შპს "ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო G 666)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2022 წლის 21 ოქტომბერი

სპეციალისტი:  შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342) 

აღმასრულებელი დირექტორ ი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას N 63, სადარბაზო 2, სართული 7

ელფოსტა: specialist@indexi.ge   სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის   სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია  გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრ ი სათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან„ს აკანონმდებლო მაცნეში“გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება , განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს , რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს .

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, „დიდველი“; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; ნაკვეთის წინა ნომერი: 64.30.13.163; 64.30.13.164; 64.30.13.165; 64.30.13.166; 64.30.13.167; 64.30.13.168; 64.30.13.169; 64.30.13.170; 64.30.13.171; 64.30.13.172; 64.30.13.173; 64.30.13.174; 64.30.13.175; დაზუსტებული ფართობი: 2188.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N2 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N3 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N4 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N5 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N6 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N7 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N8 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N9 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N10 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N11 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N12 საერთო ფართი 91.45 კვ.მ., N13 საერთო ფართით 40 კვ.მ.,; საკადასტრო კოდი: 64.30.13.177

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: G 666

 

უძრავი ნივთის მესაკუთრ ს სახელი და მისამართი :   

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო    მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N 49ა

 

აუქციონის ჩატარების დრო :   31/10/202 2 წლის 14:00 სთ_დან 02/11/202 2 წლის 12: 0 0 სთ_მდე

 

აუქციონის ჩატარების ადგილი :

Auction.livo.ge , განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი”

 

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:    3 042 843.61 ლარი

საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ, მოთხოვნის ოდენობა არის 892 013.75   აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი შეადგენს 2.7660 ლარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წლის 20 ოქტომბერს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). იურიდიული ხარჯი: 14000 ლარი. დღგ - 464162.58 ლარი. სპეციალისტის საზღაური - 97371 ლარი, საიდანაც გადაიხდება Auction.livo.ge - ს მომსახურების საფასური 0.9%  - 27385.59 ლარი.

 

 

გარდამავალი უფლება: არა

 

სხვა უფლება: ფიქსირდება ვალდებულება. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი მმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას საფასური გადაიხდევინება სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის მიერ ამ ქონების შემდგომი რეალიზაციის შემთხვევაში და შეადგენს ამონაგები თანხის 7%-ს. განკარგულება N A 21130551-013/001, გაფორმების თარიღი: 24/06/2022, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

აუქციონის პირობები :

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) Auction.livo.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და   გადაიხადოს საგარანტიო თანხა პერსონალური ბალანსის მეშვეობით. მომხმარებელს პერსონალურ ბალანსზე თანხის შეტანა შეუძლია ვებგვერდზე მითითებულ კომპანიის ანგარიშზე: ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; გ) ვებგვერდზე პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანით.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს Auction.livo.ge - ს სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში  შპს “ინდექსი” მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორ ი გიორგი გოგშელიძე