„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№129/04
სარეგისტრაციო კოდი
200020000.18.011.016645
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №129/04

2022 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებაში ( www.matsne.gov.ge; 11/08/2017; ს/კ: 200020000.18.011.016253) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ძირითადი თანხის ან პროცენტის შემცირება (მათ შორის რეფინანსირება), რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი, მათ შორის ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელმა დაფარა პროცენტები ან ძირითადი თანხა თავისი, სხვა ან   ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის სხვა წევრების მიერ აღებული სესხებით;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი განსაზღვრონ „კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ნოემბრის №228/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.“.

3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  მსესხებლის და ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის ყველა მიმდინარე სესხს, როგორც წესი, უნდა მიენიჭოს ერთი კატეგორია. გამონაკლისი შემთხვევები უნდა იყოს არგუმენტირებული და სრულყოფილად დოკუმენტირებული.“

4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მსესხებლისა და ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის სესხების ნეგატიურად კლასიფიკაციის შემთხვევაში, კომერციული ბანკი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული ჯგუფის მიმართ არსებული სხვა რისკებიც (ინვესტიციები და სხვა აქტივები).“.

5. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული ბანკის შეფასებით ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით გაცემული მსესხებლის/ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლები რისკსექტორების მიხედვით რეკომენდებულია, აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართ №2-ში მოცემულ ცხრილ №3-სა და ცხრილ №4-ში წარმოდგენილ კოეფიციენტებს:

ა) მსესხებელი, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი უნდა  ინარჩუნებდეს წინამდებარე წესის დანართ №2-ში მოცემულ ცხრილ №3-სა და ცხრილ №4-ში წარმოდგენილ კოეფიციენტებს ვალუტის გაცვლითი კურსის 20-პროცენტიანი  რყევის შემთხვევაში,  რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ვალის ტვირთის, საოპერაციო ხარჯების ზრდა ან სხვა პარამეტრების გაუარესება;

ბ) პროექტების (Project Finance), მათ შორის გრძელვადიანის ფინანსირებისას, როდესაც საწყისი წლების მანძილზე პროექტი შესაძლოა არ იყოს მომგებიანი, ბანკმა ფინანსური კოეფიციენტები უნდა დაითვალოს პროექტით გათვალისწინებული ნორმალიზებული მაჩვენებლების შესაბამისად, ამასთან, პროექტის მიმდინარეობა უნდა შეესაბამებოდეს საწყის გეგმას და ადგილი არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვან გადახრებს;

გ) სასაქონლო პროდუქტებით (Commodities Finance), რომელიც ივაჭრება აქტიურად და ფასი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობისას, როდესაც ხდება კონკრეტული სავაჭრო ოპერაციის დაფინანსება, მსესხებელმა შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს წინამდებარე წესის დანართ №2-ში მოცემული ცხრილ №3-სა და ცხრილ №4-ში  წარმოდგენილი ფინანსური კოეფიციენტები. მსგავს შემთხვევებში ბანკს უნდა გააჩნდეს შიდა პოლიტიკა, პროცედურები, რომლითაც განისაზღვრება ადეკვატური მოცულობის მარჟა ფასების ცვლილების შედეგად გამოწვეული შესაძლო ზარალის მიტიგირებისათვის.“.

6. დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული დანართების შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
📎 დანართები (1)
129-2.doc

დანართი 1

ცხრილი №1

ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა ლარში სესხის მომსახურების კოეფიციენტი –მაქსიმალური მაჩვენებელი ჰეჯირებული მსესხებლებისათვის სესხის მომსახურების კოეფიციენტი –მაქსიმალური მაჩვენებელი  –არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის –
1000 მდე 30% 20%
1000 დან-2000-მდე 35% 25%
2000 დან-4000-მდე 40% 30%
4000 დან-8000-მდე 45% 35%
8000-დან 50% 40%

 ცხრილი №2

  ლარში გაცემული სესხები უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები
სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი  მაქსიმალური მაჩვენებელი 80% 70%
სესხის უზრუნველყოფის  კოეფიციენტი მაღალლიკვიდური  უძრავი ქონების შემთხვევაში  მაქსიმალური მაჩვენებელი 90% 80%

დანართი 2

ცხრილი № 3

მსესხებლის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მთლიანი სასესხო ვალდებულებები აღემატება 2,500,000 ლარს მსესხებლის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მთლიანი სასესხო ვალდებულებები ნაკლებია ან ტოლია 2,500,000 ლარის
რისკ სექტორი მთლიანი ვალდებულებები შეფარდებული საოპერაციო მოგებასთან საპროცენტო ხარჯების, ცვეთა, ამორტიზაციისა და გადასახადების გადახდამდე (Debt/EBITDA) - მაქსიმალური მაჩვენებელი საოპერაციო მოგება, საპროცენტო ხარჯებისა და გადასახადების გადახდამდე შეფარდებული საპროცენტო ხარჯებთან (EBIT/Interest Expenses) - მინიმალური მაჩვენებელი მთლიანი ვალდებულებები შეფარდებული საოპერაციო მოგებასთან საპროცენტო ხარჯების, ცვეთა, ამორტიზაციისა და გადასახადების გადახდამდე (Debt/EBITDA) - მაქსიმალური მაჩვენებელი საოპერაციო მოგება, საპროცენტო ხარჯებისა და გადასახადების გადახდამდე შეფარდებული საპროცენტო ხარჯებთან (EBIT/Interest Expenses) -მინიმალური მაჩვენებელი
უძრავი ქონების დეველოპმენტი 3.00 3.00 2.40 3.60
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 3.25 2.75 2.60 3.30
ავტომობილების დილერები 3.25 2.75 2.60 3.30
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 3.00 2.75 2.40 3.30
უძრავი ქონების მენეჯმენტი 3.50 2.75 2.80 3.30
სამომხმარებლო საქონლის წარმოება 3.50 2.75 2.80 3.30
სასტუმროები და ტურიზმი 3.50 2.75 2.80 3.30
სოფლის მეურნეობის სექტორი 3.50 2.75 2.80 3.30
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 3.50 2.75 2.80 3.30
სერვისი 3.50 2.75 2.80 3.30
ჯანდაცვა 3.50 2.75 2.80 3.30
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება და ვაჭრობა 3.25 2.75 2.60 3.30
ვაჭრობა (სხვა) 3.25 2.50 2.60 3.00
ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 3.75 2.25 3.00 2.70
ფარმაცევტიკა 3.75 2.25 3.00 2.70
სამომხმარებლო საქონლის ვაჭრობა 3.75 2.25 3.00 2.70
ბენზინგასამართსადგურებსა და ბენზინის იმპორტიორებზე გაცემული სესხები 3.50 2.25 2.80 2.70
ტელეკომუნიკაცია 3.50 2.25 2.80 2.70
მძიმე მრეწველობა 3.25 2.25 2.60 2.70
ენერგეტიკა 4.00 2.00 3.20 2.40
წარმოება (სხვა) 3.25 2.75 2.60 3.30
სხვა (ჯართის ბიზნესის ჩართვით) 3.25 2.75 2.60 3.30

ცხრილი № 4

მსესხებლის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მთლიანი სასესხო ვალდებულებები აღემატება 2,500,000 ლარს - მინიმალური მაჩვენებელი მსესხებლის, ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის მთლიანი სასესხო ვალდებულებები ნაკლებია ან ტოლია 2,500,000 ლარის - მინიმალური მაჩვენებელი
საკუთარი კაპიტალი შეფარდებული მთლიან აქტივებთან 30% 40%
საკუთარი კაპიტალი შეფარდებული მთლიან აქტივებთან, სახელმწიფო და საფინანსო ორგანიზაციებისათვის 20% 25%