მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
მიღების თარიღი 20.09.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1818-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.020629
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2022
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 728494.8 |
| 2 | 728652.1 |
| 3 | 728867.6 |
| 4 | 729054.8 |
| 5 | 729215.9 |
| 6 | 729352.7 |
| 7 | 729390.7 |
| 8 | 729347.2 |
| 9 | 729332.6 |
| 10 | 729100.5 |
| 11 | 728928.7 |
| 12 | 728828.8 |
| 13 | 728632.3 |
| 14 | 728434.2 |
| 15 | 728196 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
საქართველოს კანონი
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ
მუხლი 1🔗. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი);
გ) შექმნას მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის სისტემა;
დ) მოაწესრიგოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის მექანიზმები;
ე) უზრუნველყოს ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების განვითარების ხელშეწყობა.
2. ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფარგლებში:
ა) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული მაჭახელას ხეობის ტერიტორიის დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა;
გ) უზრუნველყოს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება;
დ) ხელი შეუწყოს რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
მუხლი 3🔗. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები
1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.
2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაჭახელას ხეობის ტერიტორიის ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიას ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება მაჭახელას დაცული ლანდშაფტი.
3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
4. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია:
ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა;
ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება;
გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა;
დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება;
ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით;
ვ) არსებულ დაცულ ტერიტორიებს (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო დაცულ ტერიტორიებს) შორის ეკოლოგიური დერეფნის ფუნქციის შესრულება.
5. ამ კანონით გათვალისწინებული მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით.
მუხლი 4🔗. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი
1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მცირე კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებზე. მაჭახელას დაცული ლანდშაფტი მოიცავს მდინარე მაჭახელას ხეობას. მისი სამხრეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე, აღმოსავლეთი საზღვარი მცირე მანძილზე მიუყვება თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ჩრდილოეთი საზღვარი მიუყვება მაჭახელას ეროვნული პარკის საზღვარს, ხოლო დასავლეთი საზღვარი − მდინარე მაჭახელასა და სოფელ კირნათის საზღვარს.
2. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 4294 ჰექტარი. იგი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
№
X
Y
№
X
Y
№
X
Y
№
X
Y
1
728494.8
4597917
92
737204.9
4600499
183
739645.5
4596620
274
735391.6
4597007
2
728652.1
4598069
93
737349.9
4600628
184
739836.3
4596578
275
735566.2
4596909
3
728867.6
4598158
94
737535.7
4600687
185
740029.7
4596561
276
735740.4
4596811
4
729054.8
4598228
95
737723.5
4600640
186
740188.4
4596455
277
735975.2
4596661
5
729215.9
4598343
96
737918.1
4600624
187
740371.7
4596381
278
736044.3
4596561
6
729352.7
4598487
97
738109.8
4600643
188
740499.1
4596470
279
736087
4596247
7
729390.7
4598676
98
738275.1
4600749
189
740668.5
4596377
280
734920.1
4595194
8
729347.2
4598871
99
738469.6
4600784
190
740826.9
4596371
281
735972.8
4596123
9
729332.6
4598962
100
738667.8
4600770
191
740827.8
4596474
282
735203.7
4595036
10
729100.5
4599135
101
738862.7
4600730
192
740988.6
4596587
283
735566.4
4595965
11
728928.7
4599235
102
738964.3
4600692
193
741176.5
4596634
284
735358.5
4595825
12
728828.8
4599397
103
738897.5
4600451
194
741102
4596455
285
735307.5
4595103
13
728632.3
4599372
104
739124.7
4600504
195
741205.1
4596445
286
735160.3
4595068
14
728434.2
4599353
105
739312.2
4600568
196
741355.5
4596377
287
735252
4595267
15
728196
4599559
106
739478.3
4600676
197
741477.4
4596219
288
735280.9
4595051
16
728150
4599553
107
739669.4
4600723
198
741525
4596042
289
735170.1
4595116
17
727874.2
4599619
108
739759.8
4600739
199
741511.8
4595860
290
735018.3
4595186
18
727892.4
4599732
109
739584.2
4600485
200
741402.1
4595917
291
734853.3
4595263
19
728054.3
4599702
110
739476.6
4600318
201
741230.1
4595986
292
734780.8
4595449
20
728228.6
4599750
111
739392.9
4600140
202
741054.2
4595894
293
734119.4
4596039
21
728416.5
4599749
112
739309.8
4599987
203
740893.7
4595805
294
734527.6
4595751
22
728592.7
4599826
113
739213.2
4599820
204
740748.5
4595677
295
734408.5
4595912
23
728634.8
4600008
114
739060.9
4599690
205
740575.3
4595601
296
734367.8
4596091
24
728618.4
4600197
115
738910.3
4599559
206
740411.9
4595492
297
734169.6
4596064
25
728718.6
4600367
116
738755.1
4599435
207
740301.1
4595338
298
733466.3
4596144
26
728895.9
4600374
117
738535.2
4599414
208
740139.9
4595148
299
733710.9
4596036
27
729039.5
4600280
118
738370.4
4599267
209
740056.7
4595253
300
733605.9
4596105
28
729179.5
4600111
119
738373.3
4599119
210
740100.2
4595438
301
733356.6
4596180
29
729320.6
4600207
120
738363.1
4598928
211
740134.4
4595624
302
733300.9
4596077
30
729506.2
4600280
121
738241.4
4598778
212
740032.6
4595669
303
733137.8
4595966
31
729668.8
4600381
122
738385.8
4598714
213
739834.6
4595656
304
733128.9
4596165
32
729828
4600491
123
738558.1
4598634
214
739637
4595657
305
733094.5
4596362
33
730049.5
4600569
124
738658.5
4598495
215
739438.1
4595673
306
733098.9
4596560
34
730131.5
4600428
125
738843.7
4598536
216
739250.5
4595638
307
733179.6
4596741
35
730245.1
4600266
126
738952.7
4598679
217
739056.3
4595647
308
733197.4
4596938
36
730433.2
4600211
127
739139.9
4598654
218
738930.8
4595499
309
733253.8
4597128
37
730600.2
4600252
128
739241.9
4598818
219
738835.2
4595329
310
733181.9
4597305
38
730551.4
4600435
129
739389.8
4599022
220
738539.1
4595297
311
733106.5
4597483
39
730536.8
4600629
130
739320.5
4599146
221
740172
4595657
312
733092.1
4597681
40
730547
4600828
131
739340.1
4599345
222
738475.3
4595590
313
733086
4597881
41
730720.2
4600920
132
739366.9
4599514
223
738479.9
4595783
314
733078.8
4598080
42
730912.1
4600971
133
739317.4
4599557
224
738488.5
4595976
315
733112.5
4598264
43
731097.4
4600913
134
739478.3
4599665
225
738410.2
4596156
316
732906.9
4598246
44
731296.2
4600908
135
739594.5
4599732
226
738225.2
4596227
317
732710.3
4598218
45
731495.2
4600927
136
739552.2
4599954
227
738053.5
4596327
318
732510.9
4598228
46
731663.9
4601027
137
739762.4
4599946
228
737981.1
4596508
319
732335.2
4598312
47
731833
4601127
138
739903.9
4599926
229
737927.6
4596695
320
732212.9
4598469
48
732029.1
4601164
139
740090.6
4599928
230
737743.9
4596730
321
732105.6
4598699
49
732223.2
4601208
140
740137.1
4599688
231
737624.9
4596874
322
731960.2
4598710
50
732423
4601212
141
740254.6
4599778
232
737468.6
4596968
323
731674.2
4598717
51
732599.8
4601300
142
740447
4599820
233
737275.9
4596988
324
731573.8
4598668
52
732723.2
4601451
143
740634.4
4599884
234
737081.6
4597006
325
731374.1
4598664
53
732908.4
4601475
144
740706.5
4600020
235
736908.1
4597062
326
731179.1
4598630
54
733104.3
4601497
145
740814.5
4600100
236
736777.7
4596934
327
731010.3
4598527
55
733302.6
4601522
146
741010.9
4600110
237
736601.8
4596969
328
730919
4598430
56
733502.2
4601530
147
741179.5
4600100
238
736444.6
4597089
329
730665.9
4598362
57
733687.6
4601473
148
741307.8
4600071
239
736346.3
4597260
330
730545.1
4598204
58
733855.7
4601371
149
741471.5
4600157
240
736272
4597419
331
730436.4
4598040
59
734052
4601373
150
741564
4600326
241
736342.8
4597594
332
730480.6
4597886
60
734241.2
4601433
151
741692.4
4600285
242
736150.2
4597599
333
730503.8
4597712
61
734434
4601481
152
741572.4
4600167
243
736031.7
4597692
334
730663.3
4597595
62
734559.5
4601501
153
741566
4599981
244
736022.2
4597939
335
730830.5
4597488
63
734429
4601263
154
741419.1
4599856
245
736008.5
4598128
336
730747.4
4597393
64
734371
4601075
155
741390.4
4599660
246
735821.1
4598073
337
730563.3
4597380
65
734548.9
4601062
156
741266.6
4599513
247
735593.8
4598055
338
730460
4597227
66
734732.8
4601133
157
741073
4599507
248
735517.7
4598187
339
730352.3
4597065
67
734739.3
4600945
158
740888.6
4599446
249
735529.3
4598378
340
730173.7
4596979
68
734807.4
4600846
159
740708.4
4599412
250
735527.7
4598631
341
729974.7
4596968
69
734916.7
4600696
160
740604.6
4599253
251
735396.8
4598588
342
729776.2
4596987
70
734952.9
4600510
161
740455.5
4599154
252
735198.8
4598591
343
729471.7
4597058
71
734966.7
4600337
162
740404.7
4598967
253
735019
4598658
344
729396.8
4596987
72
735123.5
4600453
163
740488.9
4598794
254
734836.4
4598735
345
729372.5
4596824
73
735306.3
4600495
164
740535
4598601
255
734646.3
4598791
346
729320.9
4596703
74
735372.8
4600414
165
740564.2
4598405
256
734472.2
4598874
347
729230.5
4596937
75
735519.9
4600391
166
740386
4598372
257
734405.9
4599042
348
729100.8
4597088
76
735544.8
4600225
167
740368.3
4598180
258
734225.4
4599085
349
728976.1
4597244
77
735686
4600103
168
740221.1
4598102
259
734073.5
4599105
350
728837.8
4597388
78
735751.8
4600140
169
740138.3
4598074
260
733986
4598825
351
728728.7
4597555
79
735915.1
4600236
170
739959.2
4597997
261
734119.8
4598750
352
728666.5
4597742
80
736108.8
4600273
171
740059.1
4597875
262
734301.5
4598667
353
730846.2
4597392
81
736225.8
4600144
172
740169.4
4597774
263
734441.5
4598540
354
730500.7
4597925
82
736363.2
4600003
173
740262.1
4597644
264
734555.5
4598377
355
741449.8
4595820
83
736432.5
4599819
174
740229.4
4597454
265
734636
4598194
356
741290.5
4596463
84
736624.3
4599773
175
740192.6
4597289
266
734616.1
4598007
357
740786.1
4596439
85
736813.1
4599629
176
740137.8
4597103
267
734795.5
4597920
358
740139.5
4597034
86
736809.9
4599786
177
740021.8
4597018
268
734911.2
4597882
359
739503.1
4596615
87
736789
4599984
178
739839.6
4597002
269
734934.2
4597608
360
740075.1
4597775
88
736767.7
4600101
179
739661.9
4597014
270
734982.5
4597415
361
740798
4599465
89
736807.7
4600340
180
739582.6
4596838
271
735067.3
4597236
362
739241.8
4599515
90
737026.8
4600421
181
739491.4
4596666
272
735216.8
4597104
363
738254.6
4598891
91
739264.1
4599552
182
739611.3
4599967
273
739999.6
4600009
მუხლი 5🔗. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მათ შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის, შესაბამისად.
2. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დასაშვებია ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა, მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარება, ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაცია და აღდგენა, რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელება, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში ბუნებრივი რესურსების გამოყენება, ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელება, ტურიზმისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განაკაფი ზოლის მოწყობა/შენარჩუნება) და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად, მდინარეებზე (წყლის დინებებზე), უპირატესად − ძირითადი მდინარეების შენაკადებზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მცირე ზომის ენერგეტიკული ობიექტების) მშენებლობა, მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნებისა და კალმახის საქვირითე ადგილების დაუზიანებლად, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელება.
3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში სასოფლო-სამეურნეო და ტურისტული საქმიანობები და ნებისმიერი სხვა (სამეცნიერო-კვლევითი, სამშენებლო, ობიექტების მომსახურებისა და სხვა) საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები
1. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. მაჭახელას დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.
3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.
4. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს (ორგანოების) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება მაჭახელას დაცულ ლანდშაფტზე, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი.
7. სახელმწიფოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია:
ა) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება;
გ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გამოქვეყნება;
დ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება;
ე) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება;
ვ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობისა და სხვა) ორგანიზება;
ზ) მაჭახელას დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა;
თ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა;
კ) მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა;
ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 44 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
მუხლი 7🔗. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნასთან დაკავშირებულ მიწათსარგებლობასა და სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები
ეს კანონი არ ვრცელდება მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამავე კანონის ამოქმედებამდე არსებულ:
ა) სასარგებლო წიაღისეულითა და ხეტყით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე;
გ) და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ განიხილავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ან მისი ნაწილის მართვის უფლებით გადაცემის საკითხს.
მუხლი 9🔗. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი,
20 სექტემბერი 2022 წ.
N1818-IXმს-Xმპ