„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№633
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.922
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 65, 30/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.922

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №633

2003 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,      ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 788) დამტკიცებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9.

1. ინსპექციის მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება დეპარტამენტის საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

2. ინსპექციის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. ინსპექციის მოსამსახურეები ასრულებენ მოქმედი კანონმდებლობითა და ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.”.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.”;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვა „განყოფილებების” შეიცვალოს სიტყვებით „ინსპექციის მოსამსახურეთა;”.

3. მე-12 და მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. თავი VII ამოღებულ იქნეს.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15.

წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.”.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2003.
როდის იქნა მიღებული „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.06.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №633. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.11.106.005.922.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №727 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №633, 30.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.922 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55888/