ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თემქის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ლევან ჭოჭუას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.09.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №476
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016721
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის აპოლონ ჯინჭარაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ორხევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თენგიზ შეშელიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ანზორ გელდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ელიას მთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის მაქსიმე შარაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თემქის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ლევან ჭოჭუას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №476
2022 წლის
9 სექტემბერი
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თემქის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ლევან ჭოჭუას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ნაძალადევის რაიონში, თემქის ქუჩას მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, ლევან ჭოჭუას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე