„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.918
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №629
2003 წლის 30 ივნისის
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 783) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას, აკონტროლებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყოფებში, საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;”;
2. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს;
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
1. საერთო სამსახურის მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
2. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.”;
4. მე-11 მუხლის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება.”;
5. მე-12 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:
„უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას, ახორციელებს კონტროლს მათ სწორ ექსპლოატაციაზე, უზრუნველყოფს საწვავ-საცხები მასალების განაწილებას არსებული ლიმიტის მიხედვით და აწესებს კონტროლს მის ეკონომიურად ხარჯვაზე, ამორტიზებული სატრანსპორტო საშუალებების ამოწერის მიზნით ამზადებს სათანადო საბუთებს.”;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას დეპარტამენტსა და დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში;
ბ) ამოწმებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგებს დაწესებულებებსა და წარმოებებში, ატარებს ღონისძიებებს მატერიალური ფასეულობების დაცულობის უზრუნველსაყოფად;
გ) კრებს, აანალიზებს და ზემდგომ ინსტანციებში წარადგენს საფინანსო, საბუღალტრო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
დ) ამზადებს მიმოხილვით წერილებს, იხილავს საფინანსო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებულ საჩივრებსა და განცხადებებს.”.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №629. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.11.106.005.918.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საერთო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №721 ბრძანებაში ცვლილებებისადა დამატების შეტანის თაობაზე, №629, 30.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.918 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55864/