საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №605
სარეგისტრაციო კოდი 370.01(2).003.000118
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 20/11/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.11.1997 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 27.07.1993
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №605
1997 წლის 19 ნოემბერი
თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტების და ტვირთების დაცვის სამმართველოს დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 1994 წლის 28 აგვისტოს დამტკიცებული სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს რკინიგზის ობიექტების დაცვის პოლკის ზოგადი დებულება.
3. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალური ბეჭდით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
მინისტრი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს შესახებ
I. ზოგადი დებულებანი
1.1 რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტების და ტვირთების დაცვის სამმართველო (შემდეგში –
სამმართველო) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული.
1.2 სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „პოლიციის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების საფუძველზე.
1.3 სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის წინაშე.
1.3 სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის წინაშე.
1.4 სამმართველოს იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზირი №17.
II. სამმართველოს ამოცანა
2. სამმართველოს სამწყობრო დანაზოგების ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე: რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების დაცვის უზრუნველყოფა. მონაწილეობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დამნაშავეობასთან ბრძოლაში.
III. სამმართველოს უფლებები და მოვალეობები
3.1 სამმართველო თავის ძირითადი ამოცანიდან და საქართველოს კანონის
„რკინიგზის ტრანსპორტის შესახებ“ მე-9 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე:
- ახორციელებს რკინიგზის ტრანსპორტის უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და სპეციალური ტვირთების დაცვას;
- ობიექტების და ტვირთების ნუსხას ამტკიცებს რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტი სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით;
- საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს ხანძარსაწინაამღმდეგო და პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებაში.
3.2 იცავს აეროპორტებს, აეროდრომებს, ვაგზლის შენობა-ნაგებობებს და მათ უმნიშვნელოვანეს ობიექტებს.
3.3 ახორციელებს საზღვაო პორტებისა და პორტში განლაგებული შენობა-ნაგებობებს, ტერმინალებს, ნავსადგურებს და ა.შ.
3.4 დებულებით გათვალისწინებული დაცვით ფუნქციების განსახორციელებლად, სამმართველოსა და დაინტერესებული სამსახურს ან ფიზიკურ პირს შორის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც განისაზღვრება დაცვის პირობები და ორგანიზაციის წესი.
3.5 სამმართველო აღნიშნულ მოვალეობებიდან გამომდინარე:
- საჭიროების შემთხვევაში სამსახურში იღებს თანამშრომლებს კონტრაქტის საფუძველზე;
- უწევს მეთოდური და პრაქტიკულ დახმარებას სამწყობრო დანაყოფებს;
- ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის სწავლების და პროფესიული დაოსტატებისათვის:
- უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას სამწყობრო დანაყოფებში, ოფიცერთა და რიგითი შემადგენლობის მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეშვეობით;
- ატარებს სამწყობრო დანაყოფების შემოწმებას (ტექნიკის, სამსახურის, კადრების და სხვა );
- გაწეული მუშაობის შესახებ კვარტალში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტს;
- ატარებს სამმართველოს მუშაკთა მიერ დაცულ ობიექტებზე ჩადენილ დარღვევების ფაქტებზე სამსახურებრივ მოკვლევას, ხოლო სხვა სახის დანაშაულებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის ინსპექციასთან ერთად;
- გამოიყენებს მოზიდულ თანხებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და თანამშრომელთა სტიმულირებისათვის;
- უზრუნველყოფს დანაზოგებს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით, ფორმის ტანსაცმლით, ტრანსპორტით და მარაგ ნაწილებით, იარაღით და სხვა ინვენტარით;
- აწარმოებს მატერიალური ფასეულობის შეძენა-განაწილებას ცენტრალიზებულად.
IV. სამმართველოს სტრუქტურა
4.1 სამმართველოს სტრუქტურა
- სამმართველოს უფროსი;
- სამმართველოს უფროსის მოადგილე;
- შტაბი;
- ოპერატიული სამორიგეო ნაწილი;
- სამსახურის განყოფილება;
- მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილება;
- კადრების და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამსახური;
- პროფესიული მომზადების ჯგუფი;
- ფიზიკური მომზადების ჯგუფი;
- კავშირგაბმულობის ჯგუფი;
- უზრუნველყოფის ქვეგანაყოფი;
- კანცელარია.
სამწყობრო დანაყოფები
4.2 ქ. თბილისის ათასეული (შემდეგი ასეულებით: სადგური თბილისი, სადგური თბილისი-დამხარისხებელი, სადგური მარნეული, სადგური გარდაბანი, სადგური თბილისი-საკვანძო);
4.3 ხაშურის ათასეული (შემდეგი ასეულები: სადგური ხაშური, სადგური მცხეთა, მესამე ასეული);
4.4 სამტრედიის ათასეული (შემდეგი ასეულებით: სადგური სამტრედია, სადგური ზესტაფონი, სადგური ქუთაისი, სადგური ინგირი, სადგური სენაკი, სადგური ფოთი, სადგური ბათუმი);
4.5 სოხუმის ათასეული (შემდეგი ასეულებით: სადგური სოხუმი, სადგური გაგრა, სადგური ოჩამჩირე);
4.6 ქ. თბილისის აეროპორტის მნიშნელოვანი ობიექტების დაცვის პოლიციის სამსახური;
4.7 ფოთის დაცვის პოლიციის სამსახური;
4.8 ბათუმის დაცვის პოლიციის სამსახური.
V. სამმართველოს სამწყობრო დანაყოფების ძირითადი ამოცანები და უფლება-მოვალეობანი
5.1 სამმართველოს სამწყობრო დანაყოფები:
- სტრუქტურულად შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტში;
- თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის თავჯდომარისა და სამმართველოს ბრძანებებით;
- ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფენ მესაკუთრის ქონების დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან გადაადგილების პროცესში, არ დაუშვას უცხო პირთა შეღწევა ობიექტზე და მის დატაცებას;
- მონაწილეობას იღებენ სტიქიურ უბედურებათა წინააღმდეგ ბრძოლაში და ატარებენ ქმედით ზომებს დაცული ობიექტების და მატერიალურ ფასეულობათა გადასარჩენად;
- დაცულ ობიექტზე მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთის მიზნით გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა სახის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს;
- უფრთხილდებიან მასზე გაპიროვნებულ იარაღსა და მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს;
- დააკავოს პირები, რომლებიც ცდილობენ ობიექტებიდან მატერიალურ ფასეულობათა დატაცებას. წარმოადგინოს პოლიციის ორგანოებში, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დაცული ქონების ხელყოფაში;
- მოსთხოვოს დასაცავი ობიექტების მუშა-მოსამსახურეებს დაწესებული სასაშვო რეჟიმის დაცვა;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით დასაცავი ობიექტების ტერიტორიიდან გასვლისას ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და შემოწმება;
- დასაცავი ობიექტებიდან მატერიალურ ფასეულობათა უკანონოდ გატანის მცდელობის, მისი ამოღების ან აღკვეთის მიზნით გამოიყენოს იარაღი და სპეციალური საშუალებანი კანონით დადგენილი წესით;
- სამსახურის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის სამმართველოს მუშაკები შეიძლება წახალისებულ იქნან საპრემიო ფონდის ხარჯზე, რომლის ოდენობა განისაზღვრება ხელფასის ფონდში წარმოქმნილი ეკონომიით;
- სამწყობრო დანაყოფის უფროსს უფლება აქვს განახორციელოს პირადი შემადგენლობის მიმართ დისციპლინარული ზემოქმედების ზომები თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდებისა.
სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის
რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე
უმნიშვნელოვანესი ობიექტებისა და ტვირთების
დაცვის სამმართველოს უფროსი
პოლიციის პოლკოვნიკი ზ. ძნელაძე
„ვ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი"
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის
თავმჯდომარე,
პოლიციის გენერალ-მაიორი დ. გულუა