საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი და ძირითადი ნორმატიული აქტების სამოქმედოდ შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.1995
გამომცემი ორგანო საბაჟო დეპარტამენტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 000000260.01(3).000.000053
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 09/02/1995
matsne.gov.ge 4,322 სიტყვა · ~22 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი და ძირითადი ნორმატიული აქტების სამოქმედოდ შემოღების შესახებ საქართველოს რესპუბლიკა სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება №16 1995 წლის 31 იანვარი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი და ძირითადი ნორმატიული აქტების სამოქმედოდ შემოღების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის აპრილის 11 აპრილის N79 ბრძანებულების და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული საბაჟო-სატარიფო საბჭოს 1995 წლის 12 ნოემბრის N სხდომის ოქმის გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოებში ქვემოთ ჩამოთვლილი საბაჟო საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციები და დებულებები: ინსტრუქციები: 1.1. „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ტვირთებზე საბაჟო კონტროლის გაძლიერებისათვის, შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა (N1)-ით სარგებლობის შესახებ“; 1.2. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შესახებ“; 1.3. „ფიზიკურ პირთა მიერ ნივთების, ვალუტისა და ფასეულობათა საქართველოში შემოტანისა და საზღვარგარეთ გატანის დროებითი წესები“. 1.4. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთებისათვის სატვირთო საბაჟო დეკლარაციების გაფორმების შესახებ“; დებულებები: 1.1. „გადამუშავებისათვის საქართველოს რესპუბლიკაში უცხოური საქონლის შემოტანის, ან საქართველოს საქონლის საზღვარგარეთ გადამუშავებისათვის გატანის წესის შესახებ“; 1.2. „საბაჟო გაფორმების სპეციალისტის შესახებ“; 13. „საბაჟო საწყობის შესახებ“ 1.4. „დროებითი შენახვის საწყობის შესახებ“. 2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს (დ. ლომოურს) უზრუნველყოს ზემოთ აღნიშნული ინსტრუქციებისა და დებულებების რეგისტრაცია საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში და ყველა ნორმატიული აქტების დაყვანა საბაჟოებზე და დეკლარანტ-წარმომადგენლებამდე. აღნიშნულმა სამმართველომ უზრუნველყოს სამმართველოს აპარატის თანამშრომლების (ზონის კურატორებისა და სპეციალისტების) მივლინება საბაჟოებზე ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუქციებისა და დებულებების ადგილებზე დასანერგად. თავმჯდომარე                                                             გ. მამულაშვილი დაეგზავნოს: ყველა საბაჟოს დებულება დროებითი შენახვის საწყობების შესახებ 1. საერთო დებულებანი 1.1. საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები საბაჟო ორგანოში მისი წარდგენის მომენტიდან და მათ გაცემამდე ან პირზე გადაცემამდე შერჩეული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად იმყოფებიან დროებით შესანახად საბაჟო კონტროლის ქვეშ. 1.2. საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები დროებით შენახვაზე მყოფის სტატუსს იღებენ ავტომატურად, მათი საბაჟო ორგანოში წარდგენის მომენტიდან. შემოტანისას წარდგენა გამოიხატება გადამზიდველის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ტერიტორიაზე ან მიწოდების ადგილზე ჩამოტანის შესახებ საბაჟო ორგანოს შეტყობინებაში. გატანისას წარდგენა გამოიხატება საქონლის გადამაადგილებელი პირის ან გადამზიდველის ან მათი უფლებამოსილი პირების მიერ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ადგილზე მოტანის შესახებ ორგანოს (საბაჟო გაფორმების ჩასატარებელ ადგილამდე) საბაჟო შეტყობინებაში. 1.3. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მოტანისა და მოზიდვის ადგილი შეიძლება იყოს მხოლოდ დროებითი შენახვის საწყობი. ​1 საქონლის მიტანა (ხოლო საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას - სატრანსპორტო საშუალებებისაც) სხვა ადგილებში დაიშვება მხოლოდ საბაჟოს თანხმობით, რომლის საქმიანობის ზონაშიც იმყოფება საქონლის გადამაადგილებელი პირი ან ზემდგომი საბაჟო ორგანოს თანხმობით იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო გაფორმება მიზანშეწონილია მოხდეს ამ ადგილებში საქონლის ხასიათიდან გამომდინარე (მაგ. ვალუტა, სავალუტო ფასეულობანი, იარაღი და ა.შ.), აგრეთვე სხვა ​1. 1994 წლის საბაჟო ორგანოს უფლება აქვს ნებართვა გასცეს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიტანაზე ამ ორგანოების მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში. შემთხვევაში, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით საბაჟო გაფორმების ადგილების შესახებ. ამასთან ასეთი საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები განიხილება როგორც დროებითი შენახვის საწყობში მყოფი. 1.4. დროებითი შენახვა, როგორც საბაჟო გაფორმების სტადია, შეიძლება არ იქნეს გამოყენებული მხოლოდ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მათი საბაჟო ორგანოში წარდგენიდან საბაჟო გაფორმების სამ საათში დამთავრების შემთხვევაში, თუ ეს საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები იმყოფებიან საბაჟოს მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ და აღწერილია დროებითი შენახვის უახლოესი საწყობის მფლობელის მიერ. გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი აღწერა. 1.5. დროებითი შენახვა ხორციელდება სპეციალურად გამოყოფილ და მოწყობილ სათავსოებში, ღია მოედნებზე და სხვა ადგილებზე - დროებითი შენახვის საწყობებში. 1.6. დროებითი შენახვის საწყობები შეიძლება დაარსდეს ნებისმიერ ადგილზე, რომელიც მოწონებული იქნება საბაჟო ორგანოების მიერ ამ დებულების შესაბამისად. საერთაშორისო მიმოსვლისათვის აეროპორტებში, აეროდრომებზე და რკინიგზის პორტებში, სატვირთო ეზოებში, სასადგურე საწყობებში და რკინიგზის სადგურის მოედნებზე, სადაც ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიღება, ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და გაცემა, საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ან სახელმწიფო ტერიტორიიდან გაშვების პუნქტებში, სადაც ხორციელდება საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა, დროებითი შენახვის საწყობების არსებობა აუცილებელია. 1.7. საბაჟო საწყობები შეიძლება დაარსდეს დადგენილებით რეგისტრირებული იურიდიული პირების, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე საკუთარი სახელწოდების მქონე საწარმოების მიერ. 1.8. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებითი შენახვის საწყობში გადაცემამდე ამ საქონელზე და საშუალებებზე მთელი პასუხისმგებლობა, საბაჟო გადასახადების ჩათვლით, ეკისრება გადამზიდველს. 1.9. დროებითი შენახვის საწყობი და მისი მიმდებარე ტერიტორია (დროებითი შენახვის საწყობის ტერიტორია) წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას. 2. ლიცენზია დროებითი შენახვის საწყობის დაარსებაზე 2.1. დროებითი შენახვის საწყობის დაარსებაზე ლიცენზია გაიცემა ერთი ან რამდენიმე სპეციალურად გამოყოფილ და მოწყობილ სათავსოზე, ღია მოედანზე ან სხვა ადგილზე (შემდგომში "სათავსოები”) პირზე, რომლის მფლობელობაშიც არის მოცემული სათავსოები, მათი ადგილმდებარეობის შესაბამისად ერთ საბაჟო მოქმედების ზონაში ყოფნის შემთხვევაში. 2.2. ლიცენზიის მისაღებად სათავსოს მფლობელი წარმოადგენს განცხადებას საბაჟოში, რომლის მოქმედების ზონაშიც მდებარეობს სათავსოები, იხდის მოსაკრებლებს ლიცენზიის გაცემაზე კანონით დადგენილი შრომის თვიური მინიმალური ანაზღაურების 800-ჯერადი მინიმალური ოდენობით. 2.3. ლიცენზიის გაცემაზე წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულია: - საწყობის ტიპი - სრული და შემოკლებული იურიდიული დასახელება, OKПO-ს კოდი - იურიდიული და ფაქტიური მისამართები, სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი - საკუპონო და სავალუტო ანგარიშების, იმ ბანკების დასახელებები, მისამართები და ORПO-ს კოლები, რომლებშიც გახსნილია ეს ანგარიშები - საწყობისათვის განკუთვნილი სათავსოს ადგილმდებარეობა - საწყობისათვის განკუთვნილი სათავსოების საერთო ფართი და თითოეული სათავსოს კონკრეტული ფართი - საწყობისათვის განკუთვნილი სათავსოების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დახასიათება - დაცვის უზრუნველყოფა, სასიგნალო მოწყობილობების და ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარების არსებობა - შესანახად განკუთვნილი საქონლის სახეობის ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ ავნონ სხვა საქონელს ან მოითხოვენ შენახვის განსაკუთრებულ პირობებს და ამისათვის სპეციალურად მოწყობილი სათავსოების დახასიათება - სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. 2.4. განცხადებას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები: - სათავსოების მფლობელის დამფუძნებელი და სარეგისტრაციო დოკუმენტების ასლები (წესდება, საწესდებო ხელშეკრულება, მოწმობა სახელმწიფო რეგისტრაციაზე და ა.შ.) - ტერიტორიის გეგმები, საწყობისათვის განკუთვნილი სათავსოების გეგმები და ნახაზები - სათავსოების მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები - მომსახურეთა სია, რომელთაც უფლება აქვთ საწყობში შესვლის. 2.5. განცხადება საბაჟოს მიერ განიხილება მისი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში საბაჟო ამოწმებს ამ დებულების მოთხოვნებთან საწყობის მოწყობილობისა და აღჭურვილობის შესაბამისობას. საბაჟოს უფლება აქვს საბაჟოში წარმოდგენილი მონაცემების დასტურად გამოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ბანკებიდან, სხვა ორგანიზაციებიდან დამატებითი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადა გამოითვლება ასეთი დოკუმენტების შემოსვლის თარიღიდან. განცხადების განხილვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. 2.6. ლიცენზია დროებითი შენახვის საწყობზე (№1 დანართი) გაიცემა საბაჟოს მიერ, რომლის მოქმედების ზონაშიც არის განლაგებული სათავსოები. ლიცენზია ფორმდება ორ ეგზემპლარად, რომლის ერთი პირი რჩება საბაჟოში. 2.7. ლიცენზიის გაცემაზე უარი ეთქმის იმ შემთხვევაში, თუ დროებითი შენახვის საწყობისათვის განკუთვნილი სათავსოების მოწყობა არ შეესაბამება მოცემულ დებულებას და არ პასუხობს საბაჟო მოთხოვნებს, თუ საბაჟოს ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია საწყობში შესანახად განკუთვნილ საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებებზე სრულად განახორციელოს საბაჟო კონტროლი. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საბაჟო განმცხადებელს აცნობებს ამის შესახებ წერილობით, უარის თქმის მიზეზების ჩვენებით. 2.8. ლიცენზიის მოქმედების ვადა შეადგენს ერთ წელს. 2.9. ლიცენზია დროებითი შენახვის საწყობზე შეიძლება გაუქმდეს ან ჩამორთმეულ იქნეს მისი გამცემი საბაჟოს მიერ საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით. საბაჟო წესების დარღვევა გამოიწვევს ლიცენზიის ჩამორთმევას ზემდგომი საბაჟო ორგანოების მიერ. 2.10. ლიცენზია უქმდება, თუ იგი არ შეიძლება გაცემული ყოფილიყო დადგენილი წესის დარღვევით, ან იგი გაცემულია არასრული და  უსწორო მონაცემების საფუძველზე. ლიცენზიის გაუქმება ფორმდება საბაჟოს უფროსის ბრძანების სახით, ასეთი გადაწყვეტილებისათვის მიზეზების აუცილებელი მითითებით. გადაწყვეტილება ძალაშია ლიცენზიის გაცემის დღიდან. 2.11. ლიცენზიის ჩამორთმევა ხდება, თუ დროებითი შენახვის საწყობის მფლობელი არ იცავს საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობას. ჩამორთმევა ფორმდება საბაჟოს უფროსის ბრძანებით ან საბაჟო წესების დარღვევისათვის სასჯელის დადებისას. ჩამორთმევა ძალაშია ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან, ხოლო საბაჟო წესების დარღვევისათვის ლიცენზიის ჩამორთმევისას - გადაწყვეტილების მოქმედებაში შესვლის თარიღიდან. 2.12. ლიცენზიის გაუქმებისას ან ჩამორთმევისას მის გაცემაზე აღებული მოსაკრებლები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 2.13. ლიცენზიის გაუქმებისას ან ჩამორთმევისას საწყობის მფლობელმა ბრძანების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღეში იგი უნდა გადასცეს საბაჟოს. ჩამორთმევის, როგორც სასჯელის ზომის გამოყენებისას აღნიშნული ვადა გამოითვლება დადგენილების გაგზავნის ან ჩაბარების დღიდან, ხოლო ასეთი დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში - საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლობის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. 2.14. დროებითი შენახვის საწყობის დაარსებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ განმეორებით განცხადებას საბაჟო განიხილავს ლიცენზიის გაუქმებიდან ან ჩამორთმევიდან ერთი წლის შემდეგ, იმ დარღვევების აღმოფხვრის პირობით, რომლებიც გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. 3. დროებითი შენახვის საწყობების ტიპები 3.1. დროებითი შენახვის საწყობები შეიძლება იყოს ღია ტიპის, ე.ი. გამოსაყენებელი ყველა პირის მიერ და დახურული ტიპის, ე.ი. განკუთვნილი გარკვეული პირების საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესანახად. 3.2. დახურული ტიპის დროებითი შენახვის საწყობები შეიძლება დაარსდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკმარისი საფუძველი არსებობს ღია ტიპის საწყობის დაარსების მიზანშეუწონლობის შესახებ. 3.3. დახურული ტიპის საწყობები შეიძლება დაარსდეს: - საკუთარი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესანახად - მისი გადამზიდველის მიერ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესანახად. - საწყობის მფლობელის მიერ საწყობის დაარსებისას განსაზღვრული გარკვეული პირების საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვისათვის. - საწყობის მფლობელის მიერ მისი დაარსებისას განსაზღვრული ცალკეული სახეობის საქონლის შენახვისათვის. - სხვა შემთხვევებში საბაჟოს ნებართვით, მოცემული დებულების 3.2. პუნქტის დაცვით. 3.4. დახურული ტიპის საწყობის დაარსებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს ასეთი ტიპის საწყობის დაარსების მიზანშეწონილობა, ხოლო 3.3 პუნქტის მეოთხე და მეხუთე აბზაცებით გათვალისწინებული შემთხვევებისას შესაბამისად განისაზღვროს პირები, რომლებსაც შეეძლებათ აღნიშნული საწყობის გამოყენება ან განისაზღვროს საწყობში მოსათავსებელი საქონლის სახეობის ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება მოთავსებული იქნან ასეთ საწყობში. 3.5. საბაჟოს უფლება აქვს არ გამოიყენოს ცალკეული მოთხოვნები დახურული ტიპის დროებითი შენახვის საწყობების მოწყობისა და აღჭურვისადმი, აგრეთვე დაადგინოს ასეთ საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მოთავსების, მათი აღრიცხვიანობის და ანგარიშიანობის გამარტივებული წესი. 4. მოთხოვნები დროებითი შენახვის საწყობის მოწყობისა და აღჭურვილობის მიმართ 4.1. დროებითი შენახვის საწყობის მოწყობამ უნდა გამორიცხოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საწყობში შემოსვლა მათი საწყობიდან ამოღება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, უზრუნველყოს საწყობში მოთავსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დაცულობა და მათთან უცხო პირის შეღწევის შეუძლებლობა. 4.2. საწყობის ტერიტორია, მიმდებარე გადმოსატვირთი მოედნების ჩათვლით, მონიშნული უნდა იქნეს, ხოლო საბაჟოს მოთხოვნით შემოსაზღვრული. თუ დროებითი შენახვის საწყობი წარმოადგენს შენობის ან ნაგებობის ნაწილს, მასთან მისასვლელი გზებისა და მიმდებარე გადმოსატვირთი მოედნების მოწყობამ უნდა გამორიცხოს საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფ საქონელთან და სატრანსპორტო საშუალებებთან უცხო პირის შეღწევა. იმ შემთხვევაში, თუ სათავსო ერთდროულად გამოიყენება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით შესანახად და საბაჟო რეჟიმის ქვეშ საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის შესანახად, მაშინ ასეთი სათავსოს ნაწილი, გამოყენებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვის იზოლირებული უნდა იქნეს, ხოლო საბაჟოს მოთხოვნით - მოეწყოს ცალკე მისასვლელი გზები. 4.3. დროებითი შენახვის საწყობამდე უნდა მიდიოდეს მოხერხებული მისასვლელი გზები. 4.4. საბაჟოს უფლება აქვს დაადგინოს კონკრეტული მოთხოვნები დროებითი შენახვის საწყობის კონსტრუქციაზე, მოწყობაზე და ადგილმდებარეობაზე, მათ შორის მოთხოვნები ორმაგი ჩამკეტი მოწყობილობის დაყენებაზე, რომელთაგანაც ერთი იქნება საბაჟო ორგანოს განკარგულებაში და საწყობში შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიანობის ავტომატიზებული სისტემების შემოღების აუცილებლობაზე. 4.5. დროებითი შენახვის საწყობის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს საწყობის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მათ შორის: - ჩამტვირთავ-გადმოსატვირთი და სატრანსპორტო საშუალებები - სასაწყობო დანადგარებით; - კავშირგაბმულობის საშუალებებით; - ორგტექნიკით; - ავეჯით; საბაჟო ორგანოს თანამშრომლებისათვის უსასყიდლოდ გამოყოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნების და საბაჟო კონტროლის და საბაჟო გაფორმების პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათავსოები, კავშირგაბმულობის და სატრანსპორტო საშუალებები. 4.6. საწყობის დამატებითი აღჭურვა, წესრიგში შენარჩუნება, დაცვა და გამშვები რეჟიმის უზრუნველყოფა ხდება საწყობის მფლობელის მიერ და მის ხარჯზე. 5. დროებითი შენახვის საწყობის მფლობელის მოვალეობა 5.1. დროებითი შენახვის საწყობის მფლობელი ვალდებულია: - გამორიცხოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შესანახად მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ამოღება. - არ გაართულოს საბაჟო კონტროლის განხორციელება. - აწარმოოს აღრიცხვა და წარუდგინოს საბაჟო ორგანოს ანგარიში საწყობში მყოფ საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებებზე ამ დებულებით დადგენილი წესით. - უზრუნველყოს მესამე პირის შეღწევის შეუძლებლობა შენახულ საქონელთან და სატრანსპორტო საშუალებებთან. - დაიცვას დროებითი საწყობის დაარსებაზე მიღებული ლიცენზიის პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოების მოთხოვნები, საბაჟო საშუალებებთან მათი მოთხოვნებით შესვლის უზრუნველყოფის ჩათვლით. - საბაჟო ორგანოს მოთხოვნით მოახდინოს საქონლის ტრანსპორტირება, მისი აწონვა ან რაოდენობის სხვაგვარი განსაზღვრა, დატვირთვა, გადმოტვირთვა, დაზიანებული შეფუთვის გამოსწორება, შეფუთვის გახსნა, იმ საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების შეფუთვა ან შეფუთვის განახლება, რომელიც ექვემდებარება საბაჟო გაფორმებას და იმყოფება საბაჟო კონტროლის ქვეშ, აგრეთვე სათავსოს, ტევადობების და სხვა ადგილების გახსნა, სადაც შეიძლება, რომ იყოს ასეთი საქონელი და სატრანსპორტო საშუალებანი. საბაჟო ორგანოები არ აუნაზღაურებენ საწყობის მფლობელს აღნიშნული ოპერაციების ჩატარებისას გაწეულ ხარჯებს. - ლიცენზიის გაუქმების ან ჩამორთმევის შემთხვევაში უზრუნველყოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დაცულობა და საწყობის ლიკვიდაციის პროცედურის შესრულება. 5.2. სათავსოს მფლობელი პასუხს აგებს თავისი მოვალეობის შესრულებაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. დროებითი შენახვის საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მოთავსება და შენახვა 6.1. დროებითი შენახვის საწყობში შეიძლება მოთავსებული იქნეს საქართველოს რესპუბლიკის საზღვარზე გადასაადგილებელი ნებისმიერი საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსატანად ან საქართველოს რესპუბლიკის გასატანად აკრძალული საქონელი შეიძლება მოთავსებული იქნეს დროებითი შენახვის საწყობებში, რომელთა მფლობელნიც არიან საბაჟო ორგანოები. დროებითი შენახვის საწყობში ისეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვა, რომელიც არ გადაადგილდება საქართველოს რესპუბლიკის საზღვარზე, არ დაიშვება. 6.2. საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებს ან მოითხოვენ შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, უნდა ინახებოდეს დროებითი შენახვის საწყობის სპეციალურად მოწყობილ სათავსოებში. 6.3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის შესახებ საბაჟო ორგანოს უნდა ეცნობოს შემოსვლიდან არა უგვიანეს 30 წუთისა, ხოლო თუ საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები შემოვლენ საბაჟოს არასამუშაო საათებში - სამუშაოს დაწყების დროიდან არა უგვიანეს 30 წუთისა. შეტყობინების ფორმას, კონკრეტულ ვადებს და მიწოდების წესს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის შესახებ შეტყობინების მიწოდების შემდეგ და მათი დროებითი შენახვის საწყობში მოთავსებამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების უმეთვალყურეოდ დატოვება, სატრანსპორტო საშუალებების სადგომი ადგილის შეცვლა, საქონლის გადმოტვირთვა და გადატვირთვა, საქონლის თავდაპირველი ადგილმდებარეობის შეცვლა შეფუთვის გახსნა, საქონლის შეფუთვა და შეფუთვის განახლება, იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვლა, მოცილება ან განადგურება დაიშვება მხოლოდ საბაჟო ორგანოს ნებართვით. 6.4. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის შესახებ საბაჟოს შეტყობინების შემდეგ ერთი დღეღამის განმავლობაში საქონელი და სატრანსპორტო საშუალებანი მოთავსებული უნდა იქნენ დროებითი შენახვის საწყობში. თუ შეტყობინება არ მომხდარა, მაშინ აღნიშნული ვადა აითვლება შეტყობინების მიწოდების ვადის გასვლის მომენტიდან. დროებითი შენახვის საწყობში ფაქტიური მოთავსება (საწყობის მფლობელის მიერ ფაქტიური მიღება) არ მოითხოვება, თუ აღნიშნული დღეღამის განმავლობაში დამთავრდა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სრული საბაჟო გაფორმება და დროებითი შენახვის საწყობის მფლობელის მიერ ჩატარდა ასეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღწერა. 6.5. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარმოდგენასთან ერთად, საბაჟო ორგანოს ნებართვით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა საბაჟო ორგანოს ჩაბარდება სატრანსპორტო, საქონლის თანმხლები და სხვა კომერციული დოკუმენტები მათზე (ზედნადები, კონოსამენტები, სპეციფიკაციები, ანგარიშ-ფაქტურები და ა.შ.), მათ შორის შედგენილი იმ უცხო ენაზე, რომლებსაც ფლობენ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირები. ასეთი დოკუმენტების ჩაბარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადამტანს. 6.6. პუნქტი 6.5.-ში აღნიშნული დოკუმენტები უნდა შეიცავდნენ მონაცემებს, რომლებიც იძლევიან დროებითი შენახვის საწყობში მოსათავსებელი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირების საშუალებას: - საქონლის საქართველოდან გამგზავნის ან მიმღების დასახელება - გადამზიდველის დასახელება - იდენტიფიკაციისათვის (სახეობა, დასახელება, ნომერი და ა.შ.) - საქონლის განზოგადოებული დასახელება, მისი რაოდენობა. 6.7. იმ შემთხვევაში, როცა პუნქტ 6.5.-ში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლებელია ან ისინი არ შეიცავენ პუნქტ 6.6-ში აღნიშნულ მონაცემებს, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როცა ეს საბაჟო ორგანოს აუცილებლად მიაჩნია საბაჟო საქმეზე კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, გადამტანი აწვდის მოკლე დეკლარაციას. 6.8. მოკლე დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - გამგზავნი ან მიმღები ქვეყანა -საქონლის საქართველოდან გამგზავნის ან მიმღების დასახელება და მისამართი - მონაცემები გადამზიდველზე, აუცილებლობისას - მისი დასახელება და მისამართი - მონაცემები სატრანსპორტო საშუალებებზე (საზღვაო ან სამდინარო ხომალდის დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის ნომერი და საბორტო ნომერი, რკინიგზის ვაგონის ნომერი, საგზაო სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მონაცემები) - სატრანსპორტო დოკუმენტების ნომრები - საქონლის დასახელება, ადგილების რაოდენობა და ბრუტო წონა. - მონაცემები საიდენტიფიკაციო საშუალებებზე. მოკლე დეკლარაციის ფორმა მოცემულია №2 დანართში. საბაჟო გაფორმების წესის გამარტივების მიზნით საბაჟო ორგანოს უფლება აქვს აღნიშნული ფორმის ნაცვლად გამოიყენოს სატვირთო საბაჟო დეკლარაციის დადგენილი ფორმა. 6.9. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მოთავსება დროებითი შენახვის საწყობში არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, ეკოლოგიური და სხვა სახეობის სახელმწიფო კონტროლის წინასწარი განხორციელების აუცილებლობაზე. 6.10. დროებითი შენახვის საწყობში მოთავსებული საქონელი, საბაჟო ორგანოს თანხმობით, შეიძლება: - გაისინჯოს და გაიზომოს დროებითი შენახვის საწყობის მფლობელის მიერ, სხვა პირის მიერ, რომელსაც აქვს უფლება საქონელზე და მათი წარმომადგენლების მიერ საქონელზე უფლებამოსილების მქონე პირებს, მათ წარმომადგენლებს და სახელმწიფო კონტროლის ორგანოებს მისი განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანოს ნებართვით შეუძლიათ აიღონ საქონლის სინჯები და ნიმუშები. - ჩატარდეს მათზე ოპერაციები, აუცილებელი მათი უცვლელი მდგომარეობის შენარჩუნებისათვის, საბაჟო ორგანოების ნებართვით, დაზიანებული შეფუთვის შესწორების ჩათვლით. - საბაჟო ორგანოს ნებართვით გადაადგილდეს საწყობის შიგნით. 7. დროებითი შენახვის საწყობებში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადები 7.1. საერთო (ზღვრული) ვადა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვაზე შეადგენს ორ თვეს, გარდა ამ დებულების 7.4., 7.5. და 7.7. პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7.2. საქონლის დროებითი შენახვის ვადები მათი კატეგორიების მიხედვით კონკრეტულ საწყობში დგინდება საბაჟოს მიერ, საბაჟო დეკლარაციის მიწოდებისათვის აუცილებელი დროიდან, საქონლის ხასიათიდან, გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებებისა და დროებითი შენახვის საწყობის მფლობელის მოსაზრების გათვალისწინებით. ცოცხალი ცხოველები, მცენარეები, დაუკონსერვებელი საკვებით, სხვა მალფუჭებადი საქონელი, როგორც წესი, შეიძლება დროებითი შენახვის საწყობში ინახებოდეს არა უმეტეს სამი დღეღამისა. დადგენილი ვადები შეიძლება გაგრძელდეს საბაჟო ორგანოების მიერ. 7.3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს გადამზიდველისა და საწყობის მფლობელის თანხმობის გარეშე დაადგინოს კონკრეტული საქონლისათვის კონკრეტული შენახვის ვადები სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობის, სიცოცხლის და ადამიანის ჯანმრთელობის, ცხოველებისა და მცენარეების, გარემოს დაცვის, საქართველოს რესპუბლიკის და საზღვარგარეთის ქვეყნების ხედების, მხატვრული, ისტორიული და არქიტექტურული მონაპოვარის, შემოტანილი საქონლის მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით. ასეთი ვადის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანოს უფროსი ან მისი მოადგილე, მათი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აუცილებლად უნდა აცნობონ საწყობის მფლობელსა და გადამტანს. 7.4. საქართველოს რესპუბლიკაში შემოსატანად ან საქართველოს რესპუბლიკიდან გასატანად აკრძალული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ზღვრული ვადა დროებითი შენახვის საწყობებში შეადგენს 3 დღეს. 7.5. იმ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა, რომლებიც წარმოადგენენ ნივთმტკიცებას საბაჟო რეჟიმის დარღვევისას და მოთავსდებიან საბაჟო ორგანოების მიერ დროებითი შენახვის საწყობში, საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება აჭარბებდეს ექვს თვეს შესაბამისი შეტყობინების იმ პირებისათვის გაგზავნის დღიდან, რომლისგანაც ისინი იქნა ამოღებული. 7.6. საბაჟო ორგანოების მიერ საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ამოღებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე საბაჟო გირაოს ან ქონების სახით გადაცემული იმ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, რომელიც კანონიერად იყო დაკავებული, დროებითი შენახვის საწყობში მოთავსების შემთხვევაში, ასეთი ნივთების დროებითი შენახვის ვადა შეადგენს ორ თვეს მათი დროებითი შენახვის საწყობში მოთავსების დღიდან. 7.7. კანონიერად ამოღებული, საბაჟო ორგანოს მიერ გირაოდ მიღებული, ასევე უკანონოდ დაკავებული და საბაჟო ორგანოების მიერ საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად დროებითი შენახვის საწყობში ქონების სახით მოთავსებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა არ შეიძლება აჭარბებდეს ექვს თვეს, შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის დღიდან იმ პირისადმი, რომლისგანაც ამოღებული იქნა საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, დამგირავებლის ან იმ პირისადმი, რომელთანაც ისინი იმყოფებოდნენ დაკავების მომენტში. 7.8. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საწყობიდან გაშვების ან არჩეული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად პირზე გადაცემის შემდეგ ისინი შეიძლება დროებითი შენახვის საწყობში ინახებოდეს არაუმეტეს დღეღამისა. 8. პასუხისმგებლობა საბაჟო გადასახადების გადახდაზე 8.1. პასუხისმგებლობა დროებითი შენახვის საწყობში შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო გადასახადის გადახდაზე ეკისრება საწყობის მფლობელს. 8.2. თუ საწყობის მფლობელის ხელშეკრულებით პირთან, რომელმაც მოათავსა საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები საწყობში, გათვალისწინებულია, რომ პასუხისმგებლობა საბაჟო გადასახადების გადახდაზე ეკისრება ამ პირს, მაშინ საწყობის მფლობელი კისრულობს პასუხისმგებლობას აღნიშნულ პირთან ერთად საბაჟო გადასახადების გადახდაზე. 8.3. 8.1. და 8.2. პუნქტების დებულებები გამოიყენება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დაკარგვის შემთხვევაში, მათი საბაჟო ორგანოს ნებართვის გარეშე გადაცემისა და სხვა მსგავს შემთხვევაში იმ პირზე ფაქტიური გადაცემის მომენტამდე, რომელსაც აქვს უფლება საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, მათი საბაჟო გაფორმების დამთავრების შემდეგ. 8.4. დროებითი შენახვის საწყობის მფლობელი და საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მომთავსებელი პირი თავისუფლდებიან საბაჟო გადასახადებისაგან, თუ საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები განადგურებულია ან უკვალოდ დაკარგული ავარიის ან სხვა გადაულახავი ძალების მოქმედების შედეგად, ან თუ დანაკარგი მოხდა ბუნებრივი ცვეთისა და კლების შედეგად შენახვის ნორმალურ პირობებში. იმის დამტკიცება, რომ შენახვის პირობები იყო ნორმალური, ევალება დროებითი შენახვის საწყობის მფლობელს. 9. დროებითი შენახვის საწყობში შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღწერა და ანგარიში 9.1. დროებითი შენახვის საწყობში მოთავსებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება აუცილებელ აღრიცხვას. 9.2. დროებითი შენახვის კონკრეტულ საწყობში შენახული და შესანახად შეტანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღწერის ფორმას ადგენს საბაჟო საწყობის მფლობელის აზრის გათვალისწინებით, ამასთან საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების აღწერის სისტემაში ჩართული უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი ფორმები: - აღწერის წიგნი - აღწერის საბაჟო დოკუმენტი 9.3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წიგნში აღწერას აწარმოებს დროებითი შენახვის საწყობის მფლობელი №3 დანართის შესაბამისად. აღწერის წიგნები დგება კალენდარული წლების მიხედვით. წიგნები წინასწარ უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, ბროშურის სახით შეკრული და საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცვლელი სხვა პირის ხელმოწერით და საბაჟო ორგანოს ბეჭდით დამტკიცებული. შემოწმების დამთავრების შემდეგ აღწერის წიგნი უბრუნდება დროებითი შენახვის საწყობის მფლობელს, რომელიც მას ინახავს არანაკლებ სამი წლის განმავლობაში. დამატებითი ჩანაწერების ან გადასწორების შეტანა აღრიცხვის წიგნის შემოწმების შემდეგ დაუშვებელია. საბაჟო ორგანოს თანხმობით დაიშვება აღწერის წიგნის ფორმის შეცვლა მე-3 დანართში მოცემული ნიმუშისაგან განსხვავებული ფორმით, თუ ასეთი სახის ფორმა შეიცავს ნიმუშში მოყვანილი ყველა მონაცემს. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წიგნში აღწერა იწარმოება დროებითი შენახვის საწყობში გამოყენებული აღწერის სხვა სისტემისაგან, მათ შორის ავტომატიზებულისაგან, დამოუკიდებლად. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღწერის წიგნი წარედგინება საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირებს მათი პირველი მოთხოვნისთანავე. 9.4. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის საბაჟო დოკუმენტს აწარმოებენ საბაჟო ორგანოები. ასეთ დოკუმენტად შეიძლება გამოყენებული იქნეს მოკლე დეკლარაცია, სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, სსდ-ს გამოყენებით შედგენილი დოკუმენტები, სატრანსპორტო და საქონლის თანმხლები დოკუმენტები, ჩაბარებული საბაჟო ორგანოში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისას. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი დოკუმენტს ანიჭებს რიგით ნომერს, დასვავს დამღის ორ ანაბეჭდს, რომლის ნახატიც მოცემულია №4 დანართში. პირველ ანაბეჭდში გადამზიდველი ადასტურებს გადაცემას, ხოლო საწყობის მფლობელი საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების მიღებას შესანახად. მეორე ანაბეჭდზე საწყობის მფლობელი ადასტურებს გადაცემას, ხოლო მიმღები - საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების მიღებას. საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირი ამტკიცებს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაცემას და მიღებას საკუთარი ნომრიანი ბეჭდის დასმით, ხოლო საქონლის კონფისკაციის, დაკარგვის და ა.შ. შემთხვევაში მიუთითებს ამაზე. აღწერის საბაჟო დოკუმენტები საქონლის ან სატრანსპორტო საშუალებების მიმღების მიერ მიღების შემდეგ შეიკვრება ბროშურად ნომრების შესაბამისად და ინახება საბაჟო ორგანოში სამი წლის განმავლობაში. 9.5. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წერილობითი მოთხოვნისთანავე საწყობის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში შენახულ და ან შესაბამისად შეტანილი საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში. ანგარიში დგება მე-5 დანართში მოყვანილი ფორმის შესაბამისად და ასეთი მოთხოვნის წარდგენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში. 9.6. თუ დროებითი შენახვის საწყობში გამოიყენება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღწერის ავტომატიზებული სისტემა, მაშინ მისი მფლობელი ვალდებულია მისცეს საბაჟო ორგანოებს ასეთ სისტემაში შეღწევის საშუალება. 9.7. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აწარმოოს საწყობში შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაცია. 10. დროებითი შენახვის საწყობის მფლობელის ურთიერთობანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საწყობში მომთავსებელ პირებთან და საბაჟო ორგანოებთან 10.1. დროებითი შენახვის საწყობის მფლობელის ურთიერთობანი საწყობში მომთავსებელ პირებთან განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ დებულების და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას. 10.2. საწყობის მფლობელის მოსაზრების გათვალისწინებით საბაჟო ამტკიცებს დროებითი შენახვის საწყობის გამოყენების რეგლამენტს საწყობის კონსტრუქციის, საწყობში შენახული საქონლის და სატრანსპორტო საშუალების სახეობის, მისი გამტარუნარიანობისა და იმ სხვა ფაქტორების მიხედვით, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული საწყობის ფუნქციონირებასთან. 10.3. რეგლამენტი შეიცავს შემდეგ წინასწარ პირობებს: - საბაჟოს მოთხოვნას დროებითი შენახვის საწყობის მოწყობასა და მოწყობილობაზე, მათ შორის სათავსოებზე საბაჟო ორგანოების თანამშრომელთათვის; - საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ვალებს მოცემულ საწყობში; - საწყობის მუშაობის რეჟიმს; - საბაჟო ორგანოს საწყობის მფლობელთან ურთიერთმოქმედების სქემას; - საწყობში შესანახად მისაღები და შენახული საქონლისა და  სატრანსპორტო საშუალებების აღწერის ფორმას. აღნიშნული რეგლამენტი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ დებულებას და საბაჟო კანონმდებლობას. 10.4. თუ არსებობს ეჭვის საფუძველი საწყობის მფლობელის გადახდისუნარიანობაში, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს ბანკის გარანტიის წარმოდგენა საწყობში მოსათავსებელი საქონლის მაქსიმალური ღირებულების არანაკლებ 20%-ის ტოლფას თანხაზე. გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნები უქმდება მას შემდეგ, რაც მოიხსნება ამის აუცილებლობა. 11. დროებითი შენახვის საწყობის ლიკვიდაცია 11.1. საწყობის ლიკვიდაცია ხდება მისი დაარსებაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების ან ჩამორთმევის შემთხვევაში, საწყობის მფლობელის სურვილით ან ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო, თუ საწყობის მფლობელმა ამ ვადის გასვლამდე განმეორებით არ მიმართა საბაჟოს განცხადებით ლიცენზიის გაცემაზე ამ დებულების 2.2. პუნქტის შესაბამისად. 11.2. საწყობის მფლობელის სურვილით ან ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის გამო საწყობის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საბაჟოს უფროსის ბრძანების სახით. 11.3. საწყობის ლიკვიდაციისას საწყობის მფლობელი იხდის საბაჟო მოსაკრებლებს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვისათვის, საბაჟო ორგანოების მიერ დაწესებული დროებითი შენახვის საწყობებისათვის დადგენილი ოდენობით: - ლიცენზიის გაუქმებისას - დროებითი შენახვის საწყობის დაარსებაზე ლიცენზიის გაცემის თარიღიდან. - საბაჟო წესების დარღვევისათვის სასჯელის ზომად ლიცენზიის ჩამორთმევისას დადგენილების მოქმედებაში შესვლის დღიდან. - სხვა შემთხვევაში - ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან. 11.4. საწყობის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საწყობის მფლობელი ვალდებულია შვიდი დღის ვადაში საბაჟო ორგანოში წარმოადგინოს სრული ანგარიში საწყობში შენახული საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, ხოლო საწყობის ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით - საწყობში ლიცენზიის გაცემის თარიღიდან შენახულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, №5 დანართში მოცემული ფორმით. 11.5. საწყობის ლიკვიდაციისას საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის საბოლოო ვადა ასეთ საწყობში არ შეიძლება აჭარბებდეს ერთ თვეს, ამასთან საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებების ახალი პარტიის მოთავსება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან დაუშვებელია. 12. საბაჟო ორგანოების მიერ დროებითი შენახვის საწყობების დაარსების თავისებურებანი 12.1. თუ დროებითი შენახვის საწყობის დამაარსებელია საბაჟო ორგანო, მაშინ ასეთი საწყობის დაარსებაზე ლიცენზია საჭირო არ არის. 12.2. დროებითი შენახვის საწყობი შეიძლება დაარსდეს საბაჟოს წარდგენით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის მიერ. 12.3. საბაჟო ორგანოების მიერ დაარსებული დროებითი შენახვის საწყობი წარმოადგენს საბაჟო ორგანოს - სტრუქტურული ქვედანაყოფს, რომლის საქმიანობის ზონაშიც მდებარეობენ საწყობისათვის განკუთვნილი სათავსოები. 12.4. საწყობის გამგეები, მათი მოადგილეები, აგრეთვე საწყობების მატერიალურად პასუხისმგებელი მუშაკები არიან საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირები. საბაჟო ორგანოში საწყობის ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის სამუშაოდ მიღებული სხვა მუშაკები არ წარმოადგენენ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირებს. 12.5. თუ დროებითი შენახვის საწყობის ფართობი მცირეა და მდებარეობს საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე ადგილზე, ასეთი საწყობი დაარსდება საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით. თუ აღნიშნული საწყობი არ წარმოადგენს საბაჟო ორგანოს დამოუკიდებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, ასეთი საწყობის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირებით. 12.6. საბაჟო ორგანოების მიერ დაარსებული დროებითი შენახვის საწყობები წარმოადგენენ ღია ტიპის საწყობებს. 12.7. მოთხოვნები საბაჟო ორგანოების მიერ დაარსებული დროებითი შენახვის საწყობის მოწყობისა და მოწყობილობების მიმართ განისაზღვრება საბაჟოს მიერ. ამ დებულების მე-4 განყოფილებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დაცვა ასეთი საწყობისათვის არ არის აუცილებელი. 12.8. საბაჟოს მიერ დაარსებული დროებითი შენახვის საწყობი შეიძლება მათ მიერ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესანახად, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკის საზღვარზე გადასაადგილებლად აკრძალული საქონლისათვისაც. ასეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის ვადა განისაზღვრება მათი საწყობში შენახვის მიზნებიდან გამომდინარე. 12.9. თუ საწყობის მფლობელია, საბაჟო ორგანო, საბაჟო გადასახდელის გადახდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მომთავსებელ პირს, ხოლო ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში - საქონლისა ან სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეს. 12.10. დროებითი შენახვის საწყობში, რომლის მფლობელიც საბაჟო ორგანოა, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვისათვის დაწესებულია საბაჟო მოსაკრებლები შემდეგი ოდენობით: - საქონლის შენახვისათვის - 0,04 ეკიუს ექვივალენტური თანხ ერთ კგ-ზე დღე-ღამეში. - სატრანსპორტო საშუალებების შენახვაზე - 3 ეკიუს ექვივალენტური თანხა ერთეულზე დღე-ღამეში (საზღვაო, სამდინარეო ან საჰაერო ხომალდი, ვაგონი, ავტომობილი და ა.შ.). არასრული დღე-ღამე ითვლება სრულად, წონა მრგვალდება დამრგვალების წესის მიხედვით მთელ სიდიდემდე. საბაჟოებმა შეიძლება შენახვისათვის შეამცირონ, მაგრამ არაუმეტეს 2-ჯერ, საბაჟო მოსაკრებლების ოდენობა ცალკეული საწყობებისათვის მათი ადგილმდებარეობიდან, სასაწყობო მომსახურებაზე ფასების კონიუნქტურიდან და სხვა მსგავსი ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. მოსაკრებლების ასეთი შემცირებული ოდენობა არ გამოიყენება საბაჟო საწყობების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების თავისუფალი საწყობების და დროებითი შენახვის საწყობების ანგარიშები. 12.11. საბაჟო ორგანო აწარმოებს თავის მფლობელობაში მყოფ დროებითი შენახვის საწყობში მისაღები და შესანახად მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას. აღრიცხვა ხდება აღრიცხვის წიგნში, მე-3 დანართში მოცემული ფორმის მიხედვით, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. 12.12. საბაჟო, რომლის საქმიანობის ზონაშიც უნდა დაარსდეს დროებითი შენახვის საწყობი, ამტკიცებს საწყობის გამოყენების რეგლამენტს საწყობის კონსტრუქციის, საწყობში შენახული საქონლის და სატრანსპორტო საშუალების სახეობის, საწყობის გამტარუნარიანობის, და სხვა ფაქტორების მიხედვით, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული საწყობის ფუნქციონირებასთან. რეგლამენტში მითითებულია: - საწყობის მუშაობის რეჟიმი; - საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მოცემულ საწყობში დროებითი შენახვის ვადები; - საბაჟო მოსაკრებლების ოდენობა საწყობში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვისათვის; - საბაჟო ორგანოს მოთხოვნები საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის შესახებ შეტყობინების მიწოდების ფორმის, კონკრეტული ვადებისა და წესის მიმართ; -   სხვა მოთხოვნები და საწყობის ფუნქციონირებაზე დამოკიდებული პირობები. დროებითი შენახვის საწყობის გამოყენების რეგლამენტი მტკიცდება საბაჟოს უფროსის მიერ და წარედგინება გაცნობისათვის საწყობის მფლობელს საბაჟო ორგანოსა და საწყობის ადგილმდებარეობის მიხედვით. 13. დასკვნითი დებულებები 13.1. დროებითი შენახვის საწყობის დაარსებაზე გაცემული ლიცენზიის გადაცემა სხვა პირზე არ შეიძლება. 13.2. განცხადებაში და მასზე თანდართულ დოკუმენტებში მითითებული ნებისმიერი მონაცემების ცვლილებისას, საწყობის მფლობელი ვალდებულია შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს ლიცენზიის გამცემ საბაჟოს. 13.3. თუ მონაცემების შეცვლას ისეთი ხასიათი აქვს, რომ დროებითი შენახვის საწყობის დაარსებაზე არ შეიძლება ლიცენზიის გაცემა, თუ საწყობის მფლობელი განცხადებაში ლიცენზიის გაცემაზე ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში მიუთითებს ამ მონაცემებზე (საწყობის ტიპი, სათავსოების ადგილმდებარეობა, მათი მოწყობა, აღრიცხვა და ა.შ.), მაშინ წერილობითი შეტყობინება ამის შესახებ განიხილება, როგორც საწყობის მფლობელის განცხადება დროებითი შენახვის საწყობის ლიკვიდაციის შესახებ მისი მფლობელის სურვილით. საბაჟო მოტივირებულად აცნობებს საწყობის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების შენარჩუნების შეუძლებლობაზე. საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კანონმდებლობით საბაჟოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს. 13.4. დროებითი შენახვის საწყობის დაარსებაზე ლიცენზიის გამცემი საბაჟოს თანხმობით საწყობის მფლობელს შეუძლია გაადიდოს ან შეამციროს გამოყენებული სათავსოების ფართობი, რისთვისაც საწყობის მფლობელი საბაჟოში წარადგენს განცხადებას სათავსოების ახალი ფართობის, მისი მოწყობის და აღჭურვის დახასიათების მითითებით, წარადგენს ახალ გეგმებსა და ნახაზებს. 13.5. საბაჟოს მფლობელის მიერ იმ მონაცემების შეცვლის შემდეგ, რომლებიც მოითხოვენ ლიცენზიაში ცვლილებების შეტანას, წარმოებს ლიცენზიის ხელმეორედ რეგისტრირება ლიცენზიის ახალი ბლანკის შევსებით ძველი მონაცემების ჩვენებით, ხოლო შეცვლილ ნაწილში - ახალი მონაცმებით. ლიცენზიის ძველ რიგით ნომერს დაემატება ალფავიტით განსაზღვრული მიმდევრობის შესაბამისი ასოთი აღნიშვნა.