გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებადცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/27750-22
გან ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
2022 წელი 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე – ნათია შიოშვილი
განმცხადებელი – სს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“წარმომადგენელი – თამარ მუმლაძე
მოთხოვნა – სს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ის“მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება კერძო საჩივრის ავტორი – სს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003‘’
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 სექტებრის განჩინება, გაკოტრების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2022 წლის 2 სექტემბერს სს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“(ს/ნ 240388228) წარმომადგენელმა/დირექტორმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ის“მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისშესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ის“განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
2022 წლის 14 სექტემბერს, განჩინებით დადგენილ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“წარმომადგენელმა/დირექტორმა თამარ მუმლაძემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 სექტებრის განჩინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.
განჩინების გასაჩივრებისთვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დაცვით, განმცხადებელმა წარმოადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 200-მა“შეაჩერა საქმიანობა და 10 წელზე მეტია მის მიმართ მოქმედებს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიება. გადახდისუუნარობის პრეზუმფციის დაშვებისათვის სრულიად საკმარისია ზემოაღნიშნულ ორივე გარემოებაზე მითითება და დადასტურება მასზედ, რომ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“იმყოფება გადახდისუუნარო მდგომარეობაში. შესაბამისად, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით უნდა მიეღო სასამართლოს განჩინება განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ და არა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში კომპანიის მიმართ მითითებული სტატუსის ,,ლიკვიდაცია დაწყებულია“გათვალისწინებით. მით უფრო, რომ კომპანიის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებით ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში იმპერატიულად განსაზღვრულია გადახდისუუნარობის პრეზუმფცია, მაშინ, როდესაცმსგავს დანაწესს კომპანიის ლიკვიდურობასთან დაკავშირებით ,,მეწარმეთა შესახებ‘’ საქართველოსკანონიარშეიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003‘’- ის მიმართ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ დაწყებულია ლიკვიდაცია, უცნობია მისი როგორც დაწყების რეგისტრაციის საფუძველი, ასევე თარიღი, რადგან ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, არც სსიპ შემოსავლების სამსახურში და არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრში არ იძებნება. ამასთან, სავარაუდოა, რომ გასულია ლიკვიდაციის პროცესის დასრულების 4 თვიანი ვადა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003- ის“ლიკვიდაციის პროცესი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ დაწყებულა. იქიდან გამომდინარე, რომ დარღვეულია ლიკვიდაციის (დაშლის) პროცესის დასრულების 4 თვიანი ვადა, არ იძებნება აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული რეგისტრაციას დაქვემდებარებული დოკუმენტაცია და 73.81% და 3.21% წილის მესაკუთრე პარტნიორებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ კომპანიის რეგისტრაციის გაუქმება-გაკოტრების გზით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ბუნდოვანია, რამდენად არსებობს გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობები მაშინ, როდესაც შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ის“მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, მით უფრო, რომ 1994 წლის 28 ოქტომბერს მიღებული კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“ხაზს უსვამდა გადახდისუუნარობის საკითხების უპირატესობას ლიკვიდაციასთან მიმართებაში. კერძოდ, მე-51 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის შემთხვევაში, ,,მეწარმეთა შესახებ“საქართველოს კანონის საფუძველზე დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი წყდებოდა. თუმცა, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ, დაწყებული ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის რაიმე სახის ამკრალავ ნორმას არც 2021 წლის 2 აგვისტოს მიღებული ,,მეწარმეთ შესახებ‘’ საქართველოსკანონიშეიცავს.
სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ის“მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი. ამავე კანონის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით. კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
სასამართლო პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განკუთვნილია როგორც კრედიტორების, ისე მოვალეებისათვის და რომლის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სადავო არაა, რომ კრედიტორის ინტერესი ყოველთვის არის მოთხოვნის დროული დასრული დაკმაყოფილება, მაგრამ რთულიამოვალის რეალური მიზნების დადგენა და ინტერესების განსაზღვრა. ნორმალურ პირობებში, კეთილსინდისიერი მოვალის მიზანი შეიძლება იყოს: ვადამოსული ვალდებულების (ვალდებულებების) შესრულების ვადის გადავადება; ფინანსური პრობლემების დაძლევის მიზნით გონივრული შეღავათების დადგენა და სხვა.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების მოვალის მიერ შეტანის შემთხვევაში სასამართლო ამ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს წყვეტს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული განცხადების კრედიტორის მიერ შეტანის შემთხვევაში − მოვალისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ეს ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს ერთჯერადად, საკუთარი ინიციატივით, დასაბუთებული განჩინებით. გაგრძელებული ვადა არ უნდა აღემატებოდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვისთვის დადგენილ ვადას.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს, რომ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-მა“შეაჩერა საქმიანობა და 10 წელზე მეტია მის მიმართ მოქმედებს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიება. გადახდისუუნარობის პრეზუმფციის დაშვებისათვის სრულიად საკმარისია ზემოაღნიშნულ ორივე გარემოებაზე მითითება და დადასტურება მასზედ, რომ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003‘’ იმყოფება გადახდისუუნარო მდგომარეობაში. შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003‘’ის მიმართ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ დაწყებულია ლიკვიდაცია, თუმცა უცნობია მისი როგორცდაწყების რეგისტრაციის საფუძველი, ასევე თარიღი, რადგან ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, არც სსიპ შემოსავლების სამსახურში და არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრში არ იძებნება. ამასთან, სავარაუდოა, რომგასულიალიკვიდაციისპროცესისდასრულების 4 თვიანი ვადა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ის“ლიკვიდაციის პროცესი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ დაწყებულა.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიზნიდან გამომდინარე, მოვალისადა კრედიტორის ინტერესების თანაზომიერად დაცვის გათვალისწინებით, მოვალის ფინანსური მდგომარეობის სრულყოფილად გამოსაკვლევად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინება გაკოტრების შესახებ განცხადების დასაშვებადცნობაზე უარის თქმის შესახებ , შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ის“მიმართ დაწყებული უნდა იქნას გაკოტრების საქმის წარმოება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 57-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგი ნ ა:
1. შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ის“(ს/ნ 240388228) კერძო საჩივარი დასაშვებადიქნესცნობილი;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 სექტემბრისგანჩინებაშპს ,,წნორისმანქანათმშენებელიქარხანა 2003-ის“(ს/ნ 240388228) განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
3. შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003‘’-ის (ს/ნ 240388228) მიმართგაიხსნას გაკოტრებისრეჟიმი.
4. შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003‘’-ის (ს/ნ 240388228) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – დავით ბასილაია (პ/ნ 19001010474, ტელ.: 593529495), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისმე-5 პუნქტისადა 99-ემუხლებისსაფუძველზე.
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებულიღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდაამკანონითგათვალისწინებულიშემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციისშესახებგადაწყვეტილებისმიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით
გათვალისწინებულიშემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყებაარ დაიშვება, გარდაიმ შემთხვევისა, როცადავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქოკოდექსის 132-ემუხლის „დ“ ქვეპუნქტისშესაბამისად.
6. მმართველი ვალდებულია კრედიტორთა ხმის უფლებასთან დაკავშირეული საკითხები მოამზადოს და სასამართლოს წარუდგინოს გაკოტრების რეჟიმის გახსნიდანარაუგვიანეს 20 დღისა.
7. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს შეუჩერდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროსმას.
8. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადოორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადოცვლილებაან/დადამატება.
9. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში შეუნარჩუნდეს მხოლოდ განჩინების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულებისნაწილში.
10. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობისმასაშიშემავალიქონებისშესახებმონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობისგარეშეზიანიარუნდამიაყენოსმათინტერესებს.
11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგიამკანონითდადგენილიწესითგამოაქვეყნოს.
12. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.g e და „საქართველოს საკანონმდებლომაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად. (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებადცნობისადარეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებისგამოტანის შესახებ).
13. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ნათია შიოშვილი