“სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შევსებისა და სტატისტიკური დაკვირვების პირველადი მონაცემების წარმოდგენის წესის დამტკიცების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78-ს
სარეგისტრაციო კოდი
350.090.000.12.214.005.884
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 60, 23/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 359.090.000.12.214.005.884

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №78-ს

2003 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შევსებისა და სტატისტიკური დაკვირვების პირველადი მონაცემების წარმოდგენის წესის დამტკიცების შესახებ

„სტატისტიკის შესახებ“საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-16 მუხ­ლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შევსებისა და სტატის­ტი­კური დაკვირვების პირველადი მონაცემების წარმოდგენის წესი თანდართული სახით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003 წლის 19 მაისის №69-ს ბრძანება.

 დეპარტამენტის თავმჯდომარე თეიმურაზ ბერიძე

სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შევსებისა და სტატისტიკური დაკვირვების პირველადი მონაცემებისწარმოდგენის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის სა­ფუძ­ველზე და აწესრიგებს სახელმწიფო სტა­ტის­ტიკური დაკვირვების სუბიექ­ტე­ბის მიერ სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმების შევსებასა და სტა­ტის­­ტი­კუ­რი დაკვირვების პირველადი მონაცემების წარ­მოდგე­ნასთან და­­კავ­ში­რებულ ურთიერთობებს.

2. ამ წესის მე-3 მუხლის 4-7 პუნქტები ეხება მხოლოდ სამეწარმეო საქმიანო­ბით დაკავებულ სუბიექტებს.

 

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვება (შემდგომ ტექსტში – დაკვირ­ვე­ბა) – სტატისტიკური საქმიანობა, რო­­მელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით სტა­ტისტიკური დაკვირვების პირვე­ლა­დი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს. ამ საქმიანობათა ნუსხა ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამ­ტკი­ცებული საქართველოს სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამით;

ბ) სახელმწიფო სტა­ტისტიკური დაკვირვების სუბიექტი (შემდგომ ტექსტში – სუ­ბიექტი) – სუბიექტი, რო­მელ­­საც „სტა­ტის­­ტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნ­ქტის შე­საბამისად ევალება სტატისტიკური დაკვირვების პირ­ველადი მონაცემების წარმოდგენა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დე­პარ­ტამენტსა ან მის ტე­რი­ტორიულ ორგანოში;

გ) სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების ფორმა (შემდგომ ტექსტში –- ფორ­მა) – ფორმა, რომელიც „სტა­ტისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის შესაბა­მი­სად დამტკიცებულია საქართველოს სტატისტიკის სა­­ხელ­მწიფო დეპარტამენტის თავ­­მ­ჯდო­­მარის ბრ­ძა­­ნებით და მიზნად ისახავს სუბიექ­ტე­­ბისაგან სტატისტიკური დაკვირვების პირველადი მონაცემების შეგროვებას;

დ) სტატისტიკური დაკვირვების პირველადი მონაცემები (შემდგომ ტექსტში – სტა­ტისტიკური მონაცემები) - მონაცემები სუბი­ექ­ტის საქმიანობის შესა­ხებ, რაც ასახულია ფორმაში.

    მუხლი 3. ფორმების შევსება

1. სუბიექტს ევალება წარმოად­გი­ნოს სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ დად­გენილი ფორ­მით.

2. საქარ­თვე­­ლოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი ტე­რი­ტორიული ერ­­­­თე­­­ული უსასყიდლოდ უზრუნ­ველ­ყოფს სუბიექტს ფორმითა და შე­საბა­მისი მითითებებით მისი წარმოდგენისათვის დადგენილ ვადამდე არა უგვიანეს 10 დღი­სა.

3. ფორმა ივსება 2 ეგზემპლარად თანდართული მითითებების (არსებობის შემ­თხვევაში) შესაბამისად.

4.შევსებული ფორმა უნდა ასახავდეს დაკვირ­ვე­ბის პერიო­დის განმავლო­ბაში სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობის რე­ა­ლურ შე­დე­გებს.

5. დაკვირვების პერიოდის განმავლობაში საქმიანობის დროებით შეწყვეტის შემთხვევაში (თუ სუბიექტმა იმავე პერიოდში არ განაახლა საქმიანობა) სუბიექტი წა­რად­გენს ფორ­მას, რომელშიც მითითებულია საქმიანო­ბის დროებით შეწყვეტის ფაქ­­ტი.

6. დაკვირვების პერიოდის განმავლობაში საქმიანობის დროებით შეწყვეტის შემთხვევაში (თუ სუბიექტმა იმავე პერიოდში განაახლა საქმიანობა) სუბიექტი წა­რად­გენს ფორ­მას, რომელშიც მითითებულია საქმიანო­ბის დროებით შეწყვეტის ფაქ­ტი და საქმიანობის განახლების შემდეგ განხორციელებული საქმიანობის შედეგები.

7. დაკვირვების პერიოდის განმავლობაში საქმიანობის საბო­ლო­ოდ შეწყვეტის შემთხვევაში სუბიექტები წა­რად­გენენ ფორმას, რომელშიც მითითე­ბულია საქმია­ნო­ბის საბოლოოდ შეწყვეტის ფაქტი და აისახება საქმიანობის შეწყვეტამდე განხორ­ცი­ელე­ბუ­ლი საქმიანო­ბის შედეგები.

8. შევსებულ ფორმას უნდა დაესვას ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში).

    მუხლი 4. სტატისტიკურ მონაცემთა წარმოდგენა

1. სუბიექტს ევალება წარმოად­გი­ნოს სათანადოდ შევსებული ფორმა მხო­ლოდ დადგენილ ვა­­და­ში, რომე­ლიც დაფიქსირებულია თვითონ დამტკიცებულ ფორ­მაზე.

2. სუბიექტს ევალება წარმოადგინოს სათანადოდ შევსებული ფორმა საქარ­თვე­ლოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შე­სა­­ბამის ტერიტორიულ ორ­განოში უშუა­ლოდ ხელ­­ზე ან გამოაგზავნოს ფოსტის მეშვეობით დაზღვეული კონ­ვერ­ტით.

3. ფორმის წარმოდგენის თარიღად ითვლება საქარ­თვე­ლოს სტატისტიკის სა­ხელ­­­­მწიფო დეპარტამენტის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში მიტანის თარიღი, ხო­­ლო ფოსტის მეშ­ვე­ობით გაგზავ­ნი­სას – საფოსტო კონვერტზე დასმულ შტემპელში აღნიშ­ნუ­ლი გაგ­ზავ­ნის თა­რიღი.

4. სუბიექტის მიერ ფორმის უშუალოდ ხელზე წარმოდგენისას სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შე­სა­­ბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი წარ­მოდგენილი ფორმის ორივე ეგზემპლარზე ბეჭდის დასმითა და სათანადო ჩანა­წერის გაკეთებით (წარმოდგენის თარიღი, თანამშრომლის ხელმოწერა) ადასტურებს ფორ­მის მიღებას.

5. სუბიექტების მიერ ფორმების წარმოდგენა/არწარმოდგენა აღირიცხება სპე­ციალურ ჟურ­­ნალში სტატისტიკის სა­ხელმწიფო დეპარტამენტის შე­სა­­ბამისი ტე­რი­ტორიული ორ­განოს მიერ.