ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქართველი მწერლის და საზოგარო მოღვაწის რაფიელ ერისთავის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 07.09.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.162.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მიხეილ ზურაბაშვილის სახელის
მინიჭების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს
დამსახურებული მწვრთნელის გივი ახალაურის სახელის მინიჭების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის საქართველოს
ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქართველი მწერლის და საზოგარო მოღვაწის რაფიელ ერისთავის სახელის მინიჭების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №31
2022 წლის 7 სექტემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში
მდებარე
უსახელო
ქუჩისთვის ქართველი მწერლის და საზოგარო მოღვაწის რაფიელ ერისთავის
სახელის მინიჭების
შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-13-მე-17 პუნქტების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში არსებულ №3 ქუჩას ეწოდოს ქართველი მწერლისა და საზოგარო მოღვაწის რაფიელ ერისთავის სახელი (თანდართული რუკის თანახმად).
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება ასევე გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhmeta.gov.ge.
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების და ფირნიშების დამზადება).
6. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე იოსები ქარუმაშვილი