გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.09.2022
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,321 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
შერჩეული   დაწესებულება
ამ წესით დადგენილი პირობების მიხედვით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ შერჩეული დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამა
მუხლი 2
აღიარებული ორგანიზაცია
საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ II​​​1​ თავის შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება, რომელიც მონაწილეობს გემის ხარატ-შემდუღებლის  პროგრამის მომზადებასა და განხორციელებაში
მუხლი 2
მომზადების პროგრამა
საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართ №1-ის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარების მინიჭების საფუძველზე არსებული პროგრამა
მუხლი 2
მსმენელი
პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ მომზადების პროგრამაზე
მუხლი 2
გემის ხარატ-შემდუღებელი
გემის რიგითი შემადგენლობის წევრი ან/და მცურავი საშუალებებისთვის განკუთვნილი შესაბამისი სარემონტო/სამშენებლო დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც სერტიფიცირებულია და ფლობს საჭირო კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად
მუხლი 2
გემის ხარატ-შემდუღებელის სერტიფიკატი
სხვა სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა გემზე ან/და მცურავი საშუალებებისთვის განკუთვნილ შესაბამის სარემონტო/სამშენებლო დაწესებულებებში დასაქმების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ  ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„გემის აგენტის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 94% 27.12.2024 საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და საზღვაო კულინარიის გადამზადების პროგრამის აღიარების, ასევე გემის მზარეულისა და დამხმარე სამაგიდე მომსახურე პერსონალის სერტიფიცირების წესი და პირობები სფეროს დასახელება 93% 23.05.2019 „საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 91% 25.12.2014 „გემის რიგითი ელექტროტეკნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 90% 10.08.2020 საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 88% 20.10.2021

დოკუმენტის ტექსტი

გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №27 2022 წლის 28 სექტემბერი ქ. ბათუმი გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლისა და „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოს  დებულების  დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი  განვითარების  მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585  ბრძანებით  დამტკიცებული  დებულების  მე-4  მუხლის  მე-2  პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული გემის ხარატ-შემდუღებლის  მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის  მომზადების პროგრამის აღიარებისა და  გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესი და პირობები. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი გემის ხარატ-შემდუღებლის  მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის  მომზადების პროგრამის აღიარებისა და  გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. გემის ხარატ-შემდუღებლის  მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის  მომზადების პროგრამის აღიარებისა და  გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესი და პირობები (შემდეგში – წესი) ადგენს გემის ხარატ-შემდუღებლის  მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, მძიმე გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის  სფეროსთვის (სავაჭრო, სატვირთო, სამგზავრო, დოკი, სლიპი, ელინგი, გემთშენებელ და სარემონტო ქარხანაში)  გემის ხარატ-შემდუღებლის  მომზადება და სერტიფიცირება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებება  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შერჩეული   დაწესებულება – ამ წესით დადგენილი პირობების მიხედვით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ შერჩეული დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამა; ბ) აღიარებული ორგანიზაცია – საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსი“ II​​​1​ თავის შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება, რომელიც მონაწილეობს გემის ხარატ-შემდუღებლის  პროგრამის მომზადებასა და განხორციელებაში; გ) მომზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართ №1-ის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარების მინიჭების საფუძველზე არსებული პროგრამა; დ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ მომზადების პროგრამაზე; ე) გემის ხარატ-შემდუღებელი  – გემის რიგითი შემადგენლობის წევრი ან/და მცურავი საშუალებებისთვის განკუთვნილი შესაბამისი სარემონტო/სამშენებლო დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც სერტიფიცირებულია და ფლობს საჭირო კვალიფიკაციას ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ვ) გემის ხარატ-შემდუღებელის სერტიფიკატი – სხვა სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა გემზე ან/და მცურავი საშუალებებისთვის განკუთვნილ შესაბამის სარემონტო/სამშენებლო დაწესებულებებში დასაქმების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ  ბრძანების შესაბამისად. მუხლი 3🔗.  გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესი 1. გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, რომლის მიზანია იმ დაწესებულების გამოვლენა და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილი იქნება განახორციელოს გემის ხარატ-შემდუღებლის  მომზადების აღიარებული პროგრამა და გასცეს შესაბამისი დოკუმენტი. 2. გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა სააგენტოს მიერ ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამები; ბ) პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაცია (სერტიფიკატი,  ქვესპეციალობის მოწმობა) და გამოცდილება (მუშაობის სტაჟი); გ) პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის პროცესის გამჭვირვალობის   უზრუნველყოფა; დ) აღიარებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა წინამდებარე წესით განსაზღვრული პროგრამის განხორციელებისთვის; ე) მსმენელის მიერ გავლილი კურსის შესახებ  ინფორმაციაზე  წვდომის შესაძლებლობა; ვ) წინამდებარე წესის დანართი №1, №2, №3, №4 და №5-ით განსაზღვრული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 4🔗. გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარების პირობები 1. მომზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 2. მომზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს შერჩევის შემდეგ პირობებს: ა) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც  მინიმუმ ახორციელებს „გემის სამანქანე განყოფილების ექსპლუატაციის საბაზო პროფესიულ საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამას. ბ) აწარმოებდეს მსმენელის მიერ მომზადების პროგრამის გავლის შესახებ  ელექტრონულ რეესტრს; გ) გააჩნდეს ამ წესის დანართ №1-ში მითითებული ინვენტარი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის ან გააჩნდეს შესაბამისი ხელშეკრულება პრაქტიკის უზრუნველყოფის ობიექტებთან;   დ) დასაქმებული ჰყავდეს ამ წესის დანართ №1-ში მითითებული შესაბამისად კვალიფიციური პერსონალი. 3. გემის ხარატ-შემდუღებლის  პროგრამის შემუშავებაში ჩართული უნდა იყოს აღიარებული ორგანიზაციის წარმომადგენელი. 4. გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული  განაცხადის წარდგენა, შემდეგი თანდართული დოკუმენტებით: ა) საფასურის გადახდის ქვითარი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის  №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის  განაკვეთების,  ასევე  საფასურის  გადახდისა  და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების“ შესაბამისად; ბ) მომზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა); გ) მომზადების პროგრამის  სასწავლო  გეგმა,  პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართში მოცემული  მომზადების პროგრამის შესაბამისად; დ) ამ წესის დანართ №1-ით განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის ჩამონათვალი და/ან აღწერილობა; ე) ინსტრუქტორების სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; ვ) მომზადების პროგრამაზე  მისაღებ  მსმენელთა მაქსიმალური  რაოდენობა, პროგრამის მსმენელების პროპორციულობა  ინსტრუქტორების  რაოდენობასთან მიმართებით; ზ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი; თ) აღნიშნული პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში; ი) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი; კ) აღიარებული ორგანიზაციის მიერ პროგრამის შესაბამისობის  დოკუმენტი და აღიარებულ ორგანიზაციასთან თანაშრომლობის ხელშეკრულება; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 5. სააგენტოს მიერ მომზადების პროგრამის  აღიარების განცხადება და თანდართული მასალები განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 6. სააგენტო გადაწყვეტილებას  მომზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის  სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში. 7. სააგენტო შესაბამის შერჩეულ დაწესებულებას ადგილზე ამოწმებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია  მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.   8. სააგენტოს გადაწყვეტილება მომზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. მომზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 2 წელი. 10. სააგენტო ახორციელებს აღიარებული მომზადების პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად, რომლის დროსაც გამოვლენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უფლებამოსილია შეაჩეროს/გააუქმოს აღიარება. 11. შერჩეული დაწესებულება ვალდებულია მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონული მოდულში, სადაც ხდება მომზადების პროგრამის დაწყების  დადასტურება სააგენტოს მიერ. 12. მომზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს.  სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და თუ მომზადების პროგრამის სილაბუსში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების  შეტანას  ადასტურებს  ოფიციალური წერილით. 13. მომზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. 14. მომზადების პროგრამის აღიარების  სერტიფიკატის  ფორმა  და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება  სააგენტოს  დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი  5🔗.  მომზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები მომზადების პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა მოიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) შერჩეული დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი მომზადების პროგრამის დასახელებას; დ)  კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მეზღვაურის ნომერს; ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების  შესახებ; ვ)  მითითებას „მომზადების პროგრამა აღიარებულია სააგენტოს მიერ“; ზ) შერჩეული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; თ) კურსდამთავრებულის ხელმოწერას. მუხლი  6🔗.  გემის ხარატ- შემდუღებლის  სერტიფიცირების წესი და პირობები 1. გემის ხარატ-შემდუღებლის   სერტიფიკატის მისაღებად პირს უნდა ჰქონდეს: ა) უმაღლესი ან პროფესიული კვალიფიკაცია მექანიკური მიმართულებით: შემდუღებელი, ტექნიკოს-გემთშემკეთებელი, მექანიკოსი,  ლითონის დამუშავების სპეციალისტი, ხარატი, ზეინკალი, მფრეზავი, კვალიფიკაციით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილებით ან უმაღლესი ან პროფესიული საზღვაო განათლების მქონე სავაჭრო და თევზსაჭერი გემების მეზღვაურები არანაკლებ 12-თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის გამოცდილებით; და ბ) გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების აღიარებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  მეზღვაურის სამედიცინო  მოწმობა; დ) მეზღვაურის საბაზისო წვრთნის გავლისა და უშიშროებასთან დაკავშირებული ინსტრუქტაჟის კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 2. გემის ხარატ-შემდუღებლის  სერტიფიკატი გაიცემა 5 (ხუთი) წლის ვადით. 3. გემის ხარატ-შემდუღებლის  პროგრამაზე შესაძლებელია დაიშვას მსმენელი/პირი, რომელსაც არ გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური განათლება, თუ ამ პროგრამიდან მიღებული ცოდნა უნდა ემსახურებოდეს დოკში, სლიპში, ელინში, გემთმშენებელ და სარემონტო ქარხანაში დასაქმებას/მუშაობას. აღნიშნულ შემთხვევაში კურსდამთავრებულის დამადასტურებელ დოკუმენტს გაცემს შესაბამისი  დაწესებულება. მუხლი 7🔗.  გემის ხარატ- შემდუღებელის  სერტიფიკატის განახლება 1. პირი, რომელსაც სურს იმავე რანგის  სერტიფიკატის განახლება და გააჩნია ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში  არანაკლებ 12 (თორმეტი)-თვიანი ნაოსნობის სტაჟი, ან 3 (სამი)-თვიანი ნაოსნობის სტაჟი ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში,  სერტიფიკატს განაახლებს კურსის გავლისა და გამოცდის ჩაბარების გარეშე. 2. თუ პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს სერტიფიკატის განახლებასთან დაკავშირებით, მან უნდა გაიაროს აღიარებული გადამზადების კურსი ხარატ-შემდუღებლისთვის და ჩააბაროს გამოცდა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები 1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ყველა პირზე, რომელთაც სურთ განახორციელონ გემის ხარატ-შემდუღებლის საქმიანობა გემზე, დოკში, სლიპში, ელინში, გემთმშენებელ და სარემონტო ქარხანაში. 2. შერჩეული დაწესებულება ვალდებულია  ამ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები  დაარეგისტრიროს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონული მოდულში.