⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.12.1996)
გაუქმებულია:

„უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მიღების თარიღი 14.05.1996
ძალის დაკარგვა 11.12.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 13, 28/06/1996
matsne.gov.ge 281 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.1996 მიღება
11.12.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტი ადგენს: „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 30 ივნისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წ., № 27-30, მუხ. 654) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. ამოღებულ იქნეს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი. 2. კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14.1. იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს უცხოური ინვესტიცია, რომლის ღირებულება არის 100.000 (ასი ათასი) აშშ დოლარზე მეტი, საჭიროა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ლიცენზია“. 3. კანონის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15🔗. უცხოური ინვესტიციების სააგენტო 15.1. უცხოური ინვესტიციების სახელმწიფოებრივ ლიცენზირებასა და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს უცხოური ინვესტიციების სააგენტო. 15.2. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი. 15.3. სააგენტოს დებულებას, რომელიც განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებს, უცხოური ინვესტიციების ლიცენზირების წესსა და ფორმას, აგრეთვე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯების მოცულობას, ამტკიცებს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი. 15.4. სააგენტო უფლებამოსილია: აღრიცხოს ყველა უცხოური ინვესტიცია საქართველოში; გამოაქვეყნოს და გაავრცელოს ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც რეგულირდება ამ კანონით და ეხება საქართველო უცხოელი ინვესტორისათვის ნებისმიერ სასურველ საინვესტიციო შესაძლებლობას; გამოაქვეყნოს უცხოური ინვესტიციის ლიცენზიის განცხადების ფორმა, პირობები და ხარჯები, რაც დაკავშირებულია ასეთი ლიცენზიის წარდგენასა და მიღებასთან; შეაჩეროს და დანიშნოს ის კონსულტანტები, ტექნიკური და სამუშაო პერსონალი, რომლებიც აუცილებელია სააგენტოს ფუნქციების განსახორციელებლად: საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტ-სპეციალისტები“. 4. კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16.4. თუ სააგენტო აღნიშნულ ვადაში ვერ გასცემს პასუხს, გადაწყვეტილებას იღებს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს კოლეგია მისთვის საკითხის დაყენებიდან 30 დღეში“. 5. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინვესტიციის მიმღები ობიექტის მფლობელთან დადებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) ასლს“. ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მე-7 აბზაცი. საქართველოს პრეზიდენტი                               ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1996 წლის 14 მაისი. №213-IIს