სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება ძალადაკარგული შინაგან საქმეები
მიღების თარიღი 11.06.2003
ძალის დაკარგვა 24.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.12.222.005.893
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 20/06/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება 21.07.2023
დოკუმენტის ტექსტი
სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Chveulebrivy-ITV;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Chveulebrivy-ITV","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.12.222.005.893
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №19
2003 წლის 11 ივნისი
ქ.თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს და სამოქმედოდ იქნეს შემოღებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულება;
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანათოფების ხელმძღვანელებმა უზრუნველთონ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულების გაცნობა მათდამი დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის;
3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამსახურის უფროსის მოადგილეს, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკ გ.ბენაშვილს.
სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი
ს.პაპაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ და „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ამ დებულებით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესი და პირობები.
3. სამსახურში სპეციალური წოდება არის სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი, სოციალური და საზოგადოებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი.
მუხლი 2🔗. სპეციალური წოდებების კატეგორიები
სამსახურში სპეციალური წოდებები ითოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
მუხლი 3🔗. სპეციალური წოდებები
სამსახურში დაწესებულია შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდებები – სახელმწიფო დაცვის რიგითი, სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი, სახელმწიფო დაცვის სერჟანტი, სახელმწიფო დაცვის უფროსი სერჟანტი, სახელმწიფო დაცვის ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდებები – სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი, სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი, სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი, სახელმწიფო დაცვის კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდებები – სახელმწიფო დაცვის მაიორი, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდებები – სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი, სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი, სახელმწიფო დაცვის გენერალ-პოლკოვნიკი.
მუხლი 4🔗. სპეციალური წოდების მინიჭების საერთო მოთხოვნები
1. სპეციალური წოდება სამსახურის მოსამსახურეს ენიჭება მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლებისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე პროფესიული დამსახურების შესაბამისად.
2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის მოსამსახურეებისთვის გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
4. პირებს, რომლებსაც სამსახურში მსახურის დაწყებამდე ჰქონდათ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, სამსახურში მიენიჭებათ შესაბამისი რანგის სპეციალური წოდება.
5. სამხედრო მოსამსახურეებს, სამსახურში ჩარიცხვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით ენიჭებათ შესაბამისი სპეციალური წოდებები.
6. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში (თუ იგი სამსახურიდან დათხოვნილი დროის განმავლობაში არ მსახურობდა სამხედრო ძალებში ან სახელმწიფო უწყებაში, სადაც დადგენილია შესაბამისი სპეციალური წოდებები), სამსახურს აგრძელებს გათავისუფლებამდე მინიჭებული სპეციალური წოდებით.
7. მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.
8. სამსახურის უფროსის წინაშე მომდევნო სპეციალური წოდების მისანიჭებლად მოსამსახურეს, შესაბამისი პატაკით, წარადგენს სამსახურის იმ სტრუქტურული დანაყოფის უფროსი (ან მისი მოვალეობის შემსრულებელი) სადაც მოსამსახურე გადის სამსახურს.
მუხლი 5🔗. სპეციალური წოდებების მინიჭების თანმიმდევრობა
1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
2. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით, წოდებით სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით გათვალისწინებულია მისანიჭებელი სპეციალური წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი სპეციალური წოდება.
მუხლი 6🔗. უმცროსი და საშუალო პირველადი სპეციალური წოდებების მინიჭება
1. სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეს მიენიჭება პირველადი უმცროსი სპეციალური წოდება „სახელმწიფო დაცვის რიგითი“.
2. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“ მიენიჭება უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსი (შემდგომში – სასწავლო კურსი), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. მოსამსახურე სასწავლო კურსებზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ. სასწავლო კურსზე მოსამსახურე ხელმეორედ დაიშვება იმ შემთხვევებში თუ წინა სასწავლო კურსი ვერ გაიარა ან სრულად ვერ გაიარა შემდეგი საპატიო მიზეზების გამო:
ა) სამსახურებრივ მივლინებაში გაგზავნა;
ბ) ოჯახური პირობების გამო;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო;
4. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება „სახელმწიფო დაცვის უმცროსი ლეიტენანტი“, მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სამსახურის უფროსის მიერ მისი პროფესიული დამსახურების შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე.
5. მორიგი უმცროსი ან/და პირველადი საშუალო სპეციალური წოდება არ მიენიჭება მოსამსახურეს, რომელსაც დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი.
6. სამსახურის უფროსის მოადგილე (კადრების სამმართველოს კურატორი), სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წელიწადში სამჯერ ნიშნავს სასწავლო კურსებს, რასთან დაკავშირებითაც, ასევე სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს სასწავლო კურსების ხანგრძლივობასა და სასწავლო დისციპლინებს, აგრეთვე დროებითი საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და მუშაობის რეჟიმს (დროებითი საგამოცდო კომისიის თავმჯომარედ ითვლება სამსახურის უფროსის მოადგილე – კადრების სამმართველოს კურატორი).
7. სასწავლო კურსების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველთოფას სამსახურის კადრების სამმართველო ახორციელებს ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
8. სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, სამსახურის კადრების სამმართველოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ერთი კვირის ვადაში უზრუნველთოფენ იმ მოსამსახურეთა სიების გადაცემას კადრების სამმართველოსთვის, რომლებიც (გააჩნიათ რა შესაბამისი ინტელექტუალური მონაცემები, მაღალი პიროვნული მახასიათებლები, სამსახურებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა) წარმოადგენენ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომს.
9. სამსახურის კადრების სამმართველო, ამოწმებს სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი (სასწავლო კურსებზე დასაშვები) კანდიდატის პირად საქმეში არსებულ დოკუმენტაციას ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
10. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მოსამსახურე, დროებითი საგამოცდო კომისიას (რომელიც იქმნება თოველი მორიგი სასწავლო კურსის ჩატარებასთან დაკავშირებით), კადრების სამმართველოს მიერ წინასწარ განსაზღვრული სასწავლო დისციპლინების ფარგლებში, აბარებს ჩათვლებსა და ნორმატივებს.
11. მოსამსახურის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის დადებითად შეფასების შემთხვევაში, კადრების სამმართველოს მიერ მასზე გაიცემა სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც დაერთვის მოსამსახურის პირად საქმეს.
12. მოსამსახურის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, მას მორიგ სასწავლო კურსზე ჩათვლებისა და ნორმატივების ჩასაბარებლად განმეორებით გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 7🔗. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები
1. მორიგი სპეციალური წოდების მისაღებად, გარდა შესაბამისი თანამდებობისა, დადგენილია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) საშუალო სპეციალური წოდებისთვის:
ა.ა. უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ა.ბ. ლეიტენანტი – 2 წელი;
ა.გ. უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
ა.დ. კაპიტანი – 3 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდებისთვის:
ბ.ა. მაიორი – 4 წელი;
ბ.ბ. ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;
ბ.გ. პოლკოვნიკი – 5 წელი;
2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.
3. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადის ათვლა იწყება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.
მუხლი 8🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
2. მოსამსახურეებს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებს სამსახურის უფროსი.
3. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება მიენიჭება თუ სპეციალური წოდებით ნამსახურები აქვს ამ სპეციალური წოდებისთვის განსაზღვრული ვადის ნახევარი პერიოდი მაინც.
4. მოსამსახურეს, მოქმედი დისციპლინური სახდელის არსებობის შემთხვევაში, სპეციალური წოდება ვადამდე არ მიენიჭება.
მუხლი 9🔗. სპეციალური წოდების ჩამორთმევა, ერთი საფეხურით ჩამოქვეითება და წოდების აღდგენა
1. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“, ხოლო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებისა და წოდების აღდგენის წესი – სამსახურის დისციპლინური წესდებით.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევა და ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოთენების, აგრეთვე წოდების აღდგენის უფლება, გააჩნია მხოლოდ სამსახურის უფროსს.
3. ჩამოქვეითებული სპეციალური წოდებით ნამსახურობის ვადა აღდგენილი წოდებით ნამსახურობის ვადაში არ ჩაითვლება.
მუხლი 10🔗. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი
სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამსახურის კადრების სამმართველო.
მუხლი 11🔗. სოციალური გარანტიები
1. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლო დაგვიანება.
2. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველთოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 12🔗. დასკვნითი დებულებანი
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.