ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება მოქმედი ტრანსპორტი
მიღების თარიღი 15.09.2022
ძალაში შესვლა 18.09.2022
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №12/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დირექტორი ლევან გამყრელიძე | დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებისა და უფლებამოსილი ექიმის შერჩევის და პერიოდული მონიტორინგის წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის, დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ „იახტის კაპიტნის გადამზადების პროგრამის აღიარების, იახტის კაპიტნის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №12/ნ
2022 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმა და აღწერილობა (დანართი №1);
ბ) „ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) გაცემის წესი“(დანართი №2).
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბრიდან.დირექტორილევან გამყრელიძე
დანართი №1
ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) ფორმა და აღწერილობა
1. სეტრიფიკატი ერთგვერდიანია (A4 ფორმატი) და მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამცემი ორგანოს დასახელება;
ბ) გაცემის თარიღი;
გ) სახელი, გვარი;
დ) დაბადების ადგილი და თარიღი;
ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა სერტიფიკატი;
ვ) ბარკოდი;
ზ) ხელმოწერები (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის).
დანართი №2
ტრანსპორტის მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ტრანსპორტის მენეჯერის (შემდგომში – მენეჯერი) კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (CPC) გაცემის წესი (შემდგომ – წესი) შემუშავებულია „საავტომობილო გადაზიდვების ოპერატორის საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ პირობებთან დაკავშირებული საერთო წესების განსაზღვრისა და საბჭოს 96/26/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის შესაბამისად.
2. წესი განსაზღვრავს მენეჯერის კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატის (შემდგომ – სერტიფიკატი) გაცემის პირობებს.
3. სერტიფიკატის გაცემა ხორციელდება სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ.
მუხლი 2🔗. სერტიფიკატის გაცემის პირობები და პროცედურები
1. სერტიფიკატის გაცემა წარმოებს შემდეგ შემთხვევაში:
ა) პირველადი გაცემისას;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის პერსონალური მონაცემების შეცვლისას (საცხოვრებელი ადგილის/ქვეყნის, გვარისა და სხვა მონაცემების, რომლებიც გავლენას ახდენენ სერტიფიკატის და მისი მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე);
გ) სერტიფიკატის დაკარგვის ან მოპარვისას;
დ) სერტიფიკატის დაზიანებისას, რის შედეგადაც მისი გამოყენება შეუძლებელია.
2. სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, დაინტერესებულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს ავტოსატრანსპორტო პროცესების მართვა გადამზიდველ კომპანიაში;
ბ) გავლილი აქვს სააგენტოში ან შესაბამის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალური სწავლება, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცემებს:
ბ.ა) გამცემი ორგანოს დასახელება;
ბ.ბ) გაცემის თარიღი;
ბ.გ) სახელი, გვარი;
ბ.დ) დაბადების ადგილი და თარიღი;
ბ.ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა დიპლომი;
ბ.ვ) ბარკოდი;
ბ.ზ) ხელმოწერა (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის).
3. სერტიფიკატის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მენეჯერის სერტიფიკატის მიღებაზე (შეცვლაზე), რომელსაც თან უნდა ახლდეს:
ა) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს მენეჯერის მომზადების სწავლების გავლას;
გ) განმარტება სერტიფიკატის დაკარგვის, (მოპარვის), გარემოებათა შესახებ (სერტიფიკატის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში).
4. გაცემული სერტიფიკატების უწყებრივი რეესტრი წარმოებს ელექტრონული სახით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სერტიფიკატის დასახელებას;
ბ) გაცემის თარიღს;
გ) სერტიფიკატის ნომერს;
დ) მონაცემებს სერტიფიკატის მფლობელისა (ფიზიკური პირის გვარი, სახელი, მისამართი, ტელეფონი);
ე) სერტიფიკატის გამცემის დასახელებას.
მუხლი 3🔗. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი
სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:
ა) ახალი სერტიფიკატის შეცვლა;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალება.
მუხლი 4🔗. სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებები
სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:
ა) გამოიყენონ სერტიფიკატი მხოლოდ დანიშნულისამებრ;
გ) გამოიყენონ მხოლოდ თავისი სერტიფიკატი;
გ) არ გადასცენ სერტიფიკატი გამოყენებისათვის მესამე პირს;
დ) მოთხოვნისთანავე წარუდგინონ სერტიფიკატი შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილ პირებს.