ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ტელეოპერატორის, სტან სტორიმანსის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.09.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №485
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016726
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.09.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ნატალია სამქანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ივერი ფრანგიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, კახაბერ თავგორაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და ქინძმარაულის შესახვევისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, თეოდორე უშაკოვის ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ღვინიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, გზისკარის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მასთან არსებული ერთი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის ნოქალაქევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ტელეოპერატორის, სტან სტორიმანსის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
485
2022 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ტელეოპერატორის, სტან სტორიმანსის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ტელეოპერატორის, სტან სტორიმანსის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე