებელს მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების, მიღება-ჩაბარების აქტების, საგადასახადო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა, შესყიდვის აქტი), გადახდის ქვითრების, საგადახდო დავალებების და სხვა ფინანსური დოკუმენტების ავტორიზებული ქსეროასლები; ამასთან, კომისია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის დედნები და უზრუნველყოს პროექტის განხორციელების ფინანსური მხარის მონიტორინგი. მუხლი 14🔗. წესის დამტკიცება და მასში ცვლილებების   შეტანა წესის დამტკიცება და მასში ცვლილებ(ებ)ისა და დამატებ(ებ)ის შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.