საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1852-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2022

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) 204-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„5. თანამდებობის პირის არჩევისას კენჭისყრა ფარულია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევისას, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

 

თბილისი,

22 სექტემბერი 2022 წ.

N1852-IXმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.09.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.09.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1852-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016084.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1852-IXმს-Xმპ, 22.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016084 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5573414/