დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2022
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016513
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.12.2017
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2022 წლის 30 სექტემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №49 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 25/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016340).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალური ქონების მართვის, მიწათმოწყობის და აგრარული სფეროს განვითარების ხელშეწყობას, გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას, ასევე მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების ხელშეწყობას, მუნიციპალური ქონების აღრიცხვა რეგისტრაციას და სხვა ღონისძიებების გატარებას წინამდებარე დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი დგინდება მერიის საშტატო ნუსხით, ხოლო თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება ნორმატიული აქტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ.დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა №44.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის (ტექსტში შემდგომ – სამსახურის უფროსი) და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-11 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (განთავისუფლება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა და სხვა) მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ან შესაბამისი სამსახურის მოსამსახურე.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-19 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
1. მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათ განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;
2. ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავება;
3. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;
4. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;
5. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;
6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება;
7. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების რეგისტრაცია;
8. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;
9. წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;
10. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
11. ზედამხედველობა და კორდინაცია მუნიციპალური ქონების დაცვის, მოვლა-პატრონობის, მართლზომიერი სარგებლობისა და განკარგვაზე;
12. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება;
13. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - წესდების და წესდებაში განხორციელებული ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
14. საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით.
15. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისა და განკარგვის თაობაზე;
16. უზრუნველყოფს ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესს;
17. მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის და სხვა დარგების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეკრება და დამუშავება, შესაბამის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის წარმოება, სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ამ დარგების განვითარების მიზნით;
18. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შეფასება, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე;
19. წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ, მათ შორის წინადადებების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება- გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე;
20. საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება;
21. მუნიციპალური პროექტების განსახორციელებლად კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან, დონორ ორგანიზაციებთან და ა.შ. ურთიერთობების წარმართვის მიზნით წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
22. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა;
23. გარემოს დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება;
24 . მონაწილეობა ბუნებრივი რესურსების (ტყე, წყალი) დაცვისა და სარგებლობის საკითხებში მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
25. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და თანამონაწილეობა;
26. მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მცირე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის, ინვესტიციის მოზიდვისა და დანერგვის საკითხებში;
27. მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწვდა;
28. სოფლის მეურნეობის სფეროს მონაცემთა ბაზის შექმნა;
29. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის დარგებსა და სფეროებში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის ანალიზი და შეფასება.
30. წინადადებების შემუშავება ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, ტურიზმის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
31. ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისთვის შესაბამისი მასალების მომზადება და სისტემატიზაცია;
32. ტურიზმის სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და შეგროვება;
33. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების პოტენციალის კვლევა და განვითარების არსებული გეგმის შემუშავება;
34. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.