„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.169.016516
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2022 წლის 30 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 13/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.169.016317)  დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 15. მერიის  სამსახურები

1. მერიის სამსახურები შესაბამისი სფეროს მიხედვით  უზრუნველყოფენ მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებენ მერის და მისი დავალებით – საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს.

2.  მერიის სამსახურები საქმიანობას წარმართავენ მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მერიის სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3. მერიის სამსახურის საქმიანობას უძღვება მერიის სამსახურის უფროსი.

4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური, რომელსაც აქვს:

ა.ა. ადამიანური რესურსების და საქმისწარმოების განყოფილება;

ა.ბ. შესყიდვების განყოფილება.

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური, რომელსაც აქვს:

გ.ა.  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;

დ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური;

ე) ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური რომელსაც აქვს:

ე.ა. ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის განყოფილება;

ე.ბ. სივრცითი მოწყობისა  და არქიტექტურის განყოფილება;

ვ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

) შიდა აუდიტის სამსახური;

თ) იურიდიული სამსახური;

ი) ზედამხედველობის სამსახური;

კ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.“

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი