ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე კლიმჩუკის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.09.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №484
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016725
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ტელეოპერატორის, სტან სტორიმანსის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წურწუმიას შესახვევისთვის და დედოფლისწყაროს I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ნატალია სამქანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძმები ყურაშვილების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ალექსანდრე ხახანაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ექიმ-უროლოგის, აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩისთვის და ლამისყანის ქუჩის მონაკვეთისთვის საზოგადო მოღვაწეების ნიკოლოზ და გიორგი ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე კლიმჩუკის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №484
2022 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე კლიმჩუკის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე კლიმჩუკის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე