“ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი190.010.000.11.117.005.861
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №301
2003 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მიმდინარე რეფორმების წარმატებით გაგრძელებისათვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2002 წლის დეკემბრის მისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით (სსმ III, 2001წ., №1, მუხლი 3) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. სახაზინო სამსახურის დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტები:
„6. ხაზინა მონაცემთა ერთიანი ბაზის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე შეიმუშავებს სახაზინო სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ახალი ამოცანების კვლევისა და მათი დამუშავების მეთოდებს;
7. ხაზინა სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს სამსახურის მიერ გასაწევი აუცილებელი, გადაუდებელი ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ხარჯების პროგნოზირებას”.
2. სახაზინო სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები:
ზ) „ინფორმატიკის დეპარტამენტი”;
თ) „განვითარებისა და პროგნოზირების დეპარტამენტი”.
და ეს პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„4. ხაზინის ცენტრალური აპარატი მოიცავს შემდეგ დეპარტამენტებს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი;
ბ) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი;
გ) საოპერაციო დეპარტამენტი;
დ) საანგარიშსწორებო ცენტრი;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) ინფორმატიკის დეპარტამენტი;
თ) განვითარებისა და პროგნოზირების დეპარტამენტი”.
3. ინფორმატიკის დეპარტამენტისა და განვითარებისა და პროგნოზირების დეპარტამენტების რიცხოვნობა განისაზღვროს 7-7 საშტატო ერთეულით სახაზინო სამსახურისათვის გამოყოფილი რიცხოვნობის ფარგლებში.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2003.
- როდის იქნა მიღებული “ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”?
- “ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მიღებულია 06.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №301. სარეგისტრაციო კოდი — 190.010.000.11.117.005.861.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, №301, 06.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.11.117.005.861 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55648/