ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, საცხენისის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.09.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №483
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016738
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, თიანეთის ქუჩის გაგრძელებისა და ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის თიანეთის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალადასტურის ქუჩის გაგრძელების შესახებ ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, სოფ. ნასაგურში უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შვიდი შესახვევისთვის ბროწეულას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის პოლკოვნიკის ზაალ დუმბაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზაალ დუმბაძის ქუჩისთვის გერგეტის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, საცხენისის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
483
2022 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, საცხენისის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, საცხენისის ქუჩას მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჟურნალისტის, გიგა ჩიხლაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე