„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №726 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№631
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.920
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 30/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.920

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №631

2003 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №726 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

    მუხლი 1.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №726 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 787) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კადრების განყოფილების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლში სიტყვა „ბრძანებით“ შეიცვალოს სიტყვით „ბრძანებებით“;

2. მე-4 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და ნომენკლატურის ფარგლებში აღნიშნული მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ი“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და ამ კუთხით ინსპექტირების განხორციელება;“.

3. მე-7 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„–მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, გადაადგილების, დათხოვნის, დასჯა-წახალისებისა და სპეციალურ წოდებათა მინიჭების თაობაზე ბრძანებებს ნომენკლატურის შესაბამისად;~;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„–ნომენკლატურის ფარგლებში უმცროსი და მორიგი საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭებისათვის ინსპექტორთა მიერ წარმოდგენილ წარდგინებებს დაწესებულებებიდან წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად და სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტში წარსადგენად ამზადებს მოსამსახურეთა წახალისების მიზნით სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების მასალებს;“.

4. მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს;

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11.

1. განყოფილების მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

2. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12.

განყოფილების მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების უფროსის წინაშე.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი