კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2022
ძალაში შესვლა 10.11.2022
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 0 | პასუხი გაცემული არ არის ან/და პასუხი მცდარია |
| 1 | პასუხი არადამაკმაყოფილებელია – კანდიდატს გააჩნია საკითხის ზედაპირული ცოდნა, კომპეტენციის დემონსტრირებას ვერ ახორციელებს. |
| 2 | ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი – კანდიდატს გააჩნია საკითხის ფრაგმენტული ცოდნა, კომპეტენციის დემონსტრირების შეზღუდული უნარი |
| 3 | სრულად დამაკმაყოფილებელია – კანდიდატს გააჩნია საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა, კომპეტენციის სრულყოფილი დემონსტრირების უნარი |
| სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მ.შ. ივანე აბაშიძე | სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მ.შ. |
| ქულა | კანდიდატის ცოდნა, დემონსტრირების უნარი და კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 01.11.2012
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული სერტიფიცირების გამარტივებული წესის დამტკიცების შესახებ მატარებლის მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის, გემის ხარატ-შემდუღებლის მომზადების პროგრამის აღიარებისა და გემის ხარატ-შემდუღებლის სერტიფიცირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა
მინისტრო
ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №29
2022 წლის 7 ოქტომბერი
ქ. ბათუმი
კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი“.
მუხლი 2🔗
წესის მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3🔗
ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 1 ნოემბრის №026 ბრძანება „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 10 ნოემბრიდან.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მ.შ.ივანე აბაშიძე
კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესი (შემდეგში – წესი) შემუშავებულია „მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ეს წესი განსაზღვრავს კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს.
3. ამ წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდეგში – კონვენცია), ცვლილებათა გათვალისწინებით, განსაზღვრული მნიშვნელობით.
4. ამ წესების მიზნებისთვის, ტერმინი „კვალიფიკაციის სერტიფიკატი“ ნიშნავს „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კვალიფიკაციის სერტიფიკატებს.
5. ამ წესების მიზნებისთვის, ტერმინი „სხვა სერტიფიკატი“ ნიშნავს „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიკატებს.
მუხლი 2🔗. გამოცდის მიზანი
გამოცდის მიზანია გამოცდის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ასევე გამოავლინოს, თუ რამდენად შეესაბამება კომპეტენციის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლების მსურველი პირის ცოდნა და კომპეტენცია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მეზღვაურისათვის წაყენებულ მოთხოვნებს.
თავი II
გამოცდის ფორმა
მუხლი 3🔗. გამოცდის ჩატარების ფორმა
1. მეზღვაურის გამოცდა ტარდება ტესტური გამოცდის და ზეპირი გამოცდის ფორმით, ორ ეტაპად, ტესტირება და ზეპირი გამოცდა წარმოადგენს ერთიან გამოცდას, რომლის პირველი ეტაპი არის ტესტირება, ხოლო მეორე, ზეპირი გამოცდა.
2. გამოცდის ჩაბარების მსურველი მეზღვაური (შემდეგში – მეზღვაური), რომელსაც სურს რანგის ამაღლება კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის, მეორე მექანიკოსის, სავახტო თანაშემწის, სავახტო მექნიკოსის ან ელექტროტექნიკოს ოფიცრის თანამდებობაზე გამოცდას აბარებს ტესტირებისა და ზეპირი გამოცდის ფორმით.
3. მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა, გამოცდას აბარებს მხოლოდ ტესტირების ფორმით.
4. მეზღვაური, რომელსაც სურს კომპეტენციის სერტიფიკატის განახლება და განაცხადის შემოტანამდე არ გააჩნია სულ მცირე 12-თვიანი ნაოსნობის სტაჟი წინა 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ან 3-თვიანი ნაოსნობის სტაჟი წინა 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გამოცდას აბარებს ტესტირებისა და ზეპირი გამოცდის ფორმით.
5. მეზღვაური, რომელსაც სურს იმავე რანგის კვალიფიკაციის ან სხვა სერტიფიკატის მიღება, გააჩნია წინა 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ნაოსნობის 12-თვიანი ნაოსნობის სტაჟი ან 3-თვიანი ნაოსნობის სტაჟი წინა 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობით სხვა მოთხოვნები არ არის გათვალისწინებული, კვალიფიკაციის/სხვა სერტიფიკატს აიღებს ამ წესით განსაზღვრული გამოცდის ჩაბარების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდას აბარებს ტესტირების ფორმით.
6. მეზღვაურთა საგამოცდო პროცესს ორგანიზებას უწევს სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის მეზღვაურთა სერტიფიცირების სამმართველო.
მუხლი 4🔗. გამოცდის ჩატარების ენა
1. ტესტური და ზეპირი გამოცდა ტარდება ინგლისურ ენაზე.
2. იმ პირისთვის, რომელსაც სურს მიიღოს სანაპირო ნაოსნობაში ჩართულ გემზე მუშაობისათვის აუცილებელი კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი, ზეპირი გამოცდა შესაძლოა ჩატარდეს ქართულ ენაზე.
მუხლი 5🔗. გამოცდის
ჩაბარების
უფლების
მქონე
პირები
კომპეტენციის, კვალიფიკაციის ან/და სხვა სერტიფიკატის მიღების ან მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ შემდეგ პირობებს:
ა) აქვს შესაბამისი განათლება;
ბ) არის შესაბამისი ასაკის;
გ) აქვს შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი;
დ) აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და მომზადება, საქართველოს კანონმდებლობის და კონვენციის შესაბამისად.
მუხლი
6🔗. გამოცდაზე
დასაშვებად
წარსადგენი
საბუთები
1. გამოცდაზე დასაშვებად მეზღვაურმა სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო) უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, დედნის წარდგენით;
გ) მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი, დედნის წარდგენით;
დ) ბიომეტრიული ფერადი ფოტოსურათი ზომით 30X40 მმ დაბეჭდილი ან/და ელექტრონული სახით;
ე) სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მოქალაქის პასპორტის ასლი, დედნის წარდგენით;
ზ) მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის ასლი;
თ) სავალდებულო წვრთნისა და მომზადების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატების ასლები, დედნის წარდგენით;
ი) უკვე მიღებული კომპეტენციის ან კვალიფიკაციის სერტიფიკატების ასლები, დედნის წარდგენით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვალიფიკაციის სერტიფიკატების ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელია პირის მე-2 და ყოველ მომდევნო გამოცდაში მონაწილეობის შემთხვევაში.
4. გამოცდის მე-2 ან ყოველი მომდევნო ჩაბარებისას პირი ვალდებულია სააგენტოში წარმოადგინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
თავი III
ტესტური გამოცდა
მუხლი 7🔗. ტესტირების ჩატარებისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, ტესტირების ხანგრძლივობა და შეფასების კრიტერიუმები
1. ტესტური გამოცდა ტარდება კომპიუტერული ტესტის ინტერნეტ ვერსიის საშუალებით.
2. მეზღვაურთა ცოდნის შეფასებისათვის ტესტირების დადებითად ჩაბარების პროცენტული ზღვარი (ქულა) განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) კაპიტანი, უფროსი მექანიკოსი – 80%;
ბ) კაპიტნის უფროსი თანაშემწე, მეორე მექანიკოსი – 75%;
გ) ექსპლუატაციის დონის მეზღვაურებისათვის – 70%;
დ) დამხმარე დონის მეზღვაურებისათვის – 60%.
3. ტესტირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 120 წუთით.
4. მეზღვაურთა ტესტირების შედეგები იბეჭდება მეზღვაურთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ბლანკზე (დანართი №1). სერტიფიკატის ბლანკის აღწერილობა და დამცავი ნიშნები დამტკიცებულია დანართ №2-ით.
5. ტესტირების შედეგები მეზღვაურს ეცნობება ტესტირების დასრულებისთანავე, რასაც ადასტურებს ტესტირების გავლის დამადასტურებელ ბლანკზე ხელმოწერით.
მუხლი 8🔗. კომპიუტერული ტესტის კითხვათა ბაზის ფორმირება, მათი განახლება და ვალიდაცია
1. სააგენტო მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კომპიუტერული ტესტის კითხვათა ბაზის განახლებას და ვალიდაციას.
2. კომპიუტერული ტესტის კითხვათა ბაზის განახლება ხორციელდება ჩატარებული ტესტირების ანალიზის საფუძველზე. ანალიზის მეშვეობით დგინდება კითხვის სირთულე, რის შედეგადაც არარელევანტული/მოძველებული კითხვა იცვლება ახალი კითხვით.
3. კითხვის სირთულე განისაზღვრება შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული ტესტური გამოცდის პროცესში, საკითხის გამოყენების სიხშირისა და მასზე გაცემული სწორი პასუხის რაოდენობის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში განსაახლებელი კითხვის სწორი პასუხების რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 80%-ს.
4. კითხვათა ბაზის განახლება/ვალიდაციის პროცესში უფლებამოსილი პირები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით. კითხვათა ბაზის განახლება/ვალიდაციის პროცესში შესაძლოა მოწვეულ იქნეს შესაბამისი დარგის ექსპერტი.
5. კითხვათა ბაზის განახლების პროცესში უფლებამოსილი პირები ასევე უზრუნველყოფენ კითხვების რელევანტურობისა და დარგში მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას.
6. კითხვათა ბაზის ვალიდაციის შედეგები აისახება სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის მიერ, წარმოებულ შესაბამის ოქმში.
7. კითხვათა ბაზის კონფიდენციალურობაზე, სისრულესა და დაცულობაზე პასუხისმგებელია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირები.
თავი IV
ზეპირი გამოცდა
მუხლი 9🔗. ზეპირი საგამოცდო კომისია
1. ზეპირი გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ.
2. ზეპირ გამოცდას ატარებს ზეპირი საგამოცდო კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
3. ზეპირი საგამოცდო კომისიის მუშაობაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს მოწვეულმა ექსპერტმა.
4. ექსპერტად მოწვეულ პირს უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება კაპიტნის ან უფროსი მექანიკოსის რანგში.
5. ექსპერტად მოწვეულ პირს უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება უფროსი თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის რანგში. აღნიშნულ შემთხვევაში, მოწვეულ ექსპერტს უფლება ეძლევა ზეპირი გამოცდა ჩაუტაროს მეზღვაურს, რომელსაც სურს რანგის ამაღლება: ექსპლუატაციის დონის თანამდებობაზე, უფროსი თანაშემწისა და მეორე მექანიკოსის თანამდებობაზე.
6. ზეპირი საგამოცდო კომისია თავის საქმიანობას წარმართავს და გადაწყვეტილებას იღებს „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონმდებლობის და ამ ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესაბამისად.
7. ზეპირი საგამოცდო კომისია:
ა) უზრუნველყოფს მეზღვაურის ცოდნის შემოწმებას ამ ბრძანებით დამტკიცებული ზეპირი გამოცდის რანგის მოდულებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
ბ) ითვალისწინებს იმ შეზღუდვებს, რომლებიც მითითებულია მეზღვაურის განაცხადში (ნაოსნობის რაიონი, გემის ტონაჟი ან სიმძლავრე და სხვა);
გ) საჭიროების შემთხვევაში, მეზღვაურის კომპეტენციის დასადგენად იყენებს დამხმარე ნახაზებს, დიაგრამებს, ხელსაწყოებს, პუბლიკაციებს, ვიდეომასალებს და სხვა. აგრეთვე, უფლებამოსილია კანდიდატისგან მოითხოვოს პასუხები დიაგრამული ფორმით, ან შეავსოს მარტივი გამოთვლები, რომელიც აუცილებელია კანდიდატის კომპეტენციის შესამოწმებლად მართვის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების ასპექტებში და რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის კომპეტენციასთან.
8. ზეპირი საგამოცდო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 2 (ორი) წევრით.
9. ზეპირი საგამოცდო კომისიის წევრები ვალდებული არიან დაესწრონ ზეპირი გამოცდის სრულ პროცესს.
10. ზეპირი საგამოცდო კომისიის წევრების ინფორმირებას ზეპირი გამოცდის ჩანიშვნისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების თაობაზე ახორციელებს ზეპირი საგამოცდო კომისიის მდივანი.
მუხლი 10🔗.
ზეპირი გამოცდის რანგის მოდულები, ხანგრძლივობა და შეფასების კრიტერიუმები
1. კანდიდატი ზეპირი გამოცდის პროცესში ფასდება შესაბამისი რანგის მოდულში გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6, დანართი №7, დანართი №8, დანართი №9 და დანართი №10.
2. რანგის მოდული იყოფა „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით (STCW) განსაზღვრული კომპეტენციის მოთხოვნათა შესაბამისად, რათა სრულად იქნეს შეფასებული კანდიდატის ცოდნა და გამოცდილება შესაბამისი კომპეტენციის მიმართ.
3. ზეპირი გამოცდის რანგის მოდულებია:
ა) კაპიტანი და უფროსი თანაშემწე 500 საერთო ტევადობა და ნაკლები;
ბ) კაპიტანი და უფროსი თანაშემწე 500 საერთო ტევადობა და მეტი;
გ) უფროსი მექანიკოსი 3000 KWდა მეტი;
დ) მეორე მექანიკოსი 3000 KW და მეტი;
ე) უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი 750KW-დან 3000 KW-მდე;
ვ) მორიგე თანაშემწე;
ზ) სავახტო მექანიკოსი;
თ) ელექტროტექნიკოს ოფიცერი/ ელექტროტექნიკოსი რიგითი.
4. კანდიდატის კომპეტენციის შესაფასებლად არჩეული საკითხი რელევანტური უნდა იყოს იმ პოზიციისათვის, რომელზეც ხორციელდება კანდიდატის სერტიფიცირება.
5. ზეპირი გამოცდის პროცესში, მეზღვაურმა:
ა) უნდა იცოდეს დასმული კითხვის თეორიული ნაწილი და შეეძლოს თემის დეტალური აღწერა, თეორიული საფუძვლების და კონკრეტული მაგალითების გამოყენებით;
ბ) უნდა შეძლოს საგნის აღმწერი ესკიზების, ნახაზების და სქემების წაკითხვა და მომზადება;
გ) უნდა გამოავლინოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
დ) უნდა შეძლოს სხვადასხვა წყაროებით და გაზომვებით მიღებული შედეგების ინტერპრეტირება და აუცილებლობისას მიიღოს მაკორექტირებელი ზომები.
6. მეზღვაურის შეფასების დროს მოწმდება მისი ცოდნა, გამოცდილება და ცოდნის ცალკეული ელემენტების ლოგიკური და ფართოდ გამოყენების უნარი. რანგის მოდულში გათვალისწინებული საკითხები ფასდება შეფასების კრიტერიუმებით, რომელსაც კომისიის წევრი იყენებს მეზღვაურის ინდივიდუალური შეფასების დროს. მეზღვაურის ინდივიდუალური შეფასების ფურცელში, კომპეტენციის მოდულის მიხედვით, კანდიდატის მაქსიმალური შეფასება, თითოეული კომპეტენციის შესაბამისად არის 3 ქულა. შეფასების კრიტერიუმები წარმოდგენილია შემდეგ სახით:
ქულა
კანდიდატის ცოდნა, დემონსტრირების უნარი და კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმი
0
პასუხი გაცემული არ არის ან/და პასუხი მცდარია
1
პასუხი არადამაკმაყოფილებელია – კანდიდატს გააჩნია საკითხის ზედაპირული ცოდნა, კომპეტენციის დემონსტრირებას ვერ ახორციელებს.
2
ნაწილობრივ დამაკმაყოფილებელი – კანდიდატს გააჩნია საკითხის ფრაგმენტული ცოდნა, კომპეტენციის დემონსტრირების შეზღუდული უნარი
3
სრულად დამაკმაყოფილებელია – კანდიდატს გააჩნია საკითხების ღრმა და სისტემური ცოდნა, კომპეტენციის სრულყოფილი დემონსტრირების უნარი
7. კანდიდატის მიმართ დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი შეადგენს მაქსიმალური შეწონილი ქულის 70 %-ს – ექსპლუატაციის დონისთვის, 80 %-ს – მართვის დონისთვის.
8. ზეპირი გამოცდის შედეგად კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, თუ მეზღვაურის მიერ ჩაბარებული რომელიმე ერთი კომპეტენცია საერთო შეწონოლი ქულით ფასდება 0-ით, მეზღვაურს ზეპირი გამოცდა არ ეთვლება ჩაბარებულად.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მეზღვაურის განმეორებითი ზეპირი გამოცდა ტარდება იმ კომპეტენციების გარშემო, რომლის შეფასება იყო ნული. განმეორებითი გამოცდა ითვლება ჩაბარებულად, თუ აღნიშნულ კომპეტენციაში მეზღვაური მიიღებს ნულზე მეტ შეფასებას.
10. ზეპირი გამოცდის შედეგად, თუ მეზღვაური ვერ გადალახავს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ზეპირ გამოცდას აბარებს განმეორებით.
11. ზეპირი გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 60 წუთით. საჭიროების შემთხვევაში კომისია, წევრთა ხმათა უმრავლესობით, უფლებამოსილია გაზარდოს ზეპირი გამოცდის დრო გონივრული ვადით.
12. ზეპირი საგამოცდო კომისიის წევრი მეზღვაურის კომპეტენციის შეფასებას ახორციელებს ინდივიდუალურად, მეზღვაურის ზეპირი გამოცდის ინდივიდუალური შეფასების ფურცელში, რომელიც დამტკიცებულია №11-№26 დანართებით. ზეპირი გამოცდის პროცესში ინდივიდუალური შეფასების ფურცელთან ერთად გამოიყენება შესაბამისი კომპეტენციის დადასტურებისთვის შემუშავებული რანგის მოდული.
13. მეზღვაურის კომპეტენციის საბოლოო შეფასება აისახება მეზღვაურთა ზეპირი გამოცდის შემაჯამებელ ოქმში მდივნის მიერ, ოქმის ფორმა დამტკიცებულია დანართი №27-ით.
14. მეზღვაურს შედეგი ეცნობება ზეპირი გამოცდის დასრულების შემდეგ, რომელსაც ადასტურებს გაცნობის ფურცელზე ხელმოწერით. აღნიშნული ფორმა დამტკიცებულია დანართი №28-ით.
მუხლი 11🔗. გამოცდის
ჩაბარება
განმეორებით
1. მეზღვაური გამოცდაზე შესაძლოა დაშვებულ იქნეს სულ ექვსჯერ, თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში. თუ მეზღვაური ექვსი მცდელობიდან ვერც ერთხელ ვერ ჩააბარებს ტესტირებას ან/და ზეპირ გამოცდას, – გამოცდაზე გასვლის უფლება შეუწყდება 1 (ერთი) წლის ვადით, ბოლო გამოცდის დღიდან.
2. ნებისმირ მეზღვაურს უფლება აქვს, მოითხოვოს სერტიფიკატის მიღება იმავე რანგის კომპეტენციისათვის, თუ იგი ვერ ჩააბარებს გამოცდას უფრო მაღალი რანგის კომპეტენციის მისაღებად. თუ იმავე რანგის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს გამოცდის ჩაბარებას, ამ შემთხვევაში მეზღვაურის მიერ გამოცდების ჩაბარების მცდელობები ჩაითვლება ამ მუხლის პირველ პუნქტში გასაზღვრული რაოდენობის მიხედვით ჩაბარებულ გამოცდებად.
3. პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა ტესტირების ეტაპი და ვერ გაიარა ზეპირი გამოცდა, მე-3 მუხლის შესაბამისად დაშვებულ ყოველ შემდგომ გამოცდაზე იგი მხოლოდ ზეპირ გამოცდას გაივლის.
4. თუ მეზღვაური ვერ გაივლის განმეორებით ზეპირ გამოცდას, მას შეუძლია შემდეგი ზეპირი გამოცდის გავლა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.
5. თუ მეზღვაური საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება ზეპირ გამოცდაზე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს 1 დღით ადრე, გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზის მითითებით.
6. არასაპატიო მიზეზით ზეპირ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მეზღვაურს ზეპირ გამოცდაზე გამოსვლის უფლება ეძლევა 2 კვირის შემდეგ.
თავი V
საპრეტენზიო კომისია
მუხლი 12🔗. საპრეტენზიო კომისია
1. ტესტური გამოცდის ან/და ზეპირი გამოცდის შემდეგ, შეფასებით უკმაყოფილო მეზღვაური უფლებამოსილია, განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით.
2. პრეტენზია მიიღება ტესტური გამოცდის ან/და ზეპირი გამოცდის შედეგების შეფასების დღეს.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა და რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა.
4. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
5. თუ მეზღვაური ასაჩივრებს ტესტირების შედეგს, ხოლო ტესტირების შედეგების ხელმეორედ შეფასებისას საპრეტენზიო კომისია დაადგენს, რომ კანდიდატმა დააკმაყოფილა ტესტის ჩასაბარებლად წინამდებარე წესით დადგენილი ზღვარი, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატი დაიშვება ზეპირ გამოცდაზე.
6. თუ მეზღვაური ასაჩივრებს ზეპირი გამოცდის შედეგებს, ხოლო საპრეტენზიო კომისია დაადგენს, რომ კანდიდატის შეფასება განხორციელდა არასწორად, კომისიის გადაწყვეტილებით ზეპირი საგამოცდო კომისია ნიშნავს ხელმეორე ზეპირ გამოცდას.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება აისახება შესაბამის ოქმში.
8. საპრეტენზიო კომისიის შეფასების ხელმეორედ გასაჩივრება დაუშვებელია.
9. გამოცდის შედეგების გასაჩივრება წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
თავი VI
ზეპირი საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის ოქმები/შეფასების ფურცელი
მუხლი 13🔗
შემაჯამებელი ოქმი და საპრეტენზიო კომისიის სხდომის ოქმები ინახება სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის მეზღვაურთა სერტიფიცირების სამმართველოში. ინდივიდულუარი შეფასების ფურცელი და შედეგის გაცნობის ფურცელი ინახება მეზღვაურის პირად საქმეში.
თავი VII
გამოცდაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა გამოცდის მიმდინარეობაზე
მუხლი 14🔗. გამოცდაზე გამოცხადების წესი
1. გამოცდა ტარდება სააგენტოს შენობაში გამოცდისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
2. მეზღვაურმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტის გარეშე გამოცხადებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
მუხლი 15🔗. მეთვალყურეობა
გამოცდის
ჩატარებაზე
1. გამოცდის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობა ხორციელდება საგამოცდო ოთახში დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით, ხოლო ტესტირების გამოცდა, ასევე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობით.
2. ზეპირი გამოცდის აუდიოვიდეო ჩანაწერების არქივირება ხდება არანაკლებ თვეში ერთხელ DVD ფორმატის დისკზე და ინახება 5 წლის ვადით.