შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2022
ძალაში შესვლა 01.10.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №192/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016697
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კამბოჯის სამეფოს მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი / ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა და ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა,
სურთ რა გაამარტივონ თავიანთი ქვეყნების მოქალაქეთა მოგზაურობა ორივე მხარის ტერიტორიაზე, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და ოფიციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, რომლებიც ძალაშია სულ მცირე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, იმყოფებოდნენ და დატოვონ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორია, არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა ნებისმიერ 180 (ას ოთხმოცი)-დღიან პერიოდში.
მუხლი 2🔗
1. თითოეული მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების, რომელიც ძალაშია სულ მცირე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, მფლობელი მოქალაქეები, რომლებიც დანიშნულნი არიან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისთვის საჭიროებენ ვიზას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, რომლებიც ძალაშია სულ მცირე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.
3. (1) და (2) პუნქტებში მითითებულმა პირებმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის თარიღიდან 30(ოცდაათი) დღის განმავლობაში უნდა მიიღონ შესაბამისი აკრედიტაცია.
4. თითოეული მხარე (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცემს შესაბამის აკრედიტაციას 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
მუხლი 3🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, რომლებიც ძალაშია სულ მცირე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, აქვთ უფლება შევიდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტრანზიტით გაიარონ ან დატოვონ ეს ტერიტორია მგზავრთა საერთაშორისო გადაადგილებისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
მუხლი 4🔗
თითოეული მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სამსახურებრივ/ოფიციალურ პასპორტებს, რომლებიც ძალაშია სულ მცირე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ იქ მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 5🔗
წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს არცერთი მხარის უფლებას, უარი უთხრას მის ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ არასასურველად.
მუხლი 6🔗
1. მხარეები დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან მათი დიპლომატიური და სამსახურებრივ/ოფიციალური პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს მიაწვდიან მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე არანაკლებ ოცდაათი (30) დღით ადრე.
მუხლი 7🔗
1. თითოეულ მხარეს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების ამგვარი შეჩერების და მისი შემდგომი გაუქმების შესახებ მეორე მხარეს დაუყოვნებლივ, წინასწარ უნდა ეცნობოს დიპლომატიური არხების საშუალებით.
მუხლი 8🔗
თუ მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ადგენს უკეთეს პირობებს, ვიდრე დადგენილია წინამდებარე შეთანხმებით, გამოყენებული იქნება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.
მუხლი 9🔗
წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით.
მუხლი 10🔗
1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლითაც მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
3. წინამდებარე შეთანხმებაში მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული დოკუმენტები შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
ზემოაღნიშნულის დასტურად, შესაბამისი მთავრობების მიერ უფლაბამოსილნი ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია 2022 წლის 31 მაისს ქ.კუალა ლუმპურში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ლაოსურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)