“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 04.06.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
ნომერი №159
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.111.005.866
გამოქვეყნების წყარო სსმ, 57, 17/06/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.06.2003 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:219.75pt; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:39.7pt 42.55pt 42.55pt 42.55pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.111.005.866
საქართველოს სახელმწიფო უშიშრობის
მინისტრის ბრძანება №159
2003 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 მაისის №175 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის თანდართული წესდება.
2 ეს ბრძანება ამოქმედდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შეტანიდან მე-10 დღეს.
ვ. ხაბურძანია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის წესდება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. აკადემიის სტატუსი:
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უმაღლესი სპეციალური საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება.
2. აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ წესდებით.
3. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია”, შემოკლებით „სსიპ-სუს აკადემია”.
4. აკადემიას აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის, სავალუტო) და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, აკადემიას აქვს სპეციალური უფლება-უნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. აკადემიის იურიდიული მისამართია: 380119, თბილისი, ქერჩის შესახვევი №1.
მუხლი 2🔗. აკადემიის მიზნები და ამოცანები:
აკადემია ახორციელებს:
ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებასა და დამტკიცებას, განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაცვით;
ბ) სპეციალობათა ნუსხის შედგენასა და დამტკიცებას, სახელმწიფო მოთხოვნის გათვალისწინებით; სწავლების ფორმის შემოღებასა და გაუქმებას, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით;
გ) სამეცნიერო ხარისხების მინიჭებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ე) კავშირის დამყარებას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ვ) უმაღლესი განათლებით სპეციალისტების მომზადებას როგორც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, ასევე სხვა სპეცსამსახურებისა და სამართადამცავი ორგანოებისათვის;
ზ) აკადემიის მართვა-გამგეობას;
თ) საგამომცემლო საქმიანობას.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკადემია იძენს და განკარგავს ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხს.
თავი II. აკადემიის საქმიანობის საგანი, სასწავლო პროცესი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა
მუხლი 3🔗. საქმიანობის საგანი
აკადემიის საქმიანობის საგანია:
ა) სამართალმცოდნეობისა და სხვა პროფილის სპეციალისტების მომზადება და გადამზადება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში სამუშაოდ მისაღები კანდიდატის მომზადება ოპერატიული შემადგენლობის სპეციალურ კურსებზე;
გ) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემის და სხვა სპეცსამსახურებისა თუ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;
დ) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემის, სხვა სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მომზადება ოპერატიული შემადგენლობის სპეციალურ კურსებზე;
ე) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემის რიგითებისა და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის მომზადება და გადამზადება;
ვ) კვლევითი და გამოყენებითი სამეცნიერო საქმიანობა.
მუხლი 4🔗. სასწავლო პროცესი
1. აკადემიის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება აკადემიის შინაგანაწესით.
2. შინაგანაწესით დგინდება აკადემიაში მსმენელთა ჩარიცხვის, მომდევნო კურსზე გადაყვანის, პროფილის მიხედვით სხვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტთა გადმოყვანის, კურსზე დატოვებისა ან აკადემიიდან გარიცხვის პირობები და წესი, მსმენელთა ცოდნის შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, სწავლის პირობები, მსმენელთა უფასო და ფასიანი სწავლების სახეები, სასწავლო რეჟიმის მეცადინეობების რაოდენობა, სასწავლო პროცესის შიდა კონტროლის წესი, ფორმები და სხვა.
მუხლი 5🔗. სწავლების ფორმა
აკადემიაში სწავლება ხორციელდება დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმით (ფასიანი და უფასო).
მუხლი 6🔗. საგანმანათლებლო სერტიფიკატი
აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისებისა და მსმენელის მიერ სახელმწიფო ატესტაციის გავლის შემთხვევაში აკადემია გასცემს საგანმანათლებლო სერტიფიკატს.
მუხლი 7🔗. სადისერტაციო საბჭო
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკადემიაში შეიძლება შეიქმნას სადისერტაციო საბჭო.
2. სადისერტაციო საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით დაადგენილი წესით.
3. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
თავი III. აკადემიის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 8🔗. აკადემიის სტრუქტურული ერთეულები
1. აკადემია შედგება შემდეგი ძირითადი დანაყოფებისაგან:
ა) იურიდიული ფაკულტეტი;
ბ) სასწავლო ცენტრი.
2. აკადემიის სასწავლო ფორმები, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა სტრუქტურული ერთეულებია:
ა) კათედრა;
ბ) ციკლი;
გ) სექტორი;
დ) ადიუნქტურა (ასპირანტურა);
ე) სასწავლო ნაწილი;
ვ) სამმართველოები;
ზ) განყოფილებები;
თ)ქვეგანყოფილებები;
ი) ბიბლიოთეკა;
კ) კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსები.
3. სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, რომლითაც განისაზღვრება მათი საქმიანობა, სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან შეთანხმებითა და რექტორის წარდგინებით, ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 9🔗. აკადემიის მართვა
აკადემიის მართვას ახორციელებენ:
ა) რექტორი;
ბ) რექტორატი;
გ) სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 10🔗. რექტორი
1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი წარმართავს აკადემიის საქმიანობას, ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოსა და რექტორატს, წარმოადგენს აკადემიას სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს აკადემიის სახელით.
2. საქართველოს განათლების მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის რექტორს.
3. რექტორი პასუხისმგებელია სასწავლო, სამეცნიერო, აღმზრდელობითი და საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობის ხარისხსა და დონეზე.
4. რექტორი უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულება სავალდებულოა აკადემიის ყველა თანამშრომლისა და მსმენელისათვის;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან შეთანხმებით, დანიშნოს და გაათავისუფლოს აკადემიის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და თანამშრომლები;
გ) აკადემიის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
დ) პირადი ხელმოწერებით დაადასტუროს აკადემიის დოკუმენტაცია;
ე) აკადემიის სახელით დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის საზღვარგარეთ;
ვ) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან შეთანხმებით, განიხილოს და დაამტკიცოს აკადემიის ადმინისტრაციული აქტები; სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე, წარადგინოს წინადადებები სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წინაშე სტრუქტურული ერთეულების და სპეციალობების შექმნისა და გაუქმების, მსმენელთა მიღებისა და ჩარიცხვის ფორმებისა და წესების შესახებ;
5. რექტორი ვალდებულია:
ა) დაიცვას აკადემიის წესდება;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. აკადემიის რექტორატი
1. აკადემიის რექტორატში შედიან: რექტორი და ორი პრორექტორი.
2. აკადემიის პრორექტორები ამავდროულად ითვლებიან იურიდიული ფაკულტეტისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებად.
3. აკადემიის რექტორატი, სახელმწიფო უშიშროების მინისტრთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და განსაზღვრავს არასაბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობას.
მუხლი 12🔗. სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო საბჭო არის აკადემიის მართვის კოლეგიალური სათათბირო ორგანო, რომლის შექმნა და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
2. საბჭოს წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ბრძანებით.
3. საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის წესდებიდან
გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების განხილვა; წინადადებების მომზადება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანებით წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად;
ბ) აკადემიის სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესების, სამეცნიერო-კვლევითი და სარედაქციო-საგამომცემლო მუშაობის, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის ორგანიზაციის ყველა საკითხის შემდგომი სრულყოფის მიზნით, გადაწყვეტილებების მიღება;
გ) სასწავლო გეგმების, პროგრამების, სასწავლო-სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურის მომზადების განხილვა და დამტკიცება;
დ) სამეცნიერო მუშაობის მიმართულებების, გეგმების, სადისერტაციო კვლევის თემების დამტკიცება;
ე) აკადემიის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული საკითხები, კათედრების, განყოფილებებისა და სხვა დანაყოფების საქმიანობის ეფექტურობის განხილვა;
ვ) სამეცნიერო, საპატიო წოდებებისა და სამთავრობო ჯილდოების მისანიჭებლად, წარდგინებების განხილვა.
მუხლი 13🔗. აკადემიის მუშაკთა უფლება-მოვალეობები
აკადემიის მუშაკთა უფლება-მოვალეობები, შესასრულებელი სამუშაო, ხელფასი განისაზღვრება მუშაკსა და აკადემიას შორის დადებული ხელშეკრულებით.
თავი IV. აკადემიის ქონება, ფინანსური სახსრები, საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება
მუხლი 14🔗. აკადემიის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, აკადემიას სახელმწიფო ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის სახით გადაცემული აქვს საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსთან შეთანხმებით.
2. ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 15🔗. აკადემიის დაფინანსება
აკადემიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები და გრანტები;
ე) ფასიანი საგანმანათებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
2. აკადემიის შემოსავალი მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციების შესრულებასა და დასახული მიზნების განხორციელებას.
მუხლი 16🔗. საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მეშვეობით ან საჭიროებს თანხმობას
1. აკადემიის საკადრო და უზრუნველყოფითი (სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და კავშირგაბმულობის) მომსახურება ხორციელდება სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მეშვეობით;
2. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანხმობით აკადემიამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა;
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული
პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის “ ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 17🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. აკადემია ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს.
2. აკადემიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. აკადემია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. აკადემიის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერის, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო.
მუხლი 19🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
აკადემიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.