ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის დასახლების III მიკრო/რ-ნის, I კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ჯოჯუას სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 09.09.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №475
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016720
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2022
matsne.gov.ge 182 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსანდრე მანაგაძის IV ჩიხის მიმდებარედ არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბახვა გოგოლაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 15.05.2020 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №584 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გია მოსეშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 21.11.2023 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, მე-3 კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების გიორგი გოგალაძის, დავით გრიგოლიას და გოჩა პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 01.10.2020 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, მარინა ჭყონია-სამარგულიანის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ილია ბაბუციძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 09.09.2022 ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის შმაგი ხაიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 25.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის დასახლების III მიკრო/რ-ნის, I კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ჯოჯუას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №475 2022 წლის 9 სექტემბერი ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის დასახლების III მიკრო/რ-ნის, I კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ჯოჯუას სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის დასახლების III მიკრო/რ-ნის, I კვარტალში არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ჯოჯუას სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე