ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბინაანის ცენტრალურ ქუჩისთვის სპორტის დამსახურებული ოსტატის ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.162.016014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 33

 

2022 წლის 7 სექტემბერი
. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბინაანის ცენტრალურ ქუჩისთვის სპორტის დამსახურებული ოსტატის ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელის მინი ჭ ების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-13-მე-17 პუნქტების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბინაანში არსებულ ცენტრალურ ქუჩას ეწოდოს 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორისა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორის, სპორტის დამსახურებული ოსტატის ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელი (თანდართული რუკის თანახმად).

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, აგრეთვე გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განკარგულება ასევე გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას, საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhmeta.gov.ge, აგრეთვე განთავსდეს საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების და ფირნიშების დამზადება).

5. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე   იოსები ქარუმაშვილი