ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.09.2022
ძალაში შესვლა 01.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №122/04
სარეგისტრაციო კოდი 220010070.18.011.016642
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,597 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2022 მიღება
01.11.2022 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
საკრედიტო გადარიცხვა
ქვეყნის შიდა ან ტრანსსასაზღვრო საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელის მიერ ინიციირებული დავალების საფუძველზე გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მასთან არსებული გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან ახორციელებს გადახდის ოპერაციას ან გადახდის ოპერაციების სერიას მიმღების ანგარიშზე თანხის დაკრედიტების მიზნით
მუხლი 2
პირდაპირი დებეტი
ქვეყნის შიდა ან ტრანსსასაზღვრო საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც, გადახდის ოპერაციის შესრულებაზე გადამხდელის თანხმობის საფუძველზე, მიმღების მიერ ინიციირებული დავალებით ხორციელდება გადამხდელის საგადახდო ანგარიშის დადებეტება
მუხლი 2
პირი
როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი
მუხლი 2
გადამხდელი
პირი, რომელიც ფლობს საგადახდო ანგარიშს და ნებას რთავს ამ საგადახდო ანგარიშიდან საგადახდო დავალების შესრულებას, ასევე, გადამხდელის საგადახდო ანგარიშის არარსებობის შემთხვევაში, პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას მიმღების საგადახდო ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად
მუხლი 2
მიმღები
პირი, რომელიც ფლობს საგადახდო ანგარიშს და არის გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები
მუხლი 2
გადახდის ოპერაცია
გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული, საგადახდო ანგარიშებს შორის ფულადი სახსრების გადარიცხვის/ჩარიცხვის ოპერაციაж
მუხლი 2
საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN)
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმატის შესაბამისი საბანკო ანგარიშის ნომერი
მუხლი 2
ბიზნესის საინდენტიფიკაციო კოდი (BIC)
ISO სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრული ბიზნესის საიდენტიფიკაციო კოდი, რომელითაც ცალსახად იდენტიფიცირდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
მუხლი 2
„ISO 20022 XML სტანდარტი“
ISO-ს მიერ განსაზღვრული ელექტრონული ფინანსური შეტყობინებების აგების სტანდარტი, რომელიც მოიცავს გადახდის ოპერაციების ფიზიკურ წარმოდგენას XML სინტაქსით შესაბამისი საგადახდო სქემების და ამ წესის მოქმედების ფარგლებში
მუხლი 2
დიდი მოცულობის თანხების საგადახდო სისტემა
საგადახდო სისტემა, რომლის მთავარი დანიშნულებაა დიდი თანხობრივი მოცულობის, მაღალი პრიორიტეტულობისა და სასწრაფო ინდივიდუალური გადახდის ოპერაციების სათითაოდ დამუშავება, კლირინგი ან ანგარიშსწორება
მუხლი 2
ანგარიშსწორების თარიღი
თარიღი, როდესაც ფულადი სახსრების გადარიცხვასთან დაკავშირებული ვალდებულებები იფარება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის
მუხლი 2
პირდაპირი დებეტის შეგროვება
პირდაპირი დებეტის ოპერაციის ნაწილი, რომელიც იწყება გადახდის მიმღების მიერ ოპერაციის ინიციირებით და მთავრდება გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან ფულადი სახსრების დადებეტებით
მუხლი 2
მანდატი
გადამხდელის მიერ მიმღებისთვის და გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის (უშუალოდ ან მიმღების მეშვეობით) თანხმობის გამოხატვა და ნებართვის მიცემა, იმისთვის, რომ მიმღებს ჰქონდეს პირდაპირი დებეტის შეგროვების ინიციირების უფლება გადამხდელის მიერ მითითებული საგადახდო ანგარიშის დასადებეტებლად, ხოლო გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ჰქონდეს ასეთი დავალების შესრულების უფლება
მუხლი 2
საცალო საგადახდო სისტემა
საგადახდო სისტემა, რომლის მთავარი დანიშნულებაა მცირე თანხის და დაბალი პრიორიტეტულობის მქონე საკრედიტო გადარიცხვების ან პირდაპირი დებეტების დამუშავება, კლირინგი ან ანგარიშსწორება, რომელშიც გადახდის ოპერაციები სრულდება დავალებათა პაკეტის სახით, ასევე ინდივიდუალურად და რომელიც ამავედროულად  არ არის დიდი მოცულობის თანხების საგადახდო სისტემა
მუხლი 2
„R-ტრანზაქცია“
გადახდის ოპერაცია, რომელიც სათანადოდ ვერ შესრულდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ან რომელიც დამუშავდა საგანგებო წესით, მათ შორის, არასაკმარისი თანხის, დავალების გაუქმების, არასწორი თანხის ან არასწორი თარიღის, მანდატის არარსებობის, არასწორი ან დახურული ანგარიშის გამო
მუხლი 2
ტრანსსასაზღვრო  გადახდა
გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული გადახდის ოპერაცია, როდესაც გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი სხვადასხვა ქვეყანაშია რეგისტრირებული/ლიცენზირებული
მუხლი 2
ქვეყნის შიგნით გადახდის ოპერაცია
გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული გადახდის ოპერაცია, როდესაც გადამხდელის და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოში მოქმედი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია
მუხლი 2
საგადახდო ანგარიში
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ​24“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ანგარიში
მუხლი 2
ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სისტემა
მუხლი 2
საგადახდო მომსახურების მომხმარებელი
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი
მუხლი 2
საგადახდო დავალება
განისაზღვრება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ​3“ ქვეპუნქტის შესაბამისად
მუხლი 2
საქართველოში მოქმედი პროვაიდერი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 90% 22.01.2015 ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 30.11.2018 საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 87% 06.01.2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 08.06.2022 ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 09.07.2025

დოკუმენტის ტექსტი

ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №122/04 2022 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის შესრულების ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე და რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, რომლებიც გეგმავენ ჩაერთონ ან ჩართული არიან ერთიანი ევროგადახდის სივრცის (SEPA) საკრედიტო გადარიცხვის ან პირდაპირი დებეტის სქემაში. 2. ეს წესი, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის“ დებულებებთან ერთად, განსაზღვრავს ევროთი დენომინირებული ისეთი საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტისადმი მოთხოვნებს, რომელში მონაწილე ორივე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (გადამხდელის პროვაიდერი და მიმღების პროვაიდერი), ან გადახდის ოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირია. 3. ეს წესი არ ვრცელდება: ა) საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის ან მათი შიდა სისტემის ფარგლებში საკუთარი სახელით შესრულებულ გადახდის ოპერაციებზე, მათ შორის, როდესაც ასეთი გადახდის ოპერაციები აგენტების ან ფილიალების საშუალებით ხორციელდება; ბ) გადახდის ოპერაციებზე, რომელთა დამუშავება და ანგარიშსწორება ხორციელდება დიდი მოცულობის თანხების საგადახდო სისტემების მეშვეობით, გარდა პირდაპირი დებეტის ოპერაციებისა, რომელთა დიდი მოცულობის თანხების საგადახდო სისტემის მეშვეობით შესრულება გადამხდელს ცალსახად არ მოუთხოვია; გ) საბარათე ინსტრუმენტით გადახდის ოპერაციებზე, მათ შორის, ამ ინსტრუმენტით ნაღდი ფულის გატანის ოპერაციებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბარათე ინსტრუმენტი გამოიყენება მხოლოდ იმ საჭირო ინფორმაციის მისაღებად, რომლის საფუძველზე შესაძლებელია საკრედიტო გადარიცხვის ან პირდაპირი დებეტის ოპერაციის განხორციელება IBAN-ით იდენტიფიცირებადი საგადახდო ანგარიშიდან ან ასეთ საგადახდო ანგარიშზე; დ) სატელეკომუნიკაციო, ციფრული ან საინფორმაციო ტექნოლოგიური მოწყობილობის გამოყენებით შესრულებულ გადახდის ოპერაციებზე, გარდა იმ გადახდის ოპერაციებისა, რომლებიც სრულდება საკრედიტო გადარიცხვის ან პირდაპირი დებეტის ოპერაციით IBAN-ით იდენტიფიცირებადი საგადახდო ანგარიშიდან ან/და ასეთ საგადახდო ანგარიშზე; ე) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ​​1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფულად გზავნილებზე;  ვ) ელექტრონული ფულის ოპერაციებზე, გარდა  იმ ოპერაციებისა, რომლებიც სრულდება საკრედიტო  გადარიცხვის ან პირდაპირი დებეტის ოპერაციით IBAN-ით იდენტიფიცირებადი საგადახდო ანგარიშიდან ან/და ასეთ საგადახდო ანგარიშზე. 4. თუ საგადახდო სქემები ეფუძნება გადახდის ოპერაციებს საკრედიტო გადარიცხვით ან პირდაპირი დებეტით, მაგრამ აქვთ დამატებითი არჩევითი ფუნქციები ან სერვისები, ეს წესი ვრცელდება მხოლოდ საკრედიტო გადარიცხვებზე ან პირდაპირ დებეტებზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) საკრედიტო გადარიცხვა  – ქვეყნის შიდა ან ტრანსსასაზღვრო საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც გადამხდელის მიერ ინიციირებული დავალების საფუძველზე გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი მასთან არსებული გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან ახორციელებს გადახდის ოპერაციას ან გადახდის ოპერაციების სერიას მიმღების ანგარიშზე თანხის დაკრედიტების მიზნით; ბ) პირდაპირი დებეტი – ქვეყნის შიდა ან ტრანსსასაზღვრო საგადახდო მომსახურება, რომლის დროსაც, გადახდის ოპერაციის შესრულებაზე გადამხდელის თანხმობის საფუძველზე, მიმღების მიერ ინიციირებული დავალებით ხორციელდება გადამხდელის საგადახდო ანგარიშის დადებეტება; გ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; დ) გადამხდელიპირი, რომელიც ფლობს საგადახდო ანგარიშს და ნებას რთავს ამ საგადახდო ანგარიშიდან საგადახდო დავალების შესრულებას, ასევე, გადამხდელის საგადახდო ანგარიშის არარსებობის შემთხვევაში, პირი, რომელიც გასცემს საგადახდო დავალებას მიმღების საგადახდო ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად; ე) მიმღებიპირი, რომელიც ფლობს საგადახდო ანგარიშს და არის გადახდის ოპერაციის თანხის მიმღები; ვ) გადახდის ოპერაცია – გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული, საგადახდო ანგარიშებს შორის ფულადი სახსრების გადარიცხვის/ჩარიცხვის ოპერაციაж ზ) საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი (IBAN)„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმატის შესაბამისი საბანკო ანგარიშის ნომერი; თ) ბიზნესის საინდენტიფიკაციო კოდი (BIC)  – ISO სტანდარტის შესაბამისად განსაზღვრული ბიზნესის საიდენტიფიკაციო კოდი, რომელითაც ცალსახად იდენტიფიცირდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ი) „ISO 20022 XML სტანდარტი“ – ISO-ს მიერ განსაზღვრული ელექტრონული ფინანსური შეტყობინებების აგების სტანდარტი, რომელიც მოიცავს გადახდის ოპერაციების ფიზიკურ წარმოდგენას XML სინტაქსით შესაბამისი საგადახდო სქემების და ამ წესის მოქმედების ფარგლებში; კ) დიდი მოცულობის თანხების საგადახდო სისტემა – საგადახდო სისტემა, რომლის მთავარი დანიშნულებაა დიდი თანხობრივი მოცულობის, მაღალი პრიორიტეტულობისა და სასწრაფო ინდივიდუალური გადახდის ოპერაციების სათითაოდ დამუშავება, კლირინგი ან ანგარიშსწორება; ლ) ანგარიშსწორების თარიღი – თარიღი, როდესაც ფულადი სახსრების გადარიცხვასთან დაკავშირებული ვალდებულებები იფარება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის; მ) პირდაპირი დებეტის შეგროვება – პირდაპირი დებეტის ოპერაციის ნაწილი, რომელიც იწყება გადახდის მიმღების მიერ ოპერაციის ინიციირებით და მთავრდება გადამხდელის საგადახდო ანგარიშიდან ფულადი სახსრების დადებეტებით; ნ) მანდატი – გადამხდელის მიერ მიმღებისთვის და გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის (უშუალოდ ან მიმღების მეშვეობით) თანხმობის გამოხატვა და ნებართვის მიცემა, იმისთვის, რომ მიმღებს ჰქონდეს პირდაპირი დებეტის შეგროვების ინიციირების უფლება გადამხდელის მიერ მითითებული საგადახდო ანგარიშის დასადებეტებლად, ხოლო გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ჰქონდეს ასეთი დავალების შესრულების უფლება; ო) საცალო საგადახდო სისტემა – საგადახდო სისტემა, რომლის მთავარი დანიშნულებაა მცირე თანხის და დაბალი პრიორიტეტულობის მქონე საკრედიტო გადარიცხვების ან პირდაპირი დებეტების დამუშავება, კლირინგი ან ანგარიშსწორება, რომელშიც გადახდის ოპერაციები სრულდება დავალებათა პაკეტის სახით, ასევე ინდივიდუალურად და რომელიც ამავედროულად  არ არის დიდი მოცულობის თანხების საგადახდო სისტემა; პ) „R-ტრანზაქცია“გადახდის ოპერაცია, რომელიც სათანადოდ ვერ შესრულდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ან რომელიც დამუშავდა საგანგებო წესით, მათ შორის, არასაკმარისი თანხის, დავალების გაუქმების, არასწორი თანხის ან არასწორი თარიღის, მანდატის არარსებობის, არასწორი ან დახურული ანგარიშის გამო; ჟ) ტრანსსასაზღვრო  გადახდა – გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული გადახდის ოპერაცია, როდესაც გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი სხვადასხვა ქვეყანაშია რეგისტრირებული/ლიცენზირებული; რ) ქვეყნის შიგნით გადახდის ოპერაცია – გადამხდელის ან მიმღების მიერ ინიციირებული გადახდის ოპერაცია, როდესაც გადამხდელის და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოში მოქმედი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია; ს) საგადახდო ანგარიში„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ​24“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ანგარიში; ტ) ფულადი სახსრების საგადახდო სისტემა„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სისტემა; უ) საგადახდო მომსახურების მომხმარებელი  – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი; ფ) საგადახდო დავალება – განისაზღვრება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ​3“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ქ) საქართველოში მოქმედი პროვაიდერი – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. ხელმისაწვდომობა 1. თუ მიმღების პროვაიდერი ხელმისაწვდომია SEPA-ს საკრედიტო გადარიცხვის სქემაში, მაშინ მან ასევე უნდა უზრუნველყოს SEPA-ს საკრედიტო გადარიცხვის სქემაში მონაწილე ნებისმიერი ქვეყნის SEPA-ს წევრი პროვაიდერის მეშვეობით გადამხდელის მიერ ინიციირებული ევროთი დენომინირებული საკრედიტო გადარიცხვის SEPA-ს სქემის მოთხოვნების შესაბამისად მიღება. 2. თუ გადამხდელის პროვაიდერი ხელმისაწვდომია SEPA-ს პირდაპირი დებეტის სქემაში, მაშინ მან ასევე უნდა უზრუნველყოს SEPA-ს პირდაპირი დებეტის სქემაში მონაწილე ნებისმიერი ქვეყნის SEPA-ს წევრი პროვაიდერის მეშვეობით მიმღების მიერ ინიციირებული ევროთი დენომინირებული პირდაპირი დებეტის SEPA-ს სქემის მოთხოვნების შესაბამისად შესრულება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელის პროვაიდერი სთავაზობს თავის მომხმარებელს როგორც გადამხდელს პირდაპირ დებეტის სქემაში მონაწილეობას. მუხლი 4🔗. მოთხოვნები საკრედიტო გადარიცხვისა და პირდაპირი დებეტის ოპერაციებისადმი 1. პროვაიდერი ვალდებულია შეასრულოს საკრედიტო გადარიცხვა და პირდაპირი დებეტი შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ა) მიუხედავად პროვაიდერის ადგილმდებარეობისა, საგადახდო ანგარიშის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს IBAN-ის მეშვეობით; ბ) სხვა პროვაიდერისათვის ან საცალო საგადახდო სისტემაში გადახდის ოპერაციების გადაცემის დროს გამოყენებული უნდა იყოს ISO 20022 XML სტანდარტის შეტყობინების ფორმატი; გ) პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ საგადახდო მომსახურების მომხმარებელი საგადახდო ანგარიშების იდენტიფიცირებისათვის იყენებს IBAN ფორმატს, მიუხედავად იმისა, ორივე (გადამხდელის და მიმღების) პროვაიდერი, თუ გადახდის ოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთი პროვაიდერი მოქმედებს საქართველოში თუ SEPA-ს წევრ სხვა ქვეყანაში; დ) პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და აინიცირებს ცალკეულ საკრედიტო გადარიცხვებსა და პირდაპირ დებეტს, რომლებიც პაკეტის სახით გადაიცემა, იყენებს  ISO 20022 XML სტანდარტის შეტყობინების ფორმატს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით, პროვაიდერი ვალდებულია საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ცალსახა მოთხოვნის შემთხვევაში ამ საგადახდო მომსახურების მომხმარებელთან ურთიერთობაში გამოიყენოს ISO 20022 XML სტანდარტის შეტყობინების ფორმატი. 3. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა.ვ“,  „ბ.დ“, „დ.გ“ ქვეპუნქტებით, მე-9 პუნქტის „ა.მ“, „გ.ქ“ და „დ.ე“ქვეპუნქტებით განსაზღვრული ველი – „გადახდის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია“ – უნდა იყოს 140 სიმბოლო. საგადახდო სქემებმა შეიძლება დაუშვან სიმბოლოების უფრო მეტი რაოდენობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის გადასაცემად, აქვს ტექნიკური შეზღუდვები სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მოქმედებს მოწყობილობის ტექნიკური ლიმიტი. 4. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული „გადახდის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია“ და ყველა სხვა მონაცემი სრულად და შეუცვლელად უნდა გადაიცემოდეს პროვაიდერებს შორის გადახდის ოპერაციის ჯაჭვში. 5. ამ წესით განსაზღვრული მონაცემების ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობის შემდეგ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გადახდის ოპერაციების სრულად ავტომატიზებული, ელექტრონული დამუშავება გადახდის ოპერაციების შესრულების სრული ჯაჭვის მასშტაბით, პროცესის ყველა ეტაპზე (STP), რაც საშუალებას იძლევა სრული გადახდის პროცესი შესრულდეს ელექტრონულად, მონაცემების ხელახლა შეტანის/მიწოდების ან პროცესში ხელით ჩარევის საჭიროების გარეშე. თუ შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე უნდა გავრცელდეს საკრედიტო გადარიცხვებისა და პირდაპირი დებეტის ოპერაციების განსაკუთრებული დამუშავების შემთხვევებზე. 6. საგადახდო სქემებს არ აქვთ უფლება დააწესონ მინიმალური ზღვარი გადახდის ოპერაციის (საკრედიტო გადარიცხვის და პირდაპირი დებეტის) თანხობრივი ოდენობისთვის,  გარდა ნულოვანი თანხის გადახდის ოპერაციების დამუშავებისა. 7. გადახდის სქემები არ არიან ვალდებულნი განახორციელონ საკრედიტო გადარიცხვა და პირდაპირი დებეტი, რომლებიც აღემატება 999 999 999,99 ევროს. 8. პროვაიდერი ვალდებულია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, შეასრულოს საკრედიტო გადარიცხვის ოპერაციები შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: ა) გადამხდელის პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ გადამხდელმა გადასცეს მას საკრედიტო საგადახდო დავალების შემდეგ რეკვიზიტები: ა.ა) გადამხდელის დასახელება; ა.ბ) გადამხდელის საგადახდო ანგარიშის IBAN; ა.გ) საკრედიტო გადარიცხვის თანხა; ა.დ) მიმღების საგადახდო ანგარიშის IBAN; ა.ე) მიმღების დასახელება; ა.ვ) გადახდის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია; ბ) გადამხდელის პროვაიდერმა უნდა გადასცეს მიმღების პროვაიდერს შემდეგი რეკვიზიტები: ბ.ა) გადამხდელის დასახელება; ბ.ბ) გადამხდელის საგადახდო ანგარიშის IBAN; ბ.გ) საკრედიტო გადარიცხვის თანხა; ბ.დ) გადახდის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია; ბ.ე)  მიმღების  საიდენტიფიკაციო ნებისმიერი კოდი; ბ.ვ) იმ პირის დასახელება, ვისი სახელითაც იღებს გადახდას მიმღები; ბ.ზ) საკრედიტო გადახდის ოპერაციის დანიშნულება; ბ.თ) საკრედიტო გადახდის ოპერაციის დანიშნულების კატეგორია; გ) დამატებით, გადამხდელის პროვაიდერმა მიმღების პროვაიდერს უნდა მიაწოდოს შემდეგი სავალდებულო მონაცემი: გ.ა) გადამხდელის პროვაიდერის BIC (თუ გადახდის ოპერაციაში ჩართული პროვაიდერები სხვაგვარად არ შეთანხმებულან); გ.ბ) მიმღების პროვაიდერის BIC  (თუ გადახდის ოპერაციაში ჩართული პროვაიდერები  სხვაგვარად არ შეთანხმებულან); გ.გ) გადახდის სქემის მაიდენტიფიცირებელი კოდი; გ.დ) საკრედიტო გადარიცხვის ანგარიშსწორების თარიღი; გ.ე) გადამხდელის პროვაიდერის საკრედიტო გადარიცხვის შეტყობინების რეფერენსის ნომერი: დ) მიმღების პროვაიდერმა უნდა გადასცეს მიმღებს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი მიმღებისთვის შემდეგი რეკვიზიტები; დ.ა) გადამხდელის დასახელება; დ.ბ) საკრედიტო გადარიცხვის თანხა; დ.გ) ინფორმაცია გადახდის ოპერაციის შესახებ. 9. პროვაიდერი ვალდებულია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს  კანონის მოთხოვნების დაცვით, შეასრულოს პირდაპირი დებეტის გადახდის ოპერაციები შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად: ა) მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ მიმღები პირველი პირდაპირი დებეტის ოპერაციის, ერთჯერადი პირდაპირი დებეტის, ასევე ყოველი მომდევნო გადახდის ოპერაციის დროს გადასცემს პირდაპირი დებეტის შემდეგ რეკვიზიტებს: ა.ა) პირდაპირი დებეტის ტიპი (განმეორებითი, ერთჯერადი, პირველი, ბოლო, რევერსალი); ა.ბ) მიმღების დასახელება; ა.გ) მიმღების საგადახდო ანგარიშის IBAN, რომელიც უნდა დაკრედიტდეს პირდაპირი დებეტის შეგროვების შედეგად; ა.დ) გადამხდელის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ე) გადამხდელის საგადახდო ანგარიშის IBAN, რომელიც უნდა დადებეტდეს პირდაპირი დებეტის შეგროვების შედეგად; ა.ვ) მანდატის უნიკალური იდენტიფიკატორი; ა.ზ) მანდატის გაცემის  თარიღი; ა.თ) პირდაპირი დებეტის შეგროვების თანხა; ა.ი) თუ თავდაპირველი მანდატი მიღებული იყო სხვა მიმღების და არა იმ მიმღების მიერ, რომელმაც გასცა მანდატი, მიმღების მიერ მიწოდებული თავდაპირველი მანდატის უნიკალური იდენტიფიკატორი; ა.კ) მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი; ა.ლ) თუ თავდაპირველი მანდატი მიღებული იყო სხვა მიმღების და არა იმ მიმღების მიერ, რომელმაც გასცა მანდატი, თავდაპირველი მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი; ა.მ) მიმღებისგან გადამხდელისთვის გადასაცემი ნებისმიერი ინფორმაცია გადახდის ოპერაციის შესახებ; ა.ნ) პირდაპირი დებეტის შეგროვების დანიშნულება; ა.ო) პირდაპირი დებეტის შეგროვების დანიშნულების კატეგორია; ბ) მიმღების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ: ბ.ა) გადამხდელმა თანხმობა მისცეს როგორც მიმღებს, ასვე გადამხდელის პროვაიდერს (უშუალოდ ან მიმღების მეშვეობით); ბ.ბ) მანდატები (შემდგომი ცვლილებებსა და გაუქმებასთან ერთად) შენახული იყოს მიმღებთან, ან მიმღების დავალებით მესამე პირებთან; ბ.გ) მიმღები ინფორმირებულია მისი ვალდებულებების შესახებ მიმღების პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04  ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად; გ) მიმღების პროვაიდერი ვალდებულია გადასცეს გადამხდელის პროვაიდერს შემდეგი რეკვიზიტები: გ.ა) მიმღების პროვაიდერის BIC (თუ გადახდის ოპერაციაში ჩართული პროვაიდერები სხვაგვარად არ შეთანხმებულან); გ.ბ) გადამხდელის პროვაიდერის BIC (თუ გადახდის ოპერაციაში ჩართული პროვაიდერები სხვაგვარად არ შეთანხმებულან); გ.გ) გადამხდელის სახელით მოქმედი პირის დასახელება (თუ მითითებულია დემატრიალიზებულ მანდატში); გ.დ) გადამხდელის სახელით მოქმედი პირის საიდენტიფიკაციო კოდი (თუ მითითებულია დემატრიალიზებულ მანდატში); გ.ე) მიმღების სახელით მოქმედი პირის დასახელება (თუ მითითებულია დემატრიალიზებულ მანდატში); გ.ვ) მიმღების სახელით მოქმედი პირის საიდენტიფიკაციო კოდი (თუ მითითებულია დემატრიალიზებულ მანდატში); გ.ზ) საგადახდო სქემის მაიდენტიფიცირებელი კოდი; გ.თ) პირდაპირი დებეტის შეგროვების ანგარიშსწორების თარიღი; გ.ი) გადამხდელის პროვაიდერის ინფორმაცია პირდაპირი დებეტის შეგროვებაზე; გ.კ) მანდატის ტიპი; გ.ლ) პირდაპირი დებეტის ტიპი (განმეორებითი, ერთჯერადი, პირველი, ბოლო, რევერსალი); გ.მ) მიმღების დასახელება; გ.ნ) მიმღების საგადახდო ანგარიშის IBAN, რომელიც უნდა დაკრედიტდეს პირდაპირი დებეტის შეგროვების შედეგად; გ.ო) გადამხდელის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.პ) გადამხდელის საგადახდო ანგარიშის IBAN, რომელიც უნდა დადებეტდეს პირდაპირი დებეტის შეგროვების შედეგად; გ.ჟ) მანდატის უნიკალური იდენტიფიკატორი; გ.რ) მანდატის გაცემის თარიღი; გ.ს) პირდაპირი დებეტის შეგროვების თანხა; გ.ტ) მანდატის უნიკალური რეფერენსი, რომელიც მინიჭებულია თავდაპირველი გამცემი მიმღების მიერ (თუ მიმღების თავდაპირველად გაცემული მანდატი გადაეცა სხვა მიმღებს); გ.უ) მიმღების იდენტიფიკატორი; გ.ფ) თავდაპირველი მანდატის გამცემი მიმღების იდენტიფიკატორი (თუ მიმღების თავდაპირველად გაცემული მანდატი გადაეცა სხვა მიმღებს); გ.ქ) მიმღების მიერ გადამხდელისათვის გადასაცემი ნებისმიერი ინფორმაცია ოპერაციის შესახებ; დ) გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელს მიაწოდოს ან სხვაგვარად გახადოს ხელმისაწვდომი შემდეგი ინფორმაცია: დ.ა) მანდატის უნიკალური იდენტიფიკატორი; დ.ბ) მიმღების იდენტიფიკატორი; დ.გ) მიმღების დასახელება; დ.დ) პირდაპირი დებეტის შეგროვების თანხა; დ.ე) ოპერაციის შესახებ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია; დ.ვ) საგადახდო სქემის მაიდენტიფიცირებელი კოდი; ე) გადამხდელს უფლება აქვს მოსთხოვოს თავის პროვაიდერს: ე.ა) პირდაპირი დებეტის შეგროვება შეზღუდოს თანხის ან/და ვადის მიხედვით; ე.ბ)  თუ საგადახდო სქემის წესების შესაბამისად გაცემული მანდატი არ ითვალისწინებს თანხის დაბრუნების უფლებას, გადამხდელის საგადახდო ანგარიშის დადებეტებამდე მანდატის მონაცემების მიხედვით შეამოწმოს და გააკონტროლოს თითოეული პირდაპირი დებეტის შეგროვების თანხა და პირდაპირი დებეტის წარდგენის პერიოდულობა, რამდენად შეესაბამება მანდატით შეთანხმებულ პირდაპირი დებეტის შეგროვების თანხასა და წარდგენის პერიოდულობას; ე.გ) მისი (გადამხდელის) საგადახდო ანგარიშიდან დაბლოკოს/შეზღუდოს ყველა მიმღების მიერ ან ერთი ან რამდენიმე განსაზღვრული მიმღების მიერ ინიციირებული ყველა პირდაპირი დებეტის შეგროვება ან თანხმობა (ავტორიზაცია) მისცეს ერთი ან რამდენიმე განსაზღვრული მიმღების მიერ პირდაპირი დებეტის შეგროვების ინიციირებაზე. 10. პროვაიდერი არ არის ვალდებული შეასრულოს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ორივე – გადამხდელი და მიმღები – არიან იურიდიული პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 11. გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04  ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად მიაწოდოს ინფორმაცია გადამხდელს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებების შესახებ. 12. მიმღები ვალდებულია თავის პროვაიდერს გადასცეს მანდატთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველი პირდაპირი დებეტის ოპერაციისას, ერთჯერადი პირდაპირი დებეტის ოპერაციისას, აგრეთვე ყოველი მომდევნო პირდაპირი დებეტის ოპერაციისას. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია გადასცეს ამ მანდატთან დაკავშირებული ინფორმაცია გადამხდელის პროვიადერს პირდაპირი დებეტის თითოეულ ოპერაციასთან ერთად. 13. მიმღები, რომელიც იღებს საკრედიტო გადარიცხვებს, ვალდებულია, შესაბამის პირებთან ურთიერთობისას გამოიყენოს საგადახდო ანგარიშის IBAN ფორმატი. 14. პირდაპირი დებეტის პირველი გადახდის ოპერაციამდე გადამხდელი ვალდებულია თავისი საგადახდო ანგარიში IBAN ფორმატით შეატყობინოს შესაბამის პირს. 15. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით, თუ გადამხდელსა და გადამხდელის პროვაიდერს შორის დადებული ხელშეკრულება  არ ითვალისწინებს თანხის დაბრუნების უფლებას, გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელის საგადახდო ანგარიშის დადებეტებამდე მანდატის მონაცემების მიხედვით შეამოწმოს და გააკონტროლოს თითოეული პირდაპირი დებეტის შეგროვების თანხა და პირდაპირი დებეტის წარდგენის პერიოდულობა რამდენად შეესაბამება მანდატით შეთანხმებულ პირდაპირი დებეტის შეგროვების თანხასა და წარდგენის პერიოდულობას. 16. გადამხდელის პროვაიდერს და მიმღების პროვაიდერს არა აქვთ უფლება დააწესონ რაიმე სახის საკომისიო იმ მონაცემების ამოკითხვის პროცესისთვის, რაც საჭიროა მანდატის ავტომატურად გენერირებისთვის, რომელიც იქმნება საბარათე ინსტრუმენტის ან მისი მეშვეობით პოსტერმინალზე ინიციირებული გადახდის ოპერაციებისას და რომელიც იწვევს პირდაპირ დებეტს. მუხლი 5🔗. გადახდების ხელმისაწვდომობა 1. გადამხდელი, რომელიც ახორციელებს საკრედიტო გადარიცხვას იმ მიმღების სასარგებლოდ, რომელიც ფლობს საგადახდო ანგარიშს SEPA-ს წევრ ქვეყანაში, არ არის ვალდებული მიუთითოს, თუ რომელ ქვეყანაში ხორციელდება ამ საგადახდო ანგარიშის მომსახურება, თუ საგადახდო ანგარიში ხელმისაწვდომია ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. 2. მიმღები, რომელიც იღებს საკრედიტო გადარიცხვებს, ან იყენებს პირდაპირ დებეტს ფულადი სახსრების მისაღებად იმ გადამხდელისგან, რომელიც ფლობს საგადახდო ანგარიშს SEPA-ს წევრ ქვეყანაში, არ არის ვალდებული მიუთითოს თუ რომელ ქვეყანაში ხორციელდება ამ საგადახდო ანგარიშს მომსახურება, თუ საგადახდო ანგარიში ხელმისაწვდომია ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. მუხლი 6🔗. დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი ამ წესის მოთხოვნებთან დაკავშირებით საგადახდო მომსახურების მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის VI​2 თავის შესაბამისად.