📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.09.2022
ძალის დაკარგვა 04.11.2024
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №159ძ/ს
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,547 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.09.2022 მიღება
04.11.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება №159-ძ/ს 2022 წლის 13 სექტემბერი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-16, მე-20 და 23-ე მუხლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“  ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანდართული ტიპური დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №05-ძ/ს ბრძანება (სსმ, ვებგვერდი, 04/02/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016115). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია დანართი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანოების – აღმოსავლეთ საქართველოს; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) სტატუსს, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. 2. ტერიტორიული ორგანო არის სამინისტროს სისტემაში შემავალი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის რეგიონში და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. 3. ტერიტორიული ორგანო ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 4. ტერიტორიული ორგანო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. 5. ტერიტორიული ორგანოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი, შტამპი და ტიტულიანი ქაღალდი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, რომელთა სტანდარტულ ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი. 7. ტერიტორიული ორგანოს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. ტერიტორიული ორგანოს საბუღალტრო საქმიანობის წარმოებას ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორია და ადგილსამყოფელი 1. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ქ. თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 89/24 (მე-13 სართული); ქ. თბილისი, ჯავახიშვილის მოედანი №5/ნ. ჩხეიძის 13. 2. იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №27. 3. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილად რეგისტრირებულ) პირებზე და მისი იურიდიული მისამართია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი. მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები: 1. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელება ან/და განხორციელების ხელშეწყობა. 2. ტერიტორიული ორგანოს ამოცანებია: ა) სამოქმედო ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილი და დაფინანსებული პროგრამების/პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და არასამთავრობო  ორგანიზაციებთან  თანამშრომლობა; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის/ცნობის გაცემა. ასევე, მომართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების ან/და საცხოვრებელი ადგილის დადგენის ხელშეწყობა; დ) უფლებამოსილების ფარგლებში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; ე) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დებულებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის ორგანიზება 1. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, მინისტრის უფლებამოსილების ვადით. 2. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის კურატორი მოადგილის წინაშე. 3. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას ტერიტორიული ორგანოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შვებულების, დროებითი შრომისუუნარობის, მივლინების, ასევე, წვევამდელთა აღრიცხვის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო ძალების რეზერვში გადარიცხვის საკითხებზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ე) მინისტრის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, მთავრობის დადგენილებებით, მინისტრის ბრძანებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს და დავალებებს. 4.  ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 5. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილეს ტერიტორიული ორგანოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 5🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა 1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური; ბ) სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ხელშეწყობის სამსახური; გ) წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური. მუხლი 6🔗. მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს: ა) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრებ დევნილთა მომსახურებას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დევნილთა უფასო სამართლებრივი კონსულტირება მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (გარდა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხებისა); გ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისა და/ან ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლას და ტერიტორიულ ორგანოში შექმნილი შესაბამისი კომისიისათვის განსახილველად მომზადებას; დ) უფლებამოსილების ფარგლებში სხვადასხვა შინაარსის ცნობის გაცემას; ე) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საინფორმაციო კამპანიის წარმოების ხელშეწყობას; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ხელშეწყობის სამსახური სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ხელშეწყობის სამსახური უზრუნველყოფს: ა) სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების  განხორციელების ხელშეწყობას; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (დევნილი ოჯახი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას; გ) დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების ხელშეწყობას; დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 8🔗. წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს: ა) მოქალაქეთა პირველადი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებასა და  სავალდებულო  სამხედრო  სამსახურში გაწვევის ორგანიზებას; ბ) დევნილ ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობით მუშაობას; გ) სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვას; დ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსი 1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე. 3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; დ) უფლებამოსილების ფარგლებში, ტერიტორიული ორგანოს სახელით, ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას; ვ) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად; ი) ასრულებს ამ დებულებითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ან/და ხელმძღვანელის მოადგილის სამსახურებრივ დავალებებს. მუხლი 10🔗 . ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე 1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; გ) ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულში შესულ კორესპონდენციას;   დ) ანაწილებს დავალებებს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) ახდენს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის მოადგილის და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 3. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე. მუხლი 11🔗 . ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურე 1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეები: ა) ახორციელებენ ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის შესაბამის უფლებამოსილებას; ბ) პასუხს აგებენ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;   გ) ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე დებულება, სამინისტროს დებულება, სამინისტროს შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობა;   დ) ასრულებენ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის ან/და უფროსის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; ე) ანგარიშვალდებული არიან ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და უფროსის  მოადგილის  უფროსის  წინაშე. 3. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, სამინისტროს დებულებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 1🔗 2 . უფლებამონაცვლეობა 1. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობას ასრულებს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ასეთის არსებობის შემთხვევაში ან/და ერთ-ერთი საჯარო მოხელე ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებითა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 2. უფლებამონაცვლეობის სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები ტერიტორიული ორგანოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია, ასევე წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.