საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „მოქალაქეთათვის ხანგრძლივი მოხმარების საგნების კრედიტით (განვადებით) მიყიდვის წესები“
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 19.12.1996
ძალის დაკარგვა 25.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №124/63
სარეგისტრაციო კოდი 000000160.01(2).000.000205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა | საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი კ. ზალდასტანიშვილი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „მოქალაქეთათვის ხანგრძლივი მოხმარების საგნების კრედიტით (განვადებით) მიყიდვის წესები“
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს
ერთობლივი ბრძანება №124/63
1996 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის № 596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „მოქალაქეთათვის ხანგრძლივი მოხმარების საგნების კრედიტით (განვადებით) მიყიდვის წესები“
1.1. წინამდებარე წესები არეგულირებენ მოქალაქეთათვის ხანგრძლივი მოხმარების საქონლის კრედიტით (გადახდის გადავადებით) მიყიდვის წესს საცალო ვაჭრობის საწარმოში, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.
ხანგრძლივი მოხმარების საქონელს მიეკუთვნება არასასურსათო საქონელი, რომელთაც გააჩნიათ მოხმარების (ვარგისიანობის) ხანგრძლივი ვადები.
ჩამონათვალი ხანგრძლივი მოხმარების საქონლისა, რომელიც რეკომენდებულია მოქალაქეთათვის კრედიტით მისაყიდად, დგინდება სავაჭრო საწარმოთა მიერ.
1.2. საქონლის კრედიტით მიყიდვა ნებაყოფლობითია და წარმოებს:
საცალო ვაჭრობის საწარმოებში, რომლებიც მიეკუთვნება მოქალაქეთა, იურიდიულ პირთა, საზოგადოებრივ გაერთიანებათა (ორგანიზაციათა), ერთობლივ საწარმოთა, უცხოელ მოქალაქეთა, უცხოელ იურიდიულ პირთა საკუთრებას, მათი წესდებისა და მათზე გაცემული ლიცენზიების მიხედვით.
საცალო ვაჭრობის საწარმოებში, რომლებიც მიეკუთვნება სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებას.
1.3. საქონლის კრედიტით გაყიდვა მოქალაქეებზე წარმოებს ქალაქის ან სხვა დასახლებული პუნქტების სავაჭრო ობიექტებში, სადაც ისინი მუდმივად მუშაობენ, სწავლობენ ან მუდმივად ცხოვრობენ, ორგანიზაციის ადგილმდებარეობის მიუხედავად, რომელიც მათ უხდის ხელფასს (გამომუშავებულ თანხას, სტიპენდიას).
1.4. საქონლის გაყიდვა წარმოების ფასებით, რომლებიც მოქმედებენ გაყიდვის დღეს. ფასების შემდგომი ცვლილება კრედიტით გაყიდულ საქონელზე არ ექვემდებარება გადაანგარიშებას.
1.5. მყიდველს, რომელიც ყიდულობს საქონელს კრედიტით, გააჩნია იგივე უფლებები, რაც საქონლის საცალო სავაჭრო ქსელში ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდვის დროს, საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ შესაბამისად.
1.6. საქონლის გაყიდვა კრედიტით ხორციელდება ხანგრძლივი მოხმარების საქონლის ჩამონათვალის შესაბამისად, რომელიც იყიდება კრედიტით. აღნიშნული ჩამონათვალი და ღირებულების გადახდის კონკრეტული პირობები სავაჭრო ობიექტების მიერ განისაზღვრება და გამოიკიდება სავაჭრო დარბაზში მყიდველთა ინფორმირებისათვის.
1.7. საქონლის კრედიტით გაყიდვის დროს მყიდველისაგან სავაჭრო ობიექტის სასარგებლოდ ამოიღება გაცემული თანხის პროცენტები, რომელთა ზომა დგინდება სავაჭრო ობიექტის მიერ საბანკო-საკრედიტო განაკვეთების გათვალისწინებით საბანკო კრედიტებზე პროცენტული განაკვეთების შემდგომი ცვლილება არ იწვევს ამ პროცენტებზე გადაანგარიშებას.
1.8. საქონლის კრედიტით გაყიდვა ხდება მოქალაქეების მიერ საქონლის კრედიტით ყიდვისათვის საჭირო ცნობის წარდგენით, რომელიც გაიცემა სამუშაო ან სწავლის ადგილიდან, პენსიის დამნიშვნელი ორგანოდან დადგენილი ფორმის მიხედვით.
1.9. მოქალაქეთათვის საქონლის კრედიტით ყიდვისათვის ცნობების ხელმეორედ გაცემა წარმოებს მხოლოდ საქონლის კრედიტით ყიდვის ადრე გაცემული ცნობის მიხედვით მთლიანი თანხის დაფარვის შემდეგ.
1.10. საქონლის კრედიტით ყიდვისათვის საჭირო ცნობების ბლანკები მზადდება საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ. საქონლის კრედიტით ყიდვისათვის საჭირო ცნობების ბლანკებს უნდა ჰქონდეს ტიპოგრაფიული ნუმერაცია და ექვემდებარებოდეს შენახვასა და აღრიცხვას ისევე, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები. აღნიშნული ბლანკების აღრიცხვა წარმოებს საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების ბუღალტრის მიერ.
საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მთავარი ბუღალტრები პერსონალურად აგებენ პასუხს საქონლის კრედიტით გაყიდვის ცნობების გაცემის, აღრიცხვის და შენახვის წესების დარღვევისათვის.
1.11. მოქალაქეები საქონლის კრედიტით ყიდვის დროს შეავსებენ „დავალება-ვალდებულებას“ ორ ეგზემპლარად დადგენილი ფორმის მიხედვით „დავალება-ვალდებულების“ ერთი ეგზემპლარი სავაჭრო ობიექტის მიერ გადაიგზავნება იმ საწარმოში, ორგანიზაციაში, დაწესებულებაში, სადაც მუშაობს (სწავლობს) მყიდველი, ხოლო პენსიონერ მყიდველს, რომელიც ახორციელებს მიღებული კრედიტის დაფარვას ნაღდი ფულის სავაჭრო ობიექტის სალაროში შეტანით ან გადარიცხვით, ცნობა გაიცემა ხელზე. „დავალება-ვალდებულების“ მეორე ეგზემპლარი რჩება სავაჭრო ობიექტში.
1.12. საქონლის ღირებულება გაცემული კრედიტის თანხაში იფარება მომხმარებლის მიერ თანაბარი ოდენობით თვეში ერთხელ, იმ ვადის მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია „დავალება-ვალდებულებაში“, მისი ხელფასიდან თანხის დაკავებით სამუშაო ადგილის მიხედვით ან სავაჭრო ობიექტისათვის ფულის სალაროში გადახდით, ან მისთვის საბანკო დაწესებულების მეშვეობით უნაღდო ანგარიშსწორების წესით – გადარიცხვით.
ყოველწლიური შვებულების ანაზღაურებისას დროებითი შრომის უნარიანობის დაკარგვის ან სხვა ასეთი შემთხვევებისას, შემდგომი გადასახადის ზომა შეიძლება შეიცვალოს ანაზღაურების პროპორციულად. გადაუხდელი თანხა ჩაირიცხება შემდგომ შენატანში.
პენსიონერის მიერ მორიგი გადასახადის დაფარვისას, კრედიტით გაყიდული საქონლისათვის, ხდება ნაღდი ფულის სავაჭრო ობიექტის სალაროში შეტანა ან მისთვის ფულადი სახსრების უნაღდო ანგარიშსწორების წესით საბანკო დაწესებულების მეშვეობით გადარიცხვა.
1.13. საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები ურიცხავენ სავაჭრო ობიექტებს „დავალება-ვალდებულების“ შესაბამისად დაკავებულ თანხებს ერთხელ თვეში, არაუგვინეს სამი დღისა ხელფასის გაცემიდან თვის მეორე ნახევარში, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე შეუძლიათ განსაზღვრონ ამ ანგარიშსწორების სხვა წესი.
1.14. მყიდველებისათვის მორიგი გადასახადის არასრული დაკავების დროს მათი წერილობითი ვალდებულებების საფუძველზე კრედიტით ნაყიდი საქონლისათვის საწარმოს, ორგანიზაციის ან დაწესებულებების ბრალით ან არადროული გადარიცხვა სავაჭრო ობიექტებისათვის კრედიტის დასაფარად დაკავებული თანხებისა, აგრეთვე სავაჭრო ობიექტებისათვის იმ პირებზე შეტყობინების ვადების დარღვევის, რომლებიც დაითხოვეს სამსახურიდან და აქვთ დავალიანება კრედიტით ნაყიდი საქონლისათვის საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები ურიცხავენ შესაბამის სავაჭრო ობიექტებს ნახევარი პროცენტს გადაურიცხავი თანხისას ყოველი დღის დაგვიანებისათვის.
1.15. მყიდველის სამსახურიდან დათხოვნისას საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, სადაც ის მუშაობდა (სწავლობდა) ვალდებულნი არიან დაუკავონ მას მთელი დარჩენილი დავალიანება კრედიტით ნაყიდი საქონლისათვის, ამასთან ერთად მთელი დაკავებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს იმ საზღვრებს, რომელიც დაწესებულია მოქმედი კანონმდებლობით.
თუ სამუშაოდან დათხოვნილ მყიდველს რჩება დაუფარავი დავალიანება, ადმინისტრაცია ვალდებულია გადაუგზავნოს 5 დღიანი ვადაში სავაჭრო ობიექტს, რომელმაც გაყიდა საქონელი კრედიტით „დავალება-ვალდებულების“ ერთი ეგზემპლარი დათხოვნის ცნობასთან ერთად.
იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველი გადადის სხვა დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, საწარმოში ან სხვა მიზეზების არსებობისას, რომლის გამოც წყდება დაკავება შემდგომი გადასახადის თანხებისა ხელფასიდან, ადმინისტრაცია ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სავაჭრო ობიექტს 5 დღის ვადაში დაკავების შეწყვეტიდან.
აუცილებელ შემთხვევაში სავაჭრო ობიექტები, რომლებმაც გაყიდეს საქონელი კრედიტით, მიმართავენ საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს თხოვნით „დავალება-ვალდებულების“ გადასაგზავნად. მყიდველის ახალ სამუშაო ადგილზე „დავალება-ვალდებულების“ გაგზავნა უნდა მოხდეს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც სავაჭრო ობიექტმა მიიღო შეტყობინება.
1.16. კრედიტით ნაყიდი საქონლისათვის მყიდველის მიერ მორიგი გადასახადის არადროული შეტანისათვის, რომლებიც ახდენენ კრედიტის დაფარვას ნაღდი ფულის სავაჭრო ობიექტის სალაროში შეტანით, ან ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადარიცხვით, მათგან სავაჭრო ობიექტის სასარგებლოდ ამოიღება ნახევარი პროცენტი ვადაგადაცილებული თანხისა ყოველი გადაცილებული დღისთვის.
თუ მყიდველის მიერ დაშვებულია ორი მორიგი შესატანი გადასახადის ვადის გადაცილება, მთელი თანხა დავალიანებისა, ნახევარი პროცენტის ოდენობით ვადაგადაცილებული თანხისა ყოველი გადაცილებული დღისათვის, შეიძლება ამოღებულ იქნეს იძულების წესით, მიუხედავად შემდგომი გადასახადის ვადების დადგომისა.
ამ თანხების ამოღება ხორციელდება იმ ორგანოების აღმასრულებელი მიწერილობის საფუძველზე, რომლებიც აწარმოებენ სანოტარო მოქმედებებს.
1.17. იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველი გასულია მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან, არ აქვს დაფარული კრედიტით ნაყიდი საქონლის დავალიანება, არ შეატყობინა თავისი ახალი მისამართი და მიღებული ზომების მიუხედავად მისი ახალი მისამართის დადგენა შეუძლებელი გახდა, სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელი გადასცემს მასალებს შესაბამის ორგანოებს აღმასრულებელი მიწერილობით, რომლებიც ახორციელებენ სანოტარო მოქმედებებს სასამართლოში მყიდველის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან მისი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.
1.18. საქონლის კრედიტით მიყიდვა იმ პირებზე, რომლებიც დაკავებული არიან ინდივიდუალური საქმიანობით, წარმოებს ხელშეკრულების საფუძველზე ან ამ წესების შესაბამისად.
1.19. სავაჭრო ობიექტებს შეუძლიათ აწარმოონ მოქალაქეებზე ხანგრძლივი მოხმარების საქონლის კრედიტით გაყიდვა უფრო შეღავათიანი პირობებით, ვიდრე გათვალისწინებულია წესით, ამის შედეგად წარმოშობილი დამატებითი ხარჯების სავაჭრო ობიექტების მიერ ანაზღაურებით.
1.20. საბუღალტრო აღრიცხვის ოპერაციები, ანგარიშსწორებები და სტატისტიკური ანგარიშგება საქონლის კრედიტით გაყიდვაზე, სავაჭრო ობიექტების მიერ წარმოებს დადგენილი წესით.
1.21. წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
ქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ვ. პაპავა
საქართველოს ვაჭრობისა და
საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების
მინისტრი
კ. ზალდასტანიშვილი