„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №68 |
|
2022 წლის 12 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებით (ვებგვერდი, 19/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.22.026.016381) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველო; ბ) ცენტრალური რეგისტრის სამმართველო; გ) კომუნიკაციების უსაფრთხოების განყოფილება (NCSA); დ) კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების განყოფილება (NDA); ე) უსაფრთხოების აკრედიტაციის განყოფილება (SAA).“. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კომუნიკაციების უსაფრთხოების განყოფილების (NCSA) კომპეტენციაა: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გადამცემი და დამამუშავებელი საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) უსაფრთხო საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების განსაზღვრა, დაცვის მექანიზმების კონფიგურაციის შერჩევა, ფუნქციონირება და შენარჩუნება, დაგეგმვის პროცესიდან სისტემის გაუქმებამდე სრული სიცოცხლის ციკლის განმავლობაში; გ) უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვა, უსაფრთხო ქსელებისა და სისტემების ტექნიკური ასპექტების ჩამოყალიბება, მოწყობა და იმპლემენტაცია, მათი პროგრამული უზრუნველყოფა, სისტემების მართვა და კონტროლი, უსაფრთხო ქსელების და სისტემების შექმნა და ერთიანი სისტემების ადმინისტრირება; დ) კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეფასება, შერჩევა, დამტკიცება, კონტროლის წესების და პროცედურების უზრუნველყოფა, ასევე ტექნიკური ინფორმაციის კონტროლი; ე) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, კონტრზომების განსაზღვრა, მათი სისტემაში დანერგვა და წინადადებების შემუშავება ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვის მიზნით; ვ) ტემპესტ (TEMPEST) ტესტირების უზრუნველყოფა და შესაბამისი პროცედურების დანერგვა; ზ) ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემის საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების რეგულარული ინსპექტირება/მონიტორინგი.“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების განყოფილების (NDA) კომპეტენციაა: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისთვის გამოყენებული კრიპტოგრაფიული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში ნატოს კრიპტოგრაფიული მასალის დისტრიბუციის უზრუნველყოფა; გ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კრიპტოგრაფიული სისტემების და კრიპტოგრაფიული მასალის მართვა, სრული აღრიცხვა, უსაფრთხო მოხმარება, შენახვა და განადგურებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება; დ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების ინსპექტირება/მონიტორინგი; ე) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და წინადადებების შემუშავება ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენებისა და წვდომისაგან, აგრეთვე განადგურებისა და ცვლილებისაგან დაცვის მიზნით; ვ) საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების ერთიან სისტემაში კრიპტოგრაფიულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების ჩამოყალიბება/განხორციელება. 7. უსაფრთხოების აკრედიტაციის განყოფილების (SAA) კომპეტენციაა: ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავებისათვის გამოყენებული უსაფრთხო სისტემების აკრედიტაცია და რე-აკრედიტაცია; ბ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავებისათვის გამოყენებული უსაფრთხო სისტემების აკრედიტაციისთვის უსაფრთხოების გეგმების შემუშავება; გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონსულტაციების გაწევა როგორც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამამუშავებელი სისტემების დანერგვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულებისთვის, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შესაბამისი წარმომადგენლებისთვის; დ) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აუდიტი, ინსპექტირება და მონიტორიგი; ე) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების იდენტიფიცირებული რისკებისა და საფრთხეების, ასევე კონტრზომებისა და უსაფრთხოების აკრედიტაციისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის განხილვა; ვ) საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სისტემის განვითარება და მართვა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 3 იანვრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.10.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.10.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.026.017024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.10.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 17 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №68, 12.10.2022, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.017024 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.10.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5588839/