ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, დოლაბაურის I ქუჩისთვის, დოლაბაურის III ჩიხისთვის, დოლაბაურის გასასვლელისთვის, დოლაბაურის I ჩიხისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 09.09.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №471
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016716
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2022
matsne.gov.ge 239 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სვიმეონ შოთაძის ქუჩის მონაკვეთისთვის, მშვიდობის ქუჩისთვის, ორი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავის ანდრო ქუჯოშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 13.09.2024 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მალხაზ დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის, წყნეთის გზატკეცილის შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, უსახელო გასასვლელისთვის და ირაკლი უჩანეიშვილის I ჩიხისთვის, ფილოსოფოსის, მწერლის ჯანსუღ კორძაიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 09.08.2022 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 25.02.2026 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 03.07.2020 დაბა ბაკურიანში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) და დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილისათვის სახელწოდების ცვლილების და გოდერძის ჩოხელის სახელწოდების მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 22.09.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, დოლაბაურის I ქუჩისთვის, დოლაბაურის III ჩიხისთვის, დოლაბაურის გასასვლელისთვის, დოლაბაურის I ჩიხისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №471 9 სექტემბერი 2022 წელი ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, დოლაბაურის I ქუჩისთვის, დოლაბაურის III ჩიხისთვის, დოლაბაურის გასასვლელისთვის, დოლაბაურის I ჩიხისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და დოლაბაურის I ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. დოლაბაურის გასასვლელის მონაკვეთს მიენიჭოს ალექსანდრე ონიანის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. დოლაბაურის III ჩიხს მიენიჭოს ალექსანდრე ონიანის II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 4. დოლაბაურის I ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ალექსანდრე ონიანის III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 5. დოლაბაურის გასასვლელის მონაკვეთს მიენიჭოს ალექსანდრე ონიანის V ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 7. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე