ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი „განაცხადისა“ და „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის/მფლობელის შემოწმების აქტის“ ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 08.11.2019
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №38892
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016684
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.11.2019 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ან/და ინფორმაციულ სისტემაში შეღწევადობის (პენეტრაციის) ტესტის ჩატარებისთვის ავტორიზაციის მსურველი ორგანიზაციის ან/და შესაბამისი თანამშრომლის უსაფრთხოებაზე შემოწმების წესის დადგენის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი „განაცხადისა“ და
„ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის/მფლობელის შემოწმების აქტის“ ფორმების დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №38892
2019
წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი „განაცხადისა“
და „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის/მფლობელის შემოწმების აქტის“ ფორმების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 21-ე მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი „განაცხადის“ ფორმა (დანართი №1);
ბ) „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მაძიებლის/მფლობელის შემოწმების აქტის“ ფორმა (დანართი №2).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი
ვახტანგ ლაშქარაძე