⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.12.1996)
გაუქმებულია:

„უცხოური ინვესტიციების შესახებ“

მიღების თარიღი 30.06.1995
ძალის დაკარგვა 11.12.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წ.წ., 30/06/1995
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,396 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.1995 მიღება
11.12.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (2)

დოკუმენტის ტექსტი

„უცხოური ინვესტიციების შესახებ“ (ძალადაკარგულია - 12.11.1996, №474) საქართველოს  რესპუბლიკის  კანონი უცხოური  ინვესტიციების  შესახებ ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ რეჟიმსა და გარანტიებს. ამ კანონის მიზანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონთან და სხვა კანონებთან ერთად შექმნას უცხოური კაპიტალის მოზიდვის, დაბანდებისა და კაპიტალბრუნვის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები. კარი 1 ზოგადი დებულებანი მუხლი I ტერმინთა განსაზღვრებანი ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უცხოელი ინვესტორები; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები; საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ; უცხო სახელმწიფოები, ინვესტირების განმახორციელებელ ორგანოთა სახით;  საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები; ნებისმიერი საწარმოები, იურიდიული პირები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ; საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ის საწარმოები, იურიდიული პირები და სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ ან აკონტროლებენ ზემოთ ჩამოთვლილი პირები (პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობად და გაკონტროლებად ითვლება უცხოელი ინვესტორის ან ინვესტორების მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ხმათა პაკეტის ფლობა); სამეურნეო საქმიანობის სხვა უცხო სუბიექტები, რომელთაც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა აღიარებს, როგორც ასეთებს. ბ) უცხოური ინვესტიციები: მატერიალურ და ინტელექტუალურ ფასეულობათა ნებისმიერი სახეობა, რომელიც ჩადებულია უცხოელი ინვესტორის მიერ ამ კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად სამეწარმეო და ყველა სხვა სახის საქმიანობის ობიექტებში, მოგების (შემოსავლების) მიღების მიზნით და / ან სოციალური ეფექტის მისაღწევად. უცხოურ ინვესტიციებად ითვლება აგრეთვე: ფულადი სახსრები, რომლებიც დეპონირებული არ ყოფილა საქართველოს რესპუბლიკაში განლაგებულ საფინანსო დაწესებულებებში ინვესტირების შესახებ განცხადების შეტანის მომენტამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. არამატერიალური ქონება, რომელიც წარმოებული, დამუშავებული ან არსებითად შეცვლილია საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ და მისი მესაკუთრეობა არ დადასტურებულა საქართველოს რესპუბლიკაში ინვესტირების შესახებ განცხადების შეტანის მომენტამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. მატერიალური ქონება, რომელიც ფიზიკურად არ ყოფილა საქართველოს რესპუბლიკაში ინვესტირების შესახებ განცხადების შეტანის მომენტამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. მუხლი 2🔗 უცხოური ინვესტიციების სახეობანი უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს განახორციელოს ინვესტიციები საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემდეგი სახით: ა) თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით და მათი შესაბამისი სავალუტო ფასეულობებით, ან საქართველოს ეროვნული ფულადი ერთეულით;  ბ) ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონებით (შენობა-ნაგებობანი, მანქანა- დანადგარები და სხვა მატერიალური ფასეულობანი) და მასთან დაკავშირებული ყოველგვარი უფლებით; გ) აქციებით, ანაბრებით, ობლიგაციებით, სხვა ფასიანი ქაღალდებითა და ვალდებულებებით, რომელთაც ღირებულება აქვთ; დ) ღირებულების მქონე ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების უფ- ლებით, საავტორო და საპატენტო უფლებების ჩათვლით, სასაქონლო ნიშნებით, საფირმო სახელწოდებით, სამრეწველო ნიმუშებით, „ნოუ-ჰაუ“-თი, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უფლებებით, პრივილეგიებითა და უპირატესობებით; ე) სამეურნეო საქმიანობის განხორციელების უფლებით, ბუნებრივი რესურსების ძიების, მოპოვების, დამუშავების და ექსპლუატაციის უფლების ჩათვლით; ვ) ფასიანი მომსახურებით; ზ) ინვესტიციების სხვა სახეობებით, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით არ არის აკრძალული. მუხლი 3🔗 უცხოურ ინვესტიციათა რეგულირება 3.1. საქართველოს რესპუბლიკაში უცხოურ ინვესტიციათა განხორციელება რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესით; 3.2. თუ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები. 3.3. უცხოური ინვესტიციების საფუძველზე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით, მათ შორის „მეწარმეთა შესახებ“, „იჯარის შესახებ“ და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებით. 3.4. საქართველოს რესპუბლიკაში განხორციელებულ ინვესტიციათა შესახებ წამოჭრილ ნებისმიერ დავას წყვეტენ სასამართლოში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, ან მხარეთა შეთანხმებით სამედიატორო სასამართლოში. 3.5. უცხოური ინვესტიციით შექმნილად ითვლება საკუთრების ნებისმიერი ობიექტი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ უცხოელი ინვესტორები ან რომელიც შედგება უცხოური ინვესტიციების იმ წილით, რომელიც იძლევა ამ ობიექტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობის ან კონტროლის უფლებას.  3.6. ინვესტირების თაობაზე დადებული ის ხელშეკრულება, რომელიც არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ, მიწათსარგებლობის ან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ სხვა ნორმებს, ბათილია დადების მომენტიდან. 3.7. (ამოღებულია - 14.05.2022, №213). 3.8. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული საკითხები წყდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე. 3.9. თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში განხორციელებული ინვესტირება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. უცხოელი ინვესტორების მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი, სპეციალურ (თავისუფალ) ეკონომიკურ ზონებში, არ შეიძლება რეგულირდებოდეს ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე ამ კანონით არის დადგენილი. საქართველოს 1996 წლის 14 მაისის კანონი №213  -  პარლამენტის უწყებანი, №13, 28/06/1996 მუხლი 4🔗 უცხოური ინვესტიციების ობიექტები 4.1. საქართველოს რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს საკუთრების ნებისმიერ ობიექტში, გარდა იმ ობიექტებისა, რომლებშიც უცხოური ინვესტიციების მონაწილეობა აკრძალული ან შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით. 4.2. საქართველოს რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციების ობიექტებია: ახლად შექმნილი ან მოდერნიზებული ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები; ფასიანი ქაღალდები; მიზნობრივი ფულადი ასიგნებები; სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქცია; ინტელექტუალური ფასეულობები; ქონებრივი უფლებები; საკუთრების სხვა ობიექტები. 4.3. ინვესტირება იმ ობიექტებში, რომლებშიც უცხოური ინვესტიციების მონაწილეობა საჭიროებს საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს სპეციალურ ლიცენზიას ან ნებართვას, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე.  მუხლი 5🔗 უცხოური ინვესტიციების შეფასება 5.1. უცხოური ინვესტიციების შეფასება უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს საწესდებო ფონდში შენატანის ჩათვლით, ხორციელდება უცხოელი ინვესტორის ნებასურვილის შესაბამისად თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით ან საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ფულადი ერთეულით. 5.2. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ფულადი ერთეულის გაანგარიშება უცხოურ ვალუტაზე, მათ შორის უცხოელი ინვესტორის მიერ საწარმოს საწესდებო ფონდში შენატანის ჩათვლით, ხდება მხარეთა მიერ შეთანხმებული კურსის მიხედვით, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის მიმართ დადგენილ კურსზე ნაკლები. 5.3. არაფულადი ფასეულობების შეფასებას ახდენენ საქართველოს რესპუბლიკის ან საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი სააუდიტორო ორგანიზაციები ან ექსპერტები. კარი 2 უცხოელი ინვესტორის უფლება-მოვალეობანი მუხლი 6🔗 უცხოელი ინვესტორის უფლებები 6.1. საინვესტიციო საქმიანობაში ყველა ინვესტორი სარგებლობს თანაბარი უფლებებით. უცხოელ ინვესტორს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 6.2. უცხოელი ინვესტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს ინვესტიციების მოცულობას და მისი გამოყენების მიმართულებას. 6.3. უცხოელი ინვესტორის გადაწყვეტილებით ინვესტიციებისა და მათი შედეგების ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება შეიძლება გადაეცეთ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კანონით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. 6.4. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე საბანკო დაწესებულებებში გახსნას მიმდინარე და სხვა სახის ანგარიშები ეროვნული ფულადი ერთეულით და უცხოური ვალუტით, შეიძინოს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6.5. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ინვესტიციათა შედეგებს, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეინვესტიციებისა და სავაჭრო ოპერაციების სახით, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 6.6. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით შეიძლება განისაზღვროს ობიექტები, რომლებშიც ინვესტირება არ გულისხმობს საკუთრების უფლების შეძენას მათზე, მაგრამ არ გამორიცხავს მათი შემდგომში ფლობის, ოპერატიული მართვის ან ამ ობიექტების ექსპლუატაციით მიღებულ შემოსავლებში ინვესტორის მონაწილეობის შესაძლებლობას. 6.7. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს შეიძინოს მისთვის აუცილებელი ქონება მოცულობისა და ნომენკლატურის შეუზღუდავად მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისაგან უშუალოდ ან შუამავლის მეშვეობით იმ ფასებით და იმ პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 7🔗 უცხოელი ინვესტორის მოვალეობანი 7.1. უცხოელი ინვესტორი ვალდებულია განახორციელოს საქმიანობა საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესით. წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციას დეკლარაცია შემოსავლების შესახებ, საქართველოს რესპუბლიკის შიში კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაიცვას საქონლისა და მომსახურების ხარისხისადმი, ტექნიკური სტანდარტებისადმი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ნორმატიული მოთხოვნები. ნორმატივის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება საერთაშორისო ნორმატივები. 7.2. საინვესტიციო საქმიანობის ნებისმიერ მონაწილეს, რომელიც სპეციალური სახის სამუშაოებს ასრულებს, უნდა ჰქონდეს ლიცენზია. ამ სამუშაოები შესასრულებლად. ასეთ სამუშაოთა სახეობანი და მათი ლიცენზირების წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით. კარი 3 უცხოური ინვესტიციების დაცვის სახელმწიფო გარანტიები მუხლი 8🔗 უცხოური ინვესტიციების სამართლებრივი რეჟიმი 8.1. უცხოური ინვესტიციები მთლიანად და უპირობოდ დაცულია საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით. 8.2. უცხოური ინვესტიციების სამართლებრივი რეჟიმი, აგრეთვე უცხოელი ინვესტორის საქმიანობა ინვესტირების განსახორციელებლად არ შეიძლება იყოს ნაკლები ხელსაყრელი, ვიდრე საკუთრების და საკუთრების უფლებების დაცვის რეჟიმი. 8.3. საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობა გამოიყენება ყველა უცხოელი ინვესტორის, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 8.4. სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებას უცხოური ინვესტიციების მიმართ და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებს შეიმუშავებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 8.5. უსაფრთხოების ეროვნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის კანონებით შეიძლება განისაზღვროს ტერიტორიები, სადაც უცხოელი ინვესტორის, მათ შორის უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმოების მოქმედება შეზღუდული ან აკრძალული იქნება მუხლი 9🔗 გარანტიები კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში 9.1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობაში უცხოური ინვესტიციების შესახებ უცხოური ინვესტიციების დაცვის პირობები შეიცვლება და იგი გააუარესებს უკვე განხორციელებული ინვესტიციის პირობებს, ასეთ საკანონმდებლო აქტს არა აქვს უკუქცევითი ძალა ამგვარი ინვესტიციებისათვის ხუთი წლის მანძილზე აქტის მიღების მომენტიდან. 9.2. წინა პუნქტში მოცემული წესი არ ვრცელდება იმ ცვლილებებზე კანონმდებლობაში, რომელიც ეხება თავდაცვის, ეროვნული უშიშროების საზოგადოებრივი წესრიგის, გარემოს დაცვის, მოსახლეობის ზნეობისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს, აგრეთვე ამ კანონის 24-ე მუხლში მითითებული შეზღუდვებს და აკრძალვებს მუხლი 10🔗 უცხოური ინვესტიციების დაცვა 10.1. ინვესტიციის განხორციელების მთელი პროცესის მანძილზე ინვესტორის საკუთრების უფლება ინვესტიციაზე დაცულა საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 10.2. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე აკრძალულია უცხოური ინვესტიციების ნაციონალიზაცია. 10.3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე აკრძალულია უცხოური ინვესტიციების რეკვიზიცია, დაშვებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის: სტიქიური უბედურებების და ბუნების სხვა დაუძლეველი ძალების მხრიდან საფრთხის დადგომისას; ეპიდემიების და ეპიზოოტიების დროს გადარჩენის მიზნით ჩატარებული ღონისძიებების განხორციელებისას. 10.4. რეკვიზიცია შეუძლიათ განახორციელონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ან მის მიერ უფლებამოსილმა ორგანომ. 10.5. ინვესტიციების სრული ან ნაწილობრივი რეკვიზიცია შეიძლება განხორციელდეს უცხოელი ინვესტორისათვის სამართლიანი და ეფექტური კომპენსირებით. 10.6. გადაწყვეტილებები უცხოური ინვესტიციების რეკვიზიციის შესახებ და კომპენსაციის პირობები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 11🔗 უცხოელი ინვესტორის ზარალის ანაზღაურება და კომპენსაცია 11.1. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს კომპენსაციის სახით აინაზღაუროს მისთვის მიყენებული ზარალი, ხელიდან გაშვებული მოგების და მორალური ზიანის ჩათვლით, რომელიც გამოწვეულია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებისა და / ან თანამდებობის პირების უკანონო ქმედებებით, აგრეთვე უცხოელ ინვესტორთა და მათ მიერ შექმნილ საწარმოთა მიმართ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. 11.2. უცხოელი ინვესტორისათვის მიყენებული ზარალი უნდა შეფასდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო ან ქართული ორგანიზაციის ან ექსპერტის მიერ და სრულად უნდა იყოს ანაზღაურებული ასეთი შეფასების მომენტიდან სამი თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ოთხი თვისა ზარალის მიყენების მომენტიდან. სარჩელი ზარალის ანაზღაურების თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს შესაბამის ორგანოში ზარალის მიყენებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. 11.3. ზარალად ითვლება ობიექტის ღირებულებასა და ზარალის მიყენების შემდეგ დარჩენილი ღირებულების სხვაობისა და ყოველი სამუშაო დღისათვის შესაძლო საშუალო მოგების ერთობლიობის ჯამი. 11.4. კომპენსაცია, რომელიც მიეცემა უცხოელ ინვესტორს, უნდა შეესაბამებოდეს რეკვიზირებული ინვესტიციის რეალურ ღირებულებას უშუალოდ იმ მომენტამდე, როდესაც ფაქტობრივად განხორციელდა რეკვიზიცია. 11.5. კომპენსაციის თანხის გადახდა ხდება იმ ვალუტით, რომლითაც განხორციელდა ინვესტიცია, ანდა უცხოელი ინვესტორისათვის მისაღები ნებისმიერი სხვა ვალუტის სახით, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. კომპენსაციაზე უფლების წარმოქმნის მომენტიდან საკომპენსაციო თანხის გადახდის მომენტამდე საკომპენსაციო თანხას ერიცხება პროცენტები საქართველოს რესპუბლიკის საკრედიტო ბაზარზე დეპოზიტების მიმდინარე პროცენტული განაკვეთების შესაბამისად. 11.6. სახელმწიფოს მიერ უცხოელი ინვესტორის დანაკარგების კომპენსაცია ხდება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ განსაზღვრული სხვა წყაროებიდან. მუხლი 12🔗 უცხოური ინვესტიციების შემოსავლების, მოგებისა და სხვა ფულადი სახსრების გადატანის გარანტიები 12.1. უცხოელ ინვესტორს გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების გადახდის შემდეგ, გარანტირებული აქვს ინვესტიციებიდან მიღებული მოგების, (შემოსავლების) და სხვა ფულადი სახსრების დაუყოვნებლივ და შეუფერხებელი გადატანა (გადარიცხვა) საზღვარგარეთ უცხოური ვალუტით. 12.2. უცხოური ინვესტიციებიდან მიღებული მოგების (შემოსავლების) და სხვა ფულადი სახსრების საზღვარგარეთ გადატანა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. მუხლი 13🔗 ფულადი სახსრების გამოყენებისა და გადარიცხვის გარანტიები 13.1. უცხოელი ინვესტორის მიერ ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი, მოგება და ფულადი სახსრები, რომლებიც მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ფულადი ერთეულით ან უცხოური ვალუტით, შეიძლება რეინვესტირებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკაში. აღნიშნული საშუალებების რეინვესტიცია ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 13.2. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების გადახდის შემდეგ, უცხოელ ინვესტორს, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით შექმნილ ობიექტებს, უფლება აქვთ მათ ანგარიშზე  საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბანკებში, საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ვალუტით არსებული თანხები გამოიყენონ საკუთარი შეხედულებისამებრ. 13.3. უცხოელ ინვესტორს, მათ შორის უცხოური ინვესტიციით შექმნილ ობიექტებს უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ვალუტით არსებული მათი კუთვნილი თანხები გამოიყენონ შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის შეძენის მიზნით. 13.4. უცხოელ ინვესტორს, მათ შორის უცხოური ინვესტიციით შექმნილ ობიექტებს უფლება აქვთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უფლებამოსილ ბანკებში ჰქონდეთ სავალუტო ანგარიშები და ამ ანგარიშებზე უცხოური ვალუტის სახით არსებული სახსრები შეუზღუდავად გადარიცხონ საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ და უცხოეთიდან საქართველოს რესპუბლიკაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოსაკრებლისა და გადასახადის გადახდის შემდეგ. ასეთი სახსრები მოიცავს: - უცხოური ინვესტიციებით შექმნილი ობიექტების კაპიტალში ან მისდამი გაცემულ სესხებში ნებისმიერ შენატანებს; - ნებისმიერ მოგებას, დივიდენდებს, სავალუტო შემოსავლებს, ისევე როგორც უცხოური ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი გაყიდვით ან ლიკვიდაციით მიღებულ შემოსავალს; - საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ მყოფი ნებისმიერი პირისათვის გადასახდელ იმ პროცენტებს, საიჯარო გადასახადებს, მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ტექნიკური დახმარების და სხვა საფასურს, რაც არის გასამრჯელო უცხოელი ინვესტორის ან უცხოური ინვესტიციებით შექმნილი ობიექტების მომსახურებისათვის; - კონტრაქტების, მათ შორის ნებისმიერი საკრედიტო შეთანხმებების შესაბამისად გახორციელებულ და ამგვარ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის მოსაგვარებლად ან გადასაწყვეტად გადახდილ გადასახადებს; - ამ კანონის შესაბამისად უცხოელი ინვესტორის ან უცხოური ინვესტიციებით შექმნილი ობიექტისათვის გადასახდელ ნებისმიერ კომპენსაციას და მათთვის საქართველოს რესპუბლიკაში არსებული ნებისმიერი საინვესტიციო დავიდან წარმოშობილ გადასახადებს. კარი 4 უცხოური ინვესტიციების განხორციელების უფლება მუხლი 14🔗 ინვესტიციის განხორციელების უფლება 14.1.იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს უცხოური ინვესტიცია, რომლის ღირებულება არის 100.000 (ასი ათასი) აშშ დოლარზე მეტი, საჭიროა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ლიცენზია. საქართველოს 1996 წლის 14 მაისის კანონი №213  -  პარლამენტის უწყებანი, №13, 28/06/1996 მუხლი 15🔗 უცხოური ინვესტიციების სააგენტო 15.1. უცხოური ინვესტიციების სახელმწიფოებრივ ლიცენზირებასა და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს უცხოური ინვესტიციების სააგენტო. 15.2. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი. 15.3. სააგენტოს დებულებას, რომელიც განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებს, უცხოური ინვესტიციების ლიცენზირების წესსა და ფორმას, აგრეთვე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯების მოცულობას, ამტკიცებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი. 15.4. სააგენტო უფლებამოსილია: აღრიცხოს ყველა უცხოური ინვესტიცია საქართველოში; გამოაქვეყნოს და გაავრცელოს ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც რეგულირდება ამ კანონით და ეხება საქართველო უცხოელი ინვესტორისათვის ნებისმიერ სასურველ საინვესტიციო შესაძლებლობას; გამოაქვეყნოს უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის განცხადების ფორმა, პირობები და ხარჯები, რაც დაკავშირებულია ასეთი ლიცენზიის წარდგენასა და მიღებასთან; შეაჩეროს და დანიშნოს ის კონსულტანტები, ტექნიკური და სამუშაო პერსონალი, რომლებიც აუცილებელია სააგენტოს ფუნქციების განსახორციელებლად: საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტ-სპეციალისტები. საქართველოს 1996 წლის 14 მაისის კანონი №213  -  პარლამენტის უწყებანი, №13, 28/06/1996 მუხლი 16🔗 უცხოური ინვესტიციის ლიცენზია 16.1. უცხოური ინვესტიციის ლიცენზია აუცილებელი დოკუმენტია, როგორც სამეწარმეო, ისე სხვა სახის საქმიანობაში უცხოური ინვესტიციების განხორციელებისათვის და ყველა შემთხვევაში თან ერთვის იმ დოკუმენტებს, რომელთა წარდგენასაც მოითხოვს სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა საწარმოს სარეგისტრაციოდ ან საქმიანობის უფლების მისაცემად. 16.2. უცხოური ინვესტიციის თაობაზე განცხადება მიღებულად ითვლება იმ დღიდან, როდესაც განცხადება სააგენტოში წარდგენილ იქნება ლიცენზიის მისაღებად საჭირო ყველა იმ დოკუმენტის ასლთან ერთად. (შეჩერებულია 16.2 მუხლის მოქმედება ინვესტიციების შესახებ ახალი კანონის მიღებამდე) 16.3. ლიცენზია ან მის გაცემაზე დასაბუთებული წერილობითი უარი უნდა გაიცეს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 16.4. თუ სააგენტო აღნიშნულ ვადაში ვერ გასცემს პასუხს, გადაწყვეტილებას იღებს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს კოლეგია მისთვის საკითხის დაყენებიდან 30 დღეში. 16.5. უცხოური ინვესტიციის განხორციელებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. საქართველოს 1996 წლის 14 მაისის კანონი №213  -  პარლამენტის უწყებანი, №13, 28/06/1996 საქართველოს  პარლამენტის 1996 წლის 12 ნოემბრის დადგენილება  -  პარლამენტის უწყებანი, №27-28, 21/11/1996 მუხლი 17🔗 უარი უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის გაცემაზე უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის გაცემაზე უარი შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, როდესაც ინვესტირების განხორციელება: ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო, სტრატეგიულ, თავდაცვისა და უშიშროების ინტერესებს; ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ხალხების ეროვნულ, ისტორიულ, რელიგიურ, მორალურ-ეთიკურ და კულტურულ ფასეულობებს; ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის ეკოლოგიურ, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის ინტერესებს; ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის დემოგრაფიულ და სოციალურ ინტერესებს; ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის ანტიმონოპოლიურ და სხვა კანონმდებლობას, ხელყოფს თავისუფალი კონკურენციასა და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვას. მუხლი 18🔗 საინვესტიციო განცხადება 18.1. საინვესტიციო განცხადება შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ინვესტირების ობიექტების სრულ დასახელებას, მონაცემებსა და მისამართს (თუ ასეთი არსებობს); ინვესტიციის მიმღები ობიექტის მფლობელთან დადებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) ასლს; უცხოური ინვესტიციის საერთო და თითოეული სახეობის დასაბანდებელი ფასეულობის ოდენობასა და ღირებულებას; ვადის მითითებას, რომლის განმავლობაშიც უცხოელი ინვესტორი მოახდენს ინვესტირებას საქართველოს რესპუბლიკაში, მათ შორის როგორც მთლიანად, ისე ნაწილ-ნაწილ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი იმ საბოლოო თარიღის მითითებით, როდესაც უცხოური ინვესტიცია მთლიანად განხორციელდება შესაბამის ობიექტში; არაფულადი ფასეულობების ღირებულების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელსაც გასცემენ დამოუკიდებელი სააუდიტორო ორგანიზაციები ან ექსპერტები; უცხოელი ინვესტორის ვალდებულებას არ გადასცეს საინვესტიციო ლიცენზიით გათვალისწინებული უფლებები და სარგებელი სხვას ლიცენზიის გამცემი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; (ამოღებულია - 14.05.2022, №213). უცხოელი ინვესტორისა და უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს ვალდებულებას პატივი სცეს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მისი გარემო და ბუნებრივი რესურსები; 18.2. უცხოური ინვესტიციის ლიცენზია ძალაშია ინვესტიციის განხორციელების დასრულებამდე, თუ არ მოხდა მისი ვადამდე ბათილად ცნობა სასამართლო წესით, ან თუ არ მოხდა იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომელიც დაიდო ამ კანონის ამ მუხლის მიხედვით წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ლიცენზიის შესაბამისად; 18.3. ლიცენზიის სასამართლო წესით ბათილად ცნობის საფუძველია ინვესტიციების განუხორციელებლობა 18.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ან მისი განხორციელება მიღებული ლიცენზიისა და საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით; 18.4. უცხოელმა ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს ბალანსის აქტივებისა და პასივების ასლი ან მოცემული ინვესტორის გადახდისუნარიანობის საბუთი, რომელსაც გასცემს მომსახურე ბანკი ან საფინანსო-საკრედიტო დაწესებულება.  საქართველოს 1996 წლის 14 მაისის კანონი №213  -  პარლამენტის უწყებანი, №13, 28/06/1996 კარი 5 უცხოური ინვესტიციებით საწარმოთა შექმნა, მათი რეგისტრაცია და საქმიანობა მუხლი 19🔗 უცხოური ინვესტიციებით საწარმოთა შექმნა და მათი რეგისტრაცია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საწარმო უცხოური ინვესტიციებით იქმნება და მისი რეგისტრაცია და საქმიანობა ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონთა და სხვა კანონებით. მუხლი 20🔗 საწარმოს საქმიანობა 20.1. უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოს შეუძლია ეწეოდეს ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული ამ კანონით, საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით. 20.2. სადაზღვევო და საბანკო-საფინანსო საქმიანობისათვის ლიცენზირების გარდა დამატებით საჭიროა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თანხმობა. მუხლი 21🔗 დამატებითი ხელშემწყობი პირობები 21.1. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოები იხდიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებს, ამ მუხლში მოცემული შეღავათების გათვალისწინებით. 21.2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ უცხოელ ინვესტორზე და/ან უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოზე, სადაც უცხოელი ინვესტორის წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ს და ასი ათას აშშ დოლარს. 21.3. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობით, რომელშიც ადგილობრივი კაპიტალი წილობრივად შეადგენს 20%-ზე მეტს, თავისუფლდება მოგების გადასახადიდან პირველი მოგების გამოცხადების მომენტიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გადაიხდის გადასახადს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთის 50%-ის ოდენობით. გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც შექმნილია საცალო ვაჭრობისა და საშუამავლო საქმიანობის სფეროებში;  21.4. უცხოური ინვესტიციებით და ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობით ახლად შექმნილი საწარმო, რომელშიც ადგილობრივი კაპიტალი წილობრივად შეადგენს 20%-ზე მეტს, და რომელიც შეიქმნება საცალო ვაჭრობისა და საშუამავლო საქმიანობის სფეროებშიც, თავისუფლდება მოგების გადასახადიდან პირველი მოგების გამოცხადების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო შემდგომი ორი წლის განმავლობაში იხდის ზემოხსენებულ გადასახადს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთის 50% -ის ოდენობით. 21.5 ამ კანონის მიღებამდე უცხოური ინვესტიციებით და ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი საწარმო ან ის საწარმო, რომელსაც არ მიუღია უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს სტატუსი მისი შექმნის მომენტისათვის, მოცემული პირობების შესაბამისად თავისუფლდება მოგების გადასახადიდან პირველი მოგების გამოცხადების მომენტიდან ამ კანონის მიღების მომენტამდე, ან უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს სტატუსის მიღებამდე განვლილი დროის მონაკვეთში. 21.6. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ეკუთვნის უცხოელ ინვესტორს (100%-იანი ინვესტიცია), თავისუფლდება მოგების გადასახადიდან პირველი მოგების გამოცხადების მომენტიდან ორი წლის განმავლობაში. 21.7. უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოს, რომლის კაპიტალი მთლიანად ეკუთვნის უცხოელ ინვესტორს (100%-იანი ინვესტიცია), უფლება აქვს შეამციროს შემოსავლის ის თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციის ოდენობით, გაანგარიშებული გადახდის მომენტისათვის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი სავალუტო კურსით. იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტობრივად განხორციელებული უცხოური ინვესტიციის თანხა მეტია უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს ერთი ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის თანხაზე, შემდგომი წლების საშემოსავლო თანხები, რომლებიც ექვემდებარება დაბეგვრას, მცირდება აღნიშნული სხვაობის ოდენობით. 21.8. უცხოური ინვესტიციებით და ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობით ახლად შექმნილ საწარმოზე, რომელშიც ადგილობრივი კაპიტალი წილობრივად შეადგენს 20%-ზე ნაკლებს, ვრცელდება ამ მუხლის 21.6. პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები. 21.9. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს შემოსავლების თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, მცირდება იმ სახსრების ოდენობით, რომლებიც რეინვესტირებული იქნება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. 21.10. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოსათვის, რომელიც მოქმედებს მეურნეობის იმ პრიორიტეტულ დარგებში, რომლებიც განსაზღვრულია უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებით და ცალკეულ რეგიონებში - სპეციალური (თავისუფალი) ეკონომიკური ზონების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, შეიძლება შემოღებულ იქნეს დაბეგვრის დამატებითი შეღავათები. 21.11. საზღვარგარეთ მოგების იმ ნაწილის გადაგზავნის (გატანის, რეპატრიაციის) დროს, რომელიც მიღებული აქვს უცხოელ ინვესტორს უცხოური კაპიტალით შექმნილი საწარმოს მოქმედების შედეგად, იხდიან გადასახადს 10 %-ის ოდენობით. 21.12. უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ორი წლის მანძილზე უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმო თავისუფლდება საწარმოს ქონების გადასახადისაგან, ხოლო მომდევნო ოთხი წლის მანძილზე იხდის გადასახადის 50% -ს. 21.13. საქართველოს მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო საწარმოს ლიკვიდაციის შემთხვევაში, ან მონაწილეობიდან უცხოელი ინვესტორის ვადაზე ადრე გასვლის შემთხვევაში, უცხოელი ინვესტორის კუთვნილი მატერიალური ფასეულობანი საზღვარზე გადატანის დროს ექვემდებარება საბაჟო გადასახადის გადახდას, აგრეთვე იბეგრება საკუთრების რეპატრიაციაზე გატანის მომენტისათვის მისი საბაზრო ღირებულების 10%-ით. 21.14. ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება დაბეგვრას: ხუთი წლის მანძილზე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთის 50%-ის ოდენობით. 21.15. უცხოელი ინვესტორის მიერ საქართველოს რესპუბლიკაში შემოტანილი ქონება, საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილობრივი შენატანის სახით, თავისუფლდება გადასახადებისაგან და მათთან გათანაბრებული მოსაკრებლებისაგან საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 21.16. სამეურნეო ხელშეკრულებების (კონტრაქტების) საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკაში ინვესტირების მიზნით შემოტანილი ქონება თავისუფლდება გადასახადებისაგან და მათთან გათანაბრებული მოსაკრებლებისაგან იმ ვადით, რომელიც გათვალისწინებულია ინვესტირებისათვის შესაბამისი ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით). 21.17. ნედლეული, ნახევარფაბრიკატები, მაკომპლექტებელი ნაკეთობანი, სათადარიგო ნაწილები, რომლებიც შემოტანილია საქართველოს რესპუბლიკაში უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს საჭიროებისათვის, თავისუფლდება გადასახადებისაგან და მათთან გათანაბრებული მოსაკრებლებისაგან. 21.18. იმ ფასეულობათა იმპორტი, რომელიც გონივრულ ფარგლებში აუცილებელია უცხოელ ინვესტორთა და მათი ოჯახის წევრთა პირადი მოხმარებისათვის, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან, პირველი ორმოცდაათ ათას აშშ დოლარის ფარგლებში; ამის შემდეგ ის ექვემდებარება იმ ტარიფებსა და გადასახადების გადახდას, რომლებიც გამოიყენება მსგავსი საგნების იმპორტისათვის საქართველოს რესპუბლიკის საბაჟოში. 21.19. უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმო არ თავისუფლდება იმპორტზე ტარიფების, გადასახადების და მათთან გათანაბრებული მოსაკრებლებისაგან, რომლებიც შეიძლება დაეკისროს საქართველოს რესპუბლიკაში იმ ნებისმიერი პროდუქტების, მანქანა-დანადგარების, ან მასალების იმპორტისათვის რომლებიც შემოტანილია საქართველოს რესპუბლიკაში სხვებზე მისაყიდად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ პროდუქციას ან მასალას უცხოური ინვესტიციით შექმნილი საწარმო არსებითად უცვლის სახეს ან ტრანსფორმირდება ისინი სხვა პროდუქციად საწარმოს საქართველოს რესპუბლიკაში საქმიანობის შედეგად. მუხლი 22🔗 პროდუქციის, სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი და იმპორტი 22.1. უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოს აქვს საკუთარი წარმოების პროდუქციის, სამუშაოებისა და მომსახურების ულიცენზიოდ ექსპორტის უფლება და შეუძლია საკუთარი საჭიროებისათვის მოახდინოს პროდუქციის, სამუშაოების და მომსახურების იმპორტირება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 22.2. საექსპორტო პროდუქციის, სამუშაოებისა და მომსახურების მიკუთვნება საკუთარ წარმოებად დგინდება საქონლის წარმომავლობის წესების საფუძველზე, რომლებიც დაფიქსირებულია საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობით. საიმპორტო პროდუქციის, სამუშაოებისა და მომსახურების მიკუთვნება საწარმოს საკუთარი საჭიროებისათვის განისაზღვრება საწარმოს დამფუძნებელი საბუთების მიხედვით. მუხლი 23🔗 ქონებისა და რისკის დაზღვევა უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს ქონებისა და რისკის დაზღვევა ხორციელდება მისი შეხედულებისამებრ, თუ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 24🔗 აკრძალვები და შეზღუდვები უცხოური ინვესტიციების მოქმედების სფეროში 24.1. უცხოური ინვესტიციების განხორციელება აკრძალულია ისეთ სფეროებში, როგორც არის: თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფა; ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების დამზადება და რეალიზაცია; ნარკოტიკული, ძლიერმოქმედი და შხამიანი ნივთიერებების შემცველი კულტურების მოყვანა და რეალიზაცია. 24.2. უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს აქვს ხმის უფლების მქონე წილების (აქციების) სულ ცოტა 51%, უფლება აქვს განახორციელოს: გაზის და ნავთობსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადაცემის ხაზების, სახელმწიფო მნიშვნელობის თბოხაზებისა და იმ ობიექტების ექსპლუატაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ ფუნქციონირებას; საავტომობილო გზებისა და რკინიგზის, საქართველოს რესპუბლიკის საზღვაო პორტებისა და აეროპორტების ექსპლუატაცია მათი ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად; ფასიანი ქაღალდების, ფულადი ნიშნების, მონეტებისა და საფოსტო მარკების გამოშვება; ავადმყოფების მკურნალობა, რომლებიც დაავადებული არიან საშიში და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებებით, მათ შორის კანის გადამდები დაავადებებით და ვენერიული სნეულებებით, აგრეთვე ფსიქიკური დაავადებებით აგრესიულ ფორმებში; ცხოველთა მკურნალობა, რომლებიც დაავადებული არიან განსაკუთრებით საშიში დაავადებებით; ნედლეული სპირტის წარმოება. 24.3. თუ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით რომელიმე სახეობის საქმიანობა საჭიროებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ან მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვას (ლიცენზიას) უცხოური ინვესტიციით შექმნილ საწარმოს ასეთი ნებართვის მიღების შემთხვევაში შეუძლია განახორციელოს: სასარგებლო წიაღისეულის საბადოების საძიებო სამუშაოები და ექსპლუატაცია; ყველა სახის განახლებადი და არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე კონტინენტური შელფის რესურსების მოპოვება და ექსპლუატაცია; იარაღის და ფეთქებადი ნივთიერებების დამზადება; შხამიანი ნივთიერებების დამზადება და რეალიზაცია; კაზინოების და სხვა აზარტული თამაშების სახლების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფენ თამაშების და ლატარიის ორგანიზებას; მუშახელის შეკრება და განაწილება და მშრომელთა მიგრაციის საკითხებში საქმიანობა; - საკურორტო მკურნალობა; - უცხოური ინვესტიციის განხორციელება 20-კილომეტრიან სასაზღვრო ზონასა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მითითებული სპეციალურ ზონებსა და ადგილებში. მუხლი 25🔗 ინტელექტუალური საკუთრების უფლება 25.1. უცხოელი ინვესტორის ინტელექტუალური საკუთრების უფლების (ლიტერატურული, სამეცნიერო და მხატვრული ნაწარმოებების საავტორო უფლებების, მათ შორის კომპიუტერული პროგრამების, პატენტების, გამოგონების და სამრეწველო ნიმუშების, „ნოუ-ჰაუ“-ს, კომერციული საიდუმლოების, სასაქონლო და მომსახურების ნიშნების, საფირმო სახელწოდებათა ნიშნების დაცვის და ა. შ.), განხორციელება და დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. 25.2. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო თავის თანამშრომლებთან აფორმებს ხელშეკრულებას ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე, რომელსაც ისინი ქმნიან საწარმოსათვის განსაზღვრული ამოცანის შესრულების შედეგად. 25.3. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას მისი კუთვნილი გამოგონების, სამრეწველო ნიმუშის, სასაქონლო ნიშნის და სხვათა საზღვარგარეთ დაპატენტებაზე, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 26🔗 შრომითი ურთიერთობანი 26.1. საწარმოო და შრომითი ურთიერთობანი, მუშაკთა განთავისუფლება დაქირავება, შრომისა და დასვენების რეჟიმი, შრომის ანაზღაურების პირობები, გარანტიები და კომპენსაციები უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოში რეგულირდება შესაბამისი ხელშეკრულებით. შრომითი ხელშეკრულების პირობებმა არ უნდა გააუარესოს ამ საწარმოების თანამშრომელთა მდგომარეობა იმ პირობებთან შედარებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით. 26.2. იმ მუშაკებზე, რომლებსაც არა აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს რესპუბლიკაში, ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის შრომის სამართლებრივი ნორმები, თუ შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) მონაწილე მხარეებმა, მისი დადების დროს ან შემდგომი ხელშეკრულების საფუძველზე არ აირჩიეს იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც დაარეგულირებს შრომითი ურთიერთობის ცალკეულ ელემენტებს. მხარეების მიერ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლის არჩევა ძალაშია, თუ არჩეული სამართალი არ აუარესებს მშრომელთა მდგომარეობას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებთან შედარებით. უცხოური სამართალი არ გამოიყენება ისეთ საკითხებში, რომელთა მიმართაც მოქმედებს შრომითი ურთიერთობების იმპერატიული ნორმები. 26.3. პროფესიული კავშირების საქმიანობა უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოში ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 27🔗 საწარმოს მუშაკთა სოციალური დაზღვევა და სოციალური უზრუნველყოფა 27.1. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს მუშაკთა სოციალურ, დაზღვევა და მათი სოციალური უზრუნველყოფა (უცხოელი თანამშრომლების საპენსიო უზრუნველყოფის გარდა) რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით. 27.2. უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმო უცხოელ მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფისათვის გადასახადებს გადარიცხავს ვალუტით იმ ქვეყნების შესაბამის ფონდში, სადაც ეს მუშაკები მუდმივად ცხოვრობენ. 27.3. უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოს შეაქვს ანარიცხები ადგილობრივ და უცხოელ მუშაკთა სახელმწიფო სოციალური დაზღვევისათვის, ხოლო ადგილობრივ მუშაკთა საპენსიო უზრუნველყოფისათვის - ანარიცხები, რომლებიც შეესაბამება საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს ან არ არის მასზე ნაკლები. კარი 6 უცხოელი ინვესტორის მიერ ქონებისა და სხვადასხვა სახის ქონებრივი უფლებების შეძენა მუხლი 28🔗 უცხოელ ინვესტორთა მიერ საწარმოთა პაის, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენა 28.1. უცხოელ ინვესტორს უფლება აქვს შეიძინოს პაი (წილი), აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები იმ საწარმოებში, რომლებიც განლაგებულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. საწარმოთა წილი (პაი, აქციები) უცხოელ ინვესტორს შეუძლია შეიძინოს როგორც საქართველოს ეროვნული ფულად ერთეულით, რომელიც მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც მოგება (შემოსავალი) საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული წყაროებიდან, ასევე ნებისმიერი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით. 28.2. ამ მუხლში მითითებული ოპერაციების შესრულებისას ვალუტის კურსი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. 28.3. საფონდო ბირჟაზე უცხოელი ინვესტორების მიერ აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენა რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის კანონით „ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟის შესახებ“ და / ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი 29🔗 ქონებრივი უფლებები მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე ქონებრივი უფლებების მოპოვება (შეძენა) მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის მიწის კანონმდებლობით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მუხლი 30🔗 საკონცესიო ხელშეკრულებები 30.1. საკონცესიო ხელშეკრულებები რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის კანონით „საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“. 30.2. განახლებადი და არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების დამუშავებისა და ათვისების უფლების გადაცემა, სამეურნეო საქმიანობის დაწყება ობიექტების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაა და არ არის გადაცემული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის სრულ სამეურნეო და ოპერატიულ მართვაში, ხორციელდება საკონცესიო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც დებს უცხოელ ინვესტორთან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ან სხვა უფლებამოსილი სამთავრობო ორგანო, საქართველოს რესპუბლიკის საკონცესიო კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად. 30.3. საკონცესიო ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი შეცვლა დაუშვებელია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკონცესიო ხელშეკრულებები შეიცავენ გამონაკლისს საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისაგან, ასეთ შემთხვევაში მათ ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. კარი 7 სამეურნეო კოოპერაციის და სხვა სახის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებებზე (კონტრაქტებზე) დაფუძნებული უცხოური ინვესტიციები მუხლის 31 ხელშეკრულებების (კონტრაქტების) სახეობა ამ კანონის მიხედვით მოცემული კარის დებულებები ვრცელდება ხელშეკრულებებზე (კონტრაქტებზე) სამეურნეო კოოპერაციის და სხვა სახის ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლებიც არ არის დაკავშირებული იურიდიული პირის შექმნასთან, თუ ასეთი ხელშეკრულებები (კონტრაქტები) ითვალისწინებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური ინვესტიციების განხორციელებას იმ ფორმებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-2 მუხლში. მუხლი 32🔗 ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) სამეურნეო საქმიანობის რეგულირება სამეურნეო საქმიანობის მიმართ, რომელიც რეგულირდება ამ კანონის 31-ე მუხლით, გამოიყენება ამ კანონის მე-4 კარის დებულებები, მხარეთა შეთანხმებით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. მხარეები, ამ კანონის 31-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით), ორგანიზებას უკეთებენ ცალკე საბუღალტრო აღრიცხვას და ანგარიშგებას ამ ხელშეკრულებებთან (კონტრაქტებთან) დაკავშირებული ოპერაციების მიხედვით და უფლება აქვთ ანგარიშსწორებისათვის გახსნან საერთო ანგარიში საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ამ ხელშეკრულებების (კონტრაქტების) შესასრულებლად. კარი 8 დავის განხილვა მუხლი 33🔗 დავის განხილვის წესი უცხოელი ინვესტორის მონაწილეობისას 33.1. სახელმწიფოებრივი რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით დავა უცხოელ ინვესტორსა და მის პარტნიორს ან სახელმწიფოს შორის, უცხოური ინვესტიციებისა და უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა საქმიანობის გამო მხარეთა შეთანხმებით, განიხილება საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოებში ან საერთაშორისო სამედიატორო სასამართლოებში. 33.2. რეკვიზიციის შემთხვევაში ან სხვა იძულებითი ღონისძიებების განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის პირობებთან, წესთან და სიდიდესთან დაკავშირებულ საინვესტიციო დავებს დადგენილი წესით წყვეტს სასამართლო, თუ გადაწყვეტის სხვაგვარი წესი არ არის გათვალისწინებული ინვესტორის სახელმწიფოსა და საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებით. 33.3. ყველა სახის დავა, რომელიც არ არის მითითებული ამ მუხლში, განიხილება სასამართლოში ან მხარეთა მოლაპარაკებით - სამედიატორო სასამართლოში (მათ შორის საზღვარგარეთაც). საქართველოს პარალამენტის  თავმჯდომარე სახელმწიფო მეთაური                                                   ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი                         ვახტანგ გოგუაძე. თბილისი, 1995 წლის 30 ივნისი.