1. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, რეკომენდაცია საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით (შემდგომ – ოქმი).
2. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. კრების ოქმში მითითებული უნდა იქნეს:
ა) საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;
დ) საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე) სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).
3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. საერთო კრების ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – მერიის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
4. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები. საერთო კრების ოქმის ასლის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენას უზრუნველყოფს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი საერთო კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.
თავი III
საერთო კრების რჩეუ