თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016574
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2022
matsne.gov.ge 1,246 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზი მთვარელიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძირითადად, ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.08.2024 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.02.2022 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.02.2026 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 14.06.2018 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა–პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2022 წლის 29 სექტემბერი ქ.თელავი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური   ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი “ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია 2023 წლის 01 იანვრიდან. მუხლი 3🔗 დაევალოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს 2023 წლის 01 იანვრამდე დადგენილების ასამოქმედებლად  გაატაროს  შესაბამისი ღონისძიება. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი დანართი თელავის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური  ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) (შემდგომში – ცხოველები) ყოლის,  მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს. მუხლი 2🔗. წესის მიზანი წესის მიღების მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. მუხლი 3🔗. ცხოველთა კლასიფიკაცია 1. წესი ადგენს ცხოველთა შემდეგ კლასიფიკაციას პატრონაჟის, ზედამხედველობისა და შენახვის  თვალსაზრისით, მათი სტატუსის მიხედვით: ა) პატრონიანი; ბ) მიკედლებული; გ) მიუსაფარი; დ) უმეთვალყურეო; 2. ცხოველს პატრონიანის სტატუსი ენიჭება მეპატრონის მიერ წინამდებარე წესით განსაზღვრული პირობებით, ძაღლის და კატის რეგისტრაციის/პასპორტიზაციის მომენტიდან. 3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი ფიზიკური ან  იურიდიული პირის ფაქტობრივი ზედამხედველობის მომენტიდან. 4. ცხოველს მიუსაფარის სტატუსი ენიჭება ცხოველთა თავშესაფარში ძაღლის და კატის  მიყვანიდან არანაკლებ 10 დღის (ან თავშესაფარის დებულებით გათვალისწინებული პერიოდის) შემდეგ. 5. ცხოველს უმეთვალყურეოს სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როცა დროის გარკვეულ მონაკვეთში არ დგინდება მეპატრონე მიმკედლებელი ან გადაადგილდება მფლობელის მეურნეობის საზღვრებს მიღმა და მეპატრონის ან მიმკედლებლის დადგენის მიზნით ხორციელდება ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა. მუხლი 4🔗. მეპატრონის უფლებები და ვალდებულებები ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით 1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს შეიძინოს – იყიდოს/იჩუქოს, აიყვანოს თავშესაფრიდან/ქუჩიდან, ან მიიღოს მემკვიდრეობით/ანდერძით ცხოველი ემოციური, ესთეტიკური და/ან პრაქტიკული მიზნებისათვის. 2. რეგისტრირებული/პასპორტიზაციის მქონე ცხოველი წარმოადგენს მეპატრონის საკუთრებას. 3. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია ცხოველის ბიოლოგიურ თავისებურებებთან. ამასთან, შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული შინაური ბინადარი ცხოველის შთამომავლობის მოვლა-პატრონობა, ან გასხვისება. 4. მეპატრონე ვალდებულია დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები: ა) ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე; თუ ცხოველის ყოლა  პრობლემას უქმნის მეზობლად მოსახლე პირებს, კერძოდ იქმნება უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დარღვევის, გაუსაძლისი ხმაურის ან დაბინძურების საფრთხე, მეპატრონე ვალდებულია ცხოველი გადაიყვანოს ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემების შერბილება ცხოველის უფლებების დარღვევის გარეშე.  ბ) მეპატრონე ვალდებულია დაარეგისტრიროს შინაური ცხოველი, 1 თვის ასაკიდან ვეტერინარულ დაწესებულებაში,  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მიიღოს სარეგისტრაციო მოწმობა და ცხოველის პირადი ნომერი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების შეტანა სარეგისტრაციო მონაცემებში; გ) ჭარბი აგრესიულობის ჯიშების ძაღლების ყოლა დაშვებულია მხოლოდ მეპატრონის მიერ ამგვარი ძაღლის წვრთნისა და მოვლა-პატრონობის თაობაზე ტექნიკური მინიმუმის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც გასცემს უფლებამოსილი ორგანო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეთანხმებით; დ) აუცილებელია ცხოველის  წელიწადში ერთხელ მაინც  ვეტერინარულ დაწესებულებაში გასინჯვა, იმუნიზაცია და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება; ე) მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება და აალაგოს ცხოველის ექსკრემენტები; ვ) ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს  გადაიბაროს,  გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში  ჩააბაროს ის შემდგომი გაშვილებისთვის უფლებამოსილ ორგანოს; ზ) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს  ვეტერინარულ დაწესებულებას; თ) ცხოველის სიკვდილის შესახებ სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას; ი) აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ)  აგრესიული  ცხოველის გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  დასაშვებია ალიკაპით კანონმდებლობის შესაბამისად; ლ)  ცხოველის მიერ ადამიანისთვის ფიზიკური ზიანის (დაკბენა, დაკაწვრა),   მიყენების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია წარმოადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანა; მ) ცხოველის ლეშის გაუვნებელყოფა დასაშვებია მხოლოდ ბიოთერმულ ორმოსა და კრემატორიუმის მეშვეობით; ნ) აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების თუ სხვა ამგვარი ქმედებების ორგანიზება და ჩატარება, რომლებიც უშვებს სისასტიკეს ცხოველთა მიმართ. ამგვარი ქმედებების ორგანიზატორთა მიმართ მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი; ო) მეპატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში: მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის ცხოველთა დაცვის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ორგანო დაუყოვნებლივ ჩამოართმევს ცხოველს მეპატრონეს და გადასცემს უფლებამოსილ ორგანოს. ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, ცხოველის უკან დაბრუნების მიზნით. 5. ამ წესების დარღვევა გამოიწვევს მეპატონის დაჯარიმებას კანონით განსაზღვრული წესით. მუხლი 5🔗. ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე  უფლებამოსილი ორგანო და მისი კომპეტენცია 1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზებას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურდიული სამსახური. 2. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურდიული სამსახურის  კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება, როგორც უპატრონო, ასევე მიკედლებული და პატრონიანი ცხოველებისთვის; ბ) ცხოველისათვის ამ წესით განსაზღვრული სტატუსიდან ერთ-ერთის მინიჭება; გ) ცხელი ხაზის საშუალებით თელავის მუნიციპლიატეტის მოსახლეობისგან მონაცემების მიღება და რეაგირება; დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ  თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლებისა და კატების ყოლის წესის დარღვევებზე რეაგირება. მუხლი 6🔗. უმეთვალყურეო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაცია 1. უმეთვალყურეო ცხოველების რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენება მხოლოდ სტერილიზაცია/კასტრაციის შესაძლებლობები და მსოფლიოში აპრობირებული სხვა ჰუმანური მეთოდები, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკით და აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. 2. უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა/აყვანა დასაშვებია ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად. ცხოველთა დაჭერა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პირების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი საერთაშორისო ან ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში და გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატი. 3. ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უმეთვალყურეო ცხოველების სხვა კატეგორიაში გადაყვანას  და მეპატრონის მოძიების მიზნით ან მათ ჩვეულ გარემოში დაბრუნებას ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური,  ა(ა)იპ „მიუსაფარი შინაური ცხოველის მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო“. მუხლი 7🔗. ცხოველების მოკვდინება 1. დაუშვებელია ცხოველთა ა) დახრჩობა, ბ) გაგუდვა, გ) მოწამვლა, დ) ელექტრომუხტის გამოყენება ცხოველის მოსაკვდინებლად, ე)სასიკვდილო მექანიკური დაზიანების მიყენება ცხოველისთვის, ვ)საკვებისა და წყლის განზრახ არმიცემა ცხოველისთვის, ზ)არაბუნებრივ გარემოში ცხოველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. 2. ცხოველის წამება და მოკვდინება ისჯება კანონით. მუხლი 8🔗. ცხოველების გამოყენება რეკლამაში, გამოფენებში,  შეჯიბრებაში, გასართობ და სხვა მსგავს ღონისძიებებში ცხოველების გამოყენება რეკლამაში, გამოფენებში, შეჯიბრებაში, გასართობ და სხვა მსგავს ღონისძიებაში  დაიშვება.  ღონისძიების ორგანიზატორის მიერ  წინამდებარე წესით ცხოველისათვის დადგენილი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზიანის მიუყენებლად, ამასთან, ცხოველმა არ უნდა განიცადოს ისეთი ფარმაკოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ზემოქმედება, რომელიც გავლენას მოახდენს მის ბუნებრივ ქცევაზე. მუხლი 9🔗. ცხოველებზე არათერაპიული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება 1. ცხოველებზე არათერაპიული (კოსმეტიკური) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ამა თუ იმ ჯიშის საყოველთაოდ აღიარებულ კონკრეტულად დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. 2. სხვა შემთხვევაში აკრძალულია ცხოველისათვის: ა) კუდის კუპირება; ბ) ყურების კუპირება; გ) დევოკალიზება (დადუმება); დ) ბრჭყალების მოკვეთა; ე) ეშვების მოჭრა, ხელსაწყოებით მოცვეთა. 3. ყველა ოპერაცია, რომლის დროს ცხოველი განიცდის ტკივილს, უნდა ჩატარდეს ანესთეზიის შესაბამისი ფორმის გამოყენებით, ვეტერინარის მიერ ან ვეტერინარის ზედამხედველობით. მუხლი 10🔗. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენცია პოპულაციების მართვის  სფეროში 1.  თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენციას პოპულაციების მართვის სფეროში წარმოადგენს: ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების, მათი ცვლილებებისა და/ან დამატებების შემუშავება, განხილვა და მიღება; ბ) უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) თელავის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში სათანადო მუხლის დაფინანსების უზრუნველყოფა; დ) ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან ძაღლების/კატების პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით; ე) საქართველოს კანონმდებლობითა და  საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული  სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 11🔗. საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა 1. საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის მიზნით თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია: ა) ცხოველთა დაცვის არასამთავრობო სექტორთან ერთად, კომპეტენტური ორგანოს და სხვა სამსახურების მეშვეობით და ცენტრალური ხელისუფლების უწყება-დაწესებულებებთან თანამშრომლობით, შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წინამდებარე წესების ახსნა-განმარტებასა და პოპულარიზაციას; ბ) განახორციელოს  შესაბამის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან პარტნიორობა; გ) ხელი შეუწყოს მოსახლეობის, უწინარესად მოსწავლე-ახალგაზრდობის, ჰუმანური და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას ცხოველებთან მიმართებაში.