„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.124.016453
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2022 წლის 30 სექტემბერი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016429) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები) მე-2 პუნქტის „ვ.ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ.ფ) საცხოვრებლით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 20 )

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრისი, უზუნველყოფილი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით,  ან/და  დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების დაფინანსებით.  გასაცემი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება  ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის" მიერ.

ქვეპროგრამის მიზანია, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლით ბინის ქირით უზრუნველყოფა ან/და დაფინანსება დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების“.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე