„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“
მიღების თარიღი 08.06.2022
ძალაში შესვლა 08.09.2022
გამომცემი ორგანო ........................
ნომერი №1052
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016696
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/09/2022
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| გრანტით დაფინანსებული ერთეულები | საგრანტო დაფინანსების თანხა , გამოყოფილი ევროში |
| საქონელი, სამუშაოები და მომსახურებები ენგურის წყალსაცავის ნალექის მართვის მიზნით. | 2,000,000 |
| ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის აღჭურვილობა | 300,000 |
| მიმღების სახელი : [1] | ........................ |
| ერთეულის | აღწერა |
| [7] | [8] |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით)“ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი) (აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით) (საოპერაციო ნომერი 48098) საგრანტო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით თარიღი 12 ივლისი 2016
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)
შესრულების ვერსია
(საოპერაციო ნომერი 49649)
საგრანტო
შეთანხმება
(
ენგურის
ჰიდროელექტროსადგურის
რეაბილიტაციის
პროექტი
–
კლიმატური
პირობებისადმი
მდგრადობის
გაუმჯობესება
)
საქართველოსა
და
ევროპის
რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
ბანკს
შორის
ევროკავშირის (ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის)
საინვესტიციო გრანტთან დაკავშირებით
2022 წლის 8 ივნისი
სარჩევი
მუხლი I – განმარტებები და ინტერპრეტაცია
ნაწილი 1.01 განმარტებები
ნაწილი 1.02 ინტერპრეტაცია
მუხლი II – საგრანტო დაფინანსება
ნაწილი 2.01 თანხა, ვალუტა და მიზანი
ნაწილი 2.02 გადმორიცხვები
ნაწილი 2.03 ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები
ნაწილი 2.04 გაუქმება მიმღების მიერ
ნაწილი 2.05 გადახდები
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01 თანამშრომლობა და ინფორმაცია
ნაწილი 3.02 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები
ნაწილი 3.03 გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა
ნაწილი 3.04 მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები
ნაწილი 3.05 პროექტის საიმპლემენტაციო ჯგუფი
ნაწილი 3.06 შესყიდვა
ნაწილი 3.07 ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები
მუხლი IV – ფინანსური და საოპერაციო ვალდებულებები
ნაწილი 4.01 ფინანსური ჩანაწერები და ანგარიშები
ნაწილი 4.02 საქმის წარმოება და ოპერაციები
ნაწილი 4.03 გადასახადები
ნაწილი 4.04 თაღლითობა და კორუფცია
მუხლი V – დონორთან დაკავშირებული დებულებები
ნაწილი 5.01 ინტერესთა კონფლიქტი
ნაწილი 5.02 მონაცემთა დაცვა
ნაწილი 5.03 საზოგადოების ინფორმირება
ნაწილი 5.04 ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და გამორიცხვის სისტემა
მუხლი VI – შეჩერება და გაუქმება; თანხის დაბრუნება
ნაწილი 6.01 შეჩერება
ნაწილი 6.02 გაუქმება ბანკის მიერ
ნაწილი 6.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომლებზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება
ნაწილი 6.04 მიმღების ვალდებულებები
ნაწილი 6.05 თანხის დაბრუნების შემთხვევები
ნაწილი VII – განხორციელებადობა, დავების გადაწყვეტა
ნაწილი 7.01 განხორციელებადობა
ნაწილი 7.02 უფლებების გამოუყენებლობა
ნაწილი 7.03 დავების გადაწყვეტა
მუხლი VIII – ძალაში შესვლა; შეწყვეტა
ნაწილი 8.01 ძალაში შესვლის თარიღი
ნაწილი 8.02 ძალაში შესვლის წინაპირობები
ნაწილი 8.03 სამართლებრივი დასკვნები
ნაწილი 8.04 შეწყვეტა ძალაში შესვლის შეუძლებლობის მიზეზით
ნაწილი 8.05 შესრულების შეწყვეტა
მუხლი IX – გარდამავალი დებულებები
ნაწილი 9.01 შეტყობინებები
ნაწილი 9.02 მოქმედების უფლებამოსილება
ნაწილი 9.03 ცვლილება
ნაწილი 9.04 ინგლისური ენა
ნაწილი 9.05 ზარალის ანაზღაურება
ნაწილი 9.06 გადაცემა
ნაწილი 9.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები
ნაწილი 9.08 ინფორმაციის გამჟღავნება
ნაწილი 9.09 ეგზემპლარები
განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები
ილუსტრაცია 1 – გადარიცხვის მოთხოვნის ფორმა
ილუსტრაცია 2 – უფლებამოსილი ხელმომწერების წარდგენის წერილის ფორმა
საგრანტო
შეთანხმება
2022 წლის 08 ივნისით დათარიღებული შეთანხმება
საქართველოსა
და
ევროპის
რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
ბანკს
(შემდგომში – „ბანკი“ ან „EBRD“) შორის.
პრეამბულა
ვინაიდან
:
(ა) EBRD არის საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1990 წლის 29 მაისით დათარიღებული „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების“ (შემდგომში – „ბანკის დაფუძნების ხელშეკრულება“) საფუძველზე.
(ბ) მიმღებმა ითხოვა დახმარება პროექტის იმ ნაწილის დაფინანსებაში, რომელიც გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის მხარდასაჭერად, მათ შორის სადაწნეო გვირაბისა და მიწისქვეშა სატურბინე მილსადენების გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის, რაც გაზრდის საყოველთაო წარმადობას და ხელს შეუწყობს კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესებას, მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა და ჰიდრომეტეოროლოგიური მოწყობილობების მოწოდების ჩათვლით, როგორც ეს აღწერლია სასესხო შეთანხმების პირველ დამატებაში (მოცემულ დოკუმენტში განსაზღვრული სახით) (შემდგომში – „პროექტი“).
(გ) ბანკმა გააფორმა სასესხო შეთანხმება 2018 წლის 5 იანვარს მიმღებთან, როგორც მსესხებელთან, რომელშიც განხორციელდა ცვლილება 2019 წლის 27 დეკემბერს და, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ ცვლილებას (შემდგომში – „სასესხო შეთანხმება“). აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, ბანკმა განაცხადა თანხმობა 38,000,000 ევრომდე ოდენობის სესხის გამოყოფაზე პროექტის ნაწილის დაფინანსების მიზნით, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების თანახმად.
(დ) სასესხო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი თანხები უნდა გადაეცეს მიმღების მიერ შპს „ენგურჰესს“ (შემდგომში – „პროექტის ორგანიზაცია“) პროექტის განხორციელების მიზნით, მიმღებსა და პროექტის ორგანიზაციას შორის 2018 წლის 1 მაისს გაფორმებული თანხის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელშიც განხორციელდა ცვლილება 2020 წლის 28 ივლისს და რომელიც ექვემდებარება შემდგომ პერიოდულ ცვლილებებს (შემდგომში – „ქვესასესხო ხელშეკრულება“).
(ე) ბანკმა ასევე გააფორმა პროექტის განხორციელების შეთანხმება 2018 წლის 5 იანვარს პროექტის ორგანიზაციასთან, რომელშიც შევიდა ცვლილება „პროექტის განხორციელების შეთანხმების ცვლილების შეთანხებით“ (როგორც განსაზღვრულია ქვემოთ) და რომელშიც შემდგომში პერიოდულად განხორციელდება ცვლილებები (შემდგომში – „პროექტის განხორციელების შეთანხმება“). აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, ბანკის მიერ სასესხო შეთანხებისა და წინამდებარე შეთანხმების გაფორმების კვალობაზე, პროექტის ორგანიზაციამ განაცხადა თანხმობა, რომ განახორციელებს პროექტს, პროექტის განხორციელების შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით.
(ვ) ბანკის დაფუძნების ხელშეკრულების მე-20 მუხლის თანახად, ბანკი უფლებამოსილია გააფორმოს და მართოს თანამშრომლობის ხელშეკრულებები ნებისმიერ საჯარო უწყებასთან ან კერძო ორგანიზაციასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 21 დეკემბერს ბანკმა გააფორმა ხელშეკრულება ევროკავშირთან (შემდგომში – „დონორი“), რომელშიც შესაძლოა პერიოდულად განხორციელდეს ცვლილებები (შემდგომში – „დელეგირების ხელშეკრულება“), რომლის მიხედვითაც დონორი თანახმაა უზრუნველყოს კონტრიბუცია და გადარიცხოს ფულადი სახსრები ბანკის მიერ ამგვარი კონტრიბუციის მართვისა და ადმინისტრირების მიზნით გახსნილ საბანკო ანგარიშზე პროექტის დაფინანსების მიზნებისთვის (შემდგომში – „ანგარიში“).
(ზ) დელეგირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შედეგად, ბანკი თანახმაა გასცეს გრანტი მიმღებზე არაუმეტეს 7,000,000 ევროს ოდენობით დონორის კონტრიბუციიდან, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, პროექტთან დაკავშირებული კონკრეტული საქონლის, სამუშაოებისა და დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის მიზნით. ამგვარი გრანტის ფარგლებში გამოყოფილი თანხები პროექტის ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი გახდება მიმღებსა და პროექტის ორგანიზაციას შორის თანხის გადაცემის ხელშეკრულების (შემდგომში – „თანხის გადაცემის ხელშეკრულება“) გაფორმების გზით.
ყოველივე
ზემოთქმულიდან
გამომდინარე
,
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I – განმარტებები და ინტერპრეტაცია
ნაწილი 1.01 განმარტებები
სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც წარმოდგენილია ასომთავრულით წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის პრეამბულაში, საილუსტრაციო ფორმებში და განრიგებში), მაგრამ არ არის განსაზღვრული მასში, განიმარტება მათთვის მინიჭებული მნიშნელობებით სასესხო შეთანხმებაში, პროექტის განხორციელების შეთანხმებაში და/ან სტანდარტულ პირობებში (იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც სტანდარტული პირობებით გათვალისწინებული ტერმინები შეიცვლება სასესხო შეთანხმებაში).
წინამდებარე შეთანხმებაში (მათ შორის პრეამბულაში, საილუსტრაციო ფორმებში და განრიგებში) გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, გააჩნია შემდეგი მნიშვნელობები:
„ანგარიში“ განიმარტება (ვ) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით.
„ბანკის დაფუძნების ხელშეკრულება“ განიმარტება (ა) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით.
„კონტრაქტები“ ნიშნავს კონტრაქტებს, რომლებიც გაფორმდება პროექტის ორგანიზაციასა და ნებისმიერ კონტრაქტორს შორის, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, პროექტისთვის, გრანტით დაფინანსებული საქონლის, სამუშაოების და დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით, და რომლებიც უნდა დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ საგრანტო დაფინანსებით.
„კონტრაქტორები“ ნიშნავს სათანადო სტატუსისა და რეპუტაციის მქონე კონტრაქტორებს, რომლებსაც დაიქირავებს პროექტის ორგანიზაცია პროექტისთვის, გრანტით დაფინანსებული საქონლის, სამუშაოებისა და დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის მიზნით, რა შემთხვევაშიც თითოეული ასეთი კონტრაქტორი უნდა შეირჩეს ამ შეთანხმების 3.06 ნაწილის (
შესყიდვა
) შესაბამისად.
„დელეგირების ხელშეკრულება“ განიმარტება (ვ) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით.
„გადმორიცხვა“ ნიშნავს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის გადარიცხვას პერიოდულად წინამდებარე შეთანხმების 2.02 ნაწილის (
გადარიცხვა
) შესაბამისად.
„დონორი“ განიმარტება (ვ) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით.
„ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და გამორიცხვის სისტემა“ ნიშნავს იმ იურიდიული და ფიზიკური პირების მონაცემთა ბაზას, რომლებიც ვერ მიიღებენ ევროკავშირის დაფინანსებას. აღნიშნული ბაზა შექმნილია ევროპული კომისიის მიერ (EU, Euratom) №2015/1929 რეგულაციის ფარგლებში (ოფიციალური ჟურნალი L286/1,30.10.2015).
„ძალაში შესვლის თარიღი“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს 8.01 ნაწილის (
ძალაში
შესვლის
თარიღი
) შესაბამისად.
„გრანტით დაფინანსებული ერთეულები“ ნიშნავს პროექტისთვის საჭირო საქონელს, სამუშაოებსა და დაკავშირებულ მომსახურებებს, რომლებიც დაფინანსდება საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების პირველ განრიგში (
გრანტით
დაფინანსებული
ერთეულები
).
„საგრანტო დაფინანსება“ განიმარტება წინამდებარე შეთანხმების 2.01(ა) ნაწილში (
თანხა
,
ვალუტა
და
მიზანი
) მითითებული მნიშვნელობით.
„საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.02.(ა) ნაწილში (
საგრანტო
დაფინანსების
გაცემის
ბოლო
თარიღი
) განსაზღვრულ თარიღს.
„სასესხო შეთანხმება“ განიმარტება (გ) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით.
„სასესხო დაფინანსება“ ნიშნავს ბანკის მიერ მიმღების, როგორც მსესხებლის მიმართ განხორციელებულ ან გამოყოფილ დაფინანსებას სასესხო შეთანხმების თანახმად, რომელიც გადაეცემა პროექტის ორგანიზაციას ქვესასესხო შეთანხმების პირობების შესაბამისად.
„თანხის გადაცემის ხელშეკრულება“ განიმარტება (ზ) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით.
„შესყიდვის გეგმა“ ნიშნავს შესყიდვის გეგმას პროექტისათვის, მათ შორის გრანტით დაფინანსებული ერთეულებისათვის, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით. აღნიშნული შესყიდვის გეგმა, შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
„პროექტი“ განიმარტება (ბ) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებაში, სასესხო შეთანხმებასა და წინამდებარე შეთანხმებაში ტერმინი „პროექტი“ ასევე მოიცავს სამუშაოებს, რომლებიც უნდა შესრულდეს მისასვლელი გზის რეაბილიტაციასა და ჰიდრომეტეოროლოგიური მოწყობილობების მიწოდებასთან დაკავშირებით.
„პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება“ განიმარტება (ე) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით.
„პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების ცვლილების შეთანხმება“ ნიშნავს ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების ცვლილებას წინამდებარე შეთანხების გაფორმების თარიღის მდგომარეობით.
„პროექტის დასრულების თარიღი“ ნიშნავს თარიღს, როდესაც შესრულდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედება:
(ა) პროექტის ორგანიზაცია გაუგზავნის ბანკს შეტყობინებას, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, რომელშიც დადასტურებული იქნება პროექტის დასრულება; და
(ბ) ბანკი გაუგზავნის შეტყობინებას პროექტის ორგანიზაციას, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ ბანკი კმაყოფილია პროექტის დასრულებით.
„პროექტის ორგანიზაცია“ განიმარტება (დ) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით.
„ანაზღაურების ვალდებულება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილში (
ანაზღაურების
პირობითი
ან
უპირობო
ვალდებულებები
) მითითებულ ვალდებულებას, და შესაძლოა იყოს „ანაზღაურების პირობითი ვალდებულება“ ან „ანაზღაურების უპირობო ვალდებულება“, როგორც აღნიშნული ტერმინები გამოიყენება ამ ნაწილში.
„მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელი“ გულისხმობს მიმღების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ან ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც განსაზღრავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი EBRD თანხების გამოყოფის შესახებ სახელმძღვანელოში.
„სტანდარტული ვადები და პირობები“ ნიშნავს ბანკის 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ სტანდარტულ პირობებს, რომლებიც შეიცვალა სასესხო შეთანხმების 1.01 ნაწილში.
„ქვესასესხო შეთანხმება“ განიმარტება (დ) შესავალ ნაწილში მითითებული მნიშვნელობით.
ნაწილი 1.02 ინტერპრეტაცია
წინამდებარე შეთანხმებაში:
(ა) მხოლობით რიცხვში მითითებული სიტყვები გულისხმობს მრავლობით რიცხვსაც და პირიქით, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს;
(ბ) სათაურები და სარჩევი წარმოდგენილია მხოლოდ მითითებისთვის და გავლენას არ მოახდენს წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციაზე;
(გ) პირები/პირი გულისხმობს კორპორაციებს, ამხანაგობებს და სხვა იურიდიულ პირებს, ხოლო მითითებები პირზე გულისხმობს მის სამართალმემკვიდრეებს და უფლებამონაცვლეებს; და
(დ) მითითება კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე, განრიგზე ან საილუსტრაციო ფორმებზე, თუ სხვაგვარად არის წარმოდგენილი წინამდებარე შეთანხმებაში, უნდა განიმარტოს მითითებად წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე, დანართზე ან საილუსტრაციო ფორმაზე.
მუხლი II – საგრანტო დაფინანსება
ნაწილი 2.01 თანხა, ვალუტა და მიზანი
(ა) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ბანკი თანახმაა, რომ გამოუყოს მიმღებს დონორის კონტრიბუციიდან გრანტი არაუმეტეს 7,000,000 ევროს ოდენობით (შემდგომში – „საგრანტო დაფინანსება“).
(ბ) საგრანტო დაფინანსების ათვისება მოხდება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების 3.06 ნაწილის (
შესყიდვა
) შესაბამისად შესასყიდი გრანტით დაფინანსებული ერთეულების შეძენის მიზნით.
(გ) წინამდებარე შეთანხმების 6.05 ნაწილის (
თანხების
დაბრუნების
შემთხვევები
) შესაბამისად საგრანტო დაფინანსება არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
(დ) მიმღები გარკვევით ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ ბანკი არ იქნება ვალდებული, განახორციელოს თანხის გადარიცხვა ან ნებისმიერი სხვა სახის გადახდა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, გარდა დონორის მიერ ამ მიზნით გამოყოფილი საკმარისი თანხისა.
(ე) თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, გრანტით დაფინანსებული ერთეულების თანადაფინანსება უნდა მოხდეს საგრანტო დაფინანსებით იმ ოდენობით, რაც განისაზღვრება შესყიდვის გეგმაში.
ნაწილი 2.02 გადმორიცხვები
წინამდებარე შეთანხმების 6.01 ნაწილის (
შეჩერება
), 6.02 ნაწილის (
გაუქმება
ბანკის
მიერ
) და 8.02 ნაწილის (
ძალაში
შესვლის
წინაპირობები
) შესაბამისად, ბანკმა უნდა გადაირიცხოს საგრანტო დაფინანსება პერიოდულად, ერთ ან მეტ გადარიცხვად, შემდეგი პირობების საფუძველზე:
(
ა
)
საგრანტო
დაფინანსების
გაცემის
ბოლო
თარიღი
მიმღების უფლება, მოითხოვოს თანხის გადმორიცხვა წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ძალაში შევა შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს. გარდა ბანკის მიერ სხვაგვარად შეთანხმების შემთხვევისა, მიმღებმა არ უნდა მოითხოვოს გადმორიცხვა 2022 წლის 31 დეკემბრის შემდეგ (შემდგომში – „საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი“) და გრანტის ნებისმიერი გადმოურიცხავი ნაწილი გაუქმდება ავტომატურად 2023 წლის 1 იანვარს.
(
ბ
)
ნებადართული
დანახარჯები
თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, თანხის გადმორიცხვა განხორციელდება მხოლოდ შემდეგის დაფინანსების მიზნით:
(1) გრანტით დაფინანსებული ერთეულების გონივრულ ღირებულებებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი (ან, თუ ბანკი თანახმაა, გასაწევი ხარჯი); და
(2) წინამდებარე შეთანხმების გაფორმების თარიღის შემდეგ გაწეული ხარჯი.
(
გ
)
გადმორიცხვის
პირობები
2.02 ნაწილის ზოგადი პრინციპის დარღვევის გარეშე, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადმორიცხვა ერთ ან ერთზე მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულთან დაკავშირებით, უნდა დაექვემდებაროს შესრულებას, ან ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით – ვალდებულების უარყოფას, სრულად ან ნაწილობრივ და სათანადო პირობებით ან უპირობოდ იმ პირობის საფუძველზე, რომ მიმღების მიერ გადმორიცხვის მოთხოვნის დღეს სასესხო დაფინანსების თანხა, რომელიც არის გამოყოფილი ტრანშის სახით, ან მიმღების, როგორც მსესხებლის, მიერ მოთხოვნილია ტრანშის გამოყოფის შესახებ დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე, მინიმუმ შეადგენს საგრანტო დაფინანსებით გადმორიცხული ან მიმღების მიერ ტრანშის გამოყოფის შესახებ დამაკმაყოფილებელი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი თანხის ტოლ თანხას, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.
(
დ
)
თანხის
გადმორიცხვის
მოთხოვნა
(1) მიმღებს შეუძლია, მოითხოვოს თანხის გამოყოფა ბანკის მიმართ გადმორიცხვის შესახებ ორიგინალი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, რომელიც ხელმოწერილია მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის ან ამ უკანასკნელის მიერ დანიშნული პირის მიერ. გადმორიცხვის შესახებ თითოეული მოთხოვნა წარმოდგენილი უნდა იყოს პირველ საილუსტრაციო ფორმაში მითითებული ფორმით (
თანხის
გადმორიცხვის
მოთხოვნის
ფორმა
) და უნდა მიეწოდოს ბანკს თანხის შეთავაზებულ ჩარიცხვამდე მინიმუმ თხუთმეტი (15) სამუშაო დღით ადრე. ასეთი მოთხოვნა, თუ ბანკი სხვაგვარად არ იქნება თანახმა, უნდა იყოს შეუქცევადი სახის და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.
(2) გადმორიცხვის თითოეულ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმის და შინაარსის დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მიმღები უფლებამოსილია, მოითხოვოს ასეთი თანხის ჩარიცხვა და, რომ ჩარიცხული თანხის ათვისება უნდა მოხდეს მხოლოდ გრანტით დაფინანსებული ერთეულებისთვის. ასეთი დოკუმენტები უნდა მოიცავდეს, მათ შორის და არა მხოლოდ, კონტრაქტორის ინვოის(ებ)ს, რომელიც დამოწმებული იქნება (შესაბამისი კონტრაქტით მოთხოვნის შემთხვევაში) მიმღების მიერ ან მისი სახელით, ფაქტობრივი ინვოისის ან ცალკე სერტიფიკატის ფორმით, რომელშიც მითითებულია მიმღების (ან პროექტის ორგანიზაციის, საჭიროებიდან გამომდინარე) დასტური, რომ საქონელი, სამუშაოები ან მომსახურებები დამაკმაყოფილებლად იქნა მიწოდებული ან განხორციელებული წინამდებარე შეთანხმების და შესაბამისი კონტრაქტის მოთხოვნების თანახმად.
(
ე
)
გადმორიცხვების
ვალუტა
თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს ევროში, საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯის თანაბარი ან ეკვივალენტური ოდენობით. ევროს გარდა სხვა ვალუტაში ან ვალუტებში გაწეული ხარჯის შემთხვევაში, ბანკი განსაზღვრავს გადმოსარიცხ თანხას ვალუტის გაცვლის ხარჯის საფუძველზე, რომელსაც გაწევდა ბანკი იმ შემთხვევაში, თუ შეისყიდდა აღნიშნულ ვალუტას ან ვალუტებს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
(
ვ
)
მინიმალური
გადმოსარიცხი
თანხა
ბოლო ჩარიცხვის გარდა ან, თუ ბანკი სხვაგვარად არ იქნება თანახმა, თანხების ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს არანაკლებ 100,000 ევროს ოდენობით.
ნაწილი 2.03 ანაზღაურების პირობითი და უპირობო ვალდებულებები
(ა) მიმღების მოთხოვნის საფუძველზე, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ბანკს შეუძლია, EBRD-ის თანხების გამოყოფის შესახებ სახელმძღვანელოს მოქმედი დებულებების,
ცვლილებების
გათვალისწინებით
,
შესაბამისად, გასცეს პირობითი ან უპირობო გადახდის ვალდებულებები ბანკების მიერ განხორციელებული გადახდების ასანაზღაურებლად აკრედიტივის საფუძველზე, საგრანტო დაფინანსების ფარგლებში დასაფინანსებელ ხარჯთან დაკავშირებით. ნებისმიერი ასეთი ანაზღაურება წარმოადგენს გადმორიცხვას.
(ბ) ანაზღაურების პირობითი ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულება ბანკის მიერ საგრანტო დაფინანსების შეჩერების ან გაუქმებისთანავე უნდა შეჩერდეს ან შეწყდეს, წინამდებარე შეთანხმების 6.01 ნაწილის (
შეჩერება
) ან 6.02 ნაწილის (
გაუქმება
ბანკის
მიერ
) შესაბამისად.
(გ) ანაზღაურების უპირობო ვალდებულების შემთხვევაში, ბანკის გადახდის ვალდებულებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს საგრანტო დაფინანსების ნებისმიერმა შემდგომმა შეჩერებამ ან გაუქმებამ.
ნაწილი 2.04 გაუქმება მიმღების მიერ
მიმღებს შეუძლია ნებისმიერ დროს, ბანკისთვის მინიმუმ ოცდაათი (30) სამუშაო დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსების გადაუხდელი ნაწილი. მიმღების მიერ გაუქმების შესახებ ნებისმიერი ასეთი შეტყობინება უნდა იყოს გამოუხმობი და შესასრულებლად სავალდებულო მიმღებისთვის.
ნაწილი 2.05 გადახდები
(ა) თუ ბანკი სხვაგვარად არ არის თანახმა, ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გამოსაყოფი თანხები პირდაპირ უნდა იქნეს გადახდილი შესაბამისი კონტრაქტორის ანგარიშზე, რომელსაც მიმღები განსაზღვრავს თანხის გამოყოფის შესახებ თავის მოთხოვნაში.
(ბ) იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის ვადა დაემთხვევა არასამუშაო დღეს, გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
(გ) ნებისმიერი თანხა, რომელიც შესაძლოა გადასახდელი გახდეს ბანკისთვის წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, უნდა იქნეს გადახდილი ურთიერთჩათვლის ან შემხვედრი მოთხოვნის გარეშე ევროში, გადახდის დღეს მითითებული ღირებულებით, ლონდონში, ინგლისში ან სხვა ისეთ ქვეყანაში გახსნილ ანგარიშზე, რომელსაც ბანკი პერიოდულად განსაზღვრავს მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.
მუხლი III – პროექტის განხორციელება
ნაწილი 3.01 თანამშრომლობა და ინფორმაცია
(ა) სტანდარტული პირობების 4.01 ნაწილის (
თანამშრომლობა
და
ინფორმაცია
) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს ისინი წინამდებარე დოკუმენტში მითითებულია სრულად,
საჭირო
ცვლილებებთან
ერთად
,
მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, თითქოს:
მითითება „მსესხებელსა“ და „გარანტორზე“ გულისხმობს მითითებას „მიმღებზე“;
მითითება „სესხზე“ გულისხმობს მითითებას „საგრანტო დაფინანსებაზე“; და
მითითება „სასესხო შეთანხმებაზე“ და „პროექტის განხორციელების შეთანხმებაზე“ გულისხმობს მითითებას „წინამდებარე შეთანხმებაზე“.
(ბ) სასესხო შეთანხმების და პროექტის განხორციელების შეთანხმების შესაბამისად ინფორმაციის მიღებისას ბანკს შეუძლია გამოიყენოს და დაეყრდნოს ნებისმიერ ასეთ ინფორმაციას, როგორც წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების მომწოდებელი.
ნაწილი 3.02 პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები
(ა) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ, თუ ბანკთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, პროექტის ორგანიზაცია განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
განახორციელებს პროექტს სათანადო გულმოდგინებითა და ეფექტიანობით და სასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად;
განახორციელებს პროექტს შესყიდვის გეგმის შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილებით, რომელზეც ბანკმა შესაძლოა წერილობით განაცხადოს თანხმობა;
განახორციელებს პროექტს გარემოსდაცვითი და სოციალური სამოქმედო გეგმის და პროექტის განხორციელების მოთხოვნების შესაბამისად;
უზრუნველყოფს, რომ პროექტის დასრულების თარიღი დადგეს არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისისა; და
მიიღოს პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ზომა.
(ბ) სტანდარტული პირობების 4.02 ნაწილის (
პროექტის
განხორციელებასთან
დაკავშირებული
პასუხისმგებლობები
) დებულებები გამოყენებული უნდა იქნეს ისე, თითქოს ისინი სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში, შესაბამის ცვლილებებთან ერთად, მათ შორის მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე, ამასთან:
მითითებები „მსესხებელზე“ განიმარტება მითითებებად „მიმღებზე“; და
მითითებები „სესხის შემოსავლებზე“ განიმარტება მითითებებად „საგრანტო დაფინანსების შემოსავლებზე“.
ნაწილი 3.03 გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების დაცვა
თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება, მიმღებმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ განახორციელოს საგრანტო დაფინანსებით დაფინანსებული პროექტის ნაწილი პროექტის განხორციელების შეთანხმების 2.05 ნაწილის (
გარემოსდაცვითი
და
სოციალური
ვალდებულებები
) შესაბამისად.
ნაწილი 3.04 მიმღების მხარდაჭერის ვალდებულებები
(ა) მიმღებმა არ უნდა განახორციელოს ისეთი მოქმედება და არ დაუშვას, რომ მისმა აგენტებმა ან შვილობილმა კომპანიებმა განახორციელონ ისეთი მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ან დააბრკოლებს პროექტის განხორციელებას ან საპროექტო ობიექტების ეფექტიან ფუნქციონირებას ან პროექტის ორგანიზაციის მიერ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მიმღებმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ქმედებები არ განხორციელდეს ან არ იყოს დაშვებული მისი ნებისმიერი პოლიტიკური თუ ადმინისტრაციული ქვედანაყოფებების ან ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს, ან რომელიც მოქმედებს მიმღების ან აღნიშნული ქვედანაყოფებების სასარგებლოდ.
(ბ) მიმღები ვალდებულია, თუ ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდება:
(1) შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით და სასესხო შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება;
(2) მიიღოს პროექტის ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი საგრანტო დაფინანსების შემოსავალი ბანკისთვის მისაღები პირობებით;
(3) მხარი დაუჭიროს პროექტის ორგანიზაციას პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის მიიღოს ყველა საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან სხვა ზომა, რომელიც იქნება საჭირო ან სასურველი, აგრეთვე გაანაწილოს და უზრუნველყოს ან ხელი შეუწყოს ფულადი სახსრების უზრუნველყოფას და მხარი დაუჭიროს პროექტის ორგანიზაციას, როგორც და როდესაც დასჭირდება პროექტის ორგანიზაციას პროექტის დასრულებისთვის; და
(4) გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და მიიღოს ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ბანკი ჩათვლის საჭიროდ ან მიზანშეწონილად წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესასვლელად.
ნაწილი 3.05 პროექტის საიმპლემენტაციო ჯგუფი
მიმღები ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ იზრუნოს, რომ პროექტის საიმპლემენტაციო ჯგუფის საქმიანობების და მოვალეობების, რომლებიც მითითებულია პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების 2.03 ნაწილში (
პროექტის
საიმპლემენტაციო
ჯგუფი
), მოიცავდეს გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვასა და საგრანტო დაფინანსების განხორციელებას.
ნაწილი 3.06 შესყიდვა
(ა) თუ ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდება, გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა უნდა დარეგულირდეს EBRD-ის შესყიდვის წესების საფუძველზე. გრანტით დაფინანსებული ერთეულების შესყიდვა უნდა მოხდეს ღია ტენდერის და/ან გამარტივებული ღია ტენდერის საფუძველზე, როგორც ეს EBRD-ის შესყიდვის წესების III ნაწილით არის გათვალისწინებული.
(ბ) ყველა შეთანხმება უნდა დაექვემდებაროს EBRD-ის შესყიდვის წესებში მითითებული წინასწარი განხილვის პროცედურებს.
ნაწილი 3.07 ჩანაწერები და ანგარიშები პროექტის შესახებ; შემოწმებები
(ა) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ იზრუნოს, რომ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და პროექტის ორგანიზაციისა და მიმღების (არსებული სიტუაციიდან გამომდინარე) მიერ წარმოებული ჩანაწერები კომპანიის ვალდებულებების, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების 2.07 ნაწილის (
ანგარიშგების
სიხშირე
და
წარდგენის
მოთხოვნები
), ასევე სტანდარტული ვადების და პირობების დებულებების 4.04 ნაწილის (
ჩანაწერები
და
ანგარიშები
პროექტის
შესახებ
) და 5.02 ნაწილის (
ანგარიშგება
) შესაბამისად:
(1) მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას კონტრაქტების, კონტრაქტორების, გადმორიცხვების, საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების, გრანტით დაფინანსებული ერთეულების, ასევე წინამდებარე შეთანხმებასა და საპროექტო შეთანხმებაში მითითებული თითოეული ვალდებულების თუ პირობის შესრულების შესახებ ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით;
(2) მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსებისთვის თვალყურის დევნება სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და
(3) მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას,
მათ
შორის
პროექტის ორგანიზაციასთან, პროექტთან და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ გარიგებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს.
(ბ) შესაძლებლობისთანავე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო კონტრაქტის დასრულებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, მიმღებმა, უნდა უზრუნველყოს, რომ საპროექტო ორგანიზაციამ ბანკს მიაწოდოს, ამ უკანასკნელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დამოწმებული საბოლოო ანგარიში საგრანტო დაფინანსების შესახებ, რომელშიც დეტალურად იქნება მითითებული ყველა კონტრაქტი, კონტრაქტორი, გრანტით დაფინანსებული ერთეულები და მოწოდებისა და სამუშაოს შესრულების განრიგები და შედარება თავდაპირველ პროგნოზებთან.
(გ) ზემოაღნიშნული (ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბოლოო ანგარიში უნდა ითვალისწინებდეს პროექტის შესრულების სრულ პერიოდს და მოიცავდეს:
(1) საპროექტო შეთანხმების 2.07 ნაწილის (გ) ქვეპუნქტით მოთხოვნილ ყოველგვარ ინფორმაციას;
(2) გრანტით დაფინანსებული ერთეულების ქვითრების, მიღებული გადახდების და გადახდას დაქვემდებარებული გაწეული ხარჯის შეჯამებას; და
(3) შესაბამისობის შემთხვევაში, არასათანადოდ გადახდილი ან არასწორად ათვისებული ფულადი სახსრების მიმოხილვას.
(დ) მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ, ბანკის, დონორის, ევროპული კომისიის, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF) ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოს:
(1) პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შენობა-ნაგებობასა და სამშენებლოს ობიექტზე ვიზიტის შესაძლებლობა;
(2) საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დაფინანსებული ნებისმიერი საქონლის, სამუშაოს და მომსახურების, ასევე ნებისმიერი საწარმოს, დანადგარის, ობიექტის, სამუშაოს, შენობის, საკუთრების, მოწყობილობის, ჩანაწერის და დოკუმენტის შემოწმების შესაძლებლობა, რაც დაკავშირებულია მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებითა და პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან; და
(3) აღნიშნული მიზნებისთვის, პროექტის ორგანიზაციის იმ წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა, რომელთაც ბანკი ჩათვლის საჭიროდ და მიზანშეწონილად;
(ე) ბანკს შეუძლია გამოაქვეყნოს ინფორმაცია პროექტის და ყოველი კონტრაქტის შესახებ, კონტრაქტის აღწერილობის, კონტრაქტორის სახელის, ეროვნების და საკონტრაქტო ფასის ჩათვლით;
(ვ) მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ უზრუნველყოს ბანკის, დონორის და მათი წარმომადგენლების წვდომა პროექტთან და საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით პროექტის ორგანიზაციის ბუღალტრულ წიგნებსა და ჩანაწერებზე.
მუხლი
IV –
ფინანსური
და
საოპერაციო
ვალდებულებები
ნაწილი
4.01
ფინანსური
ჩანაწერები
და
ანგარიშები
(ა) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ ცალკე აწარმოოს ჩანაწერები და ანგარიშები საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბანკისთვისთვის მისაღები და საყოველთაოდ აღიარებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად და თანმიმდევრული გამოყენებით.
(ბ) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ იზრუნოს, რომ მიმღებისა და პროექტის ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია და მიმღებისა და პროექტის ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჩანაწერები, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების 3.01 ნაწილის (
ფინანსური
ჩანაწერები
და
ანგარიშები
) თანახმად პროექტის ორგანიზაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ასევე სტანდარტული პირობების 5.02(გ)(i) ნაწილის (
ანგარიშგება
) თანახმად მიმღებისა და პროექტის ორგანიზაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად:
(1) მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას საგრანტო დაფინანსების და მისი გამოყენების შესახებ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით;
(2) მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგრანტო დაფინანსების კონტროლი სასესხო დაფინანსებისგან განცალკევებით; და
(3) მოიცავდეს სხვა ისეთ ინფორმაციას აღნიშნულ ჩანაწერებთან, ანგარიშებთან და ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა ბანკმა პერიოდულად მოითხოვოს;
(გ) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეინახოს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტები და გრანტით დაფინანსებულ აქტივობებთან დაკავშირებული ჩანაწერები ქვემოთ მითითებული თარიღებიდან ყველაზე გვიანი თარიღის დადგომიდან მინიმუმ ხუთი (5) წლის განმავლობაში:
(1) თარიღი, როდესაც საგრანტო დაფინანსება სრულად გადმოირიცხა;
(2) საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო თარიღი; და
(3) თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF) ან ბანკის მიერ პროექტთან დაკავშირებით აუდიტის ან გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ამგვარი აუდიტის ან გამოძიების დასრულების თარიღი,
და უზრუნველყოს ამგვარი ჩანაწერების გადაცემა ბანკის წარმომადგენლების მიმართ, ბანკის მოთხოვნისამებრ.
(დ) პროექტის დასრულების თარიღიდან ან, უფრო გვიანი ვადის შემთხვევაში, დელეგირების ხელშეკრულების, წინამდებარე შეთანხმების ან ნებისმიერი კონტრაქტის მარეგულირებელი მოქმედი კანონის თანახმად ნებისმიერი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის თარიღიდან მინიმუმ ხუთი (5) წლის მანძილზე, მიმღები უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაცია:
(1) შეინახავს ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებსა და გრანტით დაფინანსებულ აქტივობებთან დაკავშირებულ ჩანაწერებს; და
(2) მიაწოდებს ბანკს და/ან დონორს, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ან მათ რომელიმე უფლებამოსილ წარმომადგენელს, მოთხოვნისამებრ, ყოველგვარ ინფორმაციას და წვდომას ნებისმიერ დოკუმენტსა და კომპიუტერულ მონაცემზე, მათ შორის პროექტთან დაკავშირებული ანგარიშებიდან ამონაწერებს, ასევე უზრუნველყოფს პროექტთან დაკავშირებულ ადგილებსა და შენობა-ნაგებობებზე ვიზიტის შესაძლებლობას, პროექტის შესრულების შემოწმების, შეფასების მისიების და/ან გამოძიებების (მათ შორის ადგილზე შემოწმებების) ჩატარების მიზნით, სადაც სრულდება პროექტთან დაკავშირებული ოპერაციები.
(ე) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ დაუშვას ბანკის და/ან ევროპული კომისიის, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ან მათი ნებისმიერი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების ათვისების ანალიტიკური მიმოხილვა და ადგილზე შემოწმებები. ამ მიზნით, მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ, ბანკის და/ან ევროპული კომისიის, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სამსახურის (OLAF), ევროპის აუდიტორთა სასამართლოს ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მოთხოვნისამებრ, უზრუნველყოს მათთვის:
(1) პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შენობა-ნაგებობასა და ობიექტზე ვიზიტის შესაძლებლობა;
(2) საგრანტო დაფინანსების თანხებიდან დაფინანსებულ ყოველგვარ საქონელთან, სამუშაოსა და მომსახურებასთან წვდომის და შემოწმების შესაძლებლობა;
(3) მიმღებისა და პროექტის ორგანიზაციის ნებისმიერი და ყველა ანგარიშის, ჩანაწერის, დოკუმენტისა და კომპიუტერული მონაცემის, რომელიც დაკავშირებულია პროექტთან, წვდომა და შემოწმება, აგრეთვე აღნიშნული ჩანაწერებისა და ანგარიშების ბანკის ან მისი წარმომადგენლების მიერ აუდიტის შესაძლებლობა.
მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ იზრუნოს, რომ პროექტთან დაკავშირებული ყოველგვარი ჩანაწერი, ანგარიში, დოკუმენტი და კომპიუტერული მონაცემი იყოს ხელმისაწვდომი და ინახებოდეს იმ გზით, რაც უზრუნველყოფს წინამდებარე პუნქტის თანახმად ნებადართული ღონისძიებების შესრულებას.
(ვ) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბანკს ნებისმიერი ამგვარი ინფორმაცია, რომელსაც ბანკი ან დონორი მოითხოვს პერიოდულად.
ნაწილი 4.02 საქმის წარმოება და ოპერაციები
მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ იკისროს ვალდებულება, თუ ბანკი სხვაგვარად არ დათანხმდება:
(ა) სათანადოდ შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებით, ქვესასესხო შეთანხმებით, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებითა და თანხის გადაცემის ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება;
(ბ) არ გაყიდოს, არ გასცეს იჯარით ან სხვაგვარად არ გაასხვისოს თავისი ძირითადი აქტივები, რომლებიც საჭიროა საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისთვის ან რომლის გასხვისებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის უნარს – დამაკმაყოფილებლად შეასრულოს თავისი წინამდებარე შეთანხმებით, სასესხო შეთანხმებით, ქვესასესხო შეთანხმებით, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებით ან თანხის გადაცემის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
(გ) არ შეიტანოს ცვლილებები ან გასცეს უფლება ამგვარი ცვლილებების შესატანად თავის წესდებებში, თუ ეს ცვლილები წინააღმდეგობაში მოდის წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულებასთან ან შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროექტის ორგანიზაციას, იმოქმედოს ამ შეთანხმების, სასესხო შეთანხმების, ქვესასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებისა და თანხის გადაცემის ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად;
(დ) უზრუნველყოს პროექტის ორგანიზაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლ(ებ)ის მონაწილეობა ხელმძღვანელი კომიტეტის საქმიანობაში, რომელიც შეიქმნება პროექტის განხორციელების კონტროლის მიზნით (შემდგომში – „ხელმძღვანელი კომიტეტი“), აგრეთვე მათი დასწრება ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომებზე და მათ მიერ ხელმძღვანელი კომიტეტის ფუნქციების შესრულების ხელშეწყობა; და
(ე) გააფორმოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი და მიიღოს ნებისმიერი სხვა ზომა, რომელსაც ბანკი ჩათვლის საჭიროდ ან მიზანშეწონილად წინამდებარე შეთანხმების, სასესხო შეთანხმების, ქვესასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებისა და თანხის გადაცემის ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად.
ნაწილი 4.03 გადასახადები
(ა) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ, გადახდის ვადის დადგომისას, გადაიხადოს ყველა დაკისრებული გადასახადი, რომელიც იქნება გადასახდელი წინამდებარე შეთანხმების (მათ შორის საგრანტო დაფინანსების პირობების) ან წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის გაფორმებასთან, გამოცემასთან, მიწოდებასთან, რეგისტრაციასა თუ ნოტარიულად დამოწმებასთან დაკავშირებით.
(ბ) საგრანტო დაფინანსების თანხების არცერთი ნაწილი არ უნდა იქნას გამოყენებული, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გადასახადის გადახდისთვის, მიმღების ტერიტორიაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას.
ნაწილი 4.04 თაღლითობა და კორუფცია
მიმღები არ მიიღებს მონაწილეობას და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ არ დაუშვას თავისი ოფიციალური პირების, დირექტორების, უფლებამოსილი თანამშრომლების, აგენტების ან წარმომადგენლების ჩართვა პროექტთან, საგრანტო დაფინანსებასთან ან ნებისმიერ ტრანზაქციასთან, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით ან პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებით, დაკავშირებულ აკრძალულ საქმიანობაში.
მუხლი V – დონორთან დაკავშირებული დებულებები
ნაწილი 5.01 ინტერესთა კონფლიქტი
მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას წინამდებარე შეთანხმების, სასესხო შეთანხმების, ქვესასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებისა და თანხის გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას ნებისმიერი პირის მიერ თავისი ფუნქციების მიუკერძოებლად და ობიექტურად შესრულებას.
ნაწილი 5.02 მონაცემთა დაცვა
(ა) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ უზრუნველყოს მისი, როგორც იურიდიული პირის არსებობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მიმღებმა ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ წარმართოს თავისი საქმიანობა სათანადო ყურადღებითა და ეფექტიანობით, ჯანსაღი საინჟინრო-ტექნიკური, ფინანსური და ბიზნეს პრაქტიკისა და ყველა მოქმედი კანონის შესაბამისად, ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ყველა კანონის ჩათვლით.
(ბ) მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ იზრუნოს პერსონალური მონაცემების დაცვაზე, მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად.
ნაწილი 5.03 საზოგადოების ინფორმირება
მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა გაასაჯაროოს პროექტის მიერ დონორისგან დაფინანსების მიღების ფაქტი. დონორის კონტრიბუციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს მინიმუმ იმ დონეზე, რა დონეზეც იქნება დაშვებული მედიის საშუალებით პროექტის იმპლემენტაციის მხარდამჭერი სხვა დონორების ან კრედიტორების ინფორმირება და დონორის ლოგო უნდა მიეთითოს ყოველთვის, როდესაც ადგილი ექნება საზოგადოების ინფორმირებას პროექტის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის მთლიანობის შეზღუდვის გარეშე, მიმღები ვალდებულია და უზრუნველყოფს, რომ პროექტის ორგანიზაციამ:
(ა) მოიწვიოს ბანკი და დონორი პროექტის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ჩატარებულ ნებისმიერ ღონისძიებაზე, მათ შორის გახსნის ცერემონიალზე, მისი ჩატარების შემთხვევაში;
(ბ) უზრუნველყოს, რომ დონორის დაფინანსება აისახოს პრესრელიზში, წინამდებარე შეთანხმების გაფორმების შემდეგ;
(გ) უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მოწვევა ხელმოწერის ცერემონიალზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მედიის წინაშე;
(დ) უზრუნველყოს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ადგილობრივი პრესის ვიზიტების ორგანიზება პროექტის შედეგებთან გაცნობის მიზნით და ადგილობრივი მედიის ინფორმირება დონორის დაფინანსების თაობაზე;
(ე) უზრუნველყოს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვიდეო-სიუჟეტის მომზადება პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეულ (მისაღწევ) სარგებელზე;
(ვ) უზრუნველყოს, რომ PIU-მ გააჟღეროს დონორის მიერ პროექტის დაფინანსება მათ კომუნიკაციებში მედიასა და სხვა პარტნიორებთან და მიუთითოს დაფინანსების წყაროები მათ ვებ-გვერდებზე, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე;
(ზ) უზრუნველყოს, რომ PIU-მ მოამზადოს პროექტის განხორციელების პროცესში შესრულებული სამუშაოების ფოტომასალა და დოკუმენტაცია და გაუზიაროს ფოტოკოლაჟი EBRD-ის კომუნიკაციების დეპარტამენტს;
(თ) უზრუნველყოს, რომ პრესისთვის მიცემულ ინფორმაციაში, ასევე გასაჯაროებულ მასალებში, ოფიციალურ უწყებებში, ანგარიშებსა და პუბლიკაციებში მიეთითოს, რომ პროექტი ხორციელდება „ევროკავშირის დაფინანსებით“ და შეიცავდეს ევროკავშირის ლოგოს (თორმეტი ყვითელი ვარსკვლავი ლურჯ ფონზე) სათანადო გზით;
(ი) უზრუნველყოს, რომ პროექტთან დაკავშირებულ პუბლიკაციებში (მათ შორის ელექტრონულ პუბლიკაციებში) მიეთითოს შემდეგი ფრაზა: „
ეს
დოკუმენტი
მომზადდა
ევროკავშირის
ფინანსური
მხარდაჭერით
.
მასში
გამოხატული
მოსაზრებები
არ
ასახავს
ევროკავშირის
ოფიციალურ
პოზიციას
“;
და
(კ) საგრანტო დაფინანსებით მიღებული თანხებიდან მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ინვენტარის შესყიდვის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი ოფიციალური დადასტურების (მათ შორის ევროკავშირის ლოგოს) მითითება ამგვარ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოწყობილობებსა და ინვენტარზე (თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის მიმღების ან პროექტის ორგანიზაციის პერსონალის უსაფრთხოებას).
ნაწილი 5.04 ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და გამორიცხვის სისტემა
მიმღები ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ (i) ბანკს მოეთხოვება მიაწოდოს ინფორმაცია დონორს იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა მიმღები ან პროექტის ორგანიზაცია ან მათზე კონტროლის მქონე ნებისმიერი პირი საბოლოო განაჩენის ან საბოლოო ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საგანს თაღლითობასთან, კორუფციასთან, კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობასთან, ფულის გათეთრებასთან, ტერორისტულ დანაშაულებთან, ბავშვთა შრომასა და ადამიანების ტრეფიკინგთან ან ისეთ აკრძალულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც უარყოფითად აისახება დონორის ფინანსურ ინტერესებზე; (ii) ბანკმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დონორს, გამოავლინა თუ არა მან თაღლითობის ან დარღვევის რაიმე ფაქტი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით; და (iii) დონორს შეუძლია აღრიცხოს აღნიშნული ინფორმაცია ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და გამორიცხვის სისტემაში და გამოაქვეყნოს ევროპული კომისიის ვებგვერდზე.
მუხლი VI – შეჩერება და გაუქმება; თანხის დაბრუნება
ნაწილი 6.01 შეჩერება
(ა) ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმღების უფლება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხების ნებისმიერ შემდგომ ჩარიცხვაზე, თუ ადგილი ექნება და გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა:
(1) სასესხო შეთანხმება, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება, ქვესასესხო შეთანხმება ან თანხის გადაცემის ხელშეკრულება დაკარგავს სრულ იურიდიულ ძალას ან შეწყვეტს მოქმედებას;
(2) მიმღებმა ან პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეასრულა ან ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმებით, თანხის გადაცემის ხელშეკრულებით, სასესხო შეთანხმებით, ქვესასესხო შეთანხმებით ან პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
(3) მოხდება პროექტის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს მოპოვების ფაქტის დადასტურება, რომელიც წარმოშობს ორმაგ დაფინანსებას (სრულად ან ნაწილობრივ);
(4) ბანკი შეაჩერებს, ან ადგილი ექნება ისეთ შემთხვევას, რომელმაც ბანკს მისცა უფლება, სრულად ან ნაწილობრივ შეეჩერებინა მიმღების, როგორც მსესხებლის უფლება, სასესხო შეთანხმების შესაბამისად, მოეთხოვა გადმორიცხვები, სტანდარტული ვადების და პირობების 7.01. ნაწილის (
შეჩერება
) ან სასესხო შეთანხმების 4.01 ნაწილის (
შეჩერება
) შესაბამისად;
(5) ბანკი გააუქმებს, ან ადგილი ექნება ისეთ შემთხვევას, რომელმაც ბანკს მისცა უფლება, სრულად ან ნაწილობრივ გაეუქმებინა სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადების და პირობების 7.02 ნაწილის (
გაუქმება
ბანკის
მიერ
) შესაბამისად;
(6) სტანდარტული ვადების და პირობების 7.06 ნაწილში (
ვადამდე
დაფარვის
შემთხვევები
) ან სასესხო შეთანხმების 4.02 ნაწილში (
ვადამდე
დაფარვა
) მითითებული ნებისმიერი შემთხვევა მოხდება ან გაგრძელდება და ბანკი სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერ ნაწილს გამოაცხადებს გადასახდელად სტანდარტული ვადების და პირობების 7.06 ნაწილის (
ვადამდე
დაფარვის
შემთხვევები
) შესაბამისად;
(7) მომხდარი შემთხვევების შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაცია, რაც შეუძლებელს გახდის პროექტის განხორციელებას ან პროექტის ორგანიზაციის ან მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხებითა და პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას;
(8) პროექტის ორგანიზაციის ან მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებასთან ან პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იქნება არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ნებისმიერ არსებით საკითხთან მიმართებაში;
(9) პროექტის ორგანიზაციის წესდებები შესწორდება, შეჩერდება, გაუქმდება, გამოითხოვება ან უარყოფილ იქნება იმგვარად, რომ არსებით და უარყოფით გავლენას მოახდენს პროექტის ორგანიზაციის ოპერაციებზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე ან მის შესაძლებლობაზე, განახორციელოს პროექტი ან შეასრულოს პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხებით ნაკისრი ვალდებულებები;
(10) პროექტის ორგანიზაციის კონტროლი გადაეცემა სხვა მხარეს, გარდა მიმღებისა, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
(11) ადგილი ექნება მნიშვნელოვან სამოქალაქო არეულობას ან ომს, რაც ბანკის ერთპიროვნული აზრით, შეუძლებელს ან არაპრაქტიკულს გახდის პროექტის შესრულებას, ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს პროექტის ორგანიზაციის მიერ პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
(12) მიმღები, როგორც მსესხებელი სასესხო შეთანხმების შესაბამისად, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს სასესხო დაფინანსების გადმოურიცხავ ნაწილს სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (
გაუქმება
) შესაბამისად;
(13) დონორი შეწყვეტს ჩარიცხვებს დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ან ის შეწყვეტს დელეგირების ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებას ან დელეგირების ხელშეკრულების მოქმედება შეჩერდება ან გაიცემა შეჩერების შესახებ შეტყობინება დელეგირების ხელშეკრულების თანახმად;
(14) სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდება, რომ მიმღები, პროექტის ორგანიზაცია, კონტრაქტორი ან მათი ნებისმიერი თანამდებობის პირი, თანამშრომელი, აგენტი ან წარმომადგენელი მონაწილეობდნენ რაიმე აკრძალულ საქმიანობაში;
(15) საგრანტო დაფინანსების ფარგლებში წარმოდგენილი ნებისმიერი თანხა იქნება არაჯეროვნად გადახდილი ან ათვისებული მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ან კონტრაქტორის მიერ, ამ შეთანხმების, თანხის გადაცემის ხელშეკრულების, სასესხო შეთანხმების, ქვესასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებისა ან კონტრაქტისა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პირობებთან შეუსაბამო გზით; ან
(16) მიმღების ტერიტორიაზე ენერგეტიკისა და ელექტროენერგიის სექტორთან დაკავშირებით მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო შეიცვლება, შეჩერდება, გაუქმდება, გამოითხოვება ან უარყოფილ იქნება, რის შედეგადაც საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო გახდება (i) საზიანო პროექტისთვის; ან (ii) შეუსაბამო ენერგეტიკისა და ელექტროენერგიის რეგულირებისა და სტრუქტურის საუკეთესო პრაქტიკასთან.
(ბ) მიმღების უფლება ნებისმიერ შემდგომ გადმორიცხვაზე უნდა შეჩერდეს, სრულად ან ნაწილობრივ, სიტუაციიდან გამომდინარე მანამ, სანამ არსებობას არ შეწყვეტს ისეთი მოვლენა ან მოვლენები, რომელიც იწვევს შეჩერებას, და თუ ბანკი არ შეატყობინებს მიმღებს, რომ აღდგენილია შემდგომი გადმორიცხვის უფლება; თუმცა იმ პირობით, რომ შემდგომი გადმორიცხვის უფლება აღდგება მხოლოდ ასეთ შეტყობინებაში მითითებული პირობების და ფარგლების შესაბამისად, და ასეთი შეტყობინება გავლენას არ მოახდენს ან არ შელახავს ბანკის უფლებას ან სამართლებრივი დაცვის უფლებას, ამ ნაწილში აღწერილ ნებისმიერ სხვა შემდგომ შემთხვევასთან დაკავშირებით.
ნაწილი 6.02 გაუქმება ბანკის მიერ
(ა) თუ ნებისმიერ დროს ბანკი, მიმღებთან კონსულტაციის შემდეგ, განსაზღვრავს, რომ საგრანტო დაფინანსების თანხა არ იქნება საჭირო პროექტის იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც უნდა დაფარულიყო საგრანტო დაფინანსებიდან, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსების ამგვარი თანხა. საგრანტო დაფინანსების გაცემის ბოლო დღეს, საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი გადმოურიცხავი ნაწილი ავტომატურად გაუქმდება, თუ ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდება.
(ბ) იმ შემთხვევაში, თუ მიმღების წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საგრანტო დაფინანსების ნებისმიერი ნაწილის გადმორიცხვის მოთხოვნა შეჩერდება წინამდებარე შეთანხმების 6.01 ნაწილის (
შეჩერება
) შესაბამისად ოცდაათი (30) უწყვეტი დღის განმავლობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, სრულად ან ნაწილობრივ.
(გ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი გააუქმებს, ან ადგილი ექნება ისეთ შემთხვევას, რომელიც ბანკს აძლევს უფლებას, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს სასესხო დაფინანსება სტანდარტული ვადების და პირობების 7.02 ნაწილის (
გაუქმება
ბანკის
მიერ
) შესაბამისად, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, გააუქმოს საგრანტო დაფინანსება, სრულად ან ნაწილობრივ.
(დ) თუ ნებისმიერ დროს, ბანკი განსაზღვრავს, რომ:
(1) ნებისმიერი გრანტით დაფინანსებული ერთეულის შესყიდვა არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას;
(2) წინამდებარე შეთანხმებით გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოყენებულ იქნა არა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მიზნებისთვის;
(3) საგრანტო დაფინანსების ფარგლებში წარმოდგენილი ნებისმიერი თანხა არაჯეროვნად იქნა გადახდილი ან ათვისებული მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ან კონტრაქტორის მიერ, ამ შეთანხმების, თანხის გადაცემის ხელშეკრულების, სასესხო შეთანხმების, ქვესასესხო შეთანხმების, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებისა და კონტრაქტის, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პირობებთან შეუსაბამო გზით; ან
(4) ნებისმიერ კონტრაქტთან დაკავშირებით, მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ნებისმიერი წარმომადგენელი ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი მონაწილეობს აკრძალულ საქმიანობაში ამგვარი კონტრაქტის გაფორმების ან უზრუნველყოფის დროს, და მიმღებმა, პროექტის ორგანიზაციამ არ მიიღო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი დროული და სათანადო ზომა ამ სიტუაციის გამოსასწორებლად;
ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
(ე) თუ ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღები, პროექტის ორგანიზაცია ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი მონაწილეობენ ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს საგრანტო დაფინანსება. ასეთი გაუქმება ძალაში შევა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
ნაწილი 6.03 ანაზღაურების უპირობო ვალდებულებები, რომლებზეც გავლენას არ ახდენს შეჩერება ან გაუქმება
გაუქმება ან შეჩერება არ ვრცელდება იმ თანხებზე, რომლებიც ექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების 2.03 ნაწილის (
ანაზღაურების
პირობითი
და
უპირობო
ვალდებულებები
) შესაბამისად ბანკის მიერ აღებულ ანაზღაურების უპირობო ვალდებულებას, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ იქნება მითითებული ასეთ ვალდებულებაში.
ნაწილი 6.04 მიმღების ვალდებულებები
ნებისმიერი შეჩერების ან გაუქმების მიუხედავად, ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების ყველა დებულება, თუ პირდაპირ სხვაგვარად არ იქნება მითითებული ამ დოკუმენტში.
ნაწილი 6.05 თანხის დაბრუნების შემთხვევები
თუ ადგილი ექნება ან ქვემოთ მითითებული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა, მაშინ ნებისმიერ დროს ასეთი შემთხვევის მიმდინარეობის პერიოდში, ბანკს შეუძლია, მიმღებისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე, მოთხოვოს მიმღებს საგრანტო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერი ნაწილის დაბრუნება (და წინამდებარე შეთანხმებით გადასახდელი ნებისმიერი სხვა თანხის გადახდა) და აღნიშნული თანხა დაუყოვნებლივ (წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი საწინააღმდეგო პირობის მიუხედავად) უნდა იქნას გადახდილი, ასეთი შემთხვევებია:
(ა) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 6.01(ა)(1) ნაწილში (
შეჩერება
) მითითებულ შემთხვევას;
(ბ) ადგილი აქვს წინამდებარე შეთანხმების 6.01(ა)(2) ან 6.01(ა)(15) ნაწილში (
შეჩერება
) მითითებულ შემთხვევას (მათ შორის და არა მხოლოდ, საგრანტო დაფინანსების არასწორ გამოყენებას ამ შეთანხმების 2.01(ბ) ნაწილის დარღვევით) და, გამოსწორებადობის შემთხვევაში, გაგრძელდება ბანკის მიერ აღნიშნულის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში;
(გ) ადგილი აქვს და გრძელდება სტანდარტულ ვადებსა და პირობებში ან სასესხო შეთანხმებაში მითითებული ვადამდე დაფარვის ნებისმიერი შემთხვევა და ბანკი სასესხო დაფინანსების ყველა ან ნებისმიერ ნაწილს გამოაცხადებს გადასახდელად სტანდარტული ვადების და პირობების 7.06 ნაწილის (
ვადამდე
დაფარვის
შემთხვევები
) შესაბამისად;
(დ) ნებისმიერ დროს ბანკი განსაზღვრავს, რომ სასამართლო პროცესის ან სხვა ოფიციალური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ან ნებისმიერი სხვა კონტრაქტორის წარმომადგენელი მონაწილეობს ნებისმიერ აკრძალულ საქმიანობაში;
(ე) მიმღებმა, როგორც მსესხებელმა სასესხო შეთანხმების შესაბამისად, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმა სესხის გადმოურიცხავი ნაწილი სტანდარტული ვადების და პირობების 3.08 ნაწილის (
გაუქმება
) შესაბამისად.
ნაწილი VII – განხორციელებადობა, დავების გადაწყვეტა
ნაწილი 7.01 განხორციელებადობა
მიმღების უფლებები და ვალდებულებები იქნება მოქმედი და განხორციელებადი მათი პირობების შესაბამისად, ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული საპირისპირო დებულებების მიუხედავად. მიმღები არ იქნება უფლებამოსილი, ნებისმიერი გარემოების ფარგლებში, წარმოადგინოს საჩივარი იმის თაობაზე, რომ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულება არაა მოქმედი ან აღსრულებადი რაიმე მიზეზის გამო.
ნაწილი 7.02 უფლებების გამოუყენებლობა
ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად რომელიმე მხარისათვის მინიჭებული ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების დაგვიანებით გამოყენება ან გამოუყენებლობა, ზიანს არ მიაყენებს ასეთ უფლებებს, უფლებამოსილებას ან სამართლებრივ დაცვის საშუალებებს ან არ განიმარტება მათზე უარის თქმად ან ამგვარი შეუსრულებლობის დაშვებად; ნებისმიერ ასეთ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ასეთი მხარის ქმედება ან თანხმობა გავლენას არ მოახდენს ასეთი მხარის უფლებაზე, უფლებამოსილებაზე ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე, ნებისმიერ სხვა შემდგომ შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
ნაწილი 7.03 დავების გადაწყვეტა
სტანდარტული ვადების და პირობების 8.04 ნაწილის (
დავების
გადაწყვეტა
) დებულებები გამოყენებულ უნდა იქნეს ისე, თითქოს სრულად არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში,
შესაბამის
ცვლილებებთან
ერთად
, ზემოაღნიშნულის მთლიანობის დარღვევის გარეშე, გარდა იმისა, როდესაც:
(i) სტანდარტული ვადების და პირობების 8.04(ბ)(iii) ნაწილი, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, შეიცვლება და წაკითხულ იქნება შემდეგნირად: „(iii) იმ შემთხვევაში, თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს დაევალება არბიტრის დანიშვნა, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს შეუძლია თავისუფლად აირჩიოს ნებისმიერი პირი, რომელსაც ჩათვლის მიზანშეწონილად, არბიტრის უფლებამოსილებით სამოქმედოდ UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების 9.2 და/ან 9.3 მუხლების შესაბამისად.“;
(ii) მითითებები „სასესხო შეთანხმებაზე“ ან „პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებაზე“ განიმარტება მითითებად „ამ შეთანხმებაზე“; და
(iii) მითითებები „მსესხებელზე“ განიმარტება მითითებებად „მიმღებზე“.
მუხლი VIII – ძალაში შესვლა; შეწყვეტა
ნაწილი 8.01 ძალაში შესვლის თარიღი
თუ ბანკი და მიმღები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ დღეს, როდესაც ბანკი მიმღებს გაუგზავნის შეტყობინებას ბანკის მიერ იმ მტკიცებულების მიღების შესახებ, რომელიც მოთხოვნილია წინამდებარე შეთანხმების 8.02 ნაწილით (
ძალაში
შესვლის
წინაპირობები
) და 8.03 ნაწილით (
იურიდიული
დასკვნები
).
ნაწილი 8.02 ძალაში შესვლის წინაპირობები
წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა მანამ, სანამ ბანკი არ დარწმუნდება, რომ ადგილი არ აქვს და არ გრძელდება წინამდებარე შეთანხმების 6.01(ა) ნაწილში (
შეჩერება
) ან 6.05 ნაწილში (
თანხების
დაბრუნების
შემთხვევები
) მითითებული შემთხვევები; და სანამ არ შესრულდება ქვემოთ მითითებული წინაპირობები ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, ან უარყოფილი იქნება ბანკის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სრულად ან ნაწილობრივ, ასევე შესაბამისი პირობების საფუძველზე ან უპირობოდ:
(ა) ბანკმა უნდა მიიღოს წინამდებარე შეთანხმების სათანადოდ გაფორმებული ორი ეგზემპლარი;
(ბ) თანხის გადაცემის ხელშეკრულება, ბანკისთვის დამაკმაყოფილი ფორმით და შინაარსით, გაფორმდა და წარდგენილ იქნა და მისი ძალაში შესვლის ან პროექტის ორგანიზაციის მიერ საგრანტო დაფინანსების მიღების უფლების წინაპირობები, გარდა მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისა, შესრულდა;
(გ) ბანკმა უნდა მიიღოს მტკიცებულება, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, რომ წინამდებარე შეთანხმების გაფორმება და მიწოდება მიმღების სახელით, ასევე პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების ცვლილების შეთანხების გაფორმება პროექტის ორგანიზაციის სახელით სათანადოდ არის ავტორიზებული ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო, ადმინისტრაციული და კორპორატიული ქმედებით, ხოლო პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების ცვლილების შეთანხმების შემთხვევაში, მისი ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა, გარდა მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის წინაპირობებისა, შესრულდა; და
(დ) ბანკს მიეწოდა მის მიერ გონივრულად მოთხოვნილი ყველა სხვა დოკუმენტი.
ნაწილი 8.03 სამართლებრივი დასკვნები
წინამდებარე შეთანხმების 7.02 ნაწილის (
ძალაში
შესვლის
წინაპირობები
) შესაბამისად მისაწოდებელი მტკიცებულების ნაწილის სახით,
(ა) მიმღები მიაწვდის ბანკს იურიდიული დასკვნას ან უზრუნველყოფს მის მიწოდებას, მიმღების სახელით იუსტიციის სამინისტროს მიერ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით და შინაარსით, წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ წინამდებარე შეთანხმება სათანადოდ არის დამოწმებული ან რატიფიცირებული და გაფორმებული და წარმოდგენილი მიმღების სახელით და მოიცავს მიმღების მოქმედ და სამართლებრივად შესასრულებელ ვალდებულებას, რაც განხორციელებადია მისივე პირობების მიხედვით; და
(ბ) პროექტის ორგანიზაცია გასცემს ან უზრუნველყოფს ბანკისთვის სამართლებრივი დასკვნის გაცემას პროექტის ორგანიზაციის სახელით, პროექტის ორგანიზაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით, პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების ცვლილების შეთანხმებასა და თანხის გადაცემის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რაც აჩვენებს, რომ პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმების ცვლილების შეთანხმება და თანხის გადაცემის ხელშეკრულება ჯეროვნად იქნა ავტორიზებული ან რატიფიცირებული, გაფორმებული და წარმოდგენილი პროექტის ორგანიზაციის სახელით და წარმოადგენს პროექტის ორგანიზაციის მოქმედ და სამართლებრივად შესასრულებელ ვალდებულებას, რაც განხორციელებადია მისივე პირობების მიხედვით.
ნაწილი 8.04 შეწყვეტა ძალაში შესვლის შეუძლებლობის მიზეზით
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმება ძალაში არ შევა შეთანხმების გაფორმების თარიღიდან ოთხმოცდაათი (90) კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეწყდება, თუ ბანკი, დაგვიანების მიზეზების გათვალისწინების შემდეგ, არ განსაზღვრავს მოგვიანებით თარიღს ამ ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმღებს ამგვარი გვიანი თარიღის შესახებ.
ნაწილი 8.05 შესრულების შეწყვეტა
(ა) წინამდებარე შეთანხმება ძალაში დარჩება მანამ, სანამ მიმღები არ შეასრულებს ყველა ვალდებულებას შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, გარდა ვადამდე შეწყვეტისა მისი პირობების შესაბამისად; იმ პირობით, რომ წინამდებარე შეთანხმების 7.03 ნაწილის (
დავის
გადაწყვეტა
) დებულებები ძალაში უნდა დარჩეს წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ.
(ბ) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი საპირისპირო დათქმის მიუხედავად, 6.05(დ) ნაწილის (
თანხის
დაბრუნების
შემთხვევები
) დებულებები ძალაში დარჩება წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, პროექტის დასრულების თარიღიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში.
მუხლი IX – გარდამავალი დებულებები
ნაწილი 9.01 შეტყობინებები
ნებისმიერი შეტყობინება ან მოთხოვნა, რომლის გაგზავნა ან შესრულება მოითხოვება ან დაშვებულია წინამდებარე შეთანხმებით, შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმების 8.01 ნაწილში (
ძალაში
შესვლის
თარიღი
), ასეთი შეტყობინება ან მოთხოვნა სათანადოდ გაგზავნილად ჩაითვლება, როდესაც შეტყობინება ან მოთხოვნა მიეწოდება მხარეს, რომელსაც უნდა გაეგზავნოს, ასეთი მხარის ქვემოთ მითითებულ მისამართზე, ან სხვა ისეთ მისამართზე, რომელსაც აღნიშნული მხარე წერილობით მიუთითებს შეტყობინების ან მოთხოვნის გამგზავნ მხარეს. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე შეთანხმებაში ან EBRD-ის თანხების გამოყოფის შესახებ სახელმღვანელოში, შეტყობინების ან მოთხოვნის მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს პირადად, ფოსტით ან PDF თუ მსგავსი ფორმით ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
მიმღებისთვის
:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სანაპიროს ქუჩა 2, 0114 თბილისი, საქართველო
ადრესატი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ელფოსტა: ministry@moesd.gov.ge
ტელეფონი (კურიერებისთვის): +(995 32) 299 11 11; +(995 32) 299 11 05;
ბანკისთვის
:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
საფონდო ბირჟის მოედანი 1
ლონდონი EC2A 2JN
გაერთიანებული სამეფო
ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ელფოსტა: OAD@ebrd.com
ტელეფონი (კურიერებისთვის): +44 20 7338 6000
ნაწილი 9.02 მოქმედების უფლებამოსილება
ნებისმიერი მოქმედება, რომლის შესრულება მოითხოვება ან ნებადართულია, აგრეთვე ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის გაფორმება მოთხოვნილია ან ნებადართულია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, მიმღების მიერ, უნდა განხორციელდეს ან გაფორმდეს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენლის ან მიმღების სხვა ისეთი თანამდებობის პირების მიერ, რომელსაც წერილობითი ფორმით დანიშნავენ ზემოაღნიშნული უფლებამოსილი წარმომადგენლები. მიმღებმა უნდა მიაწოდოს ბანკს ასეთი უფლებამოსილების მტკიცებულება და აღნიშნული თანამდებობის პირის დამოწმებული ხელმოწერის ნიმუში, არსებითად მე-2 საილუსტრაციო ფორმაში მოცემული (
უფლებამოსილი
ხელმომწერების
დანიშვნის
წერილის
ფორმა
) ფორმით.
ნაწილი 9.03 ცვლილება
წინამდებარე შეთანხმება შესაძლოა შეიცვალოს მიმღების უფლებამოსილი წარმომადგენელისა და ბანკის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
ნაწილი 9.04 ინგლისური ენა
წინამდებარე შეთანხმება მომზადდა და გაფორმდა ინგლისურ ენაზე. ამ შეთანხმების შესაბამისად წარსადგენი ნებისმიერი დოკუმენტი ასევე შედგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილ დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც დამოწმებული იქნება როგორც ავტორიზებული თარგმანი და ასეთი თარგმანი უნდა იყოს საბოლოო.
ნაწილი 9.05 ზარალის ანაზღაურება
(ა) მიმღები სრულ პასუხისმგებლობას იღებს და თანახმაა, აუნაზღაუროს და დაიცვას ბანკი და მისი თანამდებობის პირები, დირექტორები, თანამშრომლები, აგენტები და მომსახურე პირები ნებისმიერი და ყველა ვალდებულებისგან, ზარალისგან, ზიანისგან (კომპენსირებადი, საჯარიმო თუ სხვა), ჯარიმისგან, მოთხოვნისგან, ქმედებისგან, გადასახადისგან, სარჩელისგან, ხარჯისა და დანახარჯისგან (მათ შორის, ადვოკატის მომსახურების გონივრული საფასურისა და ხარჯისგან და გამოძიების ხარჯებისგან), მათ შორის, ზემოაღნიშნულის მთლიანობის დარღვევის გარეშე, იმ ხარჯისგან, რომელიც წარმოიქმნა შეთანხმების ფარგლებში ან სამოქალაქო სამართალდარღვევის (მათ შორის დაუდევრობის) ან მკაცრი პასუხისმგებლობის საფუძველზე ან სხვა შემთხვევებში, რომელიც ეკისრება ბანკს, გაცხადებულია ბანკთან მიმართებაში ან გაწია ბანკმა ან მის რომელიმე თანამდებობის პირმა, დირექტორმა, თანამშრომელმა, აგენტმა და მომსახურე პირმა (მიუხედავად იმისა, უკვე აანაზღაურა თუ არა ნებისმიერმა სხვა პირმა ნებისმიერი სხვა დოკუმენტის საფუძველზე) და რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება ან პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიქმნება:
(1) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გარიგების ან მისი გაფორმების ან შესრულების საფუძველზე;
(2) პროექტის ორგანიზაციის ობიექტების ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების ან პროექტის ორგანიზაციის მიერ მათი ფლობის, კონტროლის ან საკუთრების საფუძველზე; ან
(3) ბანკის მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების და სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების საფუძველზე;
იმ პირობით, რომ ბანკს არ ექნება უფლება, მოითხოვოს ანაზღაურება ამ შეთანხმებით, მისი მხრიდან დაუდევრობის ან ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევაში.
(ბ) მიმღები ადასტურებს, რომ ბანკი აფორმებს წინამდებარე შეთანხმებას და მოქმედებს მხოლოდ, როგორც გრანტის გამცემი და არა როგორც მიმღების ან პროექტის ორგანიზაციის კონსულტანტი. მიმღები აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ ამ შეთანხმების გაფორმებისას მან და პროექტის ორგანიზაციამ გამოიყენეს საკუთარი იურიდიული, ფინანსური და სხვა პროფესიონალი კონსულტანტები და დაეყრდნენ ასეთი კონსულტანტების მიერ მათთვის მიცემულ რჩევას და რომ ისინი არ ეყრდნობიან და მომავალშიც არ დაეყრდნობიან მისთვის ბანკის მიერ მიცემულ რაიმე რჩევას.
ნაწილი 9.06 გადაცემა
მიმღებს არ შეუძლია გადასცეს ან სხვაგვარად გაასხვისოს მის მიმართ წინამდებარე შეთანხმებით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები, სრულად ან ნაწილობრივ, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ბანკი უფლებამოსილია, გადასცეს ან გადაანდოს ამ შეთანხმებით მინიჭებული უფლებები და მოვალეობები, სრულად ან ნაწილობრივ, მათ შორის და არა მხოლოდ, გადასცეს დონორს (i) ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შესაძლოა მას ჰქონდეს მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ან კონტრაქტორის წინააღმდეგ ამ შეთანხმების 6.01 ნაწილით (
შეჩერება
), 6.02 ნაწილით (
გაუქმება
) ან 6.05 ნაწილით (
თანხის
დაბრუნების
შემთხვევები
) მისთვის მინიჭებული უფლებების შედეგად, და (ii) საგრანტო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი ნებისმიერი თანხა, რომელიც არ იქნა ჯეროვნად გადახდილი ან არასწორად იქნა ათვისებული მიმღების, პროექტის ორგანიზაციის ან კონტრაქტორის მიერ.
ნაწილი 9.07 უფლებები, სამართლებრივი დაცვის საშუალებები და უარის განცხადებები
ბანკის წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზიანი არ უნდა მიადგეს ისეთი აქტით ან ქმედებით, რომელიც ამ ნაწილის გარდა, ზიანს აყენებს აღნიშნულ უფლებებს ან სამართლებრივი დაცვის საშუალებებს. საქმიანობის ჩვეულებრივმა პროცესმა და ბანკის ნებისმიერი უფლების, უფლებამოსილების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების დაგვიანებით გამოყენებამ ან გამოუყენებლობამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ნებისმიერ ასეთ უფლებას, უფლებამოსილებას ან სამართლებრივი დაცვის საშუალებას ან არ უნდა განიმარტოს მათზე უარის თქმად. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ პირობაზე ან დებულებაზე უარის თქმა წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და ხელი უნდა მოეწეროს ბანკის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი უარყოფს საგრანტო დაფინანსების გადმორიცხვასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას, უნდა ჩაითვალოს, რომ მიმღები, აღნიშნული გადმორიცხული თანხის მიღებით, ეთანხმება უარყოფის პირობებს და ბანკის უფლება – მოითხოვოს აღნიშნული პირობის დაცვა – გარკვევით უნდა იქნას დაცული ნებისმიერი შემდგომი გადმორიცხვის მიზნებისთვის. წინამდებარე შეთანხმებაში და სხვა შეთანხმებაში მითითებული უფლებები და სამართლებლივი დაცვის საშუალებები არის კუმულაციური და არ გამორიცხავს მათ სხვაგვარ ან შემდგომ გამოყენებას, ან ნებისმიერი სხვა უფლების ან სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებას.
ნაწილი 9.08 ინფორმაციის გამჟღავნება
(ა) ბანკს შეუძლია გაამჟღავნოს ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერები მიმღების, პროექტის ორგანიზაციის, პროექტის, ყოველი კონტრაქტის და ამ გარიგების შესახებ (მათ შორის წინამდებარე შეთანხმების და ნებისმიერი სხვა აქ ხსენებული შეთანხმების ასლები), რომელსაც ბანკი ჩათვლის მიზანშეწონილად ნებისმიერი მიზნით ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობს მიმღები, პროექტის ორგანიზაცია ან კონტრაქტორი, ამ შეთანხმებით ან სხვა აქ ხსენებული ნებისმიერი შეთანხმებით გათვალისწინებული ბანკის ნებისმიერი უფლების შენარჩუნების ან გამოყენების ან ბანკის მიმართ გადასახდელი ნებისმიერი თანხის ინკასირების და დელეგირების ხელშეკრულების შესაბამისად ანგარიშგების მიზნით.
(ბ) ბანკს შეუძლია გაუმჟღავნოს დონორს ისეთი დოკუმენტები, ინფორმაცია და ჩანაწერები (მათ შორის წინამდებარე შეთანხმების ასლები) პროექტთან ან საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ბანკი ჩათვლის მიზანშეწონილად.
ნაწილი 9.09 ეგზემპლარები
წინამდებარე შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს ნებისმიერი რაოდენობის ეგზემპლარად, თითოეული მათგანი უნდა ჩაითვალოს ორიგინალად, თუმცა ყველა მათგანი უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე შეთანხმებას.
შესრულების ვერსია
აღნიშნულის
დასტურად
,
მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, გააფორმეს წინამდებარე შეთანხმება ხუთ ეგზემპლარად, შეთანხმების დასაწყისში მითითებულ დღეს.
საქართველო
ხელმოწერა: ______________________
სახელი, გვარი:
თანამდებობა:
ევროპის
რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
ბანკი
ხელმოწერა: ______________________
სახელი, გვარი:
თანამდებობა:
განრიგი 1 – გრანტით დაფინანსებული ერთეულები
წინამდებარე განრიგში წარმოდგენილ ცხრილში მითითებულია გრანტით დაფინანსებული ერთეულები და თითოეული მათგანის მიმართ გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების თანხა.
გრანტით
დაფინანსებული
ერთეულები
საგრანტო
დაფინანსების
თანხა
,
გამოყოფილი
ევროში
საქონელი, სამუშაოები და მომსახურებები მისასვლელი გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით (რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დამაკავშირებელ გზას).
4,700,000
საქონელი, სამუშაოები და მომსახურებები ენგურის წყალსაცავის ნალექის მართვის მიზნით.
2,000,000
ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის აღჭურვილობა
300,000
ილუსტრაცია
1 –
გადარიცხვის
მოთხოვნის
ფორმა
(იბეჭდება მიმღების ტიტულოვან ფურცელზე)
(თარიღი)
European Bank for Reconstruction and Development
One Exchange Square
London EC2A 2JN
United Kingdom
საოპერაციო
N.
49649 (გრანტის კომპონენტი)
გადარიცხვის
მოთხოვნა
N. [1]
საკითხი
:
საგრანტო შეთანხმება დათარიღებული ________-ით საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (“ბანკი“).
ვითხოვთ ქვემოთ მოცემულ გადახდას საგრანტო შეთანხმების პირობების გათვალისწინებით:
გრანტის ვალუტა: ევრო
გადახდის ვალუტა: (2)
დაფინანსების თანხა / ვალუტა: (3)
გადახდის ასახვის თარიღი: (4)
მიმღები: (5)
გადახდის
მითითებები
:
(მიმღების საბანკო მონაცემები):
მიმღების ანგარიშის სახელი: (6)
მიმღების ანგარიშის ნომერი: (7)
მიმღების ბანკის სახელი: (8)
მიმღების ბანკის მისამართი: (9)
მიმღების
ბანკის
საკორესპონდენტო
მონაცემები
:
საკორესპონდენტო ბანკი: (10)
მისამართი: (11)
ანგარიშის სახელი: (12)
ანგარიშის ნომერი: (13)
გადახდის მიზნობრიობა: (14)
მიმღების ელ.ფოსტა: (15)
აქვე ვადასტურებთ, რომ აქამდე არ მოგვითხოვია ამ ხარჯებისთვის გადარიცხვა გრანტის სახსრებიდან. არ მიგვიღია და არ ვგეგმავთ, რომ ამ მიზნით მივიღოთ სახსრები სხვა ნებისმიერი გრანტიდან, კრედიტიდან ან სესხიდან.
ამ მოთხოვნით დაფარული საქონელი და მომსახურება შეძენილ იქნა ან შეიძინება საგრანტო შეთანხმების პირობების შესაბამისად.
ვადასტურებთ, რომ მიმღების, როგორც მსესხებლის მიერ გამოყენებული სესხის თანხა ან დამაკმაყოფილებელი გადარიცხვის ფორმით მოთხოვნილი თანხა, ყოველ დროს იქნება არანაკლებ ტოლი გრანტის დაფინანსებით გადახდილისა, ან ამ შეთანხმების შესაბამისად მიმღების მიერ დამაკმაყოფილებელი გადარიცხვის ფორმით მოთხოვნილისა.
აქვე ვუდასტურებთ ბანკს, რომ (ა) ვართ საგრანტო შეთანხმებით და სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულ ჩვენს ვალდებულებებთან შესაბამისობაში და (ბ) არ დამდგარა ისეთი შემთხვევა, რაც იქონიებს მატერიალურ და უარყოფით ზეგავლენას ჩვენს ოპერირებასა ან ფინანსურ პირობებზე ან ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ განვახორციელოთ პროექტი ან შევასრულოთ საგრანტო შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენი ნებისმიერი ვალდებულება.
პატივისცემით,
[16]
ხელმომწერი:
თანამდებობა:
დანართები: გვერდების საერთო რაოდენობა [17]
დოკუმენტების საერთო რაოდენობა [18]
შენიშვნები
გადარიცხვის
მოთხოვნის
ფორმის
შევსებასთან
დაკავშირებით
1. მიმღები ნომრავს თითოეულ გადარიცხვის მოთხოვნის ფორმას. პირველი მოთხოვნა დაინომრება 1-ით, დანარჩენები – 2, 3 და ა.შ.. მიმღებს თუ სურს, შეუძლია აწარმოოს ნუმერაციის აღრიცხვა ყველა გადარიცხვის მოთხოვნისა, რასაც გააკეთებს წინამდებარე საგრანტო შეთნხმების საფუძველზე. მოთხოვნის ფორმები უნდა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე თანმიმდევრობის ნუმერაციის სისტემას, მიუხედავად იმისა პირდაპირი გადახდის გადმორიცხვისთვის არის თუ ანაზღაურების ვალდებულების გაცემისთვის. ამ ნუმერაციის სისტემის გამოყენება აირიდებს აღრევას იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საფოსტო დაყოვნება, ფაქსით გაგზავნა განმეორებით და ა.შ.
2. გთხოვთ მიუთითოთ მოთხოვნილი გადახდის ვალუტა. ეს იქნება ან გრანტის ვალუტა ან ხარჯის ვალუტა (იხ. (3) ქვევით). ალტერნატიულად, ზოგიერთ შემთხვევებში, ბანკი შეიძლება დათანხმდეს სხვა ვალუტაში გადახდას, რა შემთხვევაშიც ბანკი იმოქმედებს როგორც მიმღებისთვის ვალუტის შემძენი შუამავალი.
თუ გადახდა საჭიროა ერთზე მეტ ვალუტაში, მაშინ თითოეული ვალუტისთვის გამოიყენება ცალკე გადახდის მოთხოვნის ფორმა.
3. დაფინანასებული თანხა(ები) არის ხარჯის შესაბამისი, მისივე ვალუტაში, როგორც განიმარტება შემაჯამებელ ფურცელში და როგორც ის გამოითვლება შესაბამისი პროცენტულობით საგრანტო შეთანხმების შესაბამისი ნებადართული გრანტით დაფინანსების ერთეულებით. აქ მოცემული თანხები უნდა შეესაბამებოდეს შემაჯამებელი ფურცლის ნაწილი (15)-ში მთლიან თანხას (ებს).
4. გადახდის ასახვის თარიღი არის გადარიცხვის მოთხოვნით გადასახდელი თანხის ბანკის ანგარიშზე დებეტად ასახვის თარიღი. ბანკი ვერ იძლევა გარანტიას, რომ იმავე დღეს მოხდება თანხის მიმღების ანგარიშის დაკრედიტება, ვინაიდან ეს დამოკიდებულია თანხის მიმღების ქვეყანაში ბანკების საკლირინგო სისტემის პროცედურებზე. უნდა იყოს მინიმუმ 15 სამუშაო დღის შუალედი ბანკის მიერ გადარიცხვის მოთხოვნის თარიღიდან გადახდის ასახვის თარიღამდე. თუ გადახდის განხორციელება საჭიროა დაუყოვნებლივ, ნაცვლად კონკრეტული ასახვის თარიღისა, უკეთესია ველში (4) არ მოხდეს თარიღის მითითება და დაიწეროს „დაუყოვნებლივ“. ამ შემთხვევაში ბანკი განახორციელებს გადახდას 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუმცა შეძლებისდაგვარად მალე. (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადახდის 15 სამუშაო დღეში განხორციელება შეიძლება გარანტირებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადარიცხვის მოთხოვნის ფორმა სწორი და სრულია).
5. გადარიცხვა კეთდება თანხის მიმღებზე. ჩვეულებრივ თანხის მიმღები არის კონტრაქტორი, თუმცა ბანკის მხრიდან წერილობითი თანხმობის შემთხვევაში და, როცა თანდართული დოკუმენტაცია (იხ. შემაჯამებელი ფურცელი) იძლევა იმის მტკიცებულებას, რომ მსესხებელმა უკვე გადაუხადა კონტრაქტორს, გადარიცხვა შეიძლება განხორციელდეს სესხის მიმღების ანგარიშზე.
6. უმეტეს შემთხვევებში თანხის მიმღების ანგარიშის სახელი უბრალოდ იგივეა, რაც თანხის მიმღების სახელი.
7. თანხის მიმღების ანგარიშის ნომერი საჭიროა, რომ არ მოხდეს დაყოვნება. ქვეყანათა მზარდ რაოდენობაში ადგილობრივი ბანკები უარყოფენ გადახდას, თუ არ არის მითითებული თანხი მიმღების ანგარიშის ნომერი.
8. თანხის მიმღების ბანკი არის ბანკი, სადაც თანხის მიმღებს აქვს ანგარიში. გთხოვთ მიუთითოთ ბანკის სახელი და ქალაქი.
9. მისამართის ნაცვლად შეიძლება მიუთითოთ სორტირების კოდი ან SWIFT კოდი.
10. საკორესპონდენტო ბანკის მითითება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გადარიცხვა არ ხორციელდება თანხის მიმღების ბანკის ქვეყნის ვალუტაში. ამ შემთხვევაში საკორესპონდენტო ბანკი არის ის ბანკი, რომელიც მდებარეობს გადარიცხვის ვალუტის მქონე ქვეყანაში, სადაც თანხის მიმღების ბანკს აქვს ანგარიში.
11. მისამართის ნაცვლად შეიძლება მიუთითოთ SWIFT კოდი.
12. უმეტეს შემთხვევებში თანხის მიმღების ბანკის ანგარიშის სახელი უბრალოდ იგივეა, რაც თანხის მიმღების ბანკის სახელი.
13. თანხის მიმღების ბანკის ანგარიშის ნომერი მნიშვნელოვანია, როცა მიმღების ბანკს აქვს რამოდენიმე ანგარიში საკორესპონდენტო ბანკში ან, თუ ეს არ არის SWIFT კოდი (საერთაშორისო ელექტრონული გადახდების ანგარიშსწორების სისტემა). სხვა შემთხვევაში ეს ნომერი სასარგებლოა, თუმცა არა-სავალდებულო. სადაც ეს გამოიყენება, უნდა მიეთითოს IBAN ნომერი (ბანკის საერთაშორისო ანგარიშის ნომერი).
14. ბანკის მიერ გადახდასთან ერთად გაგზავნილი გადახდის მიზნობრიობა ეხმარება თანხის მიმღებს გადახდის იდენტიფიცირებაში. თუ არ მოითხოვება კონკრეტული მიზნობრიობა, ბანკი მიუთითებს გრანტის მიმღების სახელსა და შეთანხმების ნომერს.
15. თანხის მიმღების ელ.ფოსტის მისამართი საჭიროა, რომ ბანკმა გააგზავნოს წინასწარი შეტყობინება გადახდის განხორციელებამდე. ეს უნდა იყოს ისეთი ელ.ფოსტის მისამართი, რომელსაც თანხის მიმღები რეგულარულად ამოწმებს.
16. ხელმოწერა, ასევე შემაჯამებელი ფურცელიც უნდა იქნეს ხელმოწერილი მიმღების სახელით.
17. შემაჯამებელი ფურცელი ჩამოთვლის გადარიცხვის მოთხოვნის თანდართულ დოკუმენტაციას. თუ ასეთი ბევრია, გირჩევთ გამოიყენოთ ცალკე ფურცელი თითოეული კატეგორიისთვის.
18. დოკუმენტაციის მასალები (კონტრაქტები, ანგარიშ-ფაქტურები, ქვითრები და ა.შ.) უნდა დაინომროს და დაერთოს იგივე თანმიმდევრობით, როგორც მოცემული იქნება შემაჯამებელ ფურცელში. აქვე მათი საერთო რაოდენობაც უნდა მიეთითოს, რათა გაადვილდეს ბანკის მიერ მათი განხილვა.
საშემსრულებლო
ვერსია
ევროპის
რეკონსტრუქციისა
და
განვითარების
ბანკი
მიმღების
სახელი
: [1]
........................
საოპერაციო
N
: [3]................
მოთხოვნა
N:
[4] .................
გრანტით
დაფინანსების
ერთეული
(სარეფერენციო
N./სახელი/ %)
თარიღი
: [2]
........................
შემაჯამებელი
ფურცელი
No :
[5]
.....................
: [
6]
.........../............
./
.....
ერთეულის
აღწერა
კონტრაქტის
N,
თარიღი
კონტრაქტორის
სახელი
და
მისამართი
საქონლის
,
სამუშაოების და
მომსახურების
მოკლე
აღწერა
ვალუტა
და
კონტრაქტის
მთლიანი
თანხა
ვალუტა
და
ნებადართული
ხარჯის
თანხა
დაფინანსების
თანხა
ხარჯის
ვალუტაში
N
[7]
[8]
[9]
[10]
[11]
[12]
[13]
[14]
ხელმოწერა
სულ
(თითოეულ
ვალუტაში)
[15]
[16]..............................
შენიშვნები
შემაჯამებელი
ფურცლის
შევსებასთან
დაკავშირებით
[1] მიმღების სახელი. ეს უნდა იყოს იგივე, რაც მოცემულია იმ გადარიცხვის მოთხოვნის ფორმაში, რომელსაც ეს შემაჯამებელი ფურცელი მიეკუთვნება.
[2] თარიღი. ეს უნდა იყოს იგივე, რაც მოცემულია იმ გადარიცხვის მოთხოვნის ფორმაში, რომელსაც ეს შემაჯამებელი ფურცელი მიეკუთვნება.
[3] საოპერაციო N. ეს უნდა იყოს იგივე, რაც მოცემულია იმ გადარიცხვის მოთხოვნის ფორმაში, რომელსაც ეს შემაჯამებელი ფურცელი მიეკუთვნება.
[4] მოთხოვნის N. ეს უნდა იყოს იგივე, რაც მოცემულია იმ გადარიცხვის მოთხოვნის ფორმაში, რომელსაც ეს შემაჯამებელი ფურცელი მიეკუთვნება.
[5] გადარიცხვის ყოველი მოთხოვნისთვის შემაჯამებელი ფურცელი უნდა დაინომროს 1-დან დაწყებული, ასევე უნდა მიეთითოს მათი მთლიანი რაოდენობა იმ გადარიცხვის მოთხოვნის ფორმაში, რომელსაც ისინი განეკუთვნებიან.
[6] გრანტით დაფინანსებული ერთეულის გადარიცხვის მოთხოვნა. ეს არის პროექტის გრანტით დაფინანსებული ერთეულები, რაც ფინანსდება გადარიცხვის მოთხოვნით გამოთხოვილი თანხებით. გაეცანით საგრანტო შეთანხმებას, რომ იპოვოთ გრანტით დაფინანსებული ერთეულების სახელი და სარეფერენციო ნომერი, ასევე შესაბამისი ხარჯის პროცენტულობა (მაგ. „გრანტით დაფინანსებული ერთეული N. 3ბ, მოწყობილობა, 60%“).
თუ გადარიცხვის მოთხოვნის ფორმა შეიცავს ხარჯებს ერთზე მეტ გრანტით დაფინანსებულ ერთეულზე, მაშინ ცალკე შემაჯამებელი ფურცელი უნდა შეივსოს თითოეულ ერთეულზე.
[7] ერთეულის ნომერი. ყველა დოკუმენტი (კონტრაქტები, ანგარიშფაქტურები, ქვითრები და ა.შ.) უნდა დაერთოს იგივე თანამიმდევრობით, როგორც მოცემული იქნება შემაჯამებელ ფურცელში. იდენტიფიცირების გასაიოლებლად დოკუმენტები უნდა დაინომროს დაწყებული 1, 2, 3, და ა.შ. ყოველი ახალი გადარიცხვის მოთხოვნისთვის და ეს ნომერი, ასევე, უნდა ეწეროს თვით დოკუმენტსაც. ყველა შემაჯამებელი ფურცლის დოკუმენტთა საერთო რაოდენობა მოცემული უნდა იყოს გადარიცხვის მოთხოვნის ფორმაში.
[8] ერთეულის აღწერა. აღწერეთ ყველა ერთეული, მაგ. „ანგარიშფაქტურა“, „ქვითარი“, „ინჟინრის სერტიფიკატი“, „თარგმანი“ და ა.შ..
[9] კონტრაქტის ან შეკვეთის ნომერი და თარიღი. გირჩევთ საპროექტო კომპანიასა და კონტრაქტორებს შორის კონტრაქტების შედგენისას ამ უკანასკნელთ მიანიჭოთ გამორჩეული ნომერი. ბანკი გამოიყენებს ამ ნომერს საკუთარი აღრიცხვისთვის. თუ კონტრაქტს არ აქვს ნომერი, ბანკი მიანიჭებს მას ნომერს და აცნობებს მიმღებს. თუ მიმღებმა არ იცის ეს ნომერი შემაჯამებელი ფურცლის შევსებისას, შეუძლია დატოვოს ეს ველი ბანკის შესავსებად.
ამავე სვეტში იწერება კონტრაქტის / შესყიდვის ორდერის თარიღი.
შენიშვნა:
ერთი და იგივე კონტრაქტი შეიძლება მიეთითოს ერთზე მეტ გადარიცხვის მოთხოვნაში, თუ მოწოდება და გადახდები ამ კონტრაქტზე (იხ. (11)) ხდება ეტაპობრივად.
[10] კონტრაქტორის სახელი და მისამართი. მიმღები მხარის (კონტრაქტორის) სახელი და მისამართი შესაბამისი კონტრაქტის / შესყიდვის ორდერის მიხედვით, როგორც აღწერილია (9)-ში.
[11] საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების აღწერა. საქონელი, სამუშაოები და მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს კონტრაქტში ან სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მოცეულ მონაცემებს და უნდა ექცეოდეს გრანტით დაფინანსებული ერთეულების ჩამონათვალში, როგორც მითითებულია (6)-ში.
[12] მთლიანი თანხა და კონტრაქტის ვალუტა. მთლიანი თანხა, საწყის ვალუტაში, (9)-ში ჩამოთვლილი კონტრაქტის შესაბამისად.
[13] უფლებამოსილი ხარჯის ვალუტა და თანხა. თითოეული ხარჯისთვის: მთლიანი გადასახდელი ან გადახდილი თანხა კონტრაქტის ვალუტაში, როგორც მოცემულია თანდართულ ანგარიშფაქტურებში ან სხვა ჩამოთვლილ დოკუმენტებში (7) და (8). როცა მოცემულია ერთზე მეტი „ერთეული“ თითოეული ხარჯისთვის (მაგ. ანგარიშფაქტურა, სერტიფიკატი და ქვითარი, ყველა ერთი და იგივე ხარჯისთვის) ასეთი ერთეულები უნდა გამოიყოს და შესაბამის სვეტში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ერთი თანხა.
[14] დაფინანსების თანხა. (13)-ში ჩამოთვლილი თითოეული თანხისთვის ამ სვეტში უნდა ჩაიწეროს შესაბამისი თანხა (14), რაც გაანგარიშებულია პროცენტულად (6)-ში ამ შემაჯამებელი ფურცლის კატეგორიის შესატყვისად. დაფინანსების თანხა უნდა ჩაიწეროს კონტრაქტისა და ხარჯის ვალუტაში (სვეტები 12 და 13). ეს შეიძლება იყოს ან არ იყოს იგივე, რაც სესხის ვალუტა ან გადახდის ვალუტა.
[15] ჯამი. დაფინანსების მთლიანი თანხები (14) უნდა შეჯამდეს ვალუტების მიხედვით. პირდაპირი გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში აქ მოცემული თანხები უნდა შეესაბამებოდეს გადარიცხვის მოთხოვნის ფორმის (9)-ში მოცემულ თანხებს.
[16] ხელმოწერა. შემაჯამებელი ფურცლის ხელმოწერა ხდება მიმღების სახელით. იხილეთ გადარიცხვის მოთხოვნის ფორმაში მოცემული განმარტება ხელმოწერის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ილუსტრაცია
2 –
უფლებამოსილი
ხელმომწერების
წარდგენის
წერილის
ფორმა
(იბეჭდება მიმღების ტიტულოვან ფურცელზე)
(თარიღი)
European Bank for Reconstruction and Development
One Exchange Square
London EC2A 2JN
United Kingdom
ოპერაციების ადმინისტრირების დეპარტამენტს
საკითხი: საოპერაციო N 49649 (გრანტის კომპონენტი)
უფლებამოსილი ხელმომწერის წარდგენის წერილი
ბატონო/ქალბატონო,
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (ბანკი) შორის ______ თარიღით გაფორმებულ საგრანტო შეთანხმებასთან (საგრანტო შეთანხმება) დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ ცნობად, რომ მოცემულ პირთაგან ნებისმიერი, რომელთა აუთენტური ხელმოწერის ნიმუშები მოცემულია ქვევით, უფლებამოსილია მიმღების სახელით მოაწეროს ხელი [გადარიცხვის მოთხოვნებს, ასევე სხვა ნებისმიერ შეტყობინებებს ან დოკუმენტებს], რაც მოითხოვება ან ნებადართულია შესასრულებლად ზემოთ ნახსენები საგრანტო შეთანხმებით.
სახელი თანამდებობა ხელმოწერის ნიმუში
_______________ ___________________ _________________________
______________ ___________________ __________________________
_______________ _________________ ___________________________
______________ ___________________ __________________________
ყველა აქამდე გაცემული ცნობა, რომელიც განსაზღვრავდა მიმღების მხრიდან ზემოთ ნახსენები საგრანტო შეთანხმების მიზნებისთვის ხელმოწერის უფლების მქონე ოფიციალურ პირებს, გამოწვეულია უკან.
პატივისცემით,
საქართველოს სახელით
ხელმოწერა:
სახელი:
თანამდებობა:
შენიშვნები
უფლებამოსილი
ხელმომწერების
წარდგენის
წერილის
ფორმასთან
დაკავშირებით
წარმომადგენელი შეიძლება შეიცვალოს მიმღების მიერ ნებისმიერ დროს ბანკში ახალი წერილის გაგზავნით უფლებამოსილი ხელმომწერის წარდგენის შესახებ.
ზემოთ მოცემული უფლებამოსილების მინიჭების წერილი ხელმოწერილი უნდა იყოს მიმღების სახელით, მისი შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგრანტო შეთანხმების 2.02 ან 2.03 ნაწილის დებულებებით მოთხოვნილ ან ნებადართულ ნებისმიერ ქმედებასთან დაკავშირებით ზემოთ მოცემული უფლებამოსილების მინიჭების წერილი ხელმოწერილი უნდა იყოს მიმღების სახელით მიმღების უფლებამოსილი ხელმომწერის მიერ.
იმ შემთხვევაში, როცა თითოეული დოკუმენტის ხელმოწერა უნდა მოხდეს ერთზე მეტი წარმომადგენლის მიერ, უფლებამოსილების მინიჭების წერილი ამას ნათლად უნდა ასახავდეს და პირველი წინადადება შესაბამისად უნდა შეიცვალოს. თუ უფლებამოსილი ხელმომწერები დაყოფილია ორ ჯგუფად და მოითხოვება ხელმოწერა თითოეული ჯგუფის წარმომადგენლისაგან, ესეც ნათლად უნდა დაიწეროს.