საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი მოქმედი
მიღების თარიღი 22.12.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 2, 31/12/1992
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.12.1992 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
თავი
I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო
საქართველოს რესპუბლიკაში აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ყველა საკითხი, რომელიც არ შედის საქართველოს პარლამენტის, პარლამენტის თავმჯდომარის – სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაში.
მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ჩარევა დაუშვებელია გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 2🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქმიანობას წარმართავს „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიურობის პრინციპებით, უზრუნველყოფს მინისტრთა კაბინეტის წევრთა პასუხისმგებლობას.
მუხლი 3🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ზრუნავს ქვეყნის საკუთრების დაცვისა და გამრავლებისათვის, ხელს უწყობს საკუთრების ყველა ფორმის განვითარებას და უზრუნველყოფს მათს თანასწორუფლებიანობას;
ახორციელებს ეროვნული უშიშროების პოლიტიკას, უზრუნველყოფს რესპუბლიკის თავდაცვას;
წარმართავს ეკონომიკურ რეფორმას საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;
ახორციელებს მეცნიერულ-ტექნიკურ პოლიტიკას, უზრუნველყოფს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებას;
შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს, სოციალურ-კულტურული განვითარების კონცეფციებსა და პროგრამებს, ატარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკას;
ახორციელებს ეროვნული კულტურის შემდგომი განვითარების ღონისძიებებს, ხელს უწყობს მედიცინის სამეცნიერო და პრაქტიკული დარგების განვითარებას;
ხელს უწყობს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარებას, საფინანსო და საბანკო სისტემის განმტკიცებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან;
უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას;
უზრუნველყოფს კანონების განმტკიცებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეთა უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვას;
ახორციელებს საგარეო პოლიტიკას თავისი კომპეტენციის შესაბამისად;
წარმართავს ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას, ხელს უწყობს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დამოუკიდებლობის გაფართოებას;
ხელს უწყობს ერთიანი აღრიცხვის, სტატისტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ორგანიზაციის ღონისძიებათა განხორციელებას.
მუხლი 4🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებანი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების, სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებების და განკარგულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს დადგენილებებს. პრემიერ-მინისტრი გამოსცემს განკარგულებებს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის აქტების შესრულება სავალდებულოა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 5🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი შედგება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისი მოადგილეებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსისაგან.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - სახელმწიფოს მეთაურის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეებსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
ასეთივე წესით ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შეცვლა.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებად თანამდებობის მიხედვით ითვლიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების თავმჯდომარები.
მუხლი 6🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 7🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების ვადა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავის უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს რესპუბლიკის ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე.
მუხლი 8🔗. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხის დასმისა და გადაწყვეტის წესი
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს პარლამენტის წინაშე დასვას მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობის საკითხი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება მისი დასმიდან მე-3 დღეს, ხოლო კენჭისყრა ტარდება მე-6 დღეს. დადგენილება მინისტრთა კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული კონკრეტული საკითხი დადებითად გადაწყვეტილად ჩაითვლება. ნდობის გამოცხადებაზე უარის თქმა იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას.
პარლამენტის თავმჯდომარეს - სახელმწიფოს მეთაურს, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის სულ ცოტა ერთ მეხუთედს, უფლება აქვთ პარლამენტის წინაშე დასვან პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის ან მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხი. ამ შემთხვევაში პარლამენტს წარედგინება უნდობლობის მოტივირებული რეზოლუცია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება უნდობლობის რეზოლუციის შეტანიდან მე-3 დღეს, ხოლო კენჭისყრა ტარდება მე-6 დღეს. დადგენილება უნდობლობის გამოცხადების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, ასევე მინისტრთა კაბინეტისათვის, ან მინისტრისათვის უნდობლობის გამოცხადება - შესაბამისად მათ გადადგომას.
უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი თუ კაბინეტის ცალკეული წევრი აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და კაბინეტის წევრის დანიშვნამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
მუხლი 9🔗. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, მინისტრთა კაბინეტის წევრის გადადგომის უფლება და წესი
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს გადადგეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომა იწვევს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას. გადადგომის შესახებ მოტივირებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პარლამენტს. პარლამენტი უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება პრემიერ-მინისტრის თანხმობა.
მინისტრთა კაბინეტის წევრს უფლება აქვს გადადგეს. გადადგომის შესახებ მოტივირებული განცხადება წარედგინება სახელმწიფოს მეთაურსა და პარლამენტს. სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება კაბინეტის წევრის თანხმობა. გადადგომის მიღება არ საჭიროებს პარლამენტის დასტურს.
მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გადადგეს. გადადგომის შესახებ მოტივირებული განცხადება წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი უფლებამოსილია არ მიიღოს გადადგომა, თუ ამაზე იქნება მინისტრთა კაბინეტს თანხმობა.
დადგენილება გადადგომის საკითხთან დაკავშირებით მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, კაბინეტის ცალკეული წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის თუ კაბინეტის წევრის დანიშვნამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
მუხლი 10🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრის მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის მუშაობაში
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრი უფლებამოსილია მონაწილეობდეს პარლამენტისა და მისი კომისიების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
მუხლი 11🔗. მინისტრთა კაბინეტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა და მისი ხელშეუხებლობის სამართლებრივი გარანტიები
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრს არ შეიძლება ეკავოს არჩევითი თანამდებობა. მას ეკრძალება კომერციული საქმიანობა და არ შეუძლია შეითავსოს სხვა თანამდებობა, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.
მინისტრთა კაბინეტის წევრი არ შეიძლება მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან დააპატიმრონ პარლამენტის, ხოლო სესიებს შორის პერიოდში - სახელმწიფოს მეთაურის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მას დანაშაულის ჩადენაზე წაასწრეს. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სახელმწიფოს მეთაურს.
თავი
II
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენცია
მუხლი 12🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციის ზოგადი საკითხები
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად:
ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
იღებს ზომებს სახელმწიფო უშიშროებისა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად;
ახორცილებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამას, ქმნის პირობებს ადგილობრივი მმართველობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირებისათვის;
შეიმუშავებს და წარუდგენს პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და ასრულებს დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტს;
განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, დეპარტამენტებისა და სხვა დაქვემდებარებულ ორგანოთა ფუნქციებს, ამტკიცებს მათი საქმიანობის დებულებას, შენახვის ხარჯებს მმართველობის ორგანოების შესახებ ასიგნებათა ფარგლებში, კონტროლსა და კოორდინაციას უწვეს მათ საქმიანობას;
უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებისა და საკუთარი ნორმატიული გადაწყვეტილებების შესრულებას.
მუხლი 13🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი სოციალური განვითარების სფეროში
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
ახორციელებს ღონისძიებებს ეკონომიკური განვითარების შესაბამისად რესპუბლიკის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის;
ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას მოსახლეობის მიგრაციის რეგულირების, ოჯახის, დედათა და ბავშვთა დაცვის სფეროში;
იღებს ზომებს რესპუბლიკის შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად, შრომისა და დასკვნების შესაფერისი პირობების შესაქმნელად;
ახორციელებს ერთიან პოლიტიკას მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისათვის, იღებს ზომებს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებისათვის, სპორტისა და ტურიზმის განვითარებისათვის;
უზრუნველყოფს ეკონომიკურ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ რესპუბლიკის ყოველმა მცხოვრებმა მიიღოს მისთვის სასურველი განათლება, პროფესია და კვალიფიკაცია რესპუბლიკის საჭიროების გათვალისწინებით;
ხელს უწყობს რესპუბლიკაში მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებას, ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის;
იღებს ზომებს რესპუბლიკის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით, სამრეწველო საქონლითა და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფისათვის;
ახორცილებს ღონისძიებებს საბინაო ფონდის განვითარებისათვის; ხელს უწყობს საბინაო მშენებლობას.
მუხლი 14🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი ეკონომიკის სფეროში
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
განაგებს სახელმწიფო ქონებას, ქმნის საკუთრების ყველა ფორმის განვითარებისათვის შესაფერის პირობებს;
ეკონომიკური და სამართლებრივი საშუალებებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე აწესრიგებს მეურნეობის ყველა დარგისა და საკუთრების სუბიექტების საქმიანობას;
აწესებს ეროვნული შემოსავლის გამოყენებისა და მეურნეობის განვითარების რაციონალურ პროცესებს, შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს;
ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ფულის მიმოქცევისა და კრედიტის სფეროში;
შეიმუშავებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტს, ადგენს ფასწარმოქმნის წესს;
ახორციელებს შრომის ანაზღაურების საერთო პოლიტიკას;
ორგანიზაციას უწევს და არეგულირებს საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობებს; აწესებს კვოტებს და საბაჟო გადასახადს, წარმართავს საბაჟო სამსახურს;
განაგებს რესპუბლიკის ბუნებრივ რესურსებს, აწესებს ბუნებათსარგებლობის ლიმიტებსა და ნორმატივებს.
მუხლი 15🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი უფლებამოსილებანი კანონიერების უზრუნველყოფის სფეროში
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
იღებს ზომებს მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებისათვის;
ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მიერ კანონმდებლობის შესრულებისადმი, განსაზღვრავს მეურნეობაში სამართლებრივი მუშაობის ძირითად მიმართულებებს;
ზრუნავს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში სამართლებრივი რეგულირების სრულყოფისათვის;
იღებს ზომებს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეაჩეროს სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტების მოქმედება, გააუქმოს სამინისტროებისა და თავისი სხვა საქვეუწყებო ორგანოების კანონსაწინააღმდეგო აქტები.
მუხლი 16🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებანი სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის სფეროში
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
ახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფო უშიშროებისა და რესპუბლიკის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, აყალიბებს შესაბამის სტრუქტურებს და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას;
იღებს ზომებს ერთიანი შეირაღებული ძალების აღჭურვისა და მათთვის სამხედრო კადრების მოსამზადებლად, სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გასაწვევად.
ხელმძღვანელობს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვას.
მუხლი 17🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებანი საგარეო პოლიტიკის სფეროში
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
დებს ხელშეკრულებებს უცხოეთის სახელმწიფოთა მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს მათს შესრულებას;
ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის ურთიერთობებს უცხოეთის მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას უცხოეთის ქვეყნებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში.
თავი III
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა
სხვა სახელმწიფო ორგანოებთან
მუხლი 18🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობათა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებთან
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ იმ საკითების გადაწყვეტაში, რომლებიც ავტონომიურ რესპუბლიკათა ინტერესებს ეხება, მონაწილეობენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში განსახილველად შეაქვთ წინადადებანი იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას მოითხოვენ.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უზრუნველყოფს საჭირო ურთიერთმოქმედებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებსა და საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოებს შორის მათ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად და ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხთა გადასაწყვეტად.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს შეაჩეროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების დადგენილებათა და განკარგულებათა შესრულება.
მუხლი 19🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად:
წარმართავს და აკონტროლებს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას;
აუქმებს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების აქტებს, თუ ისინი არ შეესაბამებიან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას;
მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მართვასა და დაცვას;
განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის განვითარების საერთო მიმართულებებს.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
მუხლი 20🔗. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა ხელმძღვანელობა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი:
ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა საქმიანობას;
წინადადება შეაქვს პარლამენტში საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს და კომიტეტის შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების შესახებ;
ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროების, კომიტეტების და სხვა საქვეუწყებო ორგანოთა დებულებებს (წესდებებს), მათი ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და რიცხოვნობას, აგრეთვე მათი შესანახი ასიგნებების ოდენობას ამ მიზნებისათვის გამოყოფილ თანხების ფარგლებში.
მუხლი 21🔗. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტრო და კომიტეტი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები, რომლებიც ხელმძღვანელობენ მათთვის მინდობილ მმართველობის დარგს და ექვემდებარებიან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს.
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს, კომიტეტს ხელმძღვანელობს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე, რომელთაც ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროსა და კომიტეტისათვის მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარების, ეკონომიკური რეფორმების ჩატარებისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრისა და კომიტეტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრისა და
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრი და კომიტეტის თავმჯდომარე, რასაც შემდგომ ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი.
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკას, გამოსცემენ ბრძანებებსა და სხვა აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებების საფუძველზე და მათს შესასრულებლად, ორგანიზაციას უწევენ და ამოწმებენ მათ შესრულებას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და კომიტეტების კანონსაწინააღმდეგო აქტები.
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები ახდენენ მათი საქმიანობის დარგის განვითარების პროგნოზირებას, სწავლობენ მსოფლიო კონიუნქტურას მეცნიერულ-ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის პროგრამებს, ზრუნავენ თავიანთი მუშაკების სოციალური დაცვისა და კადრების მომზადებისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
მუხლი 22🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოები
სახელმწიფო მმართველობის, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ორგანიზაციის და სხვა იმ საკითხების ხელმძღვანელობისათვის, რომლებიც უშუალოდ არ შედიან საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და კომიტეტების ფუნქციებში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ქმნის საქვეუწყებო ორგანოებს (დეპარტამენტი, სახელმწიფო კორპორაცია, სახელმწიფო კონცერნი, კომისია, მთავარი სამმართველო და სხვა), გარდაქმნის და გააუქმებს მათ.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოების ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმებით, ხოლო მოადგილეებს - ამ ორგანოთა ხელმძღვანელები
(ამოღებულია - 15.03.1994)
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქვეუწყებო ორგანოთა კანონსაწინააღმდეგო აქტები.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
მუხლი 23🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კომისია
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საჭირო შემთხვევაში მინისტრთა, მეცნიერთა და სპეციალისტთაგან ქმნის კომისიებს, განსაზღვრავს მათ ამოცანებს, ფუნქციებს, საქმიანობის წესსა და შემადგენლობას.
კომისიებს მეთაურობს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მისი მოადგილე, მინისტრი ან ცალკეულ შემთხვევებში - სხვა პირი.
მუხლი 24🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კონტროლი თავისი ორგანოების საქმიანობისადმი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ახორციელებს კონტროლს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და მის საქვეუწყებო სხვა ორგანოთა მუშაობისადმი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი შეუძლია მოსთხოვოს ანგარიში ყველა მინისტრს, კომიტეტის თავმჯდომარეს და საქვეუწყებო ორგანოს ხელმძღვანელს.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
თავი IV
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და კომიტეტების ნუსხა
მუხლი 25🔗. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები დაკომიტეტები
საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებია:
(ამოღებულია - 15.03.1994);
განათლების სამინისტრო;
გარემოს დაცვის სამინისტრო;
ეკონომიკის სამინისტრო;
ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო;
თავდაცვის სამინისტრო;
იუსტიციის სამინისტრო;
კავშირგაბმულობის სამინისტრო;
კულტურის სამინისტრო;
მრეწველობის სამინისტრო;
საგარეო საქმეთა სამინისტრო;
(ამოღებულია - 15.03.1994);
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო;
სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო;
(ამოღებულია - 15.03.1994);
(ამოღებულია - 15.03.1994);
ფინანსთა სამინისტრო;
შინაგან საქმეთა სამინისტრო;
შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.
საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტებია:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობის კომიტეტი:
არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტი;
ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი;
მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტი;
(ამოღებულია - 15.03.1994);
(ამოღებულია - 15.03.1994);
საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი;
(ამოღებულია - 15.03.1994);
(ამოღებულია - 18.02.1993);
(ამოღებულია - 15.03.1994);
(ამოღებულია - 15.03.1994);
საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 18 თებერვლის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №4, 31/03/1994
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
მუხლი 26🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები და სხდომებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები მოიწვევა ორ კვირაში ერთხელ.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნახევარი მაინც.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ხმა.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
მუხლი 27🔗. (ამოღებულია)
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
მუხლი 28🔗. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი წარმართავს მინისტრთა კაბინეტის საქმიანობას და უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ურთიერთქმედებას.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი:
ორგანიზაციას უწევს მინისტრთა კაბინეტის მუშაობას; ხელმძღვანელობს მის სხდომებს;
ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეთა შორის და კოორდინაციას უწევს მათს საქმიანობას; წარმომადგენლობს საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობათაშორისო ურთიერთობებში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;
თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ საკითხებზე და ამის შესახებ წარუდგენს ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის მორიგ სხდომას;
წაახალისებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა თანამდებობის პირებს, დაადებს მათ დისციპლინურ სასჯელებს.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
მუხლი 29🔗. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილეები მოვალეობათა განაწილების შესაბამისად კოორდინაციას უწევენ და აკონტროლებენ სამინისტროთა, კომიტეტების, მინისტრთა კაბინეტის სხვა საქვეუწყებო ორგანოთა მუშაობას, აძლევენ ოპერატიულ მითითებებს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად და მათი საქმიანობის სხვა საკითხებზე; წინასწარ განიხილავენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შეტანილ წინადადებებს, დადგენილებათა და განკარგულებათა პროექტებს.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არყოფნის შემთხვევაში
პრემიერ-მინისტრის მოვალეობას სახელმწიფოს მეთაურის დავალებით ასრულებს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 30🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი და პრემიერ-მინისტრის განკარგულებანი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მნიშვნელოვანი ნორმატიული გადაწყვეტილებანი გამოიცემა დადგენილების სახით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებები გამოქვეყნდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებათა კრებულში, ხოლო თუ აუცილებელია მათი ფართო და დაუყოვნებლივ გამოქვეყნება, ისინი გამოქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.
გადაწყვეტილებანი ოპერატიულ ან სხვა მიმდინარე საკითხებზე გამოიცემა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განკარგულების სახით, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი და პრემიერ-მინისტრის განკარგულებანი ძალაში შედის მათი მიღების მომენტიდან, თუ ამ აქტებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 31🔗.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად, მათი შესრულების სისტემატური შემოწმებისათვის მოქმედებს მინისტრთა კაბინეტის აპარატი.
ანალიზური, საინფორმაციო და სხვა მასალების, სათანადო წინადადებების პროექტების მომზადებას, ნორმათშემოქმედებით საქმიანობას, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას და მათი შესრულების კოორდინაციას ახორციელებენ მინისტრთა კაბინეტის აპარატის მთავარი სახელმწიფო მრჩევლები.
მინისტრთა კაბინეტის აპარატს სათავეში უდგას მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი. აპარატის ხელმძღვანელს, მთავარ სახელმწიფო მრჩევლებს და ძირითად ქვედანაყოფთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრთა კაბინეტი.
აპარატის მუშაკთა უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი.
მინისტრთა კაბინეტის აპარატის სტრუქტურას, შტატებს, შენახვის ხარჯებს და მუშაკთა შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -
სახელმწიფო მეთაური
ედუარდ შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი
ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1992 წლის 22 დეკემბერი.