,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილბების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№628
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.917
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 26/09/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.917

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №628

2003 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 781) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ორგანიზაციას უწევს სამორიგეოსა და მასში შემავალი ქვედანაყოფების მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე;”;

ბ) მე-7 მუხლის “თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კურირებას უწევს სამორიგეოს;”;

გ) IV თავის მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

1. შტაბის მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

2. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.”;

ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11.

1. შტაბის შემადგენლობაში შედის სამორიგეო.

2. სამორიგეო:

ა) აკონტროლებს სამორიგეოს პირადი შემადგენლობის მიერ ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებას, ხელმძღვანელობს მორიგე განწესების სადღეღამისო მუშაობას;

ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სადღეღამისო კრებსებში შესატანი ინფორმაციის მიღება-დამუშავებაზე;

გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებით მოქმედებაში მოჰყავს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმები, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის „განგაშის” სქემით გამოძახებას.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილბების შეტანის თაობაზე”“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2003.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილბების შეტანის თაობაზე”“?
„,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილბების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 30.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №628. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.11.106.005.917.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილბების შეტანის თაობაზე”“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილბების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №719 ბრძანებაში ცვლილბების შეტანის თაობაზე”“, №628, 30.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.917 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55858/