ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო მოედნისათვის კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ- ერთი მეთაურის ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.162.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/09/2022
matsne.gov.ge 231 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გივი ახალაურის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 07.09.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის ცენტრალური ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 07.09.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქართველი მწერლის და საზოგარო მოღვაწის რაფიელ ერისთავის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 07.09.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მიხეილ ზურაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 07.09.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 89% 07.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო მოედნისათვის კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ- ერთი მეთაურის ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №36 2022 წლის 7 სექტემბერი ქ. ახმეტა ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო მოედნისათვის კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-13-მე-17 პუნქტების შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ქალაქ ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებულ უსახელო მოედანს ეწოდოს, კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაურის ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელი (თანდართული რუკის თანახმად). 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. განკარგულება ასევე გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhmeta.gov.ge. 5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების და ფირნიშების დამზადება). 6. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41). ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  იოსები ქარუმაშვილი