საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.10.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017025
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.10.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 25 ივლისის №158 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№69
2022 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
,,სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ფ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემბლემები (დანართი №1);
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროშები (დანართი №2);
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დროშები და ემბლემები (დანართი №3).
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისთვის ფერის კოდები განსაზღვრულია №4 დანართით.
მუხლი 2🔗
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებსა ან მათ სტრუქტურულ ერთეულებზე, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების მიკუთვნების საკითხი, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 21 დეკემბრის №46 ბრძანება.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე