ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მერაბ ნიქაბაძის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 486 |
|
2022 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის მერაბ ნიქაბაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე