„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.104.016491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2022 წლის 21 სექტემბერი

ქ. წალენჯიხა

 

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში (www.Matsne.gov.ge, 03/02/2022 წ., სარეგ. კოდი: 190020020.35.104.016462).

ა) დადგენილების დანართის მე-18 მუხლს დაემატოს „ბ.მ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.მ)  მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა 

 

პროგრამის დასახელება

კოდი

მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

დაფინანსება
 ათას ლარში

06 02 13

35.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური

პროგრამის აღწერა

1. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი სახლი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას  ინდივიდუალური საცხოვრისით უზრუნველყოფას არაუმეტეს 25 000 ლარის ფარგლებში, ხოლო მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ერთი ოთახის მოწყობას (თითოეულ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში)

2. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტში ჩართვის მიზნით მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრებაზე და სხვა უძრავი ქონების არარსებობის შესახებ;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

3. „ერთი ოთახის“ პროექტში ჩართვის მიზნით, მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შშმ პირი, ომის ვეტერანი, მარჩენალდაკარგული, მრავალშვილიანი და სხვა);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საცხოვრებელი სახლის საკუთრებაზე;

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.

“.    

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 21 სექტემბრიდან..

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.09.2022.
როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.09.2022. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.104.016491.
რამდენი მუხლისგან შედგება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №31, 21.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.104.016491 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5574044/