1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ დადგენილების ამოქმედებიდან უზრუნველყოს:
ა) დასახლებების საერთო კრებების განსაზღვრა შემდეგი ინფორმაციის გამოყენებით:
ა.ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება;
ა.ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 500-ს და ნაკლებია 2000-ზე;
ა.გ) თითოეულ დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა;
2. მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია;
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს საერთო კრებების ორგანიზებისთვის და ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრები;
ბ) უზრუნველყონ ნებისმიერი ფორმის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების შექმნა რჩეულ(ებ)ისთვის საერთო კრების უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხების ინიციირებისა და ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის მიმართულებით.
3. მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია განიხილოს:
ა) საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრებას. განხილვას შეიძლება ესწრებოდეს საერთო კრების რჩეული;
ბ) დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალური პროგრამები, დასახლებათა საზღვრების ცვლილების საკითხები მათ დამტკიცებამდე საჯაროდ განიხილონ დასახლების / დასახლების ნაწილის შესაბამის საერთო კრებასთან;
გ) უზრუნველყონ დასახლების/ დასახლების ნაწილის საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა