,,საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №2-10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-186
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.11.113.005.941
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 17/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.005.941

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მნისტრის

ბრძანება №2-186

2003 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის №2-10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონით და „კვების პროდუქტების და თამბაქოს წარმოების ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურს დაევალა კვების (მათ შორის ბავშვთა) პროდუქტებისა (გარდა ალკოჰოლიანი სასმელების, ეთილის სპირტის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მ.შ. მინერალური წყლისა) და თამბაქოს პროდუქცის წარმოების სფეროში ლიცენზიებისა და ამ პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებზე ნებართვების გაცემა.

აღნიშნული კანონებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ-სტრუქტურული უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 18 იანვრის № 2-10 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2002 წ., №7, მუხ.53) დამტკიცებულ კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კვების (მათ შორის ბავშვთა) პროდუქტებისა (გარდა ალკოჰოლიანი სასმელების, ეთილის სპირტის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მ.შ. მინერალური წყლისა) და თამბაქოს პროდუქცის წარმოების სფეროში ლიცენზიებისა და ამ პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებზე ნებართვების გაცემას, “სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კვების პროდუქტებისა და თამბაქოს ნაწარმის (შემდგომში – პროდუქტები) ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამუშაოებს, ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით”.

ბ) მე-3 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქვეყანაში კვების (მათ შორის ბავშვთა) პროდუქტებისა (გარდა ალკოჰოლიანი სასმელების, ეთილის სპირტის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მ.შ. მინერალური წყლისა) და თამბაქოს პროდუქციის წარმოების სფეროში ლიცენზიებისა და ამ პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებზე ნებართვების გაცემა, „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება, გამოცდების პროცედურების ჩატარება, მიღებული ინფორმაციის ანალიზი, საექსპერტო დასკვნებისა და პროგნოზების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”.

გ) მე-4 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს კვების (მათ შორის ბავშვთა) პროდუქტებისა (გარდა ალკოჰოლიანი სასმელების, ეთილის სპირტის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მ.შ. მინერალური წყლისა) და თამბაქოს პროდუქცის წარმოების სფეროში ლიცენზიებისა და ამ პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებზე ნებართვების გაცემა, პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზა და მონიტორინგი „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში, შეიმუშაოს და წარადგინოს სამინისტროში, შესაბამის უწყებებსა და ორგანოებში წინადადებები, რეკომენდაციები და ნორმატიული აქტების პროექტები პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით”.

დ) მე-4 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოამზადოს და წარუდგინოს მასალები სასამართლოებს, სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, პროდუქტების მწარმოებელთა (რეალიზატორთა) პასუხისმგებლობის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად”.

ე) მე-4 მუხლის „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ითანამშრომლოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ორგანოებთან, სამეცნიერო-ტექნიკურ დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანოებთან ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით”.

ვ) მე-4 მუხლი „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში გამოიყენოს პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზის, გამოცდის, მონიტორინგის, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სამუშაოთა ჩასატარებლად, ხელშეკრულების საფუძველზე, გარეშე ორგანიზაციები, საგამოცდო ლაბორატორიები ან უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტები”.

ზ) მე-4 მუხლის “ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მონაწილეობა მიიღოს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებული სემინარების, თათბირების, სიმპოზიუმებისა და სხვათა მომზადებასა და მუშაობაში”.

თ) მე-5 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სამუშაოთა, „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზის, გამოცდის და მონიტორინგის შედეგების ობიექტურობა და სიზუსტე”.

ი) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლიცენზირების, ნებართვების, ექსპერტიზისა და მონიტორინგის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფის განყოფილება”.

კ) მე-6 მუხლის მეორე პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზირების, ნებართვების, ექსპერტიზისა და მონიტორინგის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფის განყოფილება”.

ლ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამუშავებს და ახორციელებს კვების (მათ შორის ბავშვთა) პროდუქტებისა (გარდა ალკოჰოლიანი სასმელების, ეთილის სპირტის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მ.შ. მინერალური წყლისა) და თამბაქოს პროდუქციის წარმოების სფეროში ლიცენზიებისა და ამ პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებზე ნებართვების გაცემის, პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამუშაოთა ორგანიზაციულ-მეთოდურ, ინფორმაციულ და იურიდიული უზრუნველყოფის ღონისძიებებს “სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში”.

მ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ასრულებს სამუშაოებს სალიცენზიო/სანებართვო უწყებრივი რეესტრის წარმოებისათვის, სალიცენზიო/სანებართვო მონაცემების და პროდუქტების ხარისხის ექსპერტიზისა და მონიტორინგის საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად”.

2. კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურმა (თ. ჭელიძე) იურიდიული, პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურთან (გ. მერაბიშვილი) ერთად უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ დ. გრიგოლიამ.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. კირვალიძე